kesaria

საზოგადოება 1714506049

„ვიყავი ძალადობის ქვეშ, დავტოვე ქვეყანა...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც საქართველოს დატოვება მოუწია.„მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში , ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით.რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას !“, - წერს კესო ბერუაშვილი. 

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1712862003

„მე ბრენდული ტანსაცმელი მიყვარს, მაზან, შენ ჩემს გემოვნებას არ ერგები...“ - კესო ბერუაშვილი

კესო ბერუაშვილის ჩაცმულობა „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების მხრიდან კვლავ განხილვის საგანია.„მე მიყვარს კარგი ჩაცმა. ბრენდული ტანსაცმელი. მაზან, შენს ჩემს გემოვნებას არ ერგები...“ - ეუბნება კესო მაზანას.უფრო ვრცლად 👇

ჰაუსი

ტაბლოიდი 1712605404

„პრაიმ ჰაუს All Star“ დაიწყო - ცნობილია ყველა მონაწილის ვინაობა

„პრაიმ ჰაუს ALL STAR“ დაიწყო.ცნობილია პროექტის ყველა მონაწილის ვინაობა:ანა ყიფშიძე, მაზანა, კრისტი აბაკუმოვა, პაატა თედიაშვილი, სალომე ბარათაშვილი, ვიქტორია ბარბაქაძე, სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი, სალომე კაპანაძე, გიორგი მეტრეველი, მერიემ გოგაშვილი, ნინი გიგაური, მიშო გრძელიშვილი, კესო ბერუაშვილი, გიორგი დიასამიძე. 

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1711973928

"პრაიმ ჰაუსი-All Star"-ის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია - ნახეთ სრული სია

ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ  "პრაიმ ჰაუსი" მაყურებელს 8 აპრილიდან, დასკვნითი სეზონით უბრუნდება.უკვე ცნობილია იმ მონაწილეების ვინაობა, რომლებიც "პრაიმ ჰაუსი-All Star"-ში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომლებიც რეალითი შოუს სხვადასხვა სეზონში ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ. სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:ნინი გიგაური - III სეზონის მონაწილე სალომე კაპანაძე - I სეზონის მონაწილეკესო ბერუაშვილი - I სეზონის მონაწილეანი ყიფშიძე - I სეზონის მონაწილესალომე ბარათაშვილი - II სეზონის მონაწილემერიემი (გოგაშვილი) - III სეზონის მონაწილეკრისტი აბაკუმოვა - III სეზონის მონაწილევიქტორია (ვიკი) - IV სეზონის მონაწილემიშო გრძელიშვილი - III სეზონის მონაწილეგიორგი მეტრეველი - II სეზონის მონაწილემაზანა - I სეზონის მონაწილედიასა - III სეზონის მონაწილეპაატა თედიაშვილი - III სეზონის მონაწილესალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი - III სეზონის მონაწილეები

ALL STAR

ტაბლოიდი 1710352754

VIDEO: „წინ ცხელი All Star-ი გველოდება“ - რა კადრებს აქვეყნებს „პრაიმ ჰაუსი“

„პრიამ ჰაუსის“ დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება.სალომე უშხვანი, ნიკო ქართველი, გიორგი დიასამიძე, კრისტი აბაკუმოვა, მერიემ გოგაშვილი, სალომე ბარათაშვილი, სალომე კაპანაძე, კესო ბერუაშვილი - ეს იმ მონაწილეების არასრული ჩამობათვალია, რომლებსაც ALL STAR-ში იხილავთ.მანამდე, „პრაიმ ჰაუსი“ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ წინ ცხელი სეზონი გველოდება.

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1710276229

„ერთმანეთს დავშორდით... ახლა ესპანეთში ვარ, მინდა, ოცნება ავიხდინო...“ - ბლიც ინტერვიუ კესო ბერუაშვილთან

„პაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონიდან მაყურებელს თავი რამდენიმე მონაწილემ დაამახსოვრა, მათგან ერთ-ერთი კესო ბერუაშვილია. კესო ძირითადად მოგზაურობს და სამშობლოში მცირე დროს ატარებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ „პრაიმ ჰაუსის“ ALL STAR-ში მიიღებს მონაწილეობას. „პრაიმტაიმი“ ბგლოგერს ესპანეთში დაუკავშირდა და მის შესახებ სიახლეები შეიტყო.- მარტივად დათანხმდი „პრაიმ ჰაუსისგან“ მორიგ შემოთავაზებას?- შემოთავაზებას მარტივად დავთანხმდი. როცა ვიცი, რა მინდა, იქ თავს უაზროდ აღარ ვიფასებ, მივდივარ და ვაკეთებ საქმეს. კონტრაქტი გაფორმდა მარტივად, მაგრამ შემდეგი ურთიერთობა გართულდა, რადგან ლოკაციას მალ-მალე ვიცვლი და ჩვენი ხშირი შეხვედრები არ გამოდის (იცინის).- უმეტეს დროს, მოგზაურობაში ატარებ, როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება „პრაიმ ჰაუსის“ სახლში გამოკეტვა?- დიახ, უმეტეს დროს მოგზაურობაში ვატარებ და „პრაიმ ჰაუსში“ გამოკეტვა ნამდვილად გამიჭირდება. ახლაც, პირდაპირ მოგზაურობიდან შევდივარ. ალბათ, აეროპორტიდან... ცოტა დაღლილი ვიქნები, ძალები უნდა მოვიკრიბო, მაგრამ რას ვიზამთ... ჩემთვის „პრაიმ ჰაუსიც“ ნამდვილი თავგადასავალია, არც მე მოვიწყენ და არც თქვენ მოგაწყენთ.- რამდენიმე თვის წინ, დაწერე, რომ ხარ ურთიერთობაში და საყვარელი მამაკაცის ფოტოებიც გაგვიზიარე, თუ არ ვცდები, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახის მიცემასაც აპირებდით, როგორ განვითარდა მოვლენები?- ურთიერთობაში ვიყავი, თუმცა, ერთმანეთს დავშორდით. დაშორების შემდეგ, ჩემი შემორიგების მცდელობა ჰქონდა. თუმცა კარგი მეგობრები ვართ. ამ ეტაპზე, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვფიქრობ, ცდილობს, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ახლა ემოციურად არ ვარ მზად, რომ ისევ ურთიერთობაში შევიდე.- სხვა რა სიახლეებია შენკენ?- ახლა ესპანეთში ვარ, პატარა ოცნება მაქვს, რომელიც მინდა ავიხდინო. თუ გამომივიდა, აუცილებლად გაგიზიარებთ. წინასწარ ვერ გეტყვით.ასევე, თურქეთში, რამდენიმე კომპანიასთან მქონდა თანამშრომლობა, იყო გადაღებები... პატარ-პატარა სიახლეები სულ არის.

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1708422209

ვიხილავთ თუ არა „პრაიმ ჰაუსის“ საფინალო სეზონში თაია ჭიჭინაძეს - რას ამბობს ყოფილი მონაწილე

„პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონი, ALL STAR-ი იწყება. რამდენიმე მონაწილე უკვე ცნობილია: ნიკო ქართველი, სალომე უშხვანი, მერიემ გოგაშვილი, ანი ყიფშიძე, გიორგი დიასამიძე, ლაშა მაზანაშვილი, კესო ბერუაშვილი, სალომე კაპანაძე... სხვა მონაწილეების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიიღებს თუ არა თაია ჭიჭინაძე მონაწილეობას? ამის შესახებ ყოფილმა მონაწილემ გამომწერების კითხვას უპასუხა:„კიდევ ერთხელ გეტყვით - არასდროს შევიდოდი „პრაიმ ჰაუსში“, რომ არა სურვილი იმისა, რომ ჩემი ხმა თქვენამდე მომეწვდინა. მე ჩემი სათქმელი თქვენამდე უკვე მოვიტანე. მადლობა უფალს ამისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამის შანსი მომცა. ასე რომ, ჩემი ადგილი იქ აღარაა“, - დაწერა ყოფილმა მონაწილემ.ასევე ნახეთ:VIDEO: „გულში ჩამწვდომი სიმღერაა, ნამდვილი ჰიტი” - გიორგი ძოწენიძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანაVIDEO: „მადლობა რომ ხარ და ჩემი შვილი გქვია“ – ნატო გელაშვილის ემოციური მილოცვაVIDEO: „წყვილის სექსის დროს, ოთახში შეჭრა გიცდიათ?“ - გიორგი გაგლოევის სკანდალური პასუხი „სიცრუის დეტექტორში“

ანუკი არეშიძე

ტაბლოიდი 1706424424

„გამორჩეული და დახვეწილი სტილი“ - ანუკი არეშიძე მიუნხენში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, როგორც ულამაზესი გარეგნობით, ასევე გამორჩეული სტილით, რომელიც მის გამომწერებს აღაფრთოვანებს.მის მიერ გამოქვეყნებული კადრები ყოველთვის დიდი მოწონებით და დადებითი შეფასებებით სარგებლობს.ანუკი ხშირად გვიზიარებს ასევე მოგზაურობის დროს გადაღებულ კადრებსაც. ამჯერად მან გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გადაღებული ფოტოები Instagram გამომწერებს Story-ის საშუალებით გაუზიარა.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანი„გამორჩეული და დახვეწილი სტილი“ - ანუკი არეშიძე მიუნხენში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებსVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

თვითმფრინავი

მსოფლიო 1706422260

მგზავრმა თვითმფრინავის საავარიო გასასვლელი გააღო და ფრთაზე გავიდა (უცხოეთი)

AeroMexico-ს თვითმფრინავის მგზავრმა აფრენამდე საავარიო გასასვლელი გახსნა და ფრთაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ინციდენტი მგზავრობის წესების უხეში დარღვევაა, კაცის ათობით თანამგზავრი მის საქციელს ამართლებს. მათ განცხადებაც შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიამ ისინი თვითმფრინავში, რომელიც გვატემალისკენ უნდა გაფრენილიყო, 4 საათის განმავლობაში ვენტილაციისა და წყლის გარეშე გააჩერა.განცხადების ტექსტის მიხედვით, რომელსაც, სულ მცირე, 77 მგზავრი აწერს ხელს, კაცი "ყველას დასაცავად, ყველას მხარდაჭერით" მოქმედებდა."ფრენის დაყოვნებამ და უჰაერობამ შექმნა პირობები, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრთა ჯანმრთელობას. მან ჩვენი სიცოცხლე იხსნა". - ნათქვამია განცხადებაში.ვებგვერდების დახმარებით, სადაც ფრენებისთვის თვალის დევნებაა შესაძლებელი, დასტურდება, რომ ფრენა 4 საათითა 56 წუთით გადაიდო.ამასთან, გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, AeroMexico-ს თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული და ასახავს, როგორ ცდილობენ მგზავრები თავის გაგრილებას და ბორტგამცილებლებს წყალს სთხოვენ.AeroMexico-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანიVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

სეზონი

რჩევები 1706361139

საყვარელი სეზონი განსაზღვრავს თქვენს ხასიათს - ტესტი

ჩვენს საყვარელ სეზონს შეუძლია ბევრი რამ გამოავლინოს ჩვენი პიროვნული თვისებების შესახებ. თითოეულ სეზონს ჰყავს თავისი გულშემატკივარი. საყვარელი სეზონის ტესტი გეტყვით როგორი ადამიანი ხართ და რა ძლიერი მხარეები გაქვთ.გაზაფხულითუ თქვენი საყვარელი წელიწადის დრო გაზაფხულია, მაშინ გამოირჩევით ცხოვრების დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ სიტუაციაში, არ ნებდები და საუკეთესოს იმედი გაქვს. თქვენი საყვარელი ადამიანები ხშირად იღებენ თქვენს მაგალითს და შთაგონებულნი არიან თქვენი ქმედებებით. თქვენი ზესახელმწიფო არის ის, რომ შეგეძლოთ დატკბეთ ცხოვრებით და იყოთ ბედნიერი ნებისმიერ სიტუაციაში.ცხოვრებაში რბილი და ოდნავ გულუბრყვილო ადამიანი ხარ. ცდილობთ თავი უსიამოვნო ფიქრებისგან სამსახურით და სხვადასხვა აქტივობებით გადაიტანოთ. სასიამოვნო ადამიანი ხართ ადამიანებთან ურთიერთობისას, მაგრამ გიჭირთ „არას“ თქმა.გაზაფხულის მოყვარულები მეოცნებე ადამიანები და დიდი რომანტიკოსები არიან. ისინი აფასებენ სასიამოვნო ჟესტებსა და კომპლიმენტებს. მათი ნდობა ადვილი მოსაპოვებელია. ურთიერთობებში ასეთი ადამიანები ძალიან ლოიალურები არიან და უჭირთ ურთიერთგაგება.ზაფხულიზაფხული ყველა სკოლის მოსწავლისა და სტუდენტის საყვარელი დროა. თუ ზრდასრულ ასაკში აგრძელებთ ზაფხულის სიყვარულს, მაშინ თქვენ ხართ კომუნიკაბელური და სასიამოვნო ადამიანი, რომელიც აფასებს მეგობრებსა და ოჯახს. მარტოობა და სოციალური უკმაყოფილება ძალიან რთულია თქვენთვის. ყველაზე ცუდი სასჯელი, რომელსაც იღებთ საყვარელი ადამიანისგან, უგულებელყოფაა.თქვენ გაქვთ ძლიერი ლიდერული თვისებები და არ გეშინიათ პასუხისმგებლობის. უფრო მეტიც, თქვენ საერთოდ არ ხართ ტირანი, არამედ ბრძენი და სამართლიანი ლიდერი. სამსახურში სწრაფად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, მაგრამ ამავდროულად ადვილად მიდიხართ კომპრომისზე.ზაფხულის მოყვარულები ძალიან მხიარული მეგობრები და ერთგული ოჯახის კაცები არიან. ისინი არასოდეს დატოვებენ საყვარელ ადამიანს გასაჭირში და ჩაერთვებიან ნებისმიერ გართობაში. ამავე დროს, მათი ხასიათი რთულია: ემოციური, ცხარე და ჯიუტი.შემოდგომათუ მოგწონთ შემოდგომის ოქროსფერი ფერები და წვიმიანი ამინდი, მაშინ ბუნებით მარტოსული ხართ. ხმაურიანი ადგილები და მოლაპარაკე ხალხი სწრაფად გბეზრდებათ. სირთულეებს მძიმედ იღებთ და შესაძლოა პირველი წარუმატებლობის შემდეგ დანებდეთ.თქვენ ძალიან მოაზროვნე ადამიანი ხართ და თქვენი აზროვნება არატრადიციული და ორიგინალურია. თქვენ არ გეშინიათ და ცდილობთ იყოთ უჩვეულო ადამიანი, გამოირჩეოდეთ ნაცრისფერი ბრბოდან.მეგობრები გიცნობენ, როგორც მშვიდ და გარკვეულწილად თავშეკავებულ ადამიანს. მაგრამ თუ უკეთ გაგიცნობენ,  შეუძლიათ დაინახოთ მზრუნველი და რბილი მხარე. იშვიათად გიყვარდებათ ან მეგობრობთ, მაგრამ ძალიან ლოიალური ხართ და აფასებთ ღრმა კავშირებს. შენთვის ხშირია ცოტას თქმა და ბევრის გაკეთება.ზამთარიადამიანები, რომლებსაც უყვართ თოვლი და ქარბუქი, ძალიან სტაბილურები, სანდო და პასუხისმგებლები არიან. ოდნავ კონსერვატიული შეხედულებებით. თქვენთვის რთულია ცვლილებების მიღება და ცხოვრების ნულიდან დაწყება.თუ გიყვართ ზამთარი, მაშინ თქვენ ხართ დაჟინებული და პატიოსანი ადამიანი. თუ რაიმე დავალება გევალებათ, მაშინ მას კეთილსინდისიერად შეასრულებთ და ყოველთვის ასრულებთ დანაპირებს. თანაბრად მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის მიმართ და გარშემომყოფების მიმართ. ზამთრის მოყვარულები ფრთხილები და წინდახედულები არიან, მათთვის არ არის გავრცელებული გადაწყვეტილებების მიღება ემოციებზე დაყრდნობით. ისინი დიდხანს ფიქრობენ მნიშვნელოვან პროექტებზე და ძვირადღირებულ შესყიდვებზე და წინასწარ გეგმავენ. ზოგჯერ შეიძლება იყოთ ზედმეტად პედანტური და რჩეული.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანიVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

ოპერაცია

მსოფლიო 1706351023

კაცმა ანესთეზიაზე უარი თქვა და საკუთარ თავს ჰიპნოზი გაუკეთა - უჩვეულო ოპერაციის დეტალები

შვეიცარიელმა კაცმა ანესთეზიის ნაცვლად, ოპერაციის დროს ტკივილი რომ არ ეგრძნო, საკუთარ თავს ჰიპნოზი გაუკეთა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.55 წლის დენიელ გიესლერს ოპერაცია, მოტეხილი კიდურების ფიქსაციისთვის სხეულში ჩადგმული სპეციალური ლითონის ფირფიტების ამოსაღებად დასჭირდა. ფირფიტები მამაკაცს დისკომფორტს უქმნიდა და ექიმებმა მისი ამოღება გადაწყვიტეს.ექიმების გასაკვირად პაციენტმა, რომელიც სერტიფიცირებული ჰიპნოთერაპევტია, უარი თქვა ანესთეზიაზე და განაცხადა, რომ საკუთარ თავს გაუტკივარებას თავად, ჰიპნოზის დახმარებით გაუკეთებდა.საბოლოოდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ოპერაციიდან 1 საათის შემდეგ პაციენტმა საავადმყოფო დატოვა.მოგვიანებით, პაციენტმა თქვა, რომ ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ექიმების ყველა მოძრაობა და მათი საუბარი დეტალებში ახსოვს.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანიVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1706297723

VIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

მიიღებს თუ არა „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე, ფინალურ სეზონში მონაწილეობას კესო ბერუაშვილი? ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა.ვრცლად ↓