ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ყველა ობიექტური შეფასება და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, - ასე შეაფასა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის დეტალური ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
კახა კალაძის თქმით, ყველაზე მთავარი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, არის მშვიდობის შენარჩუნება.
„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე წარმატების მიღწევა, წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ, არის მშვიდობის შენარჩუნება. მსოფლიოში დღევანდელი ვითარებისა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.