"მთავარი არხის" დირექტორი

პოლიტიკა 1742554573

მთლიანობაში "მთავარი არხის" ვალი 25 მილიონს აღემატება - გიორგი ქურდაძე

"მთავარ არხს" დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე. - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორის გიორგი ქურდაძე აცხადებს."ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და "მთავარი არხის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: "მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი", რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.ნიკა გვარამიას განცხადება, რომ "მთავარ არხს" ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი."მთავარ არხს" დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე.მთლიანობაში "მთავარი არხის" ვალი 25 მლნ-ს აღემატება.ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს “მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა. ხოლო ფიქტიური დირექტორი - ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. ნიუ სეილსში აკუმულირებული მთავარი არხის 4 მლნ - მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ მთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედაგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს "მთავარი არხი", არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე." - ნათქვამია გიორგი ქურდაძის გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ქურდაძე

საზოგადოება 1742553110

გიორგი ქურდაძე - ორი კვირის წინ, ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ კიდევ ერთხელ დააზარალეს არხი და მიიტაცეს სარეკლამო გაყიდვებიდან „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარი

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს.როგორც ქურდაძის განცხადებაშია აღნიშნული, „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა.„ტვ პირველის“ 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მთავარ არხს“ ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი. „მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია, რომ არაფერი ვთქვათ „ომეგა ჯგუფის“ მილიონობით დავალიანებებზე.მთლიანობაში, „მთავარი არხის“ ვალი 25 მილიონს აღემატება. ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის  წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარი. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა, ხოლო ფიქტიური დირექტორი – ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. „ნიუ სეილსში“ აკუმულირებული „მთავარი არხის“ 4 მლ- მდე თანხის განკარგვის უფლება კი, ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ „მთავარ არხს“, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედაგად კი, „მთავარს არხს“ მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა. ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.აღნიშნული განცხადება ელექტრონული ფოსტით გავრცელდა.

მიშა

სამართალი 1741765728

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: თინა ბოკუჩავასთვის ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მიშა

სამართალი 1741764397

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები

სააკაშვილი

სამართალი 1741764186

პროკურატურა: მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი

მიხეილ სააკაშვილი

სამართალი 1741763544

პროკურატურა, სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.„ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

parlamenti

პოლიტიკა 1738748848

პარლამენტმა 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის ("კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრის შედეგად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ:"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას" წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს;"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.

პარლამენტი

პოლიტიკა 1738738689

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური პარტიის შემდეგ წევრებს:მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანა ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს.კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ.„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე.შეგახსენებთ, პარტიებმა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებები დაწერეს და პარლამენტს მიმართეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. „გახარია საქართველოსთვის“ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

მტავარი

საზოგადოება 1734024780

წერილებისა და განცხადებების ომი „მთავარი არხის“ დამფუძნებლებს შორის - ერთი გაკოტრებაში ადანაშაულებს, მეორე - ტელევიზიის დახურვის მცდელობაში

ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იზოლატორიდან ეხმაურება. ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არხის გენერალური დირექტორის მსგავსად, ირწმუნება, რომ ზაზა ოქუაშვილს მისი წარმომადგენლის, გოგი ქურდაძის ხელით ტელევიზიის დახურვა სურს. გვარამიას ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ის პოლიტიკაში წავიდა."მთავარი არხის" კიდევ ერთი დამფუძნებელი კი კომპანიის გაკოტრებაში ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ადანაშაულებს - ზაზა ოქუაშვილმა დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ტელევიზიის დახურვაზე თავად არ უფიქრია.სანამ განცხადებას არხის ერთი დამფუძნებელი იზოლატორიდან, მეორე კი ლონდონიდან გაავრცელებდა, გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ "მთავარი არხი" დახურვის საფრთხის წინაშე დგას და ტელევიზიის გაჩერების მცდელობაში ზაზა ოქუაშვილი დაადანაშაულა.სანამ "მთავარი არხის" ხელმძღვანელობა საკითხზე საუბარს ღიად დაიწყებდა, "რუსთავი 2-მა" ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის წერილები, ჯერ კიდევ ოქტომბერში მოიპოვა და გაასაჯაროვა. ქურდაძე მაშინაც, ნიკა გვარამიასა და არხის მოქმედ დირექტორებს, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ტელევიზიის გავლით გადარიცხვებში ადანაშაულებდა. სქემაში ფიგურირებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფიაც.ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ არხის დახურვა ხელისუფლების ინტერესშია."მთავარი არხის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და შესაძლო უკანონო ფინანსურმა ტრანზაქციებმა მმართველ გუნდს "რუსთავი 2-ის" საქმე გაახსენა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვარამიამ, იდენტური სქემით, თანხები "რუსთავი 2-დანაც" გაიტანა, რის გამოც სასამართლომ დამნაშავედ ერთხელ უკვე ცნო.გიორგი ქურდაძე ტელევიზიაში ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს დღემდე წარმოადგენს და არხის მოქმედი დირექტორია. ტელეკომპანიის ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა გვარამიას წლების წინ, სწორედ ოქუაშვილმა დაუთმო. დამფუძნებლებს შორის დაწყებული დავა, რომელიც დირექტორების ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოშიც გადავიდეს.

გიორგი ქურდაძე

პოლიტიკა 1729511270

„ მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს.„ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ გაიხსენე და ჟურნალისტის შეკითხვაზე ჩემს შესახებ, განაცხადე: „კომუნიკაცია ცხოვრებაში არ მქონია და საერთოდ არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობთო“.შეგახსენებ, რომ კომუნიკაცია იმ დროიდან გვაქვს, როდესაც „რუსთავი 2“ -დან გათავისუფლებული, ტელევიზიის გარეშე დარჩენილი „ომეგა ჯგუფმა“ მიგიღეთ. მე და „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების სხვა დირექტორებმა გადმოგეცით სარგებლობაში ჩვენს კუთვნილებაში არსებული ტელეკომპანია „იბერია-ტვ“-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, და არამხოლოდ იბერიას, არამედ ომეგა მოტორ ჯგუფის და ომეგა ჯგუფის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებული შენობები.ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც: გაფლანგე „ომეგა ჯგუფის“ 5 მილიონამდე თანხა.„მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე, რომელიც დღემდე იზრდება და რომელიც აზარალებს „ომეგა ჯგუფს“ და მის შენატანს „მთავარი არხის“ კაპიტალში.ნიუ სეილსის დირექტორ თეა გვარამიასთან ერთად „მთავარი არხის“ ინკასოს პირობებში ფინანსური მაქინაციები ჩაატარე.პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ უცხოეთიდან შემოტანილი 8 მილიონზე მეტი თანხის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტად საზღვრის კვეთისას შევსებული დეკლარაციის ნაცვლად ნაყოფიას პასპორტში ჩარტყმული საზღვრის კვეთის ბეჭდები წარმოადგინე.„მთავარი არხის“ სალაროში შემოტანილი თანხების წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთების ჩემ მიერ მოთხოვნისას თავის გატეხვით დამემუქრე.ჩემსა და „ომეგა ჯგუფთან“ კომუნიკაციას ეტყობა მას შემდეგ ვეღარ იხსენებ, რაც „მთავარ არხზე“ მიმდინარე თანხების უკანონო ბრუნვას არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, არც საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, არც თიბისი და ეროვნული ბანკი ამჩნევენ, რადგან, როგორც „მთავარი არხის“ მეორე დირექტორი გიორგი გაბუნია მიცხადებს, „მთავარი არხი“ ზემოდან მფარველობის ქვეშაა და ტყუილად ცდებიო.დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ მონაწილეობა მიგეღო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში, ჩვენი მოცემული პლატფორმა გამოიყენე ჩვენი და „მთავარი არხის“ დაზიანებისთვის, და პირადი და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მოიპოვე ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მფარველობა.ნიკა, ევროპელობას რომ იჩემებ, ევროპული ღირებულებები არ არის პარტნიორის ღალატი, სიცრუე და ფინანსური მაქინაციები. ასეთი ქმედებები არ არის გზა გამარჯვებისაკენ“, - აცხადებს გიორგი ქურდაძე.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1729166506

დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში - რატი იონათამიშვილი „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე

დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის შეფასებისას.„ცხადია, დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, იგივე სქემასთან გვაქვს საქმე, რასაც გვარამია აკეთებდა, როდესაც „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები კიდევ რაღაც კანონებზე რომ ლაპარაკობენ, ძალიან უხერხულია, ვინაიდან დანაშაული, როგორც ჩანს, მათი თანმდევი ბუნებაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ტელევიზიის მოქმედი დირექტორისგან სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა. უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე „მთავარი არხის“ ერთი-ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, „თიბისი ბანკი“ და სააგენტო „ნიუ სეილსი“. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის. თავად ნიკა გვარამია უკანონო ფინანსური ოპერაციების არსებობას უარყოფს. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1729164833

ძალიან მძიმე და ცუდია, რომ პოლიტიკაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით, შემოდის შავი ფული, რომელიც შემდეგ კონკრეტულ ტელევიზიებში მიედინება - კახა კალაძე

"კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას პირველ კომენტარს, რომელიც "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ.თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკაში, "სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით, შემოდის შავი ფული, რომელიც შემდეგ კონკრეტულ ტელევიზიებში მიედინება"."ცხადია, არის კითხვის ნიშნები, რადგან ერთ-ერთი დამფინანსებელი პირდაპირ საუბრობს ამასთან დაკავშირებით, რომ შავი ფული ტრიალებდა აღნიშნულ ტელევიზიაში. ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ზოგადად, პოლიტიკაში შავი ფული, რომელიც შემოდის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით და შემდეგ ეს მიედინება კონკრეტულ ტელევიზიებში, ან ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ეს ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია," - აცხადებს კახა კალაძე.საკითხზე, ნიკა გვარამიამ პირველი კომენტარი გააკეთა. გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ მოქმედ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს საერთოდ არ იცნობს, ბრალდებები აბსურდულია, ტელევიზიაში შესული თანხები კი - დეკლარირებული.საპირისპიროს ამტკიცებს ქურდაძე, რომელიც ეროვნული და "თიბისი" ბანკისთვის გაგზავნილ წერილებში "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე წერს. დოკუმენტებში საუბარია გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომელიც კობა ნაყოფიას უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით ჯერ ტელევიზიაში შეაქვს, შემდეგ კი მილიონები უკვე სარეკლამო კომპანიის ანგარიშზე ხვდება და საქართველოსა და უცხოეთში ირიცხება.