ლუკა კურტანიძე

საზოგადოება 1775246914

ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს. მას ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობა ედებოდა ბრალად.კურტანიძემ საპატიმრო ერთი თვის წინ დატოვა. ბრალდებებთან დაკავშირებით და ციხეში გატარებულ პერიოდზე მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:კურტანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.მისი თქმით, წარსულში ნდობით გადაცემული ქონება მოტყუებით იქნა მითვისებული, ხოლო შემდეგი კონფლიქტები სამართლებრივ დავამდე მივიდა, რის შედეგადაც მას ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდეს ბრალი და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.ლუკა კურტანიძე აღნიშნავს, რომ სასჯელი სრულად მოიხადა და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მომხდარს.გარდა ამისა, იგი ადასტურებს, რომ ორჯერ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა უარი მიიღო. 

კურტანიძე

საზოგადოება 1771829400

„ლელოს“ ოჯახი გლოვობს… - რაგბის კლუბი დაღუპულ გუნდის წევრს ემშვიდობება

რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო. ლელოს ოჯახი გლოვობს… ღმერთს ებარებოდე ლუკა “ - წერია სამძიმრის წერილში.

ragbis klubi lelo

საზოგადოება 1771785954

რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.ლელოს ოჯახი გლოვობს… ღმერთს ებარებოდე ლუკა “ - წერია სამძიმრის წერილში.

კურტანიძე - ცოლით

საზოგადოება 1765272331

„ნუ მანიპულირებს ჩემი შვილებით, რომლებზეც არც ერთ წუთით არ უზრუნია... ნუ ატყუებს სასამართლოს“ - ლუკა კურტანიძის მეორე ცოლი სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება

ყოფილ მეუღლეზე (ხათუნა მიქაცაძეზე) ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა,  იქიდან გამომდინარე, რომ საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში ის დამატებით მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.როგორც ელდარ (ლუკა) კურტანიძის მეორე ცოლი, ქეთევან ყველაშვილი „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ამბობს, კურტანიძემ სასამართლო პროცესზე შვილებით იმანიპულირა და მოსამართლეს თავი ასე შეაცოდა.„როგორც ვიცი, სასამართლოზე  ცხარე ცრემლით იტირა. პროცესზე კურტანიძემ ახსენა, რომ მას ჰყავს ავადმყოფი დედა და  6 შვილი, რომლიდანაც 3 არასრულწლოვანია. ამის გამო ითხოვა, რომ დროულად გამოეშვათ, რათა მათზე ზრუნვა განეგრძო.  ამ სამიდან 2 არასრულწლოვანი ჩემი შვილია. სანამ დაიჭერდნენ ეს ბავშვები ნოესთან გადაცემაში უარყო. მან თქვა, რომ მას ჰყავს მხოლოდ 4 შვილი.ამიტომ, ხმამაღლა ვითხოვ - ნუ მანიპულირებს ჩემი შვილებით, რომლებზეც არც ერთ წუთით არ უზრუნია. ისეთი რთული დღეები გაგვატარა და მაშინაც არ შემოუხედავს ჩვენთვის. რამდენს ვთხოვდით და რამდენს ვეხვეწებოდით მეც და შვილებიც.  მე ვიბრძოდი, რომ მისთვის სახელმწიფოს ალიმენტი დაეკისრებინათ, რომ ამით მაინც მეზრუნა ბავშვებზე.  სანამ გარეთ იყო, საერთოდ არ აინტერესებდა ბავშვებს რა სჭირდებოდათ.  ტყუილად ნუ ლაპარაკობს და ნუ აცოდებს თავს საზოგადოებას და ნუ ატყუებს სასამართლოს. საქმეს თუ დასჭირდა ფაქტებით შემიძლია ამის დადასტურება.  ბავშვების ფართი გაყიდა და ლარი არ მიუცია მათთვის.  ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე, მისთვის ალიმენტის თანხა გამეზარდა. განაცხადის შეტანიდან 2 კვირაში დაიჭირეს. ალიმენტის საქმეზე ახლაც მიდის პროცესი, სადაც იმუქრება (როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა), რომ ალიმენტის დაკლებაზე შეიტანს.  ბავშვების თხოვნა იქნება -  მე ჩემს შვილს ველაპარაკე და მთხოვა, რომ დაგვანებოს თავი. დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ“,- ამბობს ქეთევან ყველაშვილი.შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ელდარ (ლუკა კურტანიძე) ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1764953690

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახშიძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.„[სასამართლომ] დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში, სადაც სასჯელის ზომად განუსაზღვრეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის ვადა დაიწყო 27 ივლისიდან, ხუთი თვე მოხდილია უკვე და სადღაც ორი თვის ვადაში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთრების მფლობელობის დარღვევაში და ნივთის დაზიანებაში ცნო უდანაშაულოდ. [დაეკისრა სასარგებლო შრომა] დაეკისრა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ყველაზე მცირე სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1764953290

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა. კურტანიძე უდანაშაულოდ ცნეს 3 ეპიზოდში, ხოლო დამნაშავედ - 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს. სწორედ ამ ეპიზოდში აღიარებდა კურტანიძე დანაშაულს.ვეტერანი მოჭიდავე მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი.პატიმრობის ვადის ათვლა 27 ივლისიდან დაიწყება. კურტანიძე საპატიმროს თებერვალში დატოვებს. 

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1760536274

სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად კურტანიძემაც.„დღესაც თამამად ვაცხადებთ, რომ ლუკა ელდარ კურტანიძე იყო დიდი პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც დაგეგმა მისმა ყოფილმა მეუღლემ. ამის მიუხედავად ის არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას, აღიარებს დანაშაულს 126 მუხლის, ძალადობის ნაწილში, ინანიებს თავის ქმედებას, მიაჩნია, რომ პროვოკაციის მიუხედავად მისი მხრიდან აღნიშნული არ უნდა განხორციელებულიყო, - აცხადებს კურტანიძის ადვოკატი ივანე მეფარიშვილი.საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყება. გამოძიება კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობას, ნივთის დაზიანებას, საკუთრების უფლების და დამცავი ორდერის დარღვევას ედავება.

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1760526355

ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა

ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა. ადვოკატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.მისივე ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ელდარ კურტანიძის საქმეზე სხდომა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.ცნობისთვის, ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1753804447

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.პროკურატურა ლუკა კურტანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

ლუკა კურტანიძე

სამართალი 1753782934

ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინეს - პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შსს

სამართალი 1753626058

პოლიციამ ლუკა კურტანიძე დააკავა

პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ლუკა კურტანიძე

საზოგადოება 1750702998

,,გაიჟღერა ჭორებმა, რომელიც მეც მაწუხებს და საზოგადოებასაც… მინდა წერტილი დავუსვა” - ლუკა კურტანიძე

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე, გადაცემა ,,ნოესთან" გულახდილად საუბრობს.მან ჭორებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ,,გაიჟღერა ჭორმა, რომ მე ძმაკაცის შვილს შევხედე და შევიყვარე ეს ადამიანი. მინდა ერთი რამ გითხრათ, სოფო არის ტიკტოკერი, მე ხორვატიაში ვიყავი და იქ ვნახე ადამიანი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ სულს, ეროვნულ ღირებულებებს. იქ ვთქვი, რომ მე ამ გოგოს აუცილებლად გავიცნობდი. პირველი რაც ვქენი, საქართველოში ჩამოსვლის მერე, მოვძებნე ეს გოგო, გავიცანი, რამდენიმე ხნის მერე კი მის ოჯახში მივედი. ღირსეული ადამიანები არიან",-ამბობს ლუკა კურტანიძე.