ანუკი

ტაბლოიდი 1751403496

VIDEO: როგორ მიულოცა ანუკი არეშიძეს ნინა ზარქუამ დაბადების დღე - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

დიზაინერი ანუკი არეშიძე იუბილარია. დედაქალაქის მერის მეუღლე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. თავად ანუკი Instagram-ზე აქვეყნებს რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოს, ერთ-ერთი დიზაინერ ნინა ზარქუას ეკუთვნის, რომელიც მეგობარს ტორტზე სანთლებს აქრობინებს. კადრებში კახა კალაძეც ჩანს.ნახეთ კადრები ↓

მედიკამენტი

საზოგადოება 1751384239

ძვირად ღირებული მედიკამენტი, რომელსაც თბილისის მერია დააფინანსებს - როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები ახალ პროგრამაში

თბილისის მერია 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს, „აქტემრას“ დააფინანსებს. მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.ასევე ნახეთ ↓

თბილისი

პოლიტიკა 1751358840

კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია - რა წერია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშში

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა.კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.„ატლანტიკური საბჭო“, რომელიც საქართველოს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, აღიარებს ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია.ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით.ატლანტიკური საბჭოს მესვეურთა ანტიქართულ განცხადებებს და არასწორი აღქმების დამკვიდრების მცდელობას მათივე კვლევა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი აქარწყლებს.ყველა ობიექტური შეფასება და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, - ასე შეაფასა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის დეტალური ანგარიში.„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე წარმატების მიღწევა, წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ, არის მშვიდობის შენარჩუნება. მსოფლიოში დღევანდელი ვითარებისა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი მართოს საკმაოდ დიდი გამოწვევები.„სასიამოვნოა, რომ რამდენიმე საათის წინ ატლანტიკურმა საბჭომ (რომელიც, მოგეხსენებათ, არ არის კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ) გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი მართოს საკმაოდ დიდი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა ერთად მოვახერხებთ ამ გამოწვევასთან გამკლავებას“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ატლანტიკური საბჭოს 2025 წლის ინდექსი არის იმის მიზეზი, რომ საბოლოო ჯამში ყველა იძულებული იქნება, სიმართლეს გაუსწოროს თვალი.„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ზოგიერთი დონორის და მათი „ენჯეოების“ ამოცანა არის, რიყეზე ისე გავიდეთ, ქვა ვერ დავინახოთ. როდესაც შემოდის ობიექტური საზომები, კრიტერიუმები და არა აღქმები, რომლის დანერგვაც უნდა ზოგიერთ  ელჩს, სიმართლე ჩანს ყველაზე კარგად. ბრიუსელის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმები. კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მისცეს მოლდოვას და უკრაინას, სამ თვეში თვითონ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და იმავე ანგარიშში ეწერა, რომ საქართველო იყო იმ კვლევიდან გამომდინარე ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით. ასე რომ, ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენს სიმართლეს, მაგრამ მეორე მხრივ, გვაჩვენებს სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა. მათი ინტერესი, ვინც ასეთ ბრალდებებს აყენებს, არის მხოლოდ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით.„თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ასეთმა მტრულად განწყობილმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „ატლანტიკური საბჭო“, ვერ გაექცა სიმართლეს და თავის ანგარიშში საქართველოს წინსვლა ვერ დამალა - დაწერა სოციალურ ქსელში ექსპერტმა ნინო ფოჩხუამ.მართლაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს უკვე მეორე საერთაშორისო კვლევაა, სადაც საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა.პირველი იყო სავალუტო ფონდის პროგნოზი, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2030 წლის ჩათვლით რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის ტოპ სამეულში იქნება.„2012 წელთან შედარებით ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე საქართველოში 173%-ით გაიზარდა და 2024 წელს 28 258 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მაჩვენებლის ისტორიული პროგრესითაც 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი საქართველოში 793%-ით გაიზრდება და 2025 წელს 30 749 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება. ასეთ ლიდერობას საქართველო მომდევნო 5 წლის მანძილზე შეინარჩუნებს და 2030 წელსაც 30 წლიანი ზრდის ტემპით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში იქნება. ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წელს 43 434 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს“,- ნათქვამი იყო ფონდის ანგარიშში.ამავე ფონდის შეფასებით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდა 12 ნიშნა სიდიდე, გადააჭარბა 104 მილიარდ 403 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრო ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა 2024 წელს 100 მილიარდ 527 მლნ დოლარს გაუტოლდა.2024 წლიდან საქართველოს აქვს უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 149 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, და პირველად გადაასწრებს სლოვენიას, რომლის ეკონომიკაც 2029 წლისთვის 147 მილიარდამდე გაიზრდება. 2030 წელს საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 159 მილიარდ 758 მილიონი საერთაშორისო დოლარი გახდება და 2025 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით. 2030 წელს საქართელოს ექნება უფრო დიდი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანას: ლუქსემბურგს, სლოვენიას, ისლანდიას, მალტას, კვიპროს, ლატვიას და ესტონეთს.რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშსს, „ატლანტიკური საბჭოს“ შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა.დღეს საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრს 5 სახელმწიფოს: თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთსაც. საქართველოს მინიჭებული აქვს „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნის სტატუსი და მსოფლიო რეიტინგში სამომავლოდ მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება, რათა „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღოს.შეგახსენებთ, თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1751358385

კახა კალაძე: როგორ შეიძლება, საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს, პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან მოდის

