ტაბლოიდი • 1731183603
„ბედნიერები იყავით მუდამ“ - ირინკა კავსაძე საკუთარი ქორწილის კადრებს აქვეყნებს
კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე რამდენიმე თვის წინ გიორგი ტაბიძეზე დაქორწინდა. ირინკა სოციალურ ქსელში საკუთარი ქორწილის კადრებს უზიარებს.
კახი კავსაძ
ტაბლოიდი • 1731183603
„ბედნიერები იყავით მუდამ“ - ირინკა კავსაძე საკუთარი ქორწილის კადრებს აქვეყნებს
კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე რამდენიმე თვის წინ გიორგი ტაბიძეზე დაქორწინდა. ირინკა სოციალურ ქსელში საკუთარი ქორწილის კადრებს უზიარებს.
ტაბლოიდი • 1731175865
ირინკა კავსაძე საკუთარი ქორწილის კადრებს აქვეყნებს
კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა კავსაძე რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი ტაბიძეზე დაქორწინდა.ირინკა სოციალურ ქსელში ქორწილიდან საკუთარ გამომწერებს კადრებს უზიარებს.წყვილის ფოტოებმა სოციალურ ქსელში კომპლიმენტები დაიმსახურა: „უმაგრესი და ულამაზესი წყვილი“, „საოცარი ქორწილი იყო“, „ბედნიერები იყავით მუდამ“, „როგორი ლამაზები ხართ“, - წერენ კომენტარებში. View this post on Instagram A post shared by Irinka Kavsadze ✨💛 (@irinkakavsadze)
კულტურა • 1727878612
ინტერნეტში კახი კავსაძის უცნობი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მსახიობი ძალიან ახალგაზრდაა. როგორც "პრაიმტაიმს" კახის ძმამ, იმერი კავსაძემ უთხრა, ამ ფოტოზე "ვეფხისტყაოსნის" ტარიელის ინსცენირებაა...იმერი კავსაძე: ამ ფოტოს ტექსტი ასეთია: ვნახეთ უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი "კ რ ა ნ ტ ი ს" პირსა. ჩვენს სამზარეულოში მეგობარმა გადაუღო. აქ არ ჩანს, თორემ ონკანი მოშვებულია, წყალი მოდის. ასევე დაგაინტერესებთ: "ილიას ვეუბნები, შინაგანად, ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერი მშიერმა და ფეხშიშველმა გადმოიარა-მეთქი..." - ჩემპიონის დედის ემოციური ინტერვიუიცით, ვინ არის აკაკის "ჩემო ციცინათელას" სიმღერის ავტორი?
ტაბლოიდი • 1726939362
ირინკა კავსაძე მეუღლესთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს - ფოტოები
მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე და მისი მეუღლე გიორგი ტაბიძე საბერძნეთში მოგზაურობენ და „ინსტაგრამზე“ ფოტოებს გვიზიარებენ.წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.„ბედნიერი დღეები გქონდეთ“, „რა კარგები ხართ“ , „გამრავლდით და გაიხარეთ“, „ყველაფერი კარგი თქვენ“, - წერენ კომენტარებში.ცნობისთვის, ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდნენ. წყვილმა ჯვარი ქაშვეთის ტაძარში დაიწერა. View this post on Instagram A post shared by Irinka Kavsadze ✨💛 (@irinkakavsadze)
ტაბლოიდი • 1725643406
„არასდროს დამავიწყდება ეს წუთები“ - ირინკა კავსაძე ქორწილის ულამაზეს კადრებს გვიზიარებს
კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ჩვენი დღე არ მეყო. ჩვენ მშობლებს, მეჯვარეებს და მეგობრებს, მადლობა რომ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტის ნაწილი გახდით!…არასდროს არ დამავიწყდება ეს წუთები. ჩვენი ახალი თავგადასავალი დაიწყო“, – წერს ირინკა კავსაძე.ცნობისთვის, 31 აგვისტოს უმშვენიერესი ირინკა კავსაძე დაქორწინდა.ირინკას რჩეული ასევე მსახიობი გიორგი ტაბიძეა.წყვილმა ჯვარი ქაშუეთის ტაძარში დაიწერა. ირინკა ტაძრამდე მამამ მიაცილა.
ტაბლოიდი • 1725172927
კახი კავსაძისა შვილიშვილი დაქორწინდა – კადრები ირინკა კავსაძის ქორწილიდან
ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე დაქორწინდნენ.კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.ირინამ ქორწილში ულამაზესი, სადა კაბა მოირგო და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.ცნობისთვის, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილის რჩეული, მსახიობი გიორგი ტაბიძეა. გიორგი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო.
