marxva

საზოგადოება 1732775820

შობის მარხვა დაიწყო - რა არის აკრძალული და დაშვებული

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია.წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ  მრევლს ს შობის მარხვის დაწყების წინ მიმართა ↓

ვარლამ ლიპარტელიანი

საზოგადოება 1732081457

PHOTO: ვარლამ ლიპარტელიანი მზოვრეთის მამათა მონასტერში ახალშობილ ვაჟთან ერთად

ძიუდოისტი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ვარლამ ლიპარტელიანი ახალშობილ ვაჟთან ერთად მზოვრეთის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო სასულიერო პირი, მამა შალვა კეკელია, რომელიც მონასტერში ჩემპიონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.ვარლამ ლიპარტელიანი წელს მეოთხე ვაჟის მამა გახდა. მისი მეუღლე ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი, გიული ჭკუასელია.            View this post on Instagram                       A post shared by მამა შალვა (@mamashalva)

მამა შალვა კეკელია

პოლიტიკა 1731527559

VIDEO: ვფიქრობ, ღვთის მადლით, არეულობა აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა აღარ იქნება - მამა შალვა კეკელია

„მე ვფიქრობ, ღვთის მადლით, არეულობა აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა აღარ იქნება...“ -ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ისეთი განწყობა მაქვს, რომ ქვეყანა არ აირევა და ის, რაც მოხდა 90-იან წლებში, ქართველი-ქართველს ტყვიას ალბათ აღარ ესვრის. შინაგანი ეჭვი მაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვჭამთ“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. 

შალვა კეკელია

საზოგადოება 1729779283

„2012 წლის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დღესაც იგივე პროცესია - გადამწყვეტი მომენტი დგება; ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე“ - მამა შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირი პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან.„ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, სრულწლოვნები არიან და ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი... ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ... ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთად, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ვის უნდა მისცეს ხმა.მე პირადად, ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული - 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს - მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება... ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიეცა...წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა - მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება - ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას... მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება... ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან... მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს... უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია - არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.დააკვირდით ადამიანებს, პარტიებს... პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს... ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს... ისინი თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ წარმოადგენს.... მივმართავ მათ, ვინც ეკლესიის წევრად მიიჩვევს თავს... კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან - როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც ეკლესიის წევრები ხართ. ჩვენ რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ... შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - აცხადებს დეკანოზი. 

მამა შალვა

საზოგადოება 1727426467

,,სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რა არის სიყვარული და ვერ უძებნიან მას სწორ ფორმას" - მამა შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში ,,განთიადი" ისაუბრა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიყვარული,,​ღმერთი არის სიყვარული. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რა არის სიყვარული და ვერ უძებნიან მას სწორ ფორმას. სიყვარული დაარქვეს ვნებას, საკუთარ მიდრეკილებებს და ა.შ. პავლე მოციქული სიტყვა ,,სიყვარულს" ასე განმარტავს - ,,სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ". ნამდვილი სიყვარული სულგრძელია და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, სიყვარულს არ უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარის სიმართლესა ზედა. სიცრუე არის ეშმაკთან დაკავშირებული გრძნობა, სიყვარული კი ხარობს ჭეშმარიტებით. ,,ასეთი სიყვარული არა სადა დავარდების" -  ამბობს პავლე მოციქული.შენ შეიძლება, გაიღო გრძნობა მეორე ადამიანის მიმართ, თავი გაწირო მის გამო, ანახო ჭეშმარიტი სიყვარული, მაგრამ მან ეს ვერ დაინახოს შენში. თუმცა, ღმერთია სიყვარული, ის ყველაფერს ხედავს, ესმის და შენს ამ სიყვარულს შეიწირავს. დღეს როგორია ისყვარული - ის ეგოიზმზეა აწყობილი.ქრისტემ რა გააკეთა შენი სიყვარულის გამო - ნამდვილი სიყვარული გამოავლინა. ღმერთმა გაგვაჩინა, ინება ჩვენი დაბადება. შემდეგ, მიუხედავად ჩვენი შეცოდებებისა, ის მაინც განკაცდა - მოვიდა ადამიანების გამო, რომ გადაერჩინა ისინი. შენ გამო მან დამცირება დაითმინა, ჯვარზე გაკვრა დაითმინა. მოციქულებმა, რომლებიც ,მაცხოვრის მიმდევრები იყვნენ, ზუსტად ამიტომაც გაიარეს ქრისტეს გზა.როდესაც წყვილს ჯვარს ვწერ, მათ ყოველთვის ვეუბნები - თქვენ ჯერ ერთმანეთი არ გიყვართ და მათ უკვირთ ხოლმე - თქვენ ამის შემდგომ უნდა შეიყვაროთ ერთმანეთი, უნდა ისწავლოთ სიყვარული.ქრისტე პირდაპირ ამბობს - თუ მე გიყვარვართ, მაშინ ჩემი  მცნებები დაიცავით. ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, შენ რომ მას ამცირებ, როგორ შეიძლება, შენი სიყვარული ჩემ მიმართ იყოს სწორი დაჭეშმარიტი? შენ იცი, რომ ყველა ადამიანი არის ქრისტეს შვილი, როდესაც შენ ღმერთის შვილს ქუჩაში აგინებ, ამცირებ, შეურაცხყოფას აყენებ, დასცინი მას  და ა.შ. როგორ შეიძლება, ღმერთი გიყვარდეს?", - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

მამა შალვა

საზოგადოება 1726663385

„ადამიანები, რომლებიც ჯადოს აკეთებენ...“ - რას ამბობს მამა შალვა კეკელია ჯადოზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი

არსებობს თუ არა ჯადო? - ამ თემაზე მამა შალვა კეკელია საუბრობს. „ ჯადო არსებობს და ეკლესიაც აღიარებს, ბუნებრივია ჯადო არსებობს, სადაც ეშმაკი არსებობს, იქ ჯადოც არსებობს და ადამიანები, რომლებიც ჯადოს აკეთებენ. ამისგან კი თავი ეკლესიური ცხოვრებით უნდა დავიცვათ, სიწმინდითა და პატიოსნებით, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია ადამიანმა ჯადოსგან თავი დაიცვას“,- ამბობს მამა შალვა. ნახეთ, ვიდეო:  @marimchedlishvil5   ♬ original sound - იქონიე უფლის იმედი!💖

MAMA TEIMURAZ QORIDZE

საზოგადოება 1724576546

მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს.როგორც მამა შალვა აღნიშნავს, მამა თეიმურაზი სიყვარულის მოძღვარი იყო.მისივე თქმით, მამაო სემინარიაშივე გამორჩეული სტუდენტი იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ.„მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. დიდი ხანია ის ქადაგებდა სიყვარულზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილებას ქადაგებდა ძალიან ხშირად.  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უფრთხილდებოდეს ყველა წუთს და ყველა წამს. მამა თეიმურაზს ეს მთელი არსებით ჰქონდა. ჩვენთან სწავლობდა სემინარიაში, იქაც გამორჩეული იყო, მისი სტუდენტობა, დამოკიდებულება ლექტორებთან, სტუდენტებთან. ყოველთვის გამოარჩევდი. ის იყო სიყვარულის მოძღვარი, უდიდესი სიყვარული დათესა, ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მასთან ერთად ყოფნა მოგვიწია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ. მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორ უნდა ვმსახურობდეთ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები,“ – აღნიშნა მამა შალვამ.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1723905250

„შარშან უმძიმესი სულიერი განსაცდელიდან გამომიყვანა...“ - რის შესახებ საუბრობს მამა შალვა კეკელია

მარიამობის მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მარხვის მნიშვნელობაზე საუბრობს.მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ გააზრებული არ მქონდა. შარშანდელმა ამ მარხვამ კიდევ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც პირადად ჩემს თავზე გამოვცადე. ამ მარხვამ ჩემში სულიერი ბრძოლები ძალიან გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა. მინდა თქვენს ცხოვრებაშიც ეს მარხვა გარდამტეხი იყოს, კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან და დედაღვთისმშობელთან“, – აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია ვიდეომიმართვაში.

mama shalma

საზოგადოება 1723788660

"შეიძლებოდა, დღეს, მღვდელიც არ ვყოფილიყავი..." - მამა შალვა კეკელიას გულახდილი საუბარი

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ვიდეო ჩართვაში მარიამობის მარხვის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მოძღვარი აღნიშნავს, რომ შარშან, ღვთისმშობლის სახელობის მარხვამ სულიერ განსაცდელს გადაარჩინა. მოუწოდებს მრევლს, რომ ეს ორკვირიანი მარხვა, დედაღვთისმშობლის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეინახონ.მამა შალვა კეკელია: ეს პატარა, ორკვირიანი მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა. რახან ზაფხულია, ბევრი არ ინახავს ამ მარხვას. თავს იმართლებენ, ზაფხულია, ვისვენებთო. და პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ. უნდა გავიაზროთ, რისთვის ვმარხულობთ ამ მარხვაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა, წყალობა და განსაკუთრებით, დედაღვთისმშობლის შემწეობა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის. გვისმენს და მის მიმართ წარმოთქმულ ყველა ჩვენს ლოცვას ისმენს. როგორც დედა არ გაწირავს შვილს და მისთვის ყველანაირი შვილია მისაღები, ისე გვეხმარება და გვწყალობს დედა ღვთისმშობელი. ადამიანმა მის მიმართ უდიდესი პატივისცემა უნდა გამოხატო. თუ გიყვარს დედა ღვთისმშობელი, მე ვერ წარმომიდგენია ქრისტიანი, ღვთისმშობლის მარხვას არ ინახავდეს და მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდეს. თუ მისი წყალობა და შემწეობა გინდათ, გამოხატეთ მისადმი პატივისცემა და იმარხულეთ ეს მარხვა. ღმერთმა შეგაძლებინოთ მისი შენახვა.ეს მარხვა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შარშან, როდესაც მარიამობის მარხვა დაიწყო, დიდი სულიერი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სულიერი პრობლემები მქონდა. ბრძოლა გავიარე და შარშან ამ დროს, ეს  მარხვა ძალიან დამეხმარა, უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან გამომიყვანა. რომ არა დედა ღვთისმშობელი და რომ არა ეს მარხვა, მე შეიძლება დღეს მღვდელიც არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება დღეს სულ სხვანაირად წასულიყო. მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ ორკვირიან მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ არ მქონდა გააზრებული. შარშანდელმა მარხვამ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე. ჩემში სულიერი ბრძოლები გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა.მინდა თქვენს ცხოვრებაშიც გარდამტეხი იყოს ეს მარხვა. შეცვალოს თქვენი ცხოვრება დედაღვთისმშობლის მარხვამ და კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან, დედაღვთისმშობელთან, ჩვენს ამ დიდ სიყვარულთან.ღმერთმა გაგახაროთ, ბედნიერები გამყოფოთ და სიკეთე არ მოგაკლოთ.  ასევე დაგაინტერესებთ:"დარდიანი მარტო შენი გული ნუ გგონია. დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლოდის კუზივით მოიკიდო..." - გურამ დოჩანაშვილის ფასდაუდებელი დარიგება"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზე

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1722164664

ლიბერალური ფრთა მთელს დედამიწაზე გამეფებულია, თუ ადრე საუბარი იყო, რომ ისინი იჩაგრებიან და მათი უფლებები უნდა დავიცვათ, დღეს პირიქითაა - შეტევაზე გადმოდიან და არ ტოვებენ არაფერს ღირებულს და ფასეულს - მამა შალვა კეკელია

ლიბერალური ფრთა მთელს დედამიწაზე გამეფებულია, თავიანთ პროპაგანდას თავს გვახვევენ. ადრე საუბრები იყო, რომ ისინი იჩაგრებიან და მათი უფლებები უნდა დავიცვათ, დღეს პირიქითაა - შეტევაზე გადმოდიან და არ ტოვებენ არაფერს ღირებულს და ფასეულს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, ქრისტიანმა ადამიანმა ამ ყველაფრის მიმართ სწორი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.ჩვენ თუ ამ ლგბტ თემის დოქტრინას წავიკითხავთ, იქ პირდაპირ წერია, - გეშინოდეს ჩემი ჰომოსაპიენსო, მე მოვდივარ, შენ მე დამემონები და ტაშს დამიკრავ. ეს უკვე ყველაფერში გამოიხატება; ვნახეთ ევროვიზიაზე ვინ გაიმარჯვა, ვნახეთ ცეცხლი ვის წააღებინეს, არც კაცი იყო და არც ქალი და ეს ტენდენცია გრძელდება. გვეუბნებიან, რომ სქესმა აღარ უნდა იარსებოს. ამ გეგმიდან ისინი არ გადაუხვევენ. თუ ქრისტიანი და მოაზროვნე ადამიანი ხარ, ამის მიმართ სწორი პოზიცია უნდა გამოხატო. როცა ამბობ, რომ მსგავსი ოლიმპიადა არ გინახავს ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად შენი რჯულის და სარწმუნოების წინააღმდეგი ხარ.

მამა შალვა

საზოგადოება 1718733470

„ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია...“ - მამა შალვა კეკელია იუბილარია

„ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია „ინსტაგრამში“ წერს და საზოგადოებას მადლობას უხდის.ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დღეს იუბილარია. როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ საზოგადოება აძლევს ძალას, რომ „უკან არასოდეს დაიხიოს და ღვთის წიაღში მთელი არსებით იმსახუროს“„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის, თქვენ მაძლევთ ძალას და უდიდეს შემართებას, რომ ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ადამიანსღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის.ძალიან რთულია, იყო ქრისტეს მღვდელი… ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია და ღვთის წიაღში მთელი არსებით მემსახურა.გაუფრთხილდით ყველა წუთს და წამს …განსაკუთრებით ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი… გაუფრთხილდით ერთმანეთს… სიყვარულით სავსე გულში, მხოლოდ ღმერთი მკვიდრობს“ – წერს მამა შალვა კეკელია.            View this post on Instagram                       A post shared by მამა შალვა (@mamashalva)

kbila

შოუბიზნესი 1718388090

„ისტერიკა რომ მჭირდა, მამა შალვას ვკითხე: როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი? ვერაფერი მითხრა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა...“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქრისტეს ასაკი იქ შეასრულა, სამყაროს შემოქმედთან. მალე მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავა. 12 ივნისს მოსული, 21 ივნისს წავიდა... რიცხვების ამგვარად უცნაური გადანაცვლებით... ნეტა, რა ემოცია მოიცავდა, რომ გაეგო, რომ ახლა მისი სახლი ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას?! დგას და იანვრიდან მოყოლებული ამაყად ატარებს იმ მომღერალი ბიჭის სახელს, ოცდაათ წელში რომ სამყაროსთვის თავის შეყვარება მოასწრო. იმდენი რომ შეძლო, ნაცნობ-უცნობი მის საფლავს დაეძებს, შვებულებებსაც კი ლევანის ოჯახში მისასვლელად და მის სამუდამო განსასვენებლის სანახავად რომ იღებენ და თბილისში ჩამოდიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლევანის დაბადების დღეს მის ოჯახში მივიდა, მომღერლის მოძღვარი - მამა შალვა კეკელია გახლდათ. როგორც ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, გარდაცვლილი შვილის მოძღვრის ნუგეში მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხან შეუძლია მისი სიტყვის შესრულება, ხან კი, ეს უბრალოდ მის ძალებს აღემატება...მელიტა ფურცელაძე: არ არსებობს დრო ისე გავიდეს, რომ მამა შალვამ არ მანუგეშოს. ის ჩემი შვილის მოძღვარი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგე, არც მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. ერთი მახსოვს, მამა შალვა და მამა საბა მოვიდნენ, არ ვიცი, რა დრო იყო. ისტერიკა მქონდა, გვერდით დამიჯდა, შევხედე და ვეკითხებოდი: რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო-მეთქი? მამა შალვას ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. არ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ხმამაღლაც ამოიგმინებდა.  შევხედე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მითხრა. ტიროდა ისე, როგორც მე ვტიროდი...მე არ მავიწყდება გიორგი ტყემალაძის სახეც, როდესაც საკრებულოში შევხვდი, ჩვენს ქუჩაზე ლევანის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ოჯახთან შეხვედრა და ჩვენი გაცნობა ითხოვა. ლევანიკოზე ვსაუბრობდით, შინაურულად. თვალები აუცრემლიანდა, თავი დახარა, თითქოს ტელეფონს უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ არც არაფერს კითხულობდა; მან ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვალცრემლიანს თავი ზევით არ აუწევია და ვერ მიყურებდა... მე ეს თვალები და სახე არ დამავიწყდება. უღრმესი მადლობა მას, ნინია ვარდოსანიძეს და მთლიანად საკრებულოს კოლექტივს... თიანეთის გზატკეცილის ქუჩას რამდენიმე თვეა ჩემი ლევანიკოს სახელი ჰქვია. იმ კაცს, ვინც ძველ ნომრებს ახლით ცვლიდა, მოსახლეობითვის უკითხავს, ვინ არის ეს ბიჭი, რა გააკეთა ქუჩას რომ მის სახელს არქმევენო? მოსახლეობას გახარებია ლევანიკოს სახელი რომ დაერქვა ქუჩას. მე ჭიშკარს რომ გამოვაღებ, არ შემიძლია, ვერ ვუყურებ ჩემი შვილის სახელს და გვარს სახლის ნომერზე... ***ვინ არ მოვიდა მის დაბადების დღეზე. ნაცნობი თუ უცნობი. ჩამოსული იყო ბრეგოვიჩის და კუსტურიცას დირექტორის ვაჟი. მოგვიყვა, როგორ თბილად გაუხსენებია ემირ კუსტურიცას ლევანიკო, როგორ მამღერა ქართული სიმღერაო. ბრეგოვიჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლევანიკო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის სულ იწვევდა ლევანს თავის კონცერტებზე, რომელსაც რუსეთში ატარებდა. ჩემთვის ასეთი ადამიანებისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს. პეტერბურგიდან ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული, ვისთან ერთადაც ლევანს აქვს კონცერტებზე ნამღერი. დამირეკა ლუბა უსპენსკაიამ, ქალიშვილთან ერთად უნდა ჩამოვიდე და ლევანიკოს საფლავზე აუცილებლად უნდა წავიდეო. სიცოცხლეში აქ, ჩვენთან დიდად არავინ უთმობდა ყურადღებას, არც თვითონ იქცევდა სპეციალურად ყურადღებას და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდაცვალების შემდეგ კი, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მერე ნახეს, ალბათ, მისი ნამღერი და აღიარეს...სულ მეგობრების და ახალ-ახალი ნაცნობების გარემოცვაში იყო. დავურეკავდი და ვკითხავდი, მითხარი, ვისთან ერთად ხარ ახლა-მეთქი. არ იცნობო, მეტყოდა. მეც ახლა გავიცანიო და ვინც გაიცნობდა, მერე აღარ შორდებოდნენ. გულგრილს ვერავის ტოვებდა.მე ვხედავ როგორ დააკლდათ მეგობრებს ლევანიკო. კვირაში რამდენჯერმე მიდიან მის საფლავზე. მერე იქიდან დამირეკავენ, შეიძლება მოვიდეთო? რას ჰქვია არ შეიძლება! მოდიან, მოგვიკითხავენ. ალბათ, ლევანიკო ძალიან მადლობელია, რომ ეს ბიჭები ასე იქცევიან... ვოცდები, ისეთი რამეები ხდება. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვანაირი ლევანიკო აღმოვაჩინე. მე ხომ მეგონა ვიცნობდი, ვიცოდი მასზე ყველაფერი. არაფერი დაფარული არ არსებობდა მასზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გაოცებული ვარ. დღე არ გავა უცხო ადამიანი არ შემეხმიანოს, კვირა არ გავა, ვიღაცამ თაიგული არ გამოგზავნოს. თვე არ გავა, ვინმე სპეციალურად არ ჩამოვიდეს მის საფლავზე მისასვლელად... ოჯახებიანი ქალბატონები ჩამოდიან, სულ უცხო ხალხი...ერთხელ მირეკავს გოგონა და რუსულად მეუბნება, თუ შეიძლება ჭიშკართან ვდგავარ და გამიღეთო. აღმოჩნდა ყაზახი გოგო, რომელიც პირადად არც იცნობდა ჩემ შვილს. შვებულება ავიღე და ჩამოვედი, რომ ლევანის საფლავზე მივიდეო. გავოგნდი, სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში. და რამდენი მოსულა ასე...გიო დათიაშვილმა ლევანიკოს ნამღერზე - "პატარა გოგო დამეკარგა" ანიმაციური კლიპი გადაიღო. მე ვერ ვუსმენ ლევანიკოს სიმღერებს. ფეისბუქზე თუ შემომხვდება, ხმას ვუწევ და ისე ვუყურებ მის კადრებს. ხმოვანი შეტყობინებები მაქვს ტელეფონში უამრავი, მაგრამ ვერ ვრთავ. როგორ მინდა, ხანდახან დავაჭირო თითი და მოვისმინო - დე, ჩავფრინდიიი, დე, უკვე სახლში მივედი... ავედი... ვერ ვუსმენ, არ შემიძლია. შეიძლება მოვკვდე.მისი ოთახი დავასრულე. ლამაზი გამოვიდა. ყველა მასთან დაკავშირებული ნივთი იქ არის. თუმცა ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ ვეხებით იმ ყუთს და საკონცერტო სამოსს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოგვივიდა... ერთმანეთს ვერ ვეუბნებით, ამოიღე ნივთებიო.ამ სივრცეში გვინდა ლევანიკოსთან მოსულ ადამიანებს ვუმასპინძლოთ. ყველა მისი ჯილდო იქ მაქვს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. უმაღლესშიც უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. ოღონდ გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდა, არ ვიცი, რადგან არ მინახავს რომ ემეცადინა. თავს კი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩენდა.***შორს ვხედავ ხოლმე სიზმრად. თვალს მოვკრავ. ახლოს, ჩახუტებით არ მინახავს. "ჯეოსტარის" დროს ერთი მეგობარი ჰყავდა. ამ გოგომ სიზმარი მომიყვა: მიცანი, ლევანიკოო, უკითხავს ანის. როგორ არა, გიცანი, გენაცვალე შენო. "გენაცვალე შენს" ბოლო დროს ამბობდა. ყველას ასე მიმართავდა. ანის უთქვამს, ლევანიკო, დედა როგორ გნატრულობსო, მე დედას თითქმის ყოველდღე ვხედავო, უთქვამს ჩემს შვილს...მე ყოველდღე მივდივარ მასთან, საფლავზე, სადაც ჩემი სამყარო მაქვს; უნდა მივიდე, ჩამოვჯდე, დავალაგო, მცენარეები მოვრწყო. ლევანიკოც იქ მხედავს, ალბათ...ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით