მოსახლეობა

საზოგადოება 1783668630

ხვალიდან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან“ - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს.11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.

თბილისის მერია

საზოგადოება 1783596646

თბილისის მერია: გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „ეკოსერვის ჯგუფს“ 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა.მერიის ცნობით, კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს.განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა, კახა კალაძემ შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, ვახტანგ ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.როგორც მერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქალაქში არსებული პრობლემები ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდებოდა და თბილისი გახდებოდა თანამედროვე, ევროპული, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.„2017 წელს, როდესაც თბილისელებმა დედაქალაქის მართვა გვანდეს, კარგად ვიცოდით, რომ ეს მარტივი გზა არ იქნებოდა, რადგან გვხვდებოდა ქალაქში დაგროვილი მრავალწლიანი პრობლემები – მოსაწესრიგებელი გზები, მძიმე სატრანსპორტო მდგომარეობა, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, თუმცა ერთი რამ თავიდანვე ვიცოდით, რომ განვსაზღვრავდით სწორ პრიორიტეტებს და თანმიმდევრულად ვიმუშავებდით, არ დავზოგავდით ძალისხმევას და თბილისი აუცილებლად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც არის – თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს ღირსეულ, უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. ბოლო წლებში ძირფესვიანად წესრიგდება გზები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ეწყობა სპორტული ცენტრები და მოედნები, იქმნება ახალი პარკები, სკვერები და ურბანული გამწვანების ზონები, თუმცა ქალაქის განვითარება მხოლოდ ახალი პროექტების განხორციელება არ არის. განვითარება ნიშნავს იმასაც, რომ უკვე შექმნილის ყოველდღიურად მოვლა-პატრონობა შევძლოთ, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში გადავცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, 2018 წელს მერიის სისტემაში შეიქმნა შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაზე.„ახალი პარკებისა და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისი რესურსი, რათა საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. დღეს გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ წინასაარჩევნოდ დაპირებული 40-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ტექნიკის განახლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს უფრო მეტ მოვლილ პარკსა და სკვერს, უფრო მწვანე გარემოსა და მუნიციპალური მომსახურების მაღალ ხარისხს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მწვანე, ყველანაირად მოწესრიგებული და აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჯანსაღ და მწვანე გარემოში შეძლონ სასიამოვნო დროის გატარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლებსაც, რადგან ქალაქში გამწვანებული სივრცეების რაოდენობის ზრდა სწორედ მათი ერთობლივი შრომის შედეგია.„ეკოსერვის ჯგუფის“ ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი  სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით – ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. ასევე შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი.მერიის ცნობით, განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა „ეკოსერვის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.ტექნიკის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, რაიონული გამგებლები, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წევრები.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1783591220

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა, კანონის ფარგლებში შეუძლია, თავისუფლად აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით.დედაქალაქის მერმა კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენელს შესაბამისი შეკითხის შემდეგ მოუწოდა, ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურებში გადაამოწმოს.კახა კალაძემ განმარტა, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ხდება.„დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. არსებობს თავისუფალი გარემო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა. თავისუფალი გარემოს ყველაზე კარგი მაგალითია მამუკა ხაზარაძის კომპანია. ხაზარაძე, რომელიც აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მას აქვს საკუთარი ბიზნესი – ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე აწარმოებს თავის საქმიანობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, კანონის ფარგლებში შეუძლია, იმოქმედოს და აწარმოოს საქმიანობა. არანაირი ხელის შეშლა არ ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას ყაზბეგის გამზირის N32ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას მერიისთვის არასწორად აქვს მიწოდებული დოკუმენტაცია, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდებიან.„არ მინდა, არც თქვენ მოგატყუოთ და არც საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში. ჩვენი შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას ამა თუ იმ სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ბაზაში არის მოცემული კონკრეტული ლიცენზირებული კომპანიების დასახელებები. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებით ხდება დოკუმენტაციის მიღება. 2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი. ამ დროიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, გაკეთებულ განცხადებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. თუ არასწორად არის მოწოდებული დოკუმენტაცია და არ არსებობს აღნიშნული კომპანია, რა თქმა უნდა, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე

საზოგადოება 1783591072

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს – დახმარება ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს,  სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად, განუცხადა.მისი თქმით, ხდება გადახედვა იმ გადაწყვეტილებების, რაც პანდემიისას შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მიღებული ადამიანების დასახმარებლად.„ამაზე არაერთხელ გაკეთდა შესაბამისი ახსნა-განმარტება. კერძოდ ის, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად, მაშინ  იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რათა ადამიანებს ჰქონოდათ გარკვეული სახის შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან. დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ხდება გადახედვა.იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს – მათ ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.„სიღარიბის დამარცხებას რაც შეეხება, გამოწვევები რჩება, თუმცა გვაქვს წინსვლა, ეკონომიკურად ქვეყანა ვითარდება. სწორედ იმისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად, რომ სიღარიბე ქვეყანაში მთლიანად იყოს დაძლეული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1783590765

კახა კალაძე: გულდასაწყვეტია, სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, როგორც ეს წლების წინ იყო

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.კალაძის თქმით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია, ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული, რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რაც ქვეყანას გარე ძალების გავლენებისგან დაიცავს.„სხვა ქვეყნის ინტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა – საქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა. კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.  როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბროდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1783589227

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლბოტი გამოვლინდა, „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული“.მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან.„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე – ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ  სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძე

საზოგადოება 1783587167

კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. ამ თემაზე მან შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ განახლებული ტექნიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები.„მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს ქალაქში, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, მეზობლების და შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობასა და განახლებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

18-მეტრიანი ავტობუსები

საზოგადოება 1783539886

კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 11 ივლისიდან ამოქმედდება

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან,- ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებელობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.

კახა კალაძე

საზოგადოება 1783536300

კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, არაერთი პოეტური კრებულის ავტორის, საპატიო თბილისელის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.როგორც იგი აღნიშნავს, თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს.„ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, არაერთი პოეტური კრებულის ავტორის, საპატიო თბილისელის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს.ვუსამძიმრებ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯარიმა

საზოგადოება 1783533524

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი კი შეჩერდება - კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერმა კახა კალაძემ  საზოგადოებას 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ნაგებობა, რომლის დამადასტურებლადაც მერმა შესაბამისი ფოტოები წარადგინა.„უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა.კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა.„დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძე

საზოგადოება 1783498628

თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს

დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, იაქტიურონ, რადგან ამ ორი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. 

კახა კალაძე

საზოგადოება 1783498461

კახა კალაძე: მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს Inbox

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ  საზოგადოებას 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ნაგებობა, რომლის დამადასტურებლადაც მერმა შესაბამისი ფოტოები წარადგინა.„უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა.კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა.„დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.