ტაბლოიდი • 1723218851
ალისა ლიკა ევგენიძემ 9 აგვისტოს, გამთენიისას გააჩინა. ალისა ლიკასთვის, ისევე როგორც ნიკა კოჩაროვისთვის, მესამე შვილია. წყვილს პირველი ქორწინებიდან ორ-ორი შვილი ჰყავთ. ლიკას ბებია, კირა ანდრონიკაშვილი "პრაიმტაიმს" მეოთხე შვილთაშვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებს.. კირა ანდრონიკაშვილი: დიდი ბებია მეოთხედ გავხდი. ალისა მე ჯერ არ მინახავს, ფოტო გამომიგზავნეს, დახატული ბავშვია. ლიკა რომ გაჩნდა, ისეთი ლამაზი თვალ-წარბი ჰქონდა, არ მავიწყდება. ლიკა მაგარი გოგოა. შრომა, სახლი, საქმიანობა, ყველაფერს უძღვებოდა, აქტიური ორსულობა ჰქონდა. რეკლამებშიც იღებდნენ. არაფერზე შევუწუხებივართ. დამოუკიდებლად აგვარებდა ყველაფერს. ცხადია, იცოდა ბავშვის სქესი და გვითხრა. დედამ უნდა იცოდეს, ვინ ჰყავს მუცელში, გოგო თუ ბიჭი. ეს კარგია. ჩვენ, ადრე, ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ბუნებრივად იმშობიარა და ეს ბავშვისთვისაც კარგია.ნიკას შვილებიც და ლიკას - 12 წლის ანა-სოფია და 11 წლის ალექსანდრე სამშობიაროში იყვნენ და იქ ელოდნენ პატარა დაიკოს დაბადებას.ჩემი ნინა, დაესწრო ლიკას მშობიარობას. ნინა მეორე შვილიშვილის, ალექსანდრეს გაჩენასაც დაესწრო და მისი დის, ქეთის ორივე შვილის დაბადებასაც. ახალი სპეციალობა გაქვს, ბებიაქალობა-მეთქი, ვეუბნები ნინას.პირველად ბებია 37 წლის ასაკში გავხდი. ისეთი გრძნობა მქონდა, დედობრივი, მინდოდა ძუძუ მეწოვებინა... მინდა ალისა კარგი ადამიანი გაიზარდოს. 9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს გაჩნდა. ფარავდეს მისი წმინდანი. უყვარდეს ყველა. ადამიანის მოყვარული გაიზარდოს. ასრულებოდეს ყოველივე კარგი, ის რაც ჩაფიქრებული ექნება...მადლობა უფალს, ამ ყველაფერს, მეოთხე შვილთაშვილს მოვესწარი... მადლობა თქვენ. ასევე დაგაინტერესებთ:„გთხოვთ ყველამ მოვიხსენიოთ დღეს ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი“ - დათის კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენკახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული
ტაბლოიდი • 1723040839
კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული
მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ირინკამ და გიორგიმ კი ბევრი მილოცვა მიიღეს.
საზოგადოება • 1719809391
კახი კავსაძის შვილიშვილი დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი მსახიობია
მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ტაბლოიდი • 1719603805
კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი მსახიობია
მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, წყვილმა ბევრი მილოცვა მიიღო.
შოუბიზნესი • 1719255356
"შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ" - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა
"როგორ მოიწყინა სამყარომ უშენოდ. შენსავით ვერავინ მღერის." "სამი წელი უშენოდ, ჩვენო ზურიკუნა...""შენ გერქვა სახელად - სიკეთე და სიყვარული" "23 ივნისი არ არსებობს ჩემთვის" - ამ ემოციური ფრაზებით იხსენებენ ფეისბუქზე სამი წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს. 2021 წლის 23 ივნისს "ქართული ხმების" მეორე ხმა, მშობლიურ რაჭაში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ვიდეოს აქვეყნებს ზურას მეუღლე, ნათია კობახიძე და ზურას ნამღერი სიმღერიდან, აწერს ფრაზას - "შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ".მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთ თვეში ნათიას დაწერილმა ძალზე ემოციურმა პოსტმა, სოციალური ქსელი მოიცვა იმ დროს."ერთი თვე… ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი."შარშან, ზურასთან ქორწინების დღესთან დაკავშირებით ნათიამ დაწერა: "შეუსრულებელი 21 და 18 ბედნიერებით სავსე, ყველაზე უსამართლოდ და არასწორად დასრულებული წელი." ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა
შოუბიზნესი • 1718388090
ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქრისტეს ასაკი იქ შეასრულა, სამყაროს შემოქმედთან. მალე მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავა. 12 ივნისს მოსული, 21 ივნისს წავიდა... რიცხვების ამგვარად უცნაური გადანაცვლებით... ნეტა, რა ემოცია მოიცავდა, რომ გაეგო, რომ ახლა მისი სახლი ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას?! დგას და იანვრიდან მოყოლებული ამაყად ატარებს იმ მომღერალი ბიჭის სახელს, ოცდაათ წელში რომ სამყაროსთვის თავის შეყვარება მოასწრო. იმდენი რომ შეძლო, ნაცნობ-უცნობი მის საფლავს დაეძებს, შვებულებებსაც კი ლევანის ოჯახში მისასვლელად და მის სამუდამო განსასვენებლის სანახავად რომ იღებენ და თბილისში ჩამოდიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლევანის დაბადების დღეს მის ოჯახში მივიდა, მომღერლის მოძღვარი - მამა შალვა კეკელია გახლდათ. როგორც ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, გარდაცვლილი შვილის მოძღვრის ნუგეში მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხან შეუძლია მისი სიტყვის შესრულება, ხან კი, ეს უბრალოდ მის ძალებს აღემატება...მელიტა ფურცელაძე: არ არსებობს დრო ისე გავიდეს, რომ მამა შალვამ არ მანუგეშოს. ის ჩემი შვილის მოძღვარი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგე, არც მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. ერთი მახსოვს, მამა შალვა და მამა საბა მოვიდნენ, არ ვიცი, რა დრო იყო. ისტერიკა მქონდა, გვერდით დამიჯდა, შევხედე და ვეკითხებოდი: რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო-მეთქი? მამა შალვას ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. არ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ხმამაღლაც ამოიგმინებდა. შევხედე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მითხრა. ტიროდა ისე, როგორც მე ვტიროდი...მე არ მავიწყდება გიორგი ტყემალაძის სახეც, როდესაც საკრებულოში შევხვდი, ჩვენს ქუჩაზე ლევანის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ოჯახთან შეხვედრა და ჩვენი გაცნობა ითხოვა. ლევანიკოზე ვსაუბრობდით, შინაურულად. თვალები აუცრემლიანდა, თავი დახარა, თითქოს ტელეფონს უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ არც არაფერს კითხულობდა; მან ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვალცრემლიანს თავი ზევით არ აუწევია და ვერ მიყურებდა... მე ეს თვალები და სახე არ დამავიწყდება. უღრმესი მადლობა მას, ნინია ვარდოსანიძეს და მთლიანად საკრებულოს კოლექტივს... თიანეთის გზატკეცილის ქუჩას რამდენიმე თვეა ჩემი ლევანიკოს სახელი ჰქვია. იმ კაცს, ვინც ძველ ნომრებს ახლით ცვლიდა, მოსახლეობითვის უკითხავს, ვინ არის ეს ბიჭი, რა გააკეთა ქუჩას რომ მის სახელს არქმევენო? მოსახლეობას გახარებია ლევანიკოს სახელი რომ დაერქვა ქუჩას. მე ჭიშკარს რომ გამოვაღებ, არ შემიძლია, ვერ ვუყურებ ჩემი შვილის სახელს და გვარს სახლის ნომერზე... ***ვინ არ მოვიდა მის დაბადების დღეზე. ნაცნობი თუ უცნობი. ჩამოსული იყო ბრეგოვიჩის და კუსტურიცას დირექტორის ვაჟი. მოგვიყვა, როგორ თბილად გაუხსენებია ემირ კუსტურიცას ლევანიკო, როგორ მამღერა ქართული სიმღერაო. ბრეგოვიჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლევანიკო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის სულ იწვევდა ლევანს თავის კონცერტებზე, რომელსაც რუსეთში ატარებდა. ჩემთვის ასეთი ადამიანებისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს. პეტერბურგიდან ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული, ვისთან ერთადაც ლევანს აქვს კონცერტებზე ნამღერი. დამირეკა ლუბა უსპენსკაიამ, ქალიშვილთან ერთად უნდა ჩამოვიდე და ლევანიკოს საფლავზე აუცილებლად უნდა წავიდეო. სიცოცხლეში აქ, ჩვენთან დიდად არავინ უთმობდა ყურადღებას, არც თვითონ იქცევდა სპეციალურად ყურადღებას და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდაცვალების შემდეგ კი, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მერე ნახეს, ალბათ, მისი ნამღერი და აღიარეს...სულ მეგობრების და ახალ-ახალი ნაცნობების გარემოცვაში იყო. დავურეკავდი და ვკითხავდი, მითხარი, ვისთან ერთად ხარ ახლა-მეთქი. არ იცნობო, მეტყოდა. მეც ახლა გავიცანიო და ვინც გაიცნობდა, მერე აღარ შორდებოდნენ. გულგრილს ვერავის ტოვებდა.მე ვხედავ როგორ დააკლდათ მეგობრებს ლევანიკო. კვირაში რამდენჯერმე მიდიან მის საფლავზე. მერე იქიდან დამირეკავენ, შეიძლება მოვიდეთო? რას ჰქვია არ შეიძლება! მოდიან, მოგვიკითხავენ. ალბათ, ლევანიკო ძალიან მადლობელია, რომ ეს ბიჭები ასე იქცევიან... ვოცდები, ისეთი რამეები ხდება. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვანაირი ლევანიკო აღმოვაჩინე. მე ხომ მეგონა ვიცნობდი, ვიცოდი მასზე ყველაფერი. არაფერი დაფარული არ არსებობდა მასზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გაოცებული ვარ. დღე არ გავა უცხო ადამიანი არ შემეხმიანოს, კვირა არ გავა, ვიღაცამ თაიგული არ გამოგზავნოს. თვე არ გავა, ვინმე სპეციალურად არ ჩამოვიდეს მის საფლავზე მისასვლელად... ოჯახებიანი ქალბატონები ჩამოდიან, სულ უცხო ხალხი...ერთხელ მირეკავს გოგონა და რუსულად მეუბნება, თუ შეიძლება ჭიშკართან ვდგავარ და გამიღეთო. აღმოჩნდა ყაზახი გოგო, რომელიც პირადად არც იცნობდა ჩემ შვილს. შვებულება ავიღე და ჩამოვედი, რომ ლევანის საფლავზე მივიდეო. გავოგნდი, სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში. და რამდენი მოსულა ასე...გიო დათიაშვილმა ლევანიკოს ნამღერზე - "პატარა გოგო დამეკარგა" ანიმაციური კლიპი გადაიღო. მე ვერ ვუსმენ ლევანიკოს სიმღერებს. ფეისბუქზე თუ შემომხვდება, ხმას ვუწევ და ისე ვუყურებ მის კადრებს. ხმოვანი შეტყობინებები მაქვს ტელეფონში უამრავი, მაგრამ ვერ ვრთავ. როგორ მინდა, ხანდახან დავაჭირო თითი და მოვისმინო - დე, ჩავფრინდიიი, დე, უკვე სახლში მივედი... ავედი... ვერ ვუსმენ, არ შემიძლია. შეიძლება მოვკვდე.მისი ოთახი დავასრულე. ლამაზი გამოვიდა. ყველა მასთან დაკავშირებული ნივთი იქ არის. თუმცა ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ ვეხებით იმ ყუთს და საკონცერტო სამოსს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოგვივიდა... ერთმანეთს ვერ ვეუბნებით, ამოიღე ნივთებიო.ამ სივრცეში გვინდა ლევანიკოსთან მოსულ ადამიანებს ვუმასპინძლოთ. ყველა მისი ჯილდო იქ მაქვს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. უმაღლესშიც უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. ოღონდ გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდა, არ ვიცი, რადგან არ მინახავს რომ ემეცადინა. თავს კი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩენდა.***შორს ვხედავ ხოლმე სიზმრად. თვალს მოვკრავ. ახლოს, ჩახუტებით არ მინახავს. "ჯეოსტარის" დროს ერთი მეგობარი ჰყავდა. ამ გოგომ სიზმარი მომიყვა: მიცანი, ლევანიკოო, უკითხავს ანის. როგორ არა, გიცანი, გენაცვალე შენო. "გენაცვალე შენს" ბოლო დროს ამბობდა. ყველას ასე მიმართავდა. ანის უთქვამს, ლევანიკო, დედა როგორ გნატრულობსო, მე დედას თითქმის ყოველდღე ვხედავო, უთქვამს ჩემს შვილს...მე ყოველდღე მივდივარ მასთან, საფლავზე, სადაც ჩემი სამყარო მაქვს; უნდა მივიდე, ჩამოვჯდე, დავალაგო, მცენარეები მოვრწყო. ლევანიკოც იქ მხედავს, ალბათ...ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით