ნანა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1701166569

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

ნანა სტამბოლიშვილმა თურქეთის კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და, რაც ყველაზე მთავარია, იქაური საზოგადოების დიდი სიყვარული. ნანუკა სტამბოლიშვილს, როგორც მოცეკვავეს, დიზაინერსა და, უბრალოდ, ძალიან კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბათუმში ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ დღეს მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს.თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა როლმა, როგორც თურქ საზოგადოებას, ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ დაანახვა ქართული გენის, სულისა და ხასიათის მშვენიერება. რას შეცვლიდა ყოვლისშემძლე რომ იყოს, რომელ ქალ მსახიობთან ისურვებდა კინოში თამაშს, რომელი ქართული სიმღერა ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის სიყვარულს ადარებს სამოთხის სურნელს – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.თურქეთის კინოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი დაიკავეთ, ძალიან ლამაზი „ნოტებით“ შეხვედით მათ ყოველდღიურობაში და მოიპოვეთ იქაური მაყურებლის სიყვარული, ნდობა. რა აქცევს ადამიანს წარმატებულად, რა არის თქვენეული წარმატების ფორმულა?ზოგადად, წარმატება ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა. ალბათ, როდესაც წარმატებაზეა საუბარი, იგულისხმება პროფესიული განვითარება, საყვარელი საქმის კეთება, ფინანსური უზრუნველყოფა, მეტი თავდაჯერებულობა, სხვების მიერ აღიარება და ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ფორმულაც ამოხსნილია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე გგულშემატკივრობთ ქართველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა, რაც ძალას გმატებთ და ენერგიას, არ გაჩერდეთ, მუდმივად ისწრაფოდეთ წინსვლისა და წარმატებისაკენ…არ დავიღლები ამ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით… როგორც მათ შემიყვარეს ოჯახის წევრივით, მეც ზუსტად ისე მიყვარს ისინი… ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მაძლიერებს მათი გვერდით დგომა და გულშემატკივრობა. მიორმაგებენ ენერგიას, მაძლევენ იმედს იმისა, რომ წინ საუკეთესო დღეები გველის. მათთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს. მართლა, როგორც ჩემი დიდი ოჯახი, ისე ვუყურებ მათ… ვეცდები გავამართლო მათი იმედები და მოლოდინები, რათა ყოველთვის იამაყონ ჩემით. ბავშვობიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად…ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უდარდელი, მხიარული… უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოში გამზარდეს, რომელსაც დღემდე გავცემ და არ მთავრდება… ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. მენატრება მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე. მენატრება ოჯახის წევრები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ.ყოვლისშემძლე რომ იყოთ…ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი, ბედნიერი და უდარდელი…მეტი დრო რომ გქონდეთ…პიანინოზე ავაწყობდი მელოდიებს…სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…მადლობა.ასევე წაიკითხეთ:რა უნდა ვიცოდეთ აპლიკაციაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა ცხენზე შესვაVIDEO: დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ გაგრძელდა - რას ჰყვებიან ნინო და ემზარითბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს

კიბო

ჯანდაცვა 1693162070

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, კიბოს „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს - დეტალები

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გადარჩენილი პაციენტების სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.ერთ-ერთი პაციენტის T უჯრედები საოცრად „მრავალმხრივი“ იყო და აჩვენებდა არა მხოლოდ მელანომაზე, არამედ კიბოს უმეტეს ტიპზე რეაგირების პოტენციალს.„მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტთა სისხლში, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, დიდი ოდენობით ასეთი მრავალმხრივი T ლიმფოციტი აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის, ასეთი T ლიმფოციტები აღმოჩენილი არ არის იმ ადამიანებში, რომლებშიც კიბო პროგრესირებს“, — ამბობს სეუელი.იმის დასადასტურებლად, თუ რა ხდება რეალურად, სეუელი და მისი კოლეგები ახლა ლაბორატორიაში უნდა დააკვირდნენ გულისყურით, როგორ ესხმიან თავს ეს მრავალმხრივი T ლიმფოციტები კიბოს.მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი იმის განსაზღვრას, არის თუ არა ამ იმუნური უჯრედების დამსახურება TIL თერაპიის დიდი შედეგები.„იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი T ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი CAR-T ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგი გარი დოლტონი.CAR-T ლიმფოციტები არის ქიმერული ანტიგენ T ლიმფოციტებით მკურნალობა, რომელიც სისხლის კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.CAR-T თერაპია ოდნავ განსხვავდება TIL თერაპიისგან, რადგან ის ხელახლა აპროგრამებს კონკრეტულ T ლიმფოციტებს, რათა მათ კიბოს უჯრედების გარკვეული ნაწილები ამოიღონ მიზანში.ვინაიდან TIL T ლიმფოციტები პირდაპირ მყარი სიმსივნიდან არის აღებული, ისინი უფრო მრავალფეროვანია და მეცნიერებს მისი თავდასხმის მექანიზმების დიდად შეცვლა არ სჭირდებათ.ალბათ სწორედ ამიტომ არის ისინი ასე ეფექტური მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ.„სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან — კიბოს ამოძირკვასთან“, — ამბობს სეუელი.კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.ასევე ნახეთ:„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებსVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძე„ჩატში ვიდეოებს უგზავნიან... ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს“ - ვის ამხელს ალექსანდრა პაიჭაძე

ბენი

ტაბლოიდი 1693161073

VIDEO: ნუკი კოშკელიშვილის რეაქცია, როცა მისი მეუღლის წინ გოგო ცეკვავს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს.ნუკიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს  მისი მეუღლის წინ ლამაზი გოგო.მისი გამომწერები დაინტერესდნენ, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მისი მეუღლე მოცეკვავე გოგონას უყურებდა.„ასეთი რაღაცები საერთოდ არ მაწუხებს, თუ უნდა, უყუროს“