„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გვაცნობს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს:

რთული, დაძაბული პერიოდია. დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია იძაბება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესია თქვენგან იქნება, არა, შესაძლოა, შარიანების რაოდენობამ იმატოს. 

ინტრიგები, ჭორები, არასწორი ინფორმაცია, ფეიკების მაღალი ალბათობა - გადაამოწმეთ ყველა სახის ინფორმაცია, ხელშეკრულებები გადაიკითხეთ. 

იქნება ტრავმულ-ავარიული ტენდენციები - ჯირითის სურვილი გაუჩნდება ძალიან ბევრს, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კიდევ, კვირის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - „თეთრი მთვარე“ არის ასტროლოგიური ცნება, რომელსაც ჩვენ მას მფარველ ანგელოზს, ანუ სელენას ვუწოდებთ. ეს „თეთრი მთვარე“ შაბათს, 15 ივნისს 7 თვით ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც შემდგომში მასმედიის მუშაობას, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც კი გააუმჯობესებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.