როგორ შეიძლება, საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?! პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მათგან მოდის, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი დიპლომატის დაბარების შესახებ.კახა კალაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია სია, თუ რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ საქართველოში ბოლო წლებში, შესაბამისად, მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ საქართველო ვინმეს ერჩის, წარმოუდგენელია.„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება, საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან მოდის. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რაც ჩვენ პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ კაბინეტებში, რომ ქვეყანა ომში ჩართულიყო, იყო მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები. ამაზე მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. თუნდაც ჩვენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. შემდეგ კი დაიწყეს უარყოფა, მაგრამ არქივი ხომ არსებობს. ასევე, იმავე განცხადებებს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლება რადგან სანქციებს არ უერთდება, გვირჩევნია, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. უკრაინის უშიშროების საბჭო მოგვიწოდებდა, საქართველო შეგვეხიდოსო.დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია სია, თუ რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ საქართველოში ბოლო წლებში. თუ კეთილსინდისიერები არიან, რა პრობლემაა, რომ გაასაჯაროონ, ვის აფინანსებდნენ? მაგრამ პრობლემა იცით რა არის? ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში ხდებოდა – რევოლუციის მოწყობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩის მცდელობები, რა თქმა უნდა, ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პატრიოტი ხელისუფლება დაემხოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება სანქციების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ ხალხისა და ქვეყნის ინტერესები გაატაროს და არა გარედან იმართებოდე.„დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს. ჩვენ ამ სიგიჟეში გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და მისი ინტერესების გატარება. ჩვენ რატომ ვართ პოლიტიკაში, ხალხი რატომ გვიჭერს მხარს? პირველ რიგში, ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესი უნდა გავატარო და არა გარედან მიღებულ ბრძანებას დავემორჩილო, რომ ქვეყანა სანქციებს მიუერთდეს ან ჯარი მოვამზადო. მე ხომ ვიცი, რომ აღნიშნული სანქციები ჩემი ქვეყნის ეკონომისთვის იქნება დამაზიანებელი. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, რატომ მაიძულებ, გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩემი ხალხისთვის დამღუპველი იქნება? სანქციებზე ამბობდნენ, ჩვენ ეს როდის გვითქვამსო და მერე პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს, სადაც წერია, რომ საქართველო ისჯება სანქციებზე არმიერთების გამო. როდესაც გეუბნებიან, წადი კედელს დაეტაკაო და იცი, რომ თავი გაგიტყდება, გიჟი ხომ არ ხარ, რომ დაეტაკო?!“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.ცნობისთვის, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში იყო დაბარებული.

კახა კალაძე

საზოგადოება 1751358026

კახა კალაძე ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთასთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთ სატრანსპორტო კვანძს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ მოაწყობს.პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი“ შუქნიშნები, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები.მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს არის კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოწესრიგება. სამუშაოების შედეგად, არსებული მდგომარეობა მთლიანად შეიცვლება – ავტომობილით გადაადგილება დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც საგზაო მოძრაობას გაამარტივებს და გამტარუნარიანობას გაზრდის. გარდა ამისა, ქვეითებისთვის ეწყობა ზებრა გადასასვლელები, რომელთა საშუალებით სანაპიროსთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი; მოწესრიგდება ტროტუარები, დამონტაჟდება განათების ბოძები ლედ სანათებით, გამწვანდება კუნძულები, რომელზეც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მთლიანად დასრულდება აგვისტოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება.სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია.ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1751355521

კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1751355479

კახა კალაძე: გაუგებარია, რა იყო მიზანი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის

ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ შიმშილობა დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ ნონსენსია და მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება იყო გაუგებარი.„განცხადებაში, რაც ოპოზიციის მისამართით გააკეთა, ახალი არაფერია. ისედაც ვიცოდით იმ ოპოზიციური პარტიებზე, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ, თუმცა არსებობს რიგი ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამენ. გაუგებარია, რა იყო მთავარი მიზანი შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 კახა კალაძე

პოლიტიკა 1751354227

კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშზე: ყველა ობიექტური შეფასებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყველაზე სწორი პოლიტიკაა

ყველა ობიექტური შეფასება და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, - ასე შეაფასა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის დეტალური ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.კახა კალაძის თქმით, ყველაზე მთავარი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, არის მშვიდობის შენარჩუნება.„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე წარმატების მიღწევა, წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ, არის მშვიდობის შენარჩუნება. მსოფლიოში დღევანდელი ვითარებისა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოცდები

საზოგადოება 1751314538

როგორ მივიდეთ და რა ნომერი ავტობუსები მიგვიყვანს საგამოცდო ცენტრებთან - დეტალები

2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება - განაცხადა დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტრო სადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან.N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტრო სადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა), ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტრო სადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.

თბილისის მეტრო

საზოგადოება 1751281969

„გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ - დედაქალაქში, მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება, პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს, რაშიც 4 მლნ ევრო დაიხარჯება

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მილიონ ევროს შეადგენს.აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხია, თუმცა ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემებია, რადგან საქართველოში შესაბამისი კომპანიები ფიზიკურად არ არსებობენ.„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებას და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემებია იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები, თუნდაც პროექტის განხორციელების, ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის, ჯამურად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს შეადგენს.„თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირების და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და თორმეტივე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, შეადგენს 55 მილიონ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთანავე, თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვა.

ვარკეთილი

საზოგადოება 1751280680

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტება - ნახეთ, დეტალები

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.„როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტობუსი

საზოგადოება 1751279658

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

2025 წლის 3 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა, აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლის მიმართულებით, ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი). საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.