მამა გაბრიელის სარტყელი

საზოგადოება 1787837580

„სარტყელი სასწაულებს ახდენს...“ - სად მდებარეობს მამა გაბრიელის სახელზე აშენებული პირველი ტაძარი

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია  - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

mama gabrieli

საზოგადოება 1787776522

რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში

საეკლესიო გვერდი მამა გაბრიელის ქადაგების ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მიცვალებულის სახელზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო, ისეა, თითქოს პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მაშინ არწივივით აფრინდება! შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ხოლო თორმეტ შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, რანაირი ცოდვილიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარდა ღვთის გმობელისა, მათზე ლოცვაც არ შეიძლება.მხოლოდ კეთილი საქმეები. თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმითი სახე დაგებანათ“.

ლოცვა

საზოგადოება 1787762501

ლოცვა, რომელიც 26 აგვისტოს უნდა წაიკითხოთ

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!".

mama gabrieli

საზოგადოება 1787727900

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ. მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“. „ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

mama gabrieli

საზოგადოება 1787690128

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერილოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“

mama gabrieli

საზოგადოება 1787578380

რატომ უნდა მიართვან ბავშვებმა ყვავილები ღვთისმშობლის ხატს... - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ.უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

mama gabrieli

საზოგადოება 1787265733

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული - რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მალხაზ ჯინორია მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი დროების უდიდეს წმინდა მამასთან ურთიერთობაზე, როგორც სხვას, მასაც არა ერთხელ უამბია.აი, რას იხსენებს ის ერთ-ერთი ინტერვიუსას...მალხაზ ჯინორია: მისგან სასწაულს არ ველოდი, მის ქმედებებში თავმდაბლობა და სიყვარული ჩანდა სულ და სასწაულს ნამდვილად არ დავუწყებდი ძებნას.***ერთხელ, დილით, მასთან კელიაში სტუმრობისას შემწვარი კარტოფილი მომართვა დედა პარასკევამ და მივირთვი. დილის ათ საათზე. მერე მე და მამა გაბრიელმა ვილაპარაკეთ, გავიდა რამდენიმე საათი. დედა პარასკევა შემოდის - გადის, საქმიანობს. მერე მამა გაბრიელმა სთხოვა, მალხაზს შეუწვი კარტოფილიო. აღარ გვაქვს კარტოფილიო, დედა პარასკევა პასუხობს. როგორ, სტუმარი გვყავს და მზად არ უნდა იყოო? და გააგდო კელიიდან. მერე მე მეუბნება, მალხაზ, უფალმა ხუთი ათასი ადამიანი განაძღო და ეგ გაუჭირდება? ვთხოვოთ და გაგვიჩენსო. გავიფიქრე, ახლა აქ რაღაც რომ გაჩნდეს, ინფარქტი ზედვე მაქვს-მეთქი. და ხომ ვიცოდი, ფიქრებს რომ კითხულობდა და ხმამაღლაც ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. კარგი, კარგიო, მითხრა. მიხვდა რომ შემეშინდა. მერე მეუბნება, აბა, ნახე ვინ მოდისო და კარებისკენ მიმახედა. ორი მონაზონი მოვიდა-მეთქი, ვუთხარი. უი, მართალი ვყოფილვარო, თქვა. ვფიქრობდი, რაში სჭირდებოდა ახლა ეს რომ გააკეთა-მეთქი. კაი, ჭამე, ჭამეო, მითხრა. დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, ვჭამ, მაგრამ მერე გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა... ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და... ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო.ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ... მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს.ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა!თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? - ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო?გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო...

პაისი

საზოგადოება 1787079063

„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ...“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი პაისი, ისევე როგორც ჩვენი მამა გაბრიელი, თანამედროვე წმინდანია. ის 1994 წელს გარდაიცვალა.წმინდანის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. აქვს ბრძნული შეგონებანი. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას სულისა და ხორცის საკურნებელ პატარა, თუმცა უძლიერეს ლოცვაზე შევაჩერებთ.წმინდა პაისი ათონელი ლოცვის შესახებ:„მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“ როდესაც ტკივილები მაწუხებს, „დიდება შენდა, ღმერთოს!“ გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის.„დიდება შენდა, ღმერთო“ იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელ-მონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ „უფალო შეგვიწყალენ“ 100 დრაქმას უდრის, ხოლო „დიდება შენდა, ღმერთო“ ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს.თანაც ურჩევდა, რომ „დიდება შენდა, ღმერთო“ უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც, სულის სამკურნალოდ, ღვთის დაშვებით გვეძლევა“.

beri gabrieli

საზოგადოება 1785489300

„ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით...“ - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ.უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

გგ

საზოგადოება 1785358349

„აქ ხილული სასწაულები ხდება... თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ეს უნდა იცოდეთ“ - მამა გაბრიელის სახელზე აშენებული პირველი ტაძარი

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია  - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ... „სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია. ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

mama gabrieli

საზოგადოება 1782971280

მამა გაბრიელის სიტყვები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ.უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

mama gabrieli

საზოგადოება 1780088626

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. 2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა, მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო. ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.გადაცემაში მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.მისი თქმით, მამა გაბრიელმა მას შვილი გაუცოცხლა.„ექიმმა მითხრა- აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა... ეს იყო საშინელება, მაგრამ მე არ მჯეროდა. იქ იყო მარტყოფის მონასტრიდან ჩამობრძანებული მოძღვარი. პირველად ცხოვრებაში, შემეშინდა მოძღვრის დანახვის. მე ვიცოდი რისთვისაც ემზადებოდა ეს მამაო...მამა გაბრიელს ძალიან შევთხოვე - „გამიცოცხლე შვილი“ჩემი მეუღლე მომიტრიალდა და მითხრა - ხუთ დღეში მარიამი გეყოლება გვერდით. შევიდა ბავშვთან მამაო, შევიდა ჩემი მეუღლე. არ ვიცი იქ რა ჩაატარეს, ბავშვი გაცოცხლდა. მანამდე არც გული, არცერთი ორგანო არ მუშაობდა.გაოცებულმა მამაომ თქვა: მე პირველად ვნახე მსგავსი სასწაული.