ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1718224133

„თვის ბოლომდე სიფრთხილეა საჭირო...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, წინ მეტად რთული და დაძაბული მოვლენებით დატვირთული თვე გველის. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებითა და ასტროლოგიური გათვლით, ზაფხულის პირველი თვე ნამდვილად არ იქნება ადვილად გასავლელი.– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე? თქვენი ასტროლოგიური დაკვირვებით, რამდენად მოსალოდნელია ცვლილებები და ძვრები როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში?– 20 რიცხვამდე პერიოდში ცის კაბადონზე მიმდინარე პლანეტარული კომბინაციები კი ადამიანებში გააძლიერებს მობილურობასა და კომუნიკაბელობას. ბევრს გაუჩნდება ბიზნესში, საქმეებში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების სურვილი. პლანეტა მერკურის წყალობით, ცხოვრების ჰორიზონტზე გამოჩნდება ნაყოფიერი და მოგებიანი შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების არაერთი შესაძლებლობა. ეს კარგი დროა ძველი, არაფრისმომცემი, დამამძიმებელი კავშირების გასაწყვეტად და ახალი შემოქმედებითი ან პირადი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. 17 რიცხვამდე პლანეტა მერკური ტყუპების ზოდიაქოში იმოძრავებს, რის გამოც ბიზნესში, საწარმოო პროცესებსა და სხვა სახის საქმეებში მოიმატებს საფრთხეების რაოდენობა, გაიზრდება არასტაბილურობა, გახშირდება ფორსმაჟორული სიტუაციები.– როგორ აისახება ეს მოვლენები საზოგადოებაზე?– ამის გამო, შესაძლოა, ბევრი ადამიანი გახდეს ზედმეტად ფრთხილი ან პასიური, რაც ამ პერიოდში გაუმართლებელია, რადგან უმოქმედობის შემთხვევაში, შეიძლება, ისეთი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, რაც დადებით ცვლილებებს შემოიტანდა მათ ცხოვრებაში, შეამცირებდა ფულის უყაირათო ხარჯვას და გაზრდიდა შემოსავლებსა და მატერიალურ დოვლათს.– ეს ყოველივე თვის ბოლომდე გაგრძელდება? რას გვირჩევთ, როდის გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, ანუ ვიყოთ ვიყოთ დაცულები?– ივნისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე სიფრთხილეა საჭირო დიდი შენაძენებისა და უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირებისას, რადგან ამ დროს იზრდება გარისკვისა და ფინანსების ხარჯვის სურვილი. შედეგად, შენაძენების უმეტესობა ან ძალიან ძვირი იქნება, ან სრულიად გამოუსადეგარი. ამ პერიოდში გამართლებული იქნება ფინანსების უკეთ კონტროლი და ფულის მომჭირნედ ხარჯვა, რადგან 20 რიცხვის შემდგომ მოიმატებს ფულადი სახსრების მოთხოვნილება. მით უმეტეს, რომ 20 ივნისიდან მზეც და პლანეტა მერკურიც კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებენ, რაც გააძლიერებს ინტუიციას და წარმოაჩენს ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, 21-24 ივნისის შუალედში მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო საქმიანი გეგმებისა და ქცევის ტაქტიკის შერჩევისას. ამ დღეების რთულმა ენერგეტიკამ შეიძლება, განაპირობოს კრიზისული სიტუაციები და სერიოზული დაძაბულობა. იმისთვის, რომ მყარად იდგეთ ფეხზე, გვერდი აუაროთ დანაკარგებს ან მინიმუმამდე შეამციროთ მათი რაოდენობა, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად. გაითვალისწინეთ ერთგული მეგობრებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევები და არ გადაუხვიოთ ადრე დასახულ გეგმებს, განსაკუთრებით პროფესიული განვითარების საკითხებსა და შემოქმედებით საქმიანობაში.წყარო: „თბილისელები“

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1718134010

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გვაცნობს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს:„რთული, დაძაბული პერიოდია. დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია იძაბება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესია თქვენგან იქნება, არა, შესაძლოა, შარიანების რაოდენობამ იმატოს. ინტრიგები, ჭორები, არასწორი ინფორმაცია, ფეიკების მაღალი ალბათობა - გადაამოწმეთ ყველა სახის ინფორმაცია, ხელშეკრულებები გადაიკითხეთ. იქნება ტრავმულ-ავარიული ტენდენციები - ჯირითის სურვილი გაუჩნდება ძალიან ბევრს, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.კიდევ, კვირის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - „თეთრი მთვარე“ არის ასტროლოგიური ცნება, რომელსაც ჩვენ მას მფარველ ანგელოზს, ანუ სელენას ვუწოდებთ. ეს „თეთრი მთვარე“ შაბათს, 15 ივნისს 7 თვით ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც შემდგომში მასმედიის მუშაობას, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც კი გააუმჯობესებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ცაგარელი

ტაბლოიდი 1718096923

„თუ არ გადაირევა საქართველო, კარგი იქნება...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატის წინ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, მღელვარება იმატებს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მატჩებიდან სენსაციურ ამბებს უნდა ველოდოთ.„ჰაერში სენსაციის სურნელი დადის, მე ვგრძნობ. რაღაც ისეთი ამბები იქნება, რომ... თუ არ გადაირევა საქართველო, კარგი იქნება. რაღაც მნიშვნელოვანი და საინტერესო გველოდება“, - ამბობს ასტროლოგი.

ცაგარელი

ტაბლოიდი 1717500558

„ეს ყველა ნიშანს ეხება, 6 ივნისი ფრთხილად გაიარეთ!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან სიახლეებზე საუბრობს. მისი თქმით, მიმდინარე კვირა შედარებით რთული იქნება და მეტ ყურადღებას მოითხოვს.„ყურადღება 6 ივნისს მიაქციეთ. ეს არის ახალმთვარეობა, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება. შეერთდება მზისა და მთვარის ენერგიები, რაც სიტუაციას ართულებს. შესაძლოა, დაძაბულობამ და კონფლიქტებმა იჩინოს თავი, ტრავმულ ავარიულმა ტენდენციებმა და სხვა ნეგატიურმა მოვლენებმა. 6 რიცხვი გავიაროთ ფრთხილად. არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი, სარისკო არ დავიწყოთ. არავითარი ზედმეტი მოლაპარაკებბეი და ხელშეკრულებები... ვეცადოთ, დადებითი განწყობით, რაც შეიძლება მშვიდად გავიაროთ რთული კოსმიური გამოცდების პერიოდი. ეს ყველა ნიშანს ეხება. 6 ივნისიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შესვლას იწყებს, რაც ნელ-ნელა დაძაბავს სიტუაციას, ცოტა გააუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეამცირეს ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის“, - ამბობს ასტროლოგი.

mikheil cagareli

საზოგადოება 1717389740

მიხეილ ცაგარელის 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს 3 ივნისს ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარე, რომელიც, ღამის 2 საათზე იწყება და დილის 10 საათამდე გასტანს.ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმების მიზეზი გახდეს . განსაკუთრებით  საყურადღებოა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი და ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის.პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღევანდელი დღე დადებითია მორიელის, კუროს, თხის რქის და თევზებისთვის.შედარებით დაძაბულია ვერძებისთვის და სასწორთათვის. მათ ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის მიმართულებით.დღევანდელ დღეს მოსალოდნელია მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, თუმცა ამავე დროს გამახვილდება სულსწრაფობა, შინაგანი გაორება და მერყეობა.ნეგატიურ ტენდენციებს უნდა გაუწიოთ კონტროლი 17 ივნისამდე, რადგან არ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი სამომავლოდ.ჯანმრთელობა: დღე გეომაგნიტურია, მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა პრობლემას, ნერვიულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს თავის ტკივილი უგუნებობის და მაღალი წნევის მიზეზი.ამ დროს პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ მედიკამენტი. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ.ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი ყური და ენდოკრინული სისტემა. ამ დღეს ოპერაციების ჩატარება არაა სასურველი.როგორ ჩაივლის დღე: დღეიდან 17 ივნისამდე პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და მეტად განავითარებს ადამიანებში უმაღლეს ლოგიკურ და გონებრივ მოქნილობას, დახვეწილ იუმორს, კომუნიკაციისა და შრომით, ასევე უცხო ენების ათვისების უნარებს.დღეს მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ საკუთარი სიტყვების მიმართ. კარგია ეს დღე კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობებისთვის და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს რომელთა ალბათობაც არსებობს.დღეს მეტად აქტიურები და სქმიანები იქნებიან – თხის რქა, კურო სასწორი.ნუ დაიხევთ დღევანდელ დღეს უკან პრობლემების წინაშე. დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. შესაძლებელი იქნება დღეს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა,  ფინანსური საკითხების გადაჭრა. პარტნიორულ თემებში ურთიერთობებში დღეს ნუ განიხილავთ. გამორიცხეთ ტკბილი და მჟავე საკვები.რაც შეეხება ფერებს – დღევანდელი დღის ფერებია – ყავისფერი, მწვანე, ასევე ლიმონისფერი…

ცაგარელი კვარა

ჰოროსკოპი 1716910837

რას ამბობს მიხეილ ცაგარელი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კოსმოსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ახლა საუკეთესო პერიოდი ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ.„იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა ერთი წლით გადავიდა ტყუპებში. ტყუპები მასმედიას მართავს, ყველა სფეროს.გაიფურჩქნება სავაჭრო, სპორტის სფერო, ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება, მით უმეტეს, ტყუპების ზოდიაქო ჰაერის სტიქიაა. ხვიჩა კვარაცხელია ჰაერის სტიქიაა, მერწყულია, ამიტომ, რაც რაც უფრო დრო გავა, ფორმაში და კარგ სპორტულ კონდიციებში შევა,“- ამბობს ცაგარელი.

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1716893507

ზედიზედ, სამი გეომაგნიტური დღე - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირაში სამ გეომაგნიტურ დღეს ასახელებს:„გეომაგნიტური დღეებია: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. როცა ეს ზედიზედ სამი დღეა, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებისგან და მეტეო დამოკიდებული ადამიანებისგან. რადგან ისინი ძალიან გრძნობენ მზის ქარიშხლებს და წნევა იცვლება.  ამ დღეებში, თუ რამე დისკომფორტს იგრძნობთ, შესაბამის პროფილაქტიკას მიმართეთ: მიიღეთ წამლები და მეტად დაისვენეთ. ამას გარდა, ხუთშაბათი კონფლიქტურ-ტრავმულია - საჭესთან იყავით ფრთხილად და პროვოკაციებს არ აჰყვეთ“, - ამბობს ცაგარელი.

მიხეილ ცაგარელი

საზოგადოება 1716585387

„მოვიდა ახლოს და მეუბნება… ბატონო მიხეილ თქვენ არ იცით როგორ მიყვარხართ და ეს თქვენი შვილია“ – რას იხსენებს მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარია, რომლის ეთერში თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას იხსენებს.„რამდენიმე წლის წინ ვისვენებდი სარფში მეუღლესთან, შვილთან ერთად. ამოვედი წყლიდან ძალიან კარგ განწყობაზე. გავიხედე მოდის ულამაზესი გოგონა, გაბადრული სახით, გაშლილი თმებით, კუპალნიკით და ბავშვი უჭირავს ხელში.მოვიდა ახლოს და მეუბნება, სიტყვები იყო შოკი – ბატონო მიხეილ, თქვენ არ იცით როგორ მიყვარხართ და ეს თქვენი შვილია“, – ჰყვება მიხეილ ცაგარელი. 

მიხეილ ცაგარელი

საზოგადოება 1716482599

„ურთულესი პერიოდი გვაქვს მომავალში, მაგრამ..." - მიხეილ ცაგარელი

"ურთულესი პერიოდი გვაქვს მომავალში, მაგრამ გავივლით. ჯერ კიდევ ომის პერიოდში, 2008-ში, მახსოვს, მე მაშინ განვაცხადე, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გადარჩება.გავივლით ბევრ სირთულეს… ჩვენ ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი, იქნება უამრავი ომი. უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის. ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველო, სირთულეების მიუხედავად, გადარჩება. ამერიკელებს ძალიან საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიხედვით, შუმერები, ფინიკიელები და ქართველები – სამი ერია მხოლოდ, რომელიც არასოდეს არ ომობდა სხვის დასახოცად, სხვისი ტერიტორიების დასაპყრობად. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია და სტატუსი.წილხვედრი ქვეყანა ვართო, რომ ამბობენ, ეს ტყუილად კი არ არის ნათქვამი. აქ სხვა ენერგეტიკა დევს…  როცა ჩამოდიან ინდოელები და გვეუბნებიან, რომ თქვენ არ იცით, რა ენერგოველი გაქვთ, ჩვენ მართლა არ ვიცით და ისინი გრძნობენ ამას.ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პრინციპიდან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოგვისპეს, იმიტომ, რომ ამას ცუდი სახელები მისცეს. სინამდვილეში რატომ იყო ოვალური და არა მართკუთხედი ქართული საქეიფო სუფრა - რა ჩადეს წინაპრებმა ამაში? რატომ იყო, როდესაც დელეგაცია წავიდა უნივერსიტეტიდან ინდოეთში იოგას შესასწავლად და იქაურმა გურუმ რომ გაიგო, ჩამოვიდნენ ქართველები იოგას შესასწავლად, ძალიან გაუკვირდა და გვითხრა ასეთი რამ – იოგა თქვენგან მოვიდა ინდოეთში და აქ ჩამოხვედით სასწავლებლადო?ყველამ პირი დააღო, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობს კავკასიური უძველესი იოგა. ბევრი რამ არ ვიცით ჩვენ, მარტო ტრადიციების შესრულება კი არ არის, მათი სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და მაშინ ის ტრადიციაც გაცილებით საამური გახდება თქვენთვის“ - ეს მიხეილ ცაარელის პროგნოზია უახლოესი პერიოდისთვის, რის შესახებაც მან თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა. 

სხვადასხვა

საზოგადოება 1716145460

„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა.„ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა შემოდიან დემონური ძალების ენერგიით; ბევრს უნდა მათთან შეხვედრა, მე არ ვურჩევ და ვეუბნები, რომ არ იცით ვინ შეგხვდებათ. ძირითად მათი მასა არის ბოროტი სულის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1716118173

გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მზის სისტემის განზომილებაში მინიმუმ 12-ჯერ, მაქსიმუმ 15-ჯერ მოვა - მიხეილ ცაგარელი

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი საავტორო გადაცემა „სთორი“ ტელეეკრანს უბრუნდება.ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ახალი სეზონის პირველი გადაცემის პირველი სტუმარი იყო.„სიკვდილის შემდეგ გაგრძელება იქნება? გარდაცვალების შემდეგ რა ხდება?“ - წამყვანის ამ შეკითხვაზე მიხეილ ცაგარელი შემდეგნაირად პასუხობს.„რა თქმა უნდა ცხოვრება მიდის, გრძელდება. მარტო მესამე განზომიელბაში 10 სამყაროა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მარტო ჩვენს მზის სისტემაში ადამიანი 12-ჯერ მაინც მოვა მინიმუმ და მაქსიმუმ 15-ჯერ“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მიხეილ ცაგარელი

ტაბლოიდი 1716068716

VIDEO: „ვეთაყვანებოდი, მეგონა ანგელოზი და...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი საავტორო გადაცემა „სთორი“ ტელეეკრანს უბრუნდება.გადაცემის პირველი სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელია, რომელმაც საზოგადოებისთვის საინტერესო პირადი ცხოვრების დეტალებზე, დედაზე და მტკივნეულ სიყვარულზე ისაუბრა.„ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან(უცხოპლანეტელებტან)  90-იანებში, დალი შონიას მეშვეობით. მაჩვენებელი, რომელიც დავინახე, არ მომეწონა და მაშინვე ვიფიქრე, რაღაც მოხდება და მოემზადე. მიგრძნია სიკვდილის სურნელი, ზუსტად ვიცი როგორია.წამყვანის კითხვაზე: დიდმა სიყვარულმა გული გატკინათ?ცაგარელი პასუხობს: „მე ამაზე ყველგან არ ვსაუბრობ. რასაც გეუნბეით, ამაზე ბევრი იყტვის, რომ ვერ არის ეს კაცი დალაგებული. რაებს ლაპარაკობს. დიდი სიყვარული, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დასჯადია… ვეთაყვანებოდი, მეგონა ანგელოზი და მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ... მე ეს უნდა გამევლო, ეს ჩემი ჯვარი იყო“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გადაცემის ანონსში.