თოვლი ლენტი

შემთხვევა 1705680486

უბედური შემთხვევა ბაკურიანში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევა მოხდა.დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად borjomi.tv-მ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კაცი ადგილობრივი არ არის.როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.სხვა ამბები:„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... “ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებსრა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევროVIDEO: „მოვინათლეთ, ოღონდ საოცრება უნდა ვთქვა...“ - ლენუკა ყიფშიძე

ხათუნა ხოფერია

საზოგადოება 1705670060

„სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით, სანამ მართლად ვადიდებთ ღმერთს, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!“ - ხათუნა ხოფერია

ნათლისღების სასწაულებით აღსავსე დღეს გილოცავთ! სამჯერ ჩავედი მდინარე იორდანეში და სამჯერ ვეზიარე, უფლის წყალობით, ამ დიდ ბედნიერებას!, - ამ შინაარსის პოსტს ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.„დღევანდელ დღემდე თუ მოვედი, თუ გადავრჩი და თუ რაიმე მფარველობას ვგრძნობ, ეს ნათლის, ნათლობის დიდი საიდულმოს ზიარებაა! სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით, სანამ მართლად ვადიდებთ ღმერთს, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა! რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიენ და ქრისტე შეგვიმოსიეს”… ალელუია დიდება უფალს! მადლობა ქრისტეს სხეულს- ქართულ ეკლესია! მადლობა ჩვენ მხცოვან, ამაგდარ პატრიარქს!მადლობა ნათლიებს, ნათლულებს, მირონის მცხებლებსა და მირონცხებულებს! გილოცავთ!“ - ვკითხულობთ პოსტში.ასევე ნახეთ:„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებსრატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ილია მეორემ - დეკანოზის განმარტება

ვალუტის კურსი

ფინანსები 1705669474

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. არსებული კურსი 22 იანვარს, ორშაბათს საღამომდე იმოქმედებს.ასევე ნახეთ:„ქალის სილამაზე მაინც შინაგანი სამყაროა. არავის ცუდი არ უნდა გაგიხარდეს და კარგი გეწყინოს“ – სოფო ბედიამოსალოდნელია წვიმა და თოვლი - როდის ელოდებიან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს

ირმა ინაშვილი

საზოგადოება 1705662935

„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს

ირმა ინაშვილი უარყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თითქოს მატ­რო­ნას ხა­ტის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე მისი სახეა გამოსახული.პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი "სკანდალი" ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“,- წერს ირმა ინაშვილი.

მეგი გოგიტიძე

საზოგადოება 1705044485

VIDEO: „შვილებთან ერთად, დედათა მონასტერში ვიყავი, სადაც დასვენებულია წმ.მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები“ - მეგი გოგიტიძე კადრებს აქვეყნებს

თბილისში შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე მომღერალი მეგი გოგიტიძე პაკროვსკის დედათა მონასტერში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც შვილებთან ერთად, წმინდანის, მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები მოილოცა.„დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც დასვენებულია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები. ასევე, მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს... მე მჯერა, რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის, რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ აღუდგება ვერავინ... ვერავითარი სულიერი და უსულო… უფალი ამბობს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს მას...“ - წერს მეგი გოგიტიძე.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ - საპატრიარქოირმა ინაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება

ინაშვილი

საზოგადოება 1704968263

ირმა ინაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.განცხადებას სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია.„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ - დაწერა ინაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. ასევე ნახეთ:მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ - საპატრიარქო

ინაშვილი

საზოგადოება 1704690840

„ჩვენ შევწირეთ სამებას“ - ინაშვილი ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს".ინაშვილი ამის შესახებ საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქით გაავრცელა."დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს", - ამბობს ინაშვილი ვიდეომიმართვაში.

ana da cotne

საზოგადოება 1701033509

ცოტნე გამსახურდიას 4-წლიანი რეაბილიტაციის გზა და შვილისთვის ჩაკეტილი კოლხური კოშკი - ოჯახური დავის დეტალები

თავდასხმის საქმე, რომელიც 4 წლის წინ მოხდა, თუმცა შედეგი იმდენად მძიმეა, რომ დაშავებული სიცოცხლისთვის დღემდე იბრძვის. დაზარალებული ცოტნე გამსახურდიაა - საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც საკუთარ სახლთან 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.წლების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას "კურიერი P.S.-ის" მაყურებელი პირველად ნახავს. რეაბილიტაციის 4-წლიანი გზა უმძიმესი იყო. ექიმების რეკომენდაციაა - პაციენტი გამსახურდია მშობლიურ გარემოში იყოს. ასეთ შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსი უფრო მეტია.მშობლიური გარემო კი კოლხური კოშკია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ანდერძით შვილებს - გიორგის და ცოტნე გამსახურდიებს დაუტოვა, თუმცა, კოშკის გარშემო ისევ დავაა. ცოტნე გამსახურდია ახლა თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში. ადგილი მთავრობამ დაუთმო, თუმცა მშობლიურ გარემოს დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ედავება და არ უთმობს.მანანა არჩვაძე-გამსახურდია "კურიერი P.S.-ის" სიუჟეტის ანონსმაც კი გააღიზიანა. სატელეფონო საუბრისას მანანა არჩვაძე-გამსახურდია "კურიერი P.S.-ის" ჟურნალისტს საკმაოდ უხეშად ესაუბრა."კოლხური კოშკი რა არის, სამედიცინო დაწესებულებაა?! - თქვენ ცოტნეს ბედი მოგანათლოთ უფალმა რაა... არ გრცხვენიათ?! - მე ჩემს შვილს სახლში არ ვუშვებ?! - რა უნდა ჩემს შვილს სახლში, მისი ადგილი არის საავადმყოფოში, ის უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან და შემდეგ მას სადაც წავიყვან კარგად ვიცი და მისი ადგილი სად არის. კოლხური კოშკი არის კერძო დაწესებულება, რომელიც არის ცოტნესი, გიორგის და მანანასი, იცოდეთ ესეც," - უთხრა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ "კურიერი P.S.-სს".ასევე დაგაინტერესებთ:მძიმე ავარია ჰუალინგთან - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიცხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ... - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს„მეუბნებოდნენ პირდაპირ რომ არ ღირდა ბრძოლა...“ - რა იყო ცოტნე გამსახურდიას პირველი სიტყვა თავდასხმის შემდეგ

მფარველი ანგელოზი

საზოგადოება 1701029140

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? - მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - წერს დეკანოზი.ასევე ნახეთ:„ამით ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე...“ - რამდენ დღეში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული და როგორია გარდაცვლილის მოხსენიების წესიხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ... - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია

kosta

კრიმინალი 1701026763

„ხელი რომ გამეშვა დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც...“ - რა ვითარებაში დაჭრეს კოსტა სანიკიძე

ექსკლუზიურ ვიდეოჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, ჩანს, როგორ ურტყამს დანას საკუთარი სახლის ეზოში მსახიობ კოსტა სანიკიძეს მისთვის უცნობი 24 წლის გიორგი გველესიანი.მოვლენები ასე ვითარდება - თბილისი, ფანასკერტელის ქუჩა, 19 ნოემბერი, დილის 06:00 საათი, დანით შეიარაღებული დამნაშავე საკუთარი სახლიდან გადის. სავარაუდოდ ტაქსით, ის ჩუღურეთის რაიონისკენ, კონკრეტული გეგმით გადაადგილდება, გაუსწორდეს კოსტა სანიკიძეს. რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილზე მიდის და სამიზნეს ყვირილით, გინებით და მუქარით სთხოვს სახლის კარის გაღებას.კოსტა სანიკიძე ამ დროს სახლში დედასთან და არასრულწლოვან ძმასთან ერთად არის. ჩანაწერის მიხედვით, მსახიობის დედა თავდასხმის შესახებ, 112-ს ატყობინებს. გიორგი გველესიანი მუქარას არ წყვეტს. რამდენიმე წუთის შემდეგ, აღელვებული კოსტა სანიკიძე ცულს იღებს და დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოძალადეს კარს უღებს. ამ დროს მსახიობი სავარაუდოდ თავდაცვის მიზნით აღებულ ცულს მიწაზე აგდებს და შეიარაღებული გველესიანის შეკავებას ხელებით ცდილობს. გველესიანი მაინც ახერხებს და კოსტა სანიკიძეს გულმკერდის არეში დანას რამდენჯერმე ურტყამს.ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე მეზობელი სამართალდამცველი ჩნდება, რომელიც თავდამსხმელს გაქცევის უფლებას არ აძლევს. ამ დროს კოსტა სანიკიძე სისხლის გუბეში წევს. ადგილზე გამოძახებული პოლიცია მიდის. ბრალდებული განყოფილებაში, დაჭრილი კი, კლინიკაში გადაჰყავთ."ფილტვი რომ გამიგლიჯა, სისხლი ასხამდა, გუბეები იდგა. ამით (თითით) მეჭირა, იმიტომ, რომ ხელი რომ გამეშვა დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც. მადლობა ექიმებს კომაში ვიყავი, ურთულესი ოპერაცია ჩამიტარდა," - ამბობს კოსტა სანიკიძე "კურიერი P.S.-თან" საუბრისას.დაჭრილმა მსახიობმა კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ის "კურიერი P.S.-ის" კამერასთან მომხდარის პირველად ჰყვება.კოსტა სანიკიძე საფრთხეს თავდასხმამდე ორი კვირით ადრე გრძნობდა. მიმართა პოლიციასაც, თუმცა პირის ვინაობა, რომელიც კოსტას ნაცვლად მისი მეზობლის სახლში შეიჭრა, ვერ დადგინდა, მისი ვინაობა მას შემდეგ გაირკვა, რაც დანაშაული სისრულეში მოიყვანა. რა მოტივით დაგეგმა გიორგი გველესიანმა ახალგაზრდა მსახიობზე სისხლიანი ანგარიშსწორება - კოსტა სანიკიძეს წარმოდგენა არ აქვს."მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია. ჩემთვის მოტივი უცნობია. დარტყმის დროსაც ვერ გავიგე მოტივი. ერთადერთი აზრი არის ის, რომ ამ ადამიანს ჩემი მოკვლა უნდოდა. თავდაცვისთვის რაც ჩავიტანე, ცული მე ის კარის გაღებამდე გადავაგდე. ჩემი მოტივი მისი მოკვლა არ იყო. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა დაგიჭირონ. შიშველი ხელით ვცდილობდი შებოჭვას და ვცემდი, მაგრამ მისგან ხელი არ მომხვედრია, მომხვდა დანა," - ამბობს კოსტა სანიკიძე.საქმეზე გამოძიება გრძელდება. გიორგი გველესიანს დაკავებიდან მალევე, 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას დუმილით უპასუხა, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. სხდომაზე მას არც თავდასხმის მოტივი დაუსახელებია და არც ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის მოულოდნელი აცილების მიზეზი."კურიერი P.S.-მა" ამ სხდომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აცილებული ადვოკატი გლდანის ციხესთან ჩაწერა, სადაც ლევან დავითაიამ დაკავებული მოინახულა. აღმოჩნდა, რომ გველესიანმა პოზიცია შეცვალა და ადვოკატი საქმეში რჩება. უფლებადამცველი ხელჩასაჭიდი მტკიცებულებებს ძიების პროცესშია. პარალელურად, დაცვის მხარე გველესიანს ფსიქიკური პრობლემებზე მიანიშნებს.ის, რომ ბრალდებულს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს, არ სჯერა კოსტა სანიკიძეს."თუ ფსიქიკურია, ვითხოვ ცნობას, მეორე, თუ ვერ აზროვნებს და ავად არის როგორ ხვდება ადვოკატის ალოგიკურობას, ეს ყველაფერი შოუა. გავრცელდა ინფორმაცია რომ ადვოკატს დღემდე აქვს კომუნიკაცია," - ამბობს სანიკიძე.რატომ დაესხა თავს და რატომ იმეტებდა სასიკვდილოდ გველესიანი სანიკიძეს დედის და არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, ამ შეკითხვაზე პასუხს მსახიობი გამოძიებისგან ელოდება. ბრალდებულს კი 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება."მაქვს სამართალდამცველების იმედი, რომ აუცილებლად დაისჯება სათანადოდ, გულწრფელად მეცოდება, მაგრამ რაც ამ ტიპმა გააკეთა არცერთ კონტექსტში არ ჯდება,ამიტომ უნდა დაისაჯოს რომ ხვალ შეიძლება სხვა შვილი აღმოჩნდეს დედის თვალწინ სასიკვდილოდ განწირული, იმ მდგომარეობაში, რაშიც ვიყავი მე," - ამბობს კოსტა სანიკიძე.ასევე დაგაინტერესებთ:„ამით ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე...“ - რამდენ დღეში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული და როგორია გარდაცვლილის მოხსენიების წესიდღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი... - ირმა ინაშვილიხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ... - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კაბუ

სამართალი 1701025841

VIDEO: რეპერი კაბუ წინასწარი დაკავების იზოლატორშია - რა გარემოებაში დააკავეს კახა აბუაშვილი

ქართველ რეპერს კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, რომელიც დღეს, სავარაუდოდ ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ბრალს ოფიციალურად ზაჰესის იზოლატორში ხვალ გააცნობენ.როგორც "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, კახა აბუაშვილი. იგივე კაბუ, სამართალდამცველებმა კახეთის გზატკეცილზე აიყვანეს, იმ დროს, როდესაც ის ავტომობილით მეგობარ ქალთან ერთად გადაადგილდებოდა."კურიერი PS-ის" ინფორმაციით, სწორედ ავტომობილში მოხდა სავარაუდო დანაშაული, რის შემდეგაც ქალმა გამვლელ საპატრულო პოლიციას ნიშანი მისცა. კახა აბუაშვილის საქმეში, ცოტა ხნის წინ ჩაერთო ადვოკატი, ის დაცვის ქვეშ მყოფს, ზაჰესის იზოლატორში, ცოტა ხანში მოინახულებს."პირველ ვიზიტად მივდივარ ბატონ კახასთან. ბრალდების წარდგენის ვადა არის ხვალ,“ - აღნიშნა ადვოკატმა დავით სანაძემ."კურიერი PS" მომღერლის ყოფილ მეუღლეს,  ანუკა გიორგელაშვილს ესაუბრა."გუშინ ველაპარაკე, უნდა ამოსულიყო საღამოს, აღარ ამოვიდა. ანუ, სახლში იყო. არაფერი არ ვიცი. ინტერნეტით გავიგეთ. იმდენად შოკში ვიყავი, ის ვიფიქრე, რომ ვინმე რამეს ხომ არ უგონებს თქო, იმდენად წარმოუდგენელია. არ შეგვხმიანებია არავინ.მე ვიცი, რომ სერიოზული ურთიერთობა ამ ეტაპზე არ ჰქონია არავისთან, წარმოუდგენელია, კახა და ძალადობა და მუქარა," - ამბობს კახა აბუაშვილის ყოფილი მეუღლე, ანუკა გიორგელაშვილი.ასევე დაგაინტერესებთ:საბერძნეთში სატვირთო გემი ჩაიძირა - ეძებენ ეკიპაჟის 13 წევრსსაბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა - ნახეთ, რომელ ადგილზე გავიდა საქართველოხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ... - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ავარია

შემთხვევა 1701024758

მძიმე ავარია ჰუალინგთან - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჰუალინგთან.ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია მოპედის მძღოლი.დაშავებულია ორი ადამიანი.ასევე ნახეთ:ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ... - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებსმოსკოვს თავს „შავი ქარბუქი“ დაატყდება - რას ამბობენ სინოპტიკოსები„ამით ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე...“ - რამდენ დღეში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული და როგორია გარდაცვლილის მოხსენიების წესი