srola

კრიმინალი 1713724846

14 გასროლა, ერთი სამიზნე და სამი დაჭრილი - რა გახდა თბილისის ცენტრში სისხლიანი გარჩევის მიზეზი

14 გასროლა, ერთი სამიზნე და სამი დაჭრილი - ასე დასრულდა თბილისის ცენტრში დღის 12:00 საათზე შურისძიებით მოტივირებული სისხლიანი გარჩევა."კურიერი P.S-ის" მიერ, მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, ქურთიაშვილი რუხაძის მანქანას უახლოვდება და მას რამდენჯერმე დამიზნებით ესვრის. შემდეგ გარბის, იარაღით ხელში მას რუხაძის დაცვის ერთ-ერთი წევრი მისდევს. ცხვედაძის ქუჩაზე ეწევა და ცეცხლს უხსნის. ქურთიაშვილი ასფალტზე ეცემა.ირკვევა, რომ ქურთიაშვილმა ათამდე გასროლილი ტყვიით, სამიზნე გიორგი რუხაძის და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრის კახა გაბრიელაშვილის დაჭრა მოასწრო. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადგილობრივები მათ დახმარებას.სასწრაფო დახმარებამ ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩებიდან დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა.თავდამსხმელი სერგი ქურთიაშვილი და დაცვის დაჭრილი წევრი ამ დრომდე მძიმედ არიან. შედარებით მსუბუქია გიორგი რუხაძის მდგომარეობა. სისხლიანი დაპირისპირების ოთხი ფიგურანტიდან ბრალდებული ჯერ მხოლოდ ერთია - გიორგი რუხაძის დაცვის წევრი, ვასილ როსტევანიშვილი, რომელმაც თავდამსხმელ სერგო ქურთიაშვილს გაქცევის დროს ესროლა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელის მოგერიებას ცდილობდა. სამი ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.საპირისპირო არგუმენტები აქვს საქმის პროკურორს.სისხლიანი გარჩევის ოფიციალურ მოტივზე ჯერ არავინ საუბრობს, არაოფიციალურად კი, ტაბიძეზე მომხდარი კრიმინალური შემთხვევა, კრიმინალურ სამყაროში ცნობილ ძმებ კაკულიებზე ქურთიაშვილის შურისძიება იყო. დათა და გუგა კაკულიები მეორე წელია სასჯელს სწორედ სერგო ქურთიაშვილის დაჭრის გამო იხდიან.2022 წლის 27 მაისი, ვაკე, არაყიშვილის ქუჩა - კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან 25 წლის სერგო ქურთიაშვილს. გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები იყვნენ. ქურთიაშვილზე და მის თანმხლებზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ძმებმა ტერიტორია დატოვეს. ჩაფხუტებით შენიღბული თავდამსხმელები მზიურის გავლით მიიმალნენ. ეს კადრები მაშინ "რუსთავი2-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა.ძმების იდენტიფიცირება მალევე მოხდა და ისინი ორთაჭალაში იმ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, სადაც საქართველოში მწვანე ზონით შემოპარული კაკულიები სერგო ქურთიაშვილზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამ ეპიზოდში ჩნდება მათი ნათესავი გიორგი რუხაძეც - გამოძიებამ გაარკვია, რომ დანაშაულის დაგეგმვის დროს, კაკულიებს საკვებით და საჭირო ნივთებით, სწორედ მამიდაშვილი - 33 წლის გიორგი რუხაძე ამარაგებდა. მისი გვარი კაკულიების განაჩენშიც ფიგურირებს, რომლითაც მათ ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.რუხაძე მაშინ გამოჰკითხეს კიდეც და მან ვერაფერი გაიხსენა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სერგო ქურთიაშვილმაც შეიტყო და რამდენიმე დღის წინ, რუხაძეზე თავდასხმაც დაგეგმა. მამიდაშვილის დახმარების შესახებ კაკულიებს სასამართლოში არაფერი უთქვამთ, უარყვეს სერგო ქურთიაშვილის დაჭრაც. მაშინ ჩვენება დაზარალებულად ცნობილმა ქურთიაშვილმაც მისცა და მასზე თავდასხმაში კაკულიების მონაწილეობა უარყო. ამის გამო განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალი ძმებს შეუმსუბუქდათ. ახლა ისინი თავის გამართლებას სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ.არის თუ არა ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დანაშაული ქურთიაშვილის კრიმინალური ვენდეტა? პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.მძიმე მდგომარეობაში მყოფი სერგი ქურთიაშვილი, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მძიმეა მის მიერ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის, კახა გაბრიელაშვილის მდგომარეობაც. სერგო ქურთიაშვილის მთავარი სამიზნე გიორგი რუხაძეც კლინიკაში რჩება და მისი გამოკითხვა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვიც გაიზარდოს.

კაკულიების სასამართლო

სამართალი 1676030345

VIDEO: „გადით აქედან!“ - რა მოხდა სასამართლოს დერეფანში კაკულიების განაჩენის გამოცხადების შემდეგ

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ძმები კაკულიები

სამართალი 1676028103

ძმები კაკულიების განაჩენი ცნობილია

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1675102698

VIDEO: 8 თვის შემდეგ დარღვეული დუმილი - ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ

ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დუმილი დაარღვიეს. ვიდრე ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა, რეპლიკის სახით მათ განცხადება გააკეთეს. ბრალდებულებმა ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ სასტიკი დანაშაულთან კავშირი უარყვეს.ძმები კაკულიების მიმართვას ნიკო კვარაცხელიას დედამ უპასუხა. იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ სასტიკი დანაშაულის შემკვეთები უახლოეს მომავალში დასახელდებიან, შემსრულებლები კი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.ძმებმა კაკულიებმა დღეს დანაშაულებრივი კავშირი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთანაც უარყვეს და თქვეს, რომ სერგო ქურთიაშვილისთვის მათ არ უსვრიათ.უმცროსმა კაკულიამ რეპლიკით პროკურორს უპასუხა, რომელმაც განსასჯელის სკამზე მსხდომებს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ზვიად შარაძე - მხარეები და ბრალდებულები ვერდიქტის მოლოდინში არიან. ძმები კაკულიების ადვოკატები ამბობენ, რომ სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ჩვენებებმა. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან კაკულიების კავშირი გამორიცხა.ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება პროკურატურა. "კურიერთან" საუბრისას ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოპოვებულ და სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებზე.გურამ და დათო კაკულიების წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ძმები, სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, საზღვრის უკანონო კვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება, მანამდე კი 6 თებერვალს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1675076342

გურამ კაკულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართავს

ჩვენ არ ვიყავით ქალბატონო [სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები]… ასევე, მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას, - ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”.აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.„ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ ისინი თავს საზოგადოებას”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.შეგახსენებთ, ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს, გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.

ძმები კაკულიები

სამართალი 1674732202

VIDEO: სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ძმები კაკულიების საქმეში და „ოქროს მოწმის“ ჩვენება

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან. 

კაკულიები მამა შვილი

სამართალი 1674719220

„კანონიერი ქურდის“ შვილები განსასჯელთა სკამზე - მთავარი დაზარალებულის სკანდალური განცხადება

დაზარალებულმა სერგო ქურთიაშვილმა უარყო ბრალდების მხარის ვერსია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ დათო „თბილისკის“ შვილებმა გუგა და დათა კაკულიებმა ესროლეს.გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, გასული წლის მაისში სერგი ქურთიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა, რა დროსაც თავადაც დაშავდა. კაჭკაჭაშვილმაც ქურთიაშვილის მსგავსად სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ტყვია ფეხის არეში მასაც მოხვდა, თუმცა ამის მერე კიდევ გაგრძელდა თუ არა სროლა, დანამდვილებით ვერ იტყვის.კაჭკაჭიშვილის თქმით, შემთხვევის დღეს თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ჩაფხუტის საფარი ღია იყო, შესაბამისად მათი სახის ნაკვთების ნახვა შეძლო. დაზარალებულის განმარტებით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები არ არიან.კაჭკაჭაშვილის თქმით, თავდამსხმელებს ღია ფერის თვალები ჰქონდათ, ძმებ კაკულიებს კი მუქი ფერის თვალები აქვთ. ასევე მისვე თქმით, თავდამსხმელები სიმაღლით მასზე დაბლები და ძმებ კაკულიებთან შედარებით “მსუქნები იყვნენ”. კაჭკაჭაშვილის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სვირინგი ჰქონდა.„დავინახე, როგორ ესროლეს სერგის ფეხებში. დავინახე მათი სახის ჭრილი, წარბები, თვალი, ტუჩი და ზუსტად ვიცი, რომ ეს პიროვნებები არ იყვნენ. დავინახე, რომ იარაღი ეჭირა შავ მაისურიანს. ხოლო ნარინჯისფერი ვისაც ეცვა, მას არ ეჭირა. ჩაფხუტები ეხურათ, მაგრამ ისე ეხურათ, რომ სახის ნახვა შეიძლებოდა. ეს ორი პიროვნება ის ორი პიროვნება არ არის", - განაცხადა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.რატომ აძლევენ დაზარალებულები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებებს?! „კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ორივე დაზარალებული კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. წყარო ჰყვება, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ ქურთიაშვილს და კაჭკაჭიშვილს სასამართლოში. დაზარალებულების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს საქმის პროკურორიც ადასტურებს.ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.

ძმები კაკულიები და ქურთიაშვილი

სამართალი 1674667964

"კურიერის" ექსკლუზივი - არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა

გახმაურებული დანაშაულის მთავარი მსხვერპლი ჩვენებას განსასჯელების სასარგებლოდ აძლევს. არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი ირწმუნება, რომ მისი მკვლელობის მცდელობასთან ძმებ კაკულიებს არანაირი კავშირი არ აქვთ. ქურთიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას პროკურატურა სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ედავება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე კაკულიების სასარგებლოდ მისცა ჩვენება ქურთიაშვილის მეგობარმა გიორგი კაჭკაჭიშვილმაც, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. კაჭკაჭიშვილის თქმით, თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ირწმუნება, რომ სახის ნაკვთები მაინც დააფიქსირა და ის ძმებ კაკულიების აღწერილობას არ ემთხვევა.რატომ აძლევენ დაზარალებულები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებებს?! "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ორივე დაზარალებული კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. წყარო ჰყვება, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ ქურთიაშვილს და კაჭკაჭიშვილს სასამართლოში. დაზარალებულების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს საქმის პროკურორიც ადასტურებს.დაზარალებულების ჩვენებებზე დაყრდნობით დაცვის მხარეს იმედი აქვს რომ მოსამართლე ძმებ კაკულიების მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.დაზარალებულების ჩვენების მიუხედავად საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის ბრალდების მხარე. პროკურორი ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც კაკულიების ბრალეულობას უტყუარად ადასტურებს.ჩანაწერი, რომელზეც პროკურორი საუბრობს დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან არაყიშვილის ქუჩიდან მიმავალი სავარაუდო თავდამსხმელები მზიურის პარკის ტერიტორიაზე.კადრებში არ ჩანს დანაშაულის იარაღი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით საქმეში ფიგურირებს გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი. როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი თავდამსხმელების ხელში? ამის გასარკვევად პროკურატურა ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესარიონ ჟვანიას დაკითხვას გეგმავს, რომელიც ძმები კაკულიების დიდი ხნის მეგობარია. თავად ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. მის დასაკითხად პროკურატურამ უცხოელ კოლეგებს მიმართა.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1672158487

ძმები კაკულიების საქმეზე მოწმეებს შორის ნინო ქადაგიძე არ იქნება

ძმებ კაკულიების სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომაზე პროკურატურის ხუთი მოწმე დაკითხეს. გაირკვა, რომ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში მოწმეებს შორის არ იქნება ნინო ქადაგიძე.საქმე იმაშია, რომ ძმების დაკავების დროს ამოღებული იარაღი გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული.ამასთან დაკავშირებით ნინო ქადაგიძე მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოკითხეს. სასამართლოში მისი დაკითხვა კი ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნით აღარ მოხდება. ძმები კაკულიები ზურაბ ჟვანიას შვილის მეგობრები არიან.გადასცა თუ არა ბუსა ჟვანიამ ბრალდებულებს იარაღი?- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოძიება მიმდინარეობს.

ძმები კაკულიები

სამართალი 1670562734

ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა და სხვა ბრალდებები - რა ხდება ძმები კაკულიების საქმეზე

ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ბრალდებულების უფლებადამცველის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებები კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.გუგა და დავით კაკულიებს გამოძიება არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.ამასთან, გურამ და დავით კაკულიების უფლებადამცველის განცხადებით, ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ბრალდების დადასტურების საფუძველს. როგორც მარიამ შათირიშვილი განმარტავს, ამ დორისთვის ძმები კაკულიების პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ეს პოზიცია შეცვალოს."ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გრძელდება. უნდა დავკითხოთ ბრალდების მხარის მოწმეები, ჯერჯერობით, არ  დაგვიკითხავს უშუალოდ თვითმხილველი მოწმეები და არ დაგვიკითხავს დაზარალებულები. საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები ამ ეტაპზე რაც გამოიკვლია სასამართლომ, არც ერთი მტკიცებულება არ იძლევა ბრალდების დადასტურების საფუძველს. ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე არსებულია პოლიციაა და შესაძლოა იგი შეიცვალოს,"-აცხადებს მარიამ შათირიშვილი.

niko kvaracxelia

სამართალი 1666721457

ჰქონდათ თუ არა ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - საჯაროვდება საქმის ფიგურანტი ძმების დედის ჩვენება

ჰქონდათ თუ არა დავით და გუგა კაკულიებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - საქმის ფიგურანტი ძმების დედა საჯაროდ დასმულ კითხვებს არ პასუხობს. ამ საკითხზე ეკა გოგლიძემ ჩვენებაში ისაუბრა, რომელიც „კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. კაკულიების დედა ადასტურებს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, გიორგი კავილაძისა და მისი შვილების მეგობრობას.,,გიორგი კავილაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემი შვილების საქართველოდან წასვლის შემდეგ ყურადღებას იჩენდა ჩემი ოჯახის მიმართ და გვთავაზობდა დახმარებას. ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ გავიგე ტელევიზიიდან, საიდანაც, ასევე, გავიგე, რომ ფაქტზე დააკავეს ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჩემთვის უცნობია, იცნობდნენ თუ არა ჩემი შვილები ნიკოლოზ კვარაცხელიას", - ჰყვება ჩვენებაში ეკა გოგლიძე.ეკა გოგლიძე მედიაში გავრცელებულ ვერსიასაც გამორიცხავს, რომლის მიხედვით ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამის გამო, შურისძიების მოტივით დაუკვეთეს.ეს ჩვენება კაკულიების დედამ ძმების დაკავებამდე მისცა. ამის შემდეგ, დათა და გუგა კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. კურიერმა მოიპოვა ჩატარებული ჩხრეკის ოქმიც, რომლის მიხედვით ძმების სახლიდან იარაღთან ერთად, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობაც ამოიღეს.როგორ აღმოჩნდა კაკულიების სახლში ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტის დოკუმენტი - ადვოკატი და პროკურორი დეტალებზე არ საუბრობენ. დღეს, სასამართლოში ძმებისთვის წარდგენილი ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების წინააღმდეგ ჩვენება, მათ დაკავებაში მონაწილე დეტექტივმა მისცა.ძმები უკვე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შემხებლობასაც უარყოფენ. დანაშაულთან მათ კავშირში დარწმუნებულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკვე სამი მსჯავრდადებული ჰყავს - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე, რომლებმაც 22 წლის ახალგაზრდა თბილისის ცენტრში მოკლეს. კიდევ ერთი მსჯავრდადებული ირაკლი ბიბილეიშვილია. ის საპატიმროში სწორედ მკვლელების მფარველობის გამო აღმოჩნდა. გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე - პროკურორი არაფერს გამორიცხავს.დადგება თუ არა დავით და გუგა კაკულიების პასუხისმგებლობის საკითხი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზეც - პასუხს მოკლულის ოჯახი გამოძიებისგან ელოდება. უკვე წარდგენილ ბრალდებებზე ძმების საქმის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1665037389

ძმები კაკულიები ალაპარაკდნენ - ნახეთ ციხეში მიცემული ჩვენების დეტალები ნიკო კვარაცხელიას საქმეზე

კრიმინალურ სამყაროში ცნობილმა ძმებმა, ნიკო კვარაცხელიას საქმის ირგვლივ დუმილი გამომძიებლების წინაშე დაარღვიეს. ჩვენება, რომელიც სხვა საქმეზე ბრალდებულებმა ციხეში მისცეს, "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.სასტიკ დანაშაულთან კავშირს უარყოფენ, თუმცა დათა და გუგა კაკულიები 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ერთ-ერთ მკვლელთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობას ადასტურებენ.ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ვერსიით, მკვლელობისთვის მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კაკულიებს სომხეთში შეხვდნენ და დანაშაულიც იქ დაგეგმეს, რამდენიმე კვირაში, 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში ჩასაფრებით სწორედ კავილაძემ და ჭელიძემ მოკლეს. სომხეთის შეხვედრაზე ჩვენებაში დათა კაკულიაც საუბრობს."კურიერმა" გურამ კაკულიას ჩვენებაც მოიპოვა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე კავშირს ისიც უარყოფს. გამომძიებლებმა მას კითხვა საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გზებზე და თარიღზეც დაუსვეს.კაკულიების ჩვენებები და 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმის ახალი მასალები რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას ოჯახს გააცნეს. ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებულ მხარეს, დანაშაულის დაკვეთასთან დათა და გუგა კაკულიების კავშირზე ეჭვი გაუღრმავდა.დათა და გუგა კაკულიებს ამ ეტაპზე მხოლოდ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ამ საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ბრალდებული ძმების წინააღმდეგ პროკურატურის 4 მოწმე დაკითხეს.ძმები დანაშაულს არც ამ საქმეში აღიარებენ. პროკურორი კი მყარ მტკიცებულებებზე საუბრობს. ერთ-ერთი მთავარი ვიდეოჩანაწერია, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ძმები მზიურის ტერიტორიაზე ჩაფხუტებით შენიღბულები, ქურთიაშვილის დაჭრიდან რამდენიმე წუთში. კაკულიების ადვოკატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში 22 ოქტომბერს გაგრძელდება. წარედგინებათ თუ არა დავით და გუგა კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას საქმეზეც ახალი ბრალი - მოკლულის ოჯახი პასუხს გამოძიებისგან ელოდება.