ტრაგედია საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერი სიჭინავას ოჯახში
1755373827
გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, მერიემ გოგაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. გოგონა მეგობრებთან ერთად მანქანაში იმყოფება, რა დროსაც, შეტყობინება მისდის და გვერდით მჯდომს გაკვირვებული სახით უყურებს. როგორც ჩანს, კადრებმა უცხოელ ვლოგერებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაწყვიტეს, რომ ვიდეოში რაღაც მისტიკური ხდება და თავიანთი ინტერპრეტაცია რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე არ დაიშურეს.
@victoriioso O que acham disso? (Ib:@Maria | Mistérioentrelinhas ) #foryoupage #historiasbizarras #casosbizarros #foryou ♬ Creepy and simple horror background music(1070744) - howlingindicator
აღნიშნულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს.
„პრაიმტაიმი“ რეალური შინაარსის გასაგებად თავად მერიემს ესაუბრა.
„აღნიშნულ ვიდეოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მე და ჩემი დაქალები ვისხედით, განვიხილავდით ყველაფერს, როგორც ხდება ხოლმე. ერთ-ერთი თემის განხილვის დროს კი, მომდის მესიჯი იმ მეგობრისგან, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით... რაღაც ისეთი ტექსტი იყო, რომ ჩემი და ჩემი დაქალის, თაკოს თვალით კონტაქტი და გაკვირვება გამოიწვია. მანდ ყველაზე დიდი როლი თვალით კონტაქტმა და მუსიკამ ითამაშა.
ეს ვიდეო თავიდან რომ ავტვირთე და „გავარდა“, ხალხი რომ კითხულობდა, რა მოხდაო, ძალიან „ვღადაობდი“ და ვამბობდი, საიდუმლოა მეთქი. ახლა პარანორმალურ ამბავს უკავშირებენ - ამბობენ, რომ ჩემს უკან მჯდომ დაქალს ორეული ჰყავს და ის გვწერდა, რომ გამოდიოდა, უცებ კი ჩემს მანქანაში გაჩნდა. მთელი მსოფლიო ამას განიხილავს - როგორ ჩნდება მესამე გოგონა უცებ ჩემს მანქანაში,“ - გვითხრა მერიემმა.