გაზი შეწყდა

საზოგადოება • 1791267744

„არ დატოვოთ ონკანები ღია... გაზის მოწოდება ხვალამდე შეწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგება 6 ოქტომბრის 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე 12 000 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.„გაზმომარაგება შეუწყდება: ორხევის დას – ახვლედიანის ქ. 2, 9, 12, 14, 16, 18, 18ა, 20, 20ა, 21, 22, 22ა, 24, მუხაძის ქ. 3, 6, 6-2, 6-3, 6-4, 6-5, 6-6, 6-7, 6-8, 11, 17 (იგივე მუხაძის ქ. 15, ასევე მუხაძისა და კაკაბაძის გადაკვეთა, ნაკვ. 002/114), ახვლედიანის (ასევე ახვლედიანის ქუჩაზე, ნაკვ. 03/041), გ. ამილახვარის ქ. 11-ში (ავტოვაზის უკანა მხარე), ახვლედიანის ქუჩაზე, ავტობაზა – ტურისტი შენობა 4-ში დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ორხევში – ამირანაშვილის, ახვლედიანის, ბანეთაშვილის, ესენინის, კაკაბაძის, მუხაძის, პეტრიწის, თეთრი ხევის დასახლებაში, ჩანტლაძის, ამილახვარის, ფიროსმანის, კაკაბაძისა და მუხაძის გადაკვეთაზე, აბზიანიძის, გოკიელის, სააკაძის, მერაბ კოსტავას, წუწუნავას ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, მიმდებარედ თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, სოფ. დიდ ლილოში მდებარე # 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 5ქ. 1ჩ, 5ქ. 2ჩ, 11ქ. 1ჩ, 6ქ, 7ქ, 10ქ, 11ქ, 12ქ, 13ქ, 16 ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და სოფ. დიდ ლილოში (ვარკეთილის მეურნეობა) მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აეროპორტის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 48ა, 105, 111, 118, 120, 123, 126, 130, 134-ის მოსახლეობას, ლილო-ნამორაძის ქ. 2, აეროპორტის (აეროდრომის) კორპ. 38-ის მიმდებარედ, ნაკვ. 09/039-ში მდებარე შპს ,,ჯეირნილ კომპანის”, კახეთის გზ. 73, 73ა, 75, 75, 83, 89, კახეთის გზატკეცილის 13კმ-ზე მდებარე კორპ. 2, 25 კმ-ზე (ევროპის I ჩიხი 8), ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლება – დავითაშვილის, ხვედელიანის, შანშიაშვილის, აფრიკის დასახლება – ბესარიონ ქებურიას, იგოეთის ქუჩის, კახეთის გზატკეცილისა და საუწყებო რადიოსადგურს შორის, ასევე რკინიგზის ჩიხსა და აირზენას შორის, მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლილოს დასახლების I კვ, კორპ. 5, 15, 16, 26, ლილოს დას. II კვ, კორპ. 1ა, 2, 3, 4, 8, 9, 10, 11, 12, ლილოს დას. IV კვ, კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 14, ლილოს დას. V კვ, კორპ. 1, 2, ლილო, სოფ. წინუბანი, კორპ. 4ა, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 13ა, 14ა, ლოჭინის დას, კორპ. 1 და 2, ჭირნახულის ქ. 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ლილოს დას. 1-1, 1-2ბ, 1-2ბ-ს მიმდებარედ, 1-3, 1-11, 1-11-ის მიმდებარედ, 1-12, 1-13, 1-14, 1-22-ში (იგივე საქ. სოფ. მანქანის დას.), სადგური ლილო # 1 და # 2 საცხოვრებელი კორპუსების, ელენე გოკიელის ქ. 61, აეროპორტის დას – რკინიგზის ჩიხის ტერიტორიაზე, სერგო გუჯეჯიანის, დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს, გიორგი ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის ქუჩასა და ჩიხში, არსენ მეკოკიშვილის ქუჩისა და შესახვევის, იუმაშევის, ლილოს დას – ღლონტის, ხილბოსტანვაჭრობის ქ. 1, კამოს, სტურუას, მეფრინველეობის, ფრანგულიანის, საქ. სოფ. მანქანის, მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარედ, მეფრინველეობის 1, 2, 3 ქუჩებზე (კოტეჯებში) ორახელაშვილის, რუსთაველის ქუჩებზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლილოს დასახლება, საქსოფმანქანის დასახლებაში – ევგენი აფხაზავას ქუჩაზე, ჭირნახულის ქუჩაზე, ლილო, სოფ. წინუბანი – გუდამაყრის, ბეჩოს, იადონის, იალნოს, მერი მდივანის, მშვიდობის, რაჭის, ხევსურეთის, ლოჭინის დასახლებაში – აბრამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კახეთის გზ. 106 (106ე), ლილო – საქნავთის დასახლების საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 2 ს/ს, 3, 4, 5, 6, 7, 8, 35, 36, 37-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ლილო - სოფ. ნასაგურის (დუშეთის, ჭავჭავაძის, ფასანაურის, წამებულის, ნაძვების, მაჩაბლისა და მიმდებარე ქუჩების) კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულო მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს: შპს ,,ნ ბ 76” – მაღაზია ვიურტის, შპს ,,ელ სი თბილისს”, შპს ,,ევრომიქსს”, ფ/პ გიორგი ჭიაბრიშვილს, კერძო პირი ჯეირან ჯეირანაშვილს, შპს ,,მარგიოს”, სს ,,მარტ ჯგუფს”, რესტორან ლოჭინს – შპს ,,მეგობრობას”, სს ,,ვისოლ პეტროლიუმს” – ცეკავშირის ბაზრის მიმდებარედ, სს ,,სმარტ რითეილს”, შპს ,,გზა 2020-ს”, შპს ,,ბი ენდ ქეი კომპანი-ს”, შპს ,,ლილო პურს”, შპს ,,მაი მოტელს”, შპს ,,ნაქა-ს”, შპს ,,კმტ გროუპ”-ს, შპს ,,სთრაი ქოლ ლილო-ს”, შპს ,,ფუდსერვისს”, შპს ,,ნობლექსს”, შპს ,,რობიზონ კალაძე”-ს, შპს ,,ორ ნაბიჯს”, შპს ,,ალბისს”, შპს ,,ლილო მოლს” (ლილოს ბაზრობა), შპს სავაჭრო ცენტრი ,,კახელებს”, შ.პ.ს დაფნა-ს, შპს ,,დათე”-ს, ბაგა ბაღი #116-ს, შპს “სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია”-ს, შპს ,,კომპავა ჯორჯია”-ს, შპს ”კლიმატ-სერვისი+”-ს, შპს ,,ასკანელი ძმებს”, სსიპ ქ. თბილისის #216 საჯარო სკოლა-ს, საქართველოში შპს მგს-ს წარმომადგენლობას, შპს ,,როიალ გრუპს”, შპს ,,ბენნ”-ს, შპს ,,კალტს”, შპს ,,საამო-საშხაპე”-ს, შპს ,,თ.გ”-ს, შპს ,,ტექნოქიმია”-ს, 76-ე ბაგა-ბაღს, შპს ,,ეკო სერვის ჯგუფს”, შპს ,,გიორგი-2015”-ს, შპს ,,პოლპპრინტჯი”-ს, ი.მ. ზურაბ ალადაშვილს, შპს ,,ხარაზიშვილს”, შპს ,,ათენკ”-ს, შპს ,,ჯორჯიან ქარდბოარდს”, შპს ,,გორგია”-ს (შპს ,,ნია ქონსთრაქშენი), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შპს ,,წუნდა”-ს, შპს ,,პროგრესი 2002”-ს, შპს ,,ლილო პროგრესს”, შპს ,,ჯორჯიან ნატურალ პროდუქტს”, ი. მ. ვაჟა უსანეთაშვილს, ფიზიკურ პირი ვლადიმერ მაჭავარიანს, შპს ,,თ-5”-ს, მექანიკურ ქარხანას, შპს ,,დონ სენდვიჩს”, შპს ,,კონტაქტს”, ფ/პ ირაკლი ფიოლიას, შპს ,,ტრანსლომსერვისს”, ი/მ თამარი გაგნიძეს – ქალაქური, შპს ,,ამხანაგობა”-ს, შპს ,,ბიოტექსს”, შპს ,,ფერრე”-ს, შპს ,,გლ+”-ს, თაჯირ სულეიმანოვს, შპს ,,ვასპ გრუპს”, ფ/პ გოჩა ჯაფარიძეს, შპს ,,გებრიუდერ ვაისს”, შპს ,,გ.მ ჯგუფს”, შპს ,,იბეროილს”, სს ,,ლილო-1”-ს, შპს ,,ჩვენთან”-ს, სკოლა # 168-ს, შპს ,,პსპ ფარმა”-ს (ლილოს ტერმინალი), შპს ,,ჯი-ემ-პი”-ს, შპს ,,თდკ”-ს, შპს ,,არსაკიძე-2000-ასფალტის ქარხანა”-ს, შპს ,,საქართველოს ქაღალდის წარმოება”-ს, შპს ,,ბულუთ-დეპო”-ს, შპს ,,შარავანდს”, შპს ,,რესპუბლიკა”-ს, შპს ,,იბერია რეფრეშმენტს”, შპს ,,ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს-ის საქართველოს წარმომადგენლობა”-ს, შპს ,,კაპაოლ ჯორჯია”-ს, კობა წოწკოლაურს, ოირდან ბიკოვს, გივი შეყელიძეს, ნარგიზა გულბანს, შპს ,,სანტექ ჯორჯია”-ს, ზაქარია ოშაყმაძეს, შპს ,,ფაბრიკა კრაფტს”, შპს ,,იტონგ კავკასუსს”, შპს ,,პოლიტეკსს”, შპს ,,ენარგიტს”, შპს ,,ასპ-გრუპს”, შპს ,,დელტა”-ს, შპს ,,ფეიდალ ჯორჯია”-ს, შპს ,,რამ პოლიტექსს”, შპს ,,ბრეაქანოფარმა”-ს, სს ,,ლიბერთი ბანკს”, შპს ,,ბედეგს”, ალექსანდროს სასპკინს, შპს ,,ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენს”, სს ,,ტერაბანკს”, შპს ,,სქაი ინნ”-ს, შპს ,,ბროკუს ჯე”-ს, შპს ,,ბუმ გრუპს”, შპს ,,ჯი ეს სი”-ს, ფ/პ ეკა ჭელიძეს, შპს ,,გ და პლასტს”, სს ,,მესხეთს”, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”-ს, ისანი-სამგორის პოლიციის IV განყოფილებას, შპს ,,თბილისის რძის ქარხანა”-ს, ფ.პ. ელენე დარჯანიას – კახაბერ სოლომნია, შპს ,,ტერამიკა”-ს, შპს ,,ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრს”, შპს ,,რუსო”-ს, შპს ,,ბუმბა”-ს, სკოლა # 107-ს. შპს ,,ვი თი ჯგუფს”, შპს ,,ლორდს”, შპს ,,მარიამი 2018”-ს, შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედს (ფილიალი) – საქართველო, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ივეტა დარჩიძეს, შპს ,,პოულტრი ჯორჯია-მეფრინვ. ფაბრ.”-ს, შპს ,,ქართული ხილი და ბოსტნეულს”, შპს ,,ავერსი-რაციონალს”, შპს ,,ინთერნეიშენალ ბეიკერ ჰაუსს”, შპს ,,მეღვინეობა ხარება”-ს, შპს ,,კალვე”-ს, შპს ,,მადლიანი 2020”-ს, შპს ,,ემსიბი ჯორჯია”-ს, სს ,,არგო”-ს, შპს ,,სმილე მიX”-ს, ალექსანდროს სარაპკინს, შპს ,,აპტოსს”, შპს ,,მილენიუმ მატერიალს ჯორჯია”-ს, შპს ,,ლილოს სახლს”, შპს ,,ჯეომილ”-ს, შპს ,,ამმა”-ს, შპს ,,როიალ ჯორჯია”-ს, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”-ს, ი.მ ზ. მსუქნიშვილს, შპს ,,ლილო სითი”-ს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მოქ. მანანა დალაქიშვილს, შპს ,,ფრანკოს”, შპს ,,ჰუკა ინტერნეიშენალს”, საჯარო სკოლა #76-ს, აეროპორტის ტერიტორიაზე: შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას”, მიმდებარედ შპს ,,აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას” - მსხვილ კომერციულ ობიექტს, შპს ,,ფორტუნას”, შპს ,,საქაერონავიგაციის” ობიექტებს, შპს ,,ლასარეს”, შპს ,,ჩობანს”, შავი ზღვისაერთაშორისო უნივერსიტეტს, დიდი ლილოს დასახლებაში – სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ ქ. თბილისის # 217 საჯარო სკოლას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შპს ,,უნივერსალს”, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ააიპ ,,თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს”, სს ,,ბანკი ქართუ”-ს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს, შპს ,,დუგლაძეების ღვინოების კომპანიას”, ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიას, შპს ,,დიპლომატ ჯორჯიას”, შპს ,,ხის სახლს”, შპს ,,ალეკო და კომპანია”-ს, შპს ,,სოლარის”, შპს ,,ბრასერის”, შპს “ჯორჯიან ქარდბოარდის”, შპს ,,მშენებელი 80”-ს, საქართველოს მელიორაციას, სს ,,ფი ეს სი ფროფერთის”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, შპს ,,ვანის სათბურებს” და მიმდებარედ განთავსებულ სხვა ობიექტებს.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს - 7 ოქტომბრის 11:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათამდე.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზი

საზოგადოება • 1791226672

გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

ხატი „კვანძების გამხსნელი“

საზოგადოება • 1790795880

ამ იშვიათი ხატის წინაშე ლოცულობენ ყველაზე გადაუჭრელ სიტუაციაში, მოაქვს კეთილდღეობა და დაცვა უბედურებისგან

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში.ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების შენარჩუნებას.კვანძების გამხსნელის ღვთისმშობელი. გამოსახულების სიუჟეტი ასახავს წმინდა ირინის სიტყვებს: "ევას ურჩობის კვანძი მარიამის მორჩილებით გაიხსნა. რისთვისაც ურწმუნოებით შეკრული ევამ, ღვთისმშობელმა რწმენით გახსნა".ღვთისმშობლის ხატის რომელიც ხსნის კვანძებს - მოაქვს კეთილდღეობა და დაცვა უბედურებისგან, ხსნის ყველა უბედურებას და მოაქვს სინათლე და კურნება იმ სახლებში, სადაც მას პატივს სცემენ.ლოცვა ამ ხატის წინაშე წასაკითხიო, უსაყვარლესო დედაო და ყოვლადწმიდა ქალწულო მარიამ, შენ, შვილების მახრჩობელ „კვანძებს“ გაშალე ჩემკენ მოწყალე ხელები. ამ „კვანძს“ (ჩვენ მას უბედურებას ვეძახით) და მის ყველა უარყოფით შედეგს დღეს მენდობ. მე გაძლევ ამ „კვანძს“, რომელიც მტანჯავს, მაბედნიერებს და ხელს უშლის შენთან გაერთიანებას და შენს ძესთან, ჩემო მაცხოვართან. მე მტკიცედ მჯერა, რომ შეგიძლიაამ "კვანძის" გახსნა, რადგან უფალი იესო გაძლევს მთელ ძალას. შენ ჩემი დედა ხარ, ვიცი, რომ ამას გააკეთებ, რადგან დიდი სიყვარულით გიყვარვარ. ჩემი ცხოვრების „კვანძებს“ გამხსნელ ღვთისმშობელო, ილოცე ჩემთვის! გმადლობთ, ჩემო წმინდაო ქალწულო მარიამ !მეორე ლოცვაო, უსაყვარლესო დედაო, ყოველგვარი მადლის წყაროო, დღეს ჩემი გული შენკენ მიბრუნდება. ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ და შენი დახმარება მჭირდება. ამ „კვანძს“ შენს ხელში ვანდობ და გთხოვ, მაპატიო, რომ ხშირად უგულებელყოფ იმ მადლს, რომელსაც მაძლევ.ჩემი ცხოვრების „კვანძებს“ გამხსნელო ღვთისმშობელო, ილოცე ჩემთვის! გმადლობთ, ჩემო წმინდაო ქალწულო მარიამ!ჩემო უწმიდესო შუამავლო, ზეციურ დედოფალო, შენ, რომლის ხელებითაც ვიღებ და ვიზიარებ მთელ ზეციურ სიმდიდრეს. ჩემი ცხოვრების ამ „კვანძს“ შენს ხელში ვათავსებ. ზეციური მამისგან პატიებას ვითხოვ ჩემი შეცდომების გამო, რათა შენ შეძლო ეს „კვანძი“ გახსნა .ღვთისმშობელო, ილოცე ჩემთვის! გმადლობთ, ჩემო წმინდაო ქალწულო მარიამსაყვარელო წმიდაო დედაო, რომელიც მიესალმება ყველას, ვინც შენსკენ ისწრაფის , შემიწყალე მე. ამ რთულ „კვანძს“ შენს ხელში ვდებ. ის განდევნის ჩემგან წუხილ.დაამშვიდებს ჩემს სულს.ეს „კვანძი“ ხელს უშლის ჩემს უფალთან მისვლას, რათა ჩემი სიცოცხლე მას მივუძღვნა.გთხოვ, გაშალე ეს "კვანძი".წმინდაო მარიამ სთხოვე შენს საყვარელ ძეს განკურნება ჩემი, იარე ჩემთან ერთად.მომეცი ძალა, რათა შევწყვიტო წუწუნი, ვისწავლო, მადლობა გადავუხადო ღმერთს ყოველ წამს და შენი ძალით თავდაჯერებულად გავიღიმო. ჩემი ცხოვრების „კვანძებს“ გამხსნელ ღვთისმშობელო, ილოცე ჩემთვის!

მარიამ

ტაბლოიდი • 1790349756

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება - ნახეთ, კადრები წინა საქორწინო წვეულებიდან

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება. მომღერალმა წინასაქორწინო წვეულება გამართა, რომლის კადრებსაც სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.მარიამ შენგელია მორაგბე გიორგი მჭედლიშვილზე 2026 წლის მაისში დაინიშნა. გიორგიმ მარიამს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა. მარიამის წინასაქორწინო წვეულება მეგობრების გარემოცვაში გაიმართა და საღამოს კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

შიო მესამე

საზოგადოება • 1789989363

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის აღსანიშნი სადღესასწაული წირვის შემდეგ.მისი თქმით, ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს.„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი, უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.

ლოცვა

საზოგადოება • 1789935948

ლოცვა, რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ

დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს;ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.გავიხსენოთ შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისადა მარადის ქალწულისა მარიამისა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი;მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 21 სექტემბერს 12 საათზე ყველა ქართველმა უნდა აანთოს სანთელი და სამჯერ წარმოთქვას ეს ლოცვა:"მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ. არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ."ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ოჯახებს, ამინ.

ღვთისმშობლობა

საზოგადოება • 1789935355

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სახლში სამი წელი იზრდებოდა. შემდეგ იგი იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.მართალი იოაკიმ და ანას განსაკუთრებული მადლი აქვთ: უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

მარიამ შუკაკიძე

ტაბლოიდი • 1789572840

„ბევრი რამ გამოვიარე“ - რას წერს მარიამ შუკაკიძე და რატომ გაქრა სოციალური ქსელებიდან

ქართველი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ მიმართვაში გულშემატკივრებს მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის.მარიამი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რატომ აღარ არის სოციალურ ქსელებში ისეთი აქტიური, როგორც ადრე.„შეიძლება, მე ცოტა დავიკარგე სოციალური ქსელებიდან, მაგრამ ის სიკეთე არ იკარგება, რასაც მე ჩემი ახლობლებისა და სრულიად უცხო ადამიანებისთვის ვაკეთებ“, - წერს ინფლუენსერი.მისი თქმით, ბოლო პერიოდში ხშირად ეკითხებიან, სად არის და რატომ აღარ ჩანს სოციალურ ქსელებში. როგორც მარიამი აღნიშნავს, ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს გამოვლილი და ამ ეტაპზე სიმშვიდე აირჩია.„ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში, ამიტომაც ცოტა ხნით სიმშვიდე ვარჩიე. ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ახლა. აუცილებლად გაგიზიარებთ საინტერესო დეტალებს“, - ამბობს ის.„ვცხოვრობ ზუსტად ისეთ უზარმაზარ სახლში, სადაც ნამდვილი პრინცესა უნდა ცხოვრობდეს.“ინფლუენსერი ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა მის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.„ჯერჯერობით არ ვისაუბრებ ჩემს პირად ცხოვრებაზე, მაგრამ შევეცდები, მოგვიანებით ყველა იმ კითხვას გავცე პასუხი, რაც ჩემ გარშემო ისმის“, - წერს მარიამ შუკაკიძე.მისივე თქმით, ამჟამად ბედნიერია და იმ ყველაფრისთვის მადლიერი, რაც ცხოვრებაში აქვს.„ბევრს უთქვამს, რომ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებასო. ასეა - ბედნიერი ვარ!“მარიამ შუკაკიძე ასევე აღნიშნავს, რომ არავისზე ნაწყენი არ არის და არასდროს უპასუხია ბოროტებაზე ბოროტებით.

მარიამ იმერლიშვილი

საზოგადოება • 1789416663

„ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს...“ - „პანცილიონი“

მცხეთის გზაზე, ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ იმერლიშვილს თანამშრომლები ემშვიდობებიან და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს - მარიამ იმერლიშვილს, რომელიც გუშინ ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ტრაგიკული და მოულოდნელი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში მარიამი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - თავისი შრომით, პასუხისმგებლობით, ადამიანურობითა და იმ სითბოთი, რომელიც მის გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის გულს უთბობდა.ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც მისი წასვლა გვიტოვებს. მისი წვლილი კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში, მისი კეთილგანწყობა და მასთან დაკავშირებული უამრავი თბილი მოგონება სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.ამ მძიმე წუთებში შპს „პანცილიონი“ და შპს „ბუბა ჯორჯია“ მთელი გულით თანაუგრძნობენ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ მათ უდიდეს მწუხარებას.საუკუნოდ იყოს მისი ხსენება,“ - ვკითხულობთ კომპანიის სამძიმრის პოსტში.მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ნათია კვინტრაძესთან ერთად მარი იმერლიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.არსებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მარიამ ჩიქობავა

საზოგადოება • 1788699922

შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი... - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს.როგორც ინფორმირებული წყარო ექსკლუზიურად გვიყვება სოფელ კოკის მოსაცდელში 4 ახალგაზრდა ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა.„4 ახალგაზრდა იდგა იმ ავბედით დილით მოსაცდელთან. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა ერთ მანქანას,რომელსაც წინა მხარეს მგზავრი ეჯდა,4 მგზავრიდან უკან ჩაისვა სამი და განაგრძეს გზა ზუგდიდისკენ. მოსაცდელში დარჩა ტრანსპორტის მომლოდინე 28 წლის მარიამი,რომელიც 4 წელია ზუგდიდში ამბოლში მუშაობდა კონსულტანტად.ამ დროს 10 წუთის ინტერვალში გაუჩერა მარიამს ნისან ჯიპის მარკის ავტომობილი ბაკურ გაბისონიამ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი რამდენიმე წუთში კახათის გზაზე მოხდა.მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა",- გვიყვება წყარო.მარიამი მოსაზღვრე სოფლის ტაძრიდან გამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.ობოლ გოგოს მთელი სოფელი გამოემშვიდობა.მარიამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი მეზობელი ლევან თორია.„მარიამი ჩემი ახლობელი იყო.მართალია, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია და ასაკითაც ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის ნახვაც გიხაროდა.მარიამი ობოლი გოგო იყო. ბებია-ბაბუამ გაზარდეს. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ დამეთანხმებით მშობლის დედ-მამის ზურგის ქონა მაინც სულ სხვა რამეა.თითქოს არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, არ შეემჩნია. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მის თვალებში მაინც შეამჩნევდი სევდის პატარა კვალს. იმ სევდას, რომელიც ალბათ არასდროს გამქრალა. მშობლები ხომ სულ პატარას, ექვსი წლისას დაეღუპა.და ახლა 29 წლის მარიამიც აღარ გვყავს.არ მქონია მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორსაც ახლა ვისურვებდი. მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი. და ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. რომ უფრო ხშირად არ მოვიკითხე, უფრო ხშირად არ ვუთხარი, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.მარიამი ჩემი სოფლის პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყო.იმ ქუჩის, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს ნანახი. და ახლა ეს პატარა სინათლეც ჩაქრა.დღეს მის ნეშთს სამუდამო განსასვენებელს მივაბარებთ. და ვიცი, რომ ჩვენი ქუჩა უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.ძალიან რთულია ამის მიღება.ძალიან დიდი უსამართლობაა, ასეთი ადამიანები ასე ადრე რომ მიდიან ამ ქვეყნიდან.და რატომ, ღმერთო?რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, როცა ვიღაც ნაძირალებს ამქვეყნად კიდევ აქვთ არსებობის უფლება?ამ კითხვას საკუთარ თავს ათი წლის ასაკიდან ვუსვამ - მას შემდეგ, რაც მურო აღარ მყავს. მას შემდეგ მე და ჩემმა კუთხემ, საქართველომ უამრავი ახალგაზრდა, ანგელოზი ბავშვები დავკარგეთ და ამდენი წლის შემდეგაც, ამდენი ტრაგედიის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, არამედ პირიქით, ყოველჯერზე მძაფრდება უსამართლობის გრძნობა და ამასთანავე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რითი უნდა ვანუგეშო მარიამის ბებია?ქალი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა და ახლა შვილიშვილიც. გოგო, რომელიც ბავშვობიდან გაზარდა და რომელსაც ბოლო დღემდე ხელიხელჩაკიდებულს დაჰყვებოდა ყველგან.ახლა ვდგავარ, ვუყურებ და… ვერაფერს ვაკეთებ.ვერაფერს ვეუბნები.არადა ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი მაქვს. ვიცი, როგორი ტკივილია ადამიანის დაკარგვა. უბრალოდ ადრე ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა.ახლა უკვე მესმის.და ალბათ ამიტომაც მტკივა მარიამის წასვლა ასე ძალიან.მარიამ, ძალიან მიყვარხარ.ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. ვნანობ იმ საუბრებს, რომლებიც არ გვქონია, იმ შეხვედრებს, რომლებიც აღარ გვექნება და იმ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად უნდა მეთქვა.არ ვიცოდი, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა.შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი, მარი.ახლა კი ეს ქუჩა შენს გარეშე დარჩა.ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.ძალიან მომენატრები.მშვიდობით, მარი.",-წერს ლევან თორია სოციალურ ქსელში.

xati

ისტორიები • 1788295103

„მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე“ - სასწაულთმოქმედი „შენ ხარ ვენახის“ ისტორია

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე არსებულ პეტრე-პავლეს ტაძარში დაბრძანებულია სასწაულთმოქმედი დედაღვთისმშობლის ხატი - "შენ ხარ ვენახი", რომელიც 1995 წელს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის კურთხევით დაიწერა. როგორც სასულიერო პირი ჰყვება, ხატი დიდი ნუგეშისა და მადლის წყაროა და მან უამრავი სასწაული მოახდინა...წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: 1995 წელს ქაშვეთის ერთ-ერთი მრევლთაგანის მიწვევით გახლდით კაბადოკიაში. გიორემის ხეობაში ულამაზესი სანახაობები გადაგვეშალა თვალწინ. იქაურ ტაძართაგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტოკალის ეკლესიამ. ეს გამოქვაბულის ტაძარი თქვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისააო, გვითხრა თურქმა გიდმა, რომელიც გადმოცემით კაბადოკიელი ქართველი იყოო. გადავწყვიტე წმინდა ნინოს პარაკლისი აღმევლინა. სწორედ მაშინ, როცა პარაკლისის აღსავლენად ვემზადებოდი, ჩემი ყურადღება კანკელის კუთხეში მარჯვენა მხარეს მდებარე ღვთისმშობლის ერთ-ერთმა გამოსახულებამ მიიპყრო.ეს არის ღვთისმშობელი მარიამი ღვთიური ყრმით. ამ ფრესკაზე დედაღვთისას ძალიან ღრმა გამომეტყველება აქვს. თითქოს აწყმოდან მომავალში იმზირებაო.ჩვენთან იყო ხატმწერი ირაკლი ცინცაძე, რომელსაც ვუთხარი: ყურადღებით დააკვირდი და გულის სიღრმეში აღიბეჭდე მშვენიერება ამ ფრესკისა. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით ჩვენ, უნდა შევქმნათ ხატი.ამ დროს პეტრე-პავლეს ტაძარი იხატებოდა, განზრახული გვქონდა, ქრისტეშობის დღეებში გვეკურთხებინა ახლად შექმნილი ხატი. რამდენადაც გვიანდებოდა, ირაკლის ცოტა არ იყოს მკაცრად ვუთხარი, შეწყვიტე ტაძრის მოხატვა და ეს ხატი დაასრულე-მეთქი. ვთხოვე, ძე ხორციელისთვის არ ეჩვენებინა და არაფერი ეთქვა ამ ხატის შესახებ.როცა დასრულდა და ხატს ჩამოფარებული თეთრი ზეწარი ავხადე, გავოცდი, ახლად შექმნილი ხატი იმდენად მადლმოსილი იყო, რომ თითქოს კურთხევასაც აღარ საჭიროებდა.უნდა წამესვენებინა საპატრიარქოში, რომ უწმინდესს ეკურთხა, მაგრამ გულის ხმამ მითხრა, მანქანა შემებრუნებინა და პეტრეპავლეს ეკლესიისკენ წამომებრძანებინა. ასეც მოვიქეცი.ქრისტეშობის წინა დღე იყო, ლიტანიობას იკურთხა ეს ხატიც. ხატმა ენით აუწერელი სიხარული და ეიფორია გამოიწვია მრევლში.იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული, ათეისტზე. ალექსანდრას მეუღლე საშინელი ათეისტი იყო, რომელმაც ორჯერ-სამჯერ, სიშლეგეში, სახლიდან გადაუყარა წმინდა ხატები. ცოლმა სთხოვა, ერთხელ წამომყევი ეკლესიაში თუ რამე დამაბრკოლებელს ნახავ, პირობას გაძლევ, აღარ წავალ ეკლესიაშიო. და იმ ღამეს წამოჰყვა ქმარი ტაძარში და პირველად იცხო ზეთი. ემთხვია ახლად შექმნილ ხატს და ერთდროულად ორი მამაკაცური დაავადებისგან განიკურნა.შემდეგ თვით ათეისტებიც ამოდიოდნენ და ამბობდნენ, ჩვენ არ გვწამს, მაგრამ გვჯერა ამ ხატის, რადგან ჩემი ნათესავი განიკურნა, ჩემი ახლობელი გამოჯანმრთელდაო და ასე შემდეგ.მცხეთის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი მრევლი მოვიდა ამ ტაძარში და ნახა, ათინათს გადმოსცემდა ეს ხატი. იფიქრა მზის სხივი ეცემოდა და ადგილი შეიცვალა, მაგრამ სადაც არ დადგა, სხივმდინარება ამ ხატიდან არ შეწყვეტილა.მრევლში მუდმივად არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მუდმივად ხედავს იმ სხივს, რაც მისტიკურად არის ამ ხატზე. დაუჯდომელის კითხვის დროს ყველას კი არ ეფინა ნათელი ხატიდან, არამედ ზოგიერთ მათგანს. ვინც სულიერად სავსეა, მას ეფინება ნათელი ხატიდან.მას შემდეგ უამრავი ხალხი მოაწყდა...

policiis lenti

საზოგადოება • 1787926629

„ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა... რა უნდა ვუთხრა მის დედას, ოჯახის წევრებს?!“ - ცნობილი გახდა ავარიისას დაღუპული გოგონას ვინაობა

ავარიის შედეგად დაღუპული 16 წლის მარიამ ჩოთირიძე თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.ადგილობრივების თქმით, ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მცხოვრებლის ეზოში შევარდა. დაშავებულებიდან სამი ახალგაზრდა სოფელ გომის, ხოლო ერთი - სოფელ წითელმთის მცხოვრებია.„ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო, აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით… ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს - რა უნდა ვუთხრა მის დედას, ოჯახის წევრებს?! ვერც დეტალებს ვკითხულობ, ისე განვიცდი ამ ამბავს.ჩვენს უბანში დიდი თუ პატარა ყველა ტირის, ისეთი კარგი ბავშვი იყო. ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა - გულის მანკი ჰქონდა… ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მარიამი ჩემი შვილის მეგობარი იყო, უკარგესი, ცქრიალა გოგო. არ ვიცი, როგორ ვუთხრა სამძიმარი დედას, რომელმაც მეორე შვილი დაკარგა. სიტყვები არ მაქვს“, - აცხადებს ოჯახის მეზობელი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

✕