ლალი როსტიაშვილი

საზოგადოება 1689789981

,,ჩვენ გავიმარჯვეთ! ლალი როსტიაშვილი საქართველოში ბრუნდება..." - სასიხარულო ინფორმაცია ქართველ ემიგრანტზე

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის შესახებ, რომლის პრობლემებზეც არაერთხელ დაიწერა, ემიგრანტების ჯგუფში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.როგორც პოსტიდან ირკვევა, ლალი როსტიაშვილი სამშობლოში ბრუნდება.,,ჩემო მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვეთ. უდიდესი მადლობა ყველას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. მადლობა რომის სამრევლოს, მამაო იოანეს, დალოცვისთვის, გვერდით დგომისთვის.8-თვიანი ბრძოლის შედეგად, ამ წუთებში, ლალი როსტიაშვილი საქართველოში გადაფრინდა.მადლობა ემიგრანტებო უღრმესი, თქვენ რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდით...", - წერენ სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:VIDEO: გაიცანით უსაყვარლესი და-ძმა, რომელმაც დაობლებული ბარტყები მოიშინაურეს და გადაარჩინესVIDEO: მაყურებლის რეაქცია, როცა დიასა და ნიკა „დინამო არენაზე“ გამოჩნდნენ - კადრები ადგილიდანოკუპირებულ აფხაზეთში ,,კანონიერი ქურდი" მოკლეს

ლალი როსტიაშვილი

მსოფლიო 1683049027

„ლალი აგრძელებს ქუჩაში ცხოვრებას, სანამ მეუღლე საბუთით არ ჩამოვა“ - უახლესი ინფორმაცია რომში მყოფ ემიგრანტზე

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ლალი როსტიაშვილი იპოვეს. ინფორმაცია ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.„ქალბატონი ლალი დღეს ქართველების დახმარებით ვიპოვეთ. ასევე, ქალბატონი ნატალი დაგვეხმარა .(საელჩო) თუმცა პოლიციამ და ექიმებმა განაცხადეს, ძალით ვერ გადავიყვანთ, რადგან საშიში არ არის საზოგადოებისთვისო... ამიტომ, ჩვენ ხელის დაკარების უფლება არ გვაქვს! ეს ერთი და მეორე, მეუღლე გადაფრინდა საქართველოში, რომ მეურვეობის საბუთი მოითხოვოს. ამიტომ სხვა გზა არაა, ველოდებით ისევ მეუღლეს... ხოლო ლალი აგრძელებს ქუჩაში ცხოვრებას, სანამ მეუღლე საბუთით არ ჩამოვა. ამას დრო სჭირდება.... ჩვენ ამ საქმეზე 3 თვე ვეხმარებით და მჯერა, სიკეთით დამთავრდება.“ - წერს ემიგრანტი.

ლალი როსტიაშვილი

საზოგადოება 1682493461

„ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს... - რას წერს თამუნა მუსერიძე ქართველ ემიგრანტზე

თამუნა მუსერიძე იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთი და იგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერესამწუხაროდ, ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოჰყვა. ამჯერად, ქმარია ჩასული და არც მას მოჰყვება. საელჩო ამბობს, აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? ვის, რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?“ - წერს თამუნა მუსერიძე.

ემიგრანტი

faceამბები 1677587223

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

იტალიაში ქართველ ემიგრანტს, ლალი როსტიაშვილს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ. გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. არავინ იცის ახლა სადაა. ვერავინ ვერ უკავშირდება...უგზო-უკვლოდაა რამდენიმე დღეა დაკარგული.....გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. თუ ვინმემ ნახეთ სადმე ან გეცნობათ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" გთხოვთ მიიტანოთ გულთან. დედაო ღვთისმშობელო უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს... გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე“,- წერს შოთო სიხარულიძე.

ლალი როსტიაშვილი

მსოფლიო 1672731120

რომში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

რომში გაუჩინარებულ 45 წლის ემიგრანტს, ლალი როსტიაშვილს ეძებენ. დახმარებას საბერძნეთში მცხოვრები ნათესავები ითხოვენ.ემიგრანტი ქალი სამი თვეა, რაც რომში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.„სამწუხარო იფორმაცია მომაწოდეს! ქალაქ რომში დაიკარგა ემიგრანტი, ლალი როსტიაშვილი. ქალბატონს 3 დღეა ეძებენ... ბოლოს შეამჩნიეს კონკა დოროზეო.  გთხოვთ, ინფორმაცია გაავრცელოთ“ - ნათქვამია პოსტში.