ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა 1785321396

ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ

ჯერ იყო და გვარამიამ თქვა, საქართველო ტრილიონებს ვერ მიიღებს, რადგან ომში არ იყო ჩართულიო. შემოწირულობის თხოვნა და ბიზნესის რეკეტი ვერ მოიშალეს, ისევ თავში უტრიალებთ, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მათი ინტერესია, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.„კეზერაშვილმა საქართველოდან რა ფული წაიღო, ამაზე აღარ ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, თანხები აღარ ჰყოფნით. არ ყოფნით კი არა, საკუთარი ჯიბეებისთვის და კეთილდღეობისთვის მიაქვთ. სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შესწირეს, იმასაც ნანობს ხალხი და დღეს ასეთ მოწოდებებს საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებენ და არა, პარტიის განვითარებისთვის. მათი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ, რათა ფინანაურად მძლავრად იყვნენ. სააკაშვილი საკანში ზის და შემოწირულობას ითხოვს. ეს თანხები ვის მოხმარდება, კარგად ვიცით – მათ ჯიბეებში წავა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილ

პოლიტიკა 1785175866

ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი

მე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ არც ერთს არ ვიცნობდი და ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დაეზოგა ფული და სასტუმროში არ დარჩენილიყო, PACE-ზე გასაშუქებლად რომ გამოჰყავდათ-ხოლმე, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ფორმულას" ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის შესახებ "Palitra News"-ის ეთერში განაცხადა.ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ის მას შემდეგ "შედგა" ჟიჟილაშვილს, რაც მიუვიდა ხმები იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თუ არ ჩამოსცილდებოდა, ეთერი დაებლოკებოდა."ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1777287907

მიხეილ სააკაშვილი: ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა, ჩემი დაკნინების ხარჯზე თვითდამკვიდრება შედეგს არავის მოუტანს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს.„გაგდებით თუ გემუქრებიან, მაშინ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ. მე აქ თქვენთვის მოვდივარ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციაც შეცდომას უშვებს – რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს. ივანიშვილი უნდა პასუხობდეს მათ და არა პირიქით. ოპოზიციამ უნდა გადოს ხიდი ხალხთან, ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი. წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ ბენზინის ფასი დაიწევდა, მათ კი გააძვირეს, რაც აისახა სხვა პროდუქტებზეც. ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ საწვავზე აქციზის განახევრება. დენის ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ კორუფციაში ვიხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე აქ ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტში ფულს იპარავს.​გამიხარდება, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და შემტევი, მაგრამ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე შედეგს არავის მოუტანს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია – თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები. ვინც მე მაკრიტიკებს, მათი 90 პროცენტი ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ზოგი – მთავრობაშიც. როგორ გამოდის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ისინი – მომავლის? არის ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე, ჩავაცვი და იმან გამხადა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. საჭიროა გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ბევრმა გადადო თავი, ციხეში მოხვდა, მათ პატივს ვცემ და ეს უნდა გვესმოდეს.ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და დენის ფასს ზრდის. აქ იმიტომ მოვიდა, რომ ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. სიმბოლურად სჭირდებათ, დაგვანახონ, რამხელა არსება ყოფილა მათ გვერდით. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე. მინდა, ყველას გავუწოდოთ ხელი, დავუდგეთ გვერდით და ვიყოთ ხალხზე ორიენტირებული. საკუთარი მხრებით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ აიღებს „ქოცების“ ხმებს – 2018 და 2021 წლებში ავიღეთ „ქოცების“ ხმები. ეს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების ხმები არ ყოფილა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა ზურაბიშვილს, რომ მაშინდელი პოზიციები მცდარი იყო.„ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც არჩევნები მინდა. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა: კარგი იქნებოდა, ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი. 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვის სიტყვები გაიმეორა ზურაბიშვილმა – არ შეიძლება, საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში დაადანაშაულო. 20 ივნისს, როცა ბავშვებს თვალები დასთხარეს, სალომე ლობიოს ჭამდა. ქალბატონო სალომე, მე თქვენ მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ, რომ მაშინდელი თქვენი პოზიციები მცდარი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, „ოპოზიციის ამოცანაა, გადავდოთ გვერდზე ყველანაირი ბოღმა და ერთმანეთის არგატანა“.„სანაიამ კარგად ახსნა ჩემი გორში წაქცევის და ტრამპის შემთხვევა. ამბობენ, სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი. ჩემს ხარჯზე თვითდამკვიდრებას და ქულების დაწერას ვინც გააგრძელებს, მას არანაირი მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1773325800

არჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს

ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარებისგან სულ ისმის აბსოლუტური ტყუილები, თვითონაც არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა.„თუ არ ვცდები, ეს უკვე მეშვიდე რეზოლუციაა, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს. ადამიანები ხომ უნდა მიხვდნენ, რომ არ ჭრის ეს მაღალფარდოვანი განცხადებები. აბსოლუტური ტყუილები, სიცრუე, სადაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, საუბრობენ კეზერაშვილზე და ნიკა გვარამიაზე, რომ მედია მენეჯერები არიან. ახლა მოვისმინეთ, რომ თურმე ელენე ხოშტარია ყოფილა პოლიტპატიმარი და ამავდროულად მარკეტა გრეგოროვას ნათქვამიც გვახსოვს, რომ თურმე საერთოდ არ იცის მან, რომ ხოშტარია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა. ვერ ხედავენ რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს მსოფლიოში. რეალურად, მათ არც არავინ ეკითხება. ჩვენ ხომ ვხედავდით, როგორ მიმდინარეობდა ე.წ. დებატები, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი საუბრობდა და დებატებად შეფუთეს“,- განაცხადა გორდულაძემ.მისივე თქმით ბრიუსელი უკვე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს დაუწყეს ბრძოლა.„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ახლა ბრიუსელი პირდაპირ გარე მართვაზეა დამოკიდებული და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არიან თავისუფლები, სამაგიეროდ ცდილობენ, რომ გლობალური ძალების ინტერესების გასატარებლად თავს დაესხან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და ვისთვისაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებია მნიშვნელოვანი. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური პრინციპი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამას ებრძვიან ეს ადამიანები. გრეგოროვას განცხადებაც ვნახეთ „იმედის" ტელევიზიის ჟურნალისტის მისამართით, რომ თურმე მათ არ აქვთ უფლება, რომ კითხვებიც კი დასვან“,- აღნიშნა გორდულაძემ.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1772093197

დავით მათიკაშვილი: ეტყობა, ჯო უილსონმა ახალი სიზმარი ნახა, რა ბედიც „მეგობრობის აქტს“ ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს

ჯო უილსონმა ეტყობა რაღაც ახალი სიზმარი ნახა, წინა სიზმარში არსებული მოცემულობა ჩავარდა და ე.წ. მეგობრობის აქტი თავზე გადაახიეს, ახლა მეორე სიზმარი ნახა და საქართველოს დაზიანებას რაღაც ტყუილებით ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ჯო უილსონის სიზმრების აქამდე საქართველოშიც არ ეჯერათ, ახლა ამერიკაშიც არ სჯერათ.„რა ბედიც „მეგობრობის აქტს“ ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს. ჯო უილსონი გამორჩეულია კეზერაშვილის დაფინანსებით. როგორც ჩანს, მას მესიჯი მისცეს, რომ თავიანთ აგენტურას, საქართველოში მეხუთე კოლონას, აცნობოს, რომ არ ინერვიულონ და მხარში უდგანან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1772006892

შალვა პაპუაშვილი: ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე, მათი სიყალბე, ფარისევლობა, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას გამოეხმაურა.პაპუაშვილის თქმით, ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაანახეს ხალხს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე.„რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა, უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. აღარაფერს ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც განმარტებებში ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ, ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახ, კორუმპირებული კი არა, ზეკორუმპირებულია, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული.რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ნამდვილად არ ანაღვლებს დეზინფორმაცია. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე, „ტვ პირველის“ პატრონი, დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან. მეორეც, ბრიტანეთი ახლახან აპირებდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, პარტიული მედია. პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა, დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი, აქამდე ჰქონდა თუ არა დაფინანსებული „ტაბულა“ . ასე რომ, დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი, უკვე დაგვანახა ეს თანამედროვე სამყარომ.ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე. ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების მთელი სიყალბე, ფარისევლობა, რომ რაღაც ღირებულებებზე დგანან. 1 2 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ ვიღაცის კომენტარი არ მოეწონათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დავფიქრდეთ, სინამდვილეში, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის და ითხოვს, საქართველომ დაასანქციროს რუსეთი. ანუ აკრძალოს რუსეთიდან ენერგოპროდუქტების, ბენზინის, გაზის შესყიდვა. შემცირება ნიშნავს, რომ უნდა შეზღუდო, შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა დააწესო სანქცია, სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია – ომს, სადაც ჩვენ ვიქნებით მარტო. შემდეგ მოვისმენთ ტკბილ განცხადებებს ბრიტანეთიდან და ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიტანეთი როცა ებრძვის მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთის ელჩმა ეს ზღაპრები მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს უნდა ქართულად, უნდა – ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. ჩვენ ვიცით, რაც უნდათ. ეს არის თავდასხმა, 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1771582152

ლევან ხაბეიშვილი: პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი, ყველას თავისი გზა აქვს, არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ და რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს, ან რაღაცა ისე არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ, სიტყვა ერთიანობა სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს.გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი, „ლელო“ როგორი ცუდია. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი, როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია, ისე უნდა გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი  – ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო, ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ვინც ერთიანები ხართ, იმათ ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, იმათ იმოქმედეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვიზეც ამბობდა, რომ დამნაშავე და კორუმპირებულია, საქმე არის აღძრული.„მე რომ პარლამენტში ვიყავი, მიკროფონს ვრთავდი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები და ამბობდნენ, ხაბეიშვილი ტყუის, მოიგონა – დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი რომ მოდიოდა, ვამბობდი, კრიმინალია, ისინი მპასუხობდნენ, ხაბეიშვილი არის მასხარა – დაიჭირეს ღარიბაშვილი. ლილუაშვილზე ვამბობდი ქოლცენტრები აქვს-მეთქი, კობახიძე და მდინარაძე ატარებდნენ ბრიფინგს და არაო, კეზერაშვილს აქვს ქოლცენტრებიო, ორი წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ. ფარცხალაძეს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და არაო, ციხეშია ახლა, სხვათაშორის ჩემს სართულზე, მეორე სართულზე ჰყავთ გამწესებული.მგონი, ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, ეს არის მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები, „შპარგალკასავით“ და მიყვებიან ერთი-ერთში. კაცი არ დატოვეს, ვიზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიყვებიან და იჭერენ, მე რატო ვარ დამნაშავე. არ არსებობს საკითხი, სადაც კონკრეტულად ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და საქმეები არ იყოს აღძრული. ყველა ამ ადამიანზე პროკურატურაში თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დაკავებული და პროკურატურა მას რამე ქმედებას არ ედავება.„ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული, არცერთ მოქმედებას არ მედავებიან, აი, მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, რომ ვიღაცა სცემაო. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს, რომ ვიმოქმედე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1770974000

შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა - შალვა პაპუაშვილი

 გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ძებნაშია. შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა.„გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, რომელსაც შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ის ძებნაშია. სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება, აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, სხვადასხვა ოფიციალური პირები იყვნენ. ევროკავშირის სივრცე სამწუხაროდ იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად. ის არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს. როგორც ვიცით, დანიშნული აქვს სტიპენდია. სტიპენდიის დანიშვნა პოლიტიკოსების დაფინანსების ახალი ფორმაა. ვიცით, რომ დავით კეზერაშვილიც თავს აფარებს ევროკავშირს. ზურაბ ადეიშვილს საერთოდაც ევროკომისიაში ხელს ართმევენ. ეს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უფსკრულს აჩვენებს, რომლიდანაც დღეს ევროკავშირი მაუწყებლობს. მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ მის დაკავებას იქ არ მოახდენს. ზოგადად, უფრო შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი, ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მათ შორის მამუკა ხაზარაძე რომ ამბობდა ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებულიო და ქუჩაში რომ დაბორიალობდა მერე ყინვაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1769871308

პაპუაშვილი მთივლიშვილზე: რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი. თანაც ისეთი უტიფარი, რომ ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე სიყალბის გამო ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა

ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა“.„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი.თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა.წესით, ამ ერთი ფაქტის მოყვანითაც შემეძლო ეს თემა დამეხურა, თუმცა, ვინაიდან, ამ ადამიანს არც ჩემი სიტყვა ესმის და როგორც თავად ამბობს, არც ევროკავშირის, და სოცქსელს ამ სრულიად ყალბი ბანერით აბინძურებს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის სიყალბე და რა - სიმართლე.რაც შეეხება სიმართლეს. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ერთდერთი დამსახურება, რომ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მის მიერ ნახსენები ნაკვეთის თანამესაკუთრე (და არა ერთადერთი მესაკუთრე) ვარ, არის იმაში, რომ პაპაჩემის შვილიშვილი ვარ.ამ ნაკვეთს და მის მიმდებარე არანაკლებ ნაკვეთებს (რომელსაც ის რატომღაც არ აჩენს) იმ მომენტიდან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების უფლება გაჩნდა, პაპაჩემი ფლობდა, ნაწილს საკუთრებად, ნაწილს კი იჯარით.პაპაჩემი 2003 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვიტოვა. ის, რაც მას საკუთრებაში ჰქონდა, საკუთრებად გადმოვიფორმეთ, ხოლო ის, რაც იჯარის ხელშეკრულებით იყო, მასზე ახალი იჯარის ხელშეკრულება დავდეთ. ვინაიდან იჯარის პროცედურებს რეგიონში სხვადასხვა უწყებებში სიარული, წერილების წერა და თანხმობები სჭირდებოდა, ყველგან ორივეს რომ არ გვეარა, შევთანხმდით, რომ ნაკვეთების ამ ნაწილზე იჯარის ხელშეკრულების დადებას ჩემი ბიძაშვილი აიღებდა თავის თავზე. თუმცა ამის შემდეგაც ეს იყო ჩვენი საერთო ქონება და იჯარის თანხასაც ერთად ვიხდიდით. 2005 წლიდან შესაძლებელი გახდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გამოსყიდვის ფასი სახელმწიფოს მიერ კანონით დადგინდა. თავდაპირველად არც ვჩქარობდით გამოსყიდვას, თუმცა ვინაიდან დაანონსდა, რომ 2010 წლის შემდეგ რეგულაციები შეიცვლებოდა, გამოსყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელზე იყო, გამოსყიდვაც იურიდიულად მხოლოდ მას შეეძლო. ასე რომ შევთანხმდით, რომ მას გამოესყიდა და მერე, როცა იქნებოდა, გაგვემიჯნა საკუთრება. შესყიდვის თანხაც ერთად დავდეთ და ამის შემდეგ ამ ნაკვეთებზე ქონების გადასახადსაც ერთად ვიხდიდით. ასე რომ, ეს ნაკვეთები ჩვენს ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაიმე ოჯახური ისტორია, რომელიც ორმა ადამიანმა ვიცით. ქიზიყში პაპაჩემს და მის ოჯახს ყველა პირადად თუ არ გვიცნობს, გაგონილი მაინც აქვთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ასე რომ, ის ტერიტორია ჩემი და ჩემი ბიძაშვილის საკუთრება რომ არის, ეს ყველამ იცის.ასე ჰარმონიულად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, მიწაც იხვნებოდა და ღვინოც იწურებოდა, სანამ 2020 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ვინაიდან ვიცოდი, რომ მოხელის დეკლარაციის შევსება იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე ის, რაც ჩემი ქონება იყო, სამართლებრივადაც მომეწესრიგებინა, რომ შემდეგ, გადმოფორმების თუ ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში, კითხვა არ ყოფილიყო, საიდან ეს ქონება და გაყიდულიდან თანხა მე რატომ შემხვდა. ჩემს პირველივე დეკლარაციაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს - ჩემმა მეუღლემ დაირეგისტრირა სოფლის სახლი, რომელიც ბებიამისს მანამდეც მისთვის ჰქონდა ნაჩუქარი, მე კი ჩემზე ის ნაკვეთები რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამ ნაკვეთებიდან მაგალითად სახნავი მიწა მე და ჩემმა ბიძაშვილმა პირდაპირ შუაზე გავყავით და ცალ-ცალკე დავირეგისტრირეთ (სხვათა შორის აქაც 1 ლარად, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანისთვის იქვე, გზის გადასწვრივ მდებარე სახნავი მიწა საინტერესო არ აღმოჩნდა), ხოლო იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ფიზიკურად რთული გასამიჯნია, თანამესაკუთრეებად დავრეგისტრირდით.ახლა რაც შეეხება 1 ლარს. ეს სამარცხვინო მანიპულაცია, ჯერ 2023 წელს "ბათუმელებმა" იკადრა, თითქოს სახელმწიფოსგან 1 ლარად ვიყიდე რაღაც - რაც ისეთი მამალი ტყუილი იყო, რომ ბოლოს ბოდიშები იხადეს და სტატიები წაშალეს. ახლა კი ეს ადამიანი არ იშლის მანიპულაციებს.საქმე კი შემდეგშია, რომ ეს ვითომ რაღაც დასამალი 1 ლარიანი გარიგების ამბავი "ბათუმელებმაც" და ამ ადამიანმაც ჩემივე დეკლარაციიდან იციან და აქ არც გამოსაკვლევი იყო რამე და არც ფარდაასახდელი. სინამდვილეში საქმე ორ ბიძაშვილს შორის პაპის დანატოვარის გაფორმებას ეხება.ისტორია კი ასეთია. როდესაც 2020 წელს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რაც საკუთრებაში თუ თანასაკუთრებაში მქონდა შესაბამისად ასახულიყო რეესტრში, რათა პოლიტიკაში შემოსვლისას ყველა ქონება თავიდანვე მოწესრიგებულად ამესახა დეკლარაციაში და რეესტრში მივედით, ჩვენც და რეესტრიც აღმოვჩნდით დილემის წინაშე - როგორ გაიფორმო ის, რაც შენ ისედაც გეკუთვნის. რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, რაიმე ხელშეკრულება, რომ ცხოვრებისეული რეალობა სანივთოსამართლებრივ მოცემულობად ასახოს და საკუთრება დაარეგისტრიროს. ვინაიდან ჩვენს შორის ახალი არაფერი ხდებოდა, ორივე თავიდანვე ამ ნაკვეთებს თანასაკუთრებად ვფლობდით და მხოლოდ ამის აღიარება გვინდოდა, შევთავაზეთ, რომ საკუთრების აღიარების განცხადება დაეწერა ჩემს ბიძაშვილს, მაგრამ ასეთი ფორმა რეესტრს არ ჰქონდა. ამიტომ ყველაზე სწორ გზად სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დარჩა - ეს ფორმა თან აჩვენებდა, რომ ეს ნაკვეთები უსასყიდლოდ არ მიმიღია და არავის უჩუქებია ჩემთვის და ამასთან, სიმბოლური თანხა 1 ლარი კეთილსინდისიერად აჩვენებდა, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სიმბოლურია და არა კომერციული, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე აჩვენებს, რომ რაღაც სხვა ვალდებულების გამო მოხდა საკუთრების რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი - ის რომ სპეციალურად სიმბოლურ თანხად იყო ხელშეკრულება, რატომ იყო სიმბოლურ თანხად და მანამდე რომ ფაქტობრივი თანამესაკუთრე ვიყავი - რაიმე გამოძიებით კი არ მოიპოვა ამ ადამიანმა, ჩემს 2021 წლის პირველივე დეკლარაციაში და მას შემდეგ ჩემს ყველა დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია და ამ პოსტზე ფოტოდ მაქვს დართული.ამიტომ, სიმბოლურ თანხად შეძენა პირდაპირი განზრახვა იყო, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ დავირეგისტრირე ის, რაც 90-იანებიდან მოყოლებული როგორც პაპაჩემის ოჯახის წევრს - იჯარით, შემდეგ 2003 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად - ასევე იჯარით, ხოლო 2011 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად თანასაკუთრებით ისედაც მქონდა.სიმბოლურ თანხად უძრავი ქონების თუ კომპანიის წილის ნასყიდობაში არათუ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სახელმწიფოს მიერაც, როდესაც სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს ნაკვეთს იმის საჩვენებლად, რომ ამაში რეალურად საკუთრების უფლების აღიარება ან სხვა ვალდებულებების შესრულება იგულისხმება. და, თუ არც ჩემი და არც სახელმწიფოსი გჯერათ, მაშინ იქნებ ისიც ნახოთ კეზერაშვილმა როგორ გადაუფორმა ტელევიზიის წილი 1 ლარად მის ამჟამინდელ მეწილეებს. რამე კითხვები იყო ამ გარიგებაზე?ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი.რა არის ამ ისტორიის მორალი:პირველი - ეს ბანერი და მისით წარმოჩენილი ამბავი ყალბი ჟურნალისტიკის მაგალითია, ვინაიდან▪️ამ ისტორიას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. არადა ის, როგორც ეს სიყალბე გავრცელდა, კარგად აჩვენებს რა აღქმის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ ამ ყალბი ბანერით - თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც კიდევ ერთხელ სრული ტყუილია.▪️ეს ნაკვეთები პაპაჩემის დროინდელია და ჩემი კავშირი აქედან მოდის, როგორც მისი მემკვიდრის.▪️პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან ამ ნაკვეთს მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ იჯარით, 2011 წლიდან დღემდე კი როგორც თანამესაკუთრეები ვფლობთ.▪️სიმბოლურ თანხად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იმის გამჭვირვალედ საჩვენებლად, რომ ამ ნასყიდობის უკან უფლებების და ვალდებულებების სხვა ისტორია დგას და სწორედ ჩვენს შორის თანამესაკუთრეობის რეალური ისტორიის ასახვა მოხდა 2020 წელს და განმარტებულია ჩემს 2021 წლის დეკლარაციაში.მეორე - ის, რომ ეს სიყალბეა, იმითაც ჩანს, რომ ვინც ჩაიხედა საკითხში, არავინ ხელი არ მოჰკიდა ამ სიყალბის გავრცელებას, და როგორც თავად ეს ადამიანი ამბობს, ევროკავშირმაც კი უარი უთხრა დაფინანსებაზე.დაბოლოს, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას“, - წერს იგი. 

მიხეილ ბინიაშვილი

სამართალი 1769860189

გერმანული მედიის ცნობით, დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, მიხეილ ბინიაშვილს ქოლცენტრების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა - ზარალი 230 მილიონ ევროს აჭარბებს

გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მიხეილ ბინიაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო კიბერთაღლითური ქსელის, "მილტონის ჯგუფის" საქმეში, ამავე ქსელში შედიოდა ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამანთ იოსიფი, რომლის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ ალბანური და გერმანული მედია ავრცელებს.პრესა წერს, რომ მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში თაღლითურმა ქსელმა ქოლცენტრების მეშვეობით 1000-ზე მეტ მოქალაქეს, 230 მილიონ ევროს ოდენობით მიაყენა.ბამბერგის გენერალური პროკურატურის და ბავარიის კიბერდანაშაულის ცენტრის ცნობით, მიხეილ ბინიაშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მიშკა“, ხელმძღვანელობდა ქსელს, რომელიც მოქმედებდა ალბანეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაში ქოლცენტრების მეშვეობით და ევროპის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებს სთავაზობდა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბინიაშვილი მხოლოდ ტირანაში დაახლოებით 600 თანამშრომლით დაკომპლექტებულ ქოლცენტრს მართავდა, რომელიც მინიმუმ 28 თაღლითურ პლატფორმას აერთიანებდა და გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ასობით მოქალაქეს ფინანსურ ზიანს აყენებდა. მას ასევე ბრალი ედება PumaTS-ის სახელწოდების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, რომელსაც ინტერნეტში 400-ზე მეტი თაღლითური ფინანსური ვებსაიტი იყენებდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1766517086

ლევან ნიკოლეიშვილი: ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება!

როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაჰყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი, ლევან ანიტა ხაბეიშვილი - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”.„ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება! გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”. დაზღვევის მიზნით ლილუაშვილმა დაალაგა და ნაცების ტელევიზიები მას “ამხელდნენ” იქ, სადაც არაფერი ხდებოდა - თავს ესხმოდნენ არასწორ მისამართებზე, რეალური ქოლცენტრები კი გუგუნებდა, არც მაშინდელი სუსი იყო მომკითხავი და არც “კრიტიკული მედია”.მეტი დამაჯერებლობისთვის ლილუაშვილმა ნაცმედიას უჩივლა და პროცესიც მოიგო. მაგრამ ჰოლივუდური კვანძი ერთი სასაცილო ამბით იხსნება: როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაჰყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი… მთავარ როლებში: გრიგოლ და სანდრო ლილუაშვილები ანიტა ხაბეიშვილი ნოდარ მელაძე დავიდ კეზერაშვილი გიორგი თარგამაძე დები ქაჯაიები და სხვები კოსწიუმების მხატვარი ნიკა გვარამია მუსიკა ნიკა მემანიშვილი“ - წერს ნიკოლეიშვილი.

შალვა კერესელიძე

პოლიტიკა 1764060998

შალვა კერესელიძე: აუცილებლად დადგება დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას

გიორგი გახარიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს. აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას.„მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო, ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია 2019 წლის  20 ივნისის შემდეგ. გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ასეთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, რაც შემდგომ სანაქებო პრემიერ-მინისტრად ორჯერ წარდგენით დაგვირგვინდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-ივნისი თურმე დანაშაული იყო, რის გამოც გენერალურმა პროკურატურამ არ არსებულ და გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი გახარიას ერთ დღეში პოლიტიკური ბრალი წარუდგინა და სასამართლომ 13-წლიანი ორი დაკვეთილი პატიმრობა შეუფარდა.რამდენიმე თვით ადრე კიდევ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩადენილ დანაშაულებს „იძიებდა“, გამოკითხვაზე არ დაუბარებია მთავარი მოქმედი გმირები, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, კეზერაშვილი, ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე სასამართლოს წარმომადგენლები, მაგრამ კომისიაზე ყოვლად გაუგებრად დაიბარეს გიორგი გახარია და ბრალი წარუდგინა ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ. ხსენებულმა სასამართლომ, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე, დათა ახალაიას – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ამავე მუხლით წარედგინა ბრალი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 5-დან 8 წლამდე ედებათ ბრალი 7-ნოემბრის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემოქმედებსაც – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. გიორგი გახარიას კი, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს.20-ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და შემდეგ ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა. შემდეგ გულწრფელ, სამართლიან პროტესტს ბაქოში ემალებოდა და ვიდრე თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თვითონ დროულად რომ გადამდგარიყო, 20-ივნისი არ მოხდებოდა. იმდენად გიჭირთ ამ საქმის შეკერვა, რომ, ერთი მხრივ, თქვენივე პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, მაგრამ რეზინის ტყვიებით ადამიანების მძიმე დაზიანებას გიორგი გახარიას აბრალებთ. საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ამ ყველაფერს სახელი რომ დავარქვათ და შეფასება მივცეთ, ეს არის გიორგი გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება და პოლიტიკური დევნა, რომელიც არაერთხელ ითქვა საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების წინ.დღევანდელი ნაცური პოლიტიკური წარსულის სასამართლო დღეს ასე გამოიყურება: სააკაშვილზე, ახალაიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე მეტი სასჯელი გიორგი გახარიას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვა ქართული სახელმწიფო გადატრიალებისგან და ოკუპაციის რისკის ქვეშ მყოფი ძირძველი ქართული მიწები დაიცვა მცოცავი ოკუპაციისგან. მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. მუდამ გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩორჩანას და 20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.