რა მისწერა დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში? - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

მიშა კეზერა

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა "ნაციონალურმა მოძრობამ", ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები "კურიერი პი ესმა" გაარკვია.

ვინ როგორ ხედავს "ნაციონალების" მომავალს, რას წერს კეზერაშვილი სააკაშვილს და ვისი დავალებით წაიშალა მელიას ქება ექსპრეზიდენტის ფეისბუქ გვერდიდან.

"ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ" - დავით კეზერაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

"კურიერი პიესის" ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის "ნაციონალურ მოძრაობაში" ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან.

"კურიერი პიესის" ინფორმაციით, კვიპროსსა და "ვივამედს" შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.

სანამ გაირკვევა, ცდილობს თუ არა კეზერაშვილი მელიას ჩამოშორებას მიხეილ სააკაშვილის ხელით, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო სასამართლო სხდომა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის მოქმედ ზოგიერთ წევრს კარისკენ მიუთითა.

სასამართლო სხდომაზე ნათქვამმა ლევან ხაბეიშვილის ტონიც მალევე შეცვალა. მკაცრად და პირველად, წინამორბედს ღიად დაემუქრა.

ხაბეიშვილი დაიმუქრა, მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც, ნიკა მელიამ მისგან ქებაც კი დაიმსახურა. ესეც მალე წაიშალა. 4-დღიანი წერა-წაშლის რეჟიმი კი ახალი ინიციატივით დაგვირგვინდა. "ვივამედის" პალატიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიას მანიფესტის შექმნა დაავალა. შეარჩია სიმბოლური თარიღიც - 23 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ახალ გეგმაზე თანხმობა, ხელმოწერის დადასტურებით მოუწევთ.

სანამ საკუთარ პოლიტიკურ გზას აირჩევს, დარჩენას არჩევს. რატომ გახდა პარტიისთვის მანიფესტის შექმნის აუცილებლობა, ხომ არ ნიშნავს ეს ნიკა მელიასთან გაყრის ოფიციალურ გაფორმებას? ლევან ხაბეიშვილს ყოფილზე საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ანონსების მთავარი ადრესატი ნიკა მელია.

 

სანამ, გაირკვევა ექნება თუ არა მანიფესტს ნიკა მელიას ხელმოწერა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ახალ დოკუმენტს "ნდობის საბჭოს შექმნის" იდეით პასუხობს. ნიკა მელიას ერთობისა და ნდობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენია.

თუკი კეზერაშვილი და სააკაშვილი პარტიის ახალ კონფიგურაციზე ვერ შეთანხმდებიან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, ფინანსებს შეუწყვეტს. "კურიერი პიესის" მოპოვებული წერილის შინაარსის მიხედვით, ბერკეტები კვლავ კობა ნაყოფიას ხელში გადავა. "ნაყოფიამ მიგიხედოს პარტიას" - წერილი ამ სიტყვებით და მოცემულობით სრულდება.

ნაყოფია-კეზერაშვილს რომ კარგი ურთიერთობები არ აქვთ, ამას სატელევიზიო არქივიც მოწმობს. სწორედ ნაყოფია იყო ის მთავარი ფიგურაც, რომელსაც მელია-ხაბეიშვილი უნდა შეერიგებინა.

დავალება გაცემულია, ხელმოწერის ბოლო დღე 23 ნოემბერია. შეიძენს თუ არა ეს თარიღი პარტიისთვის, 20 წლის შემდეგ, ახალ დატვირთვას - ეს 11 დღეში გაირკვევა.

ასევე დაგაინტერესებთ:

დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ამაყი ქალები

„ლამაზი ხედებისა და კრუასანებისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე პარიზიდან ფოტოებს აქვეყნებს

ვისთვის იქნება 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებით იღბლიანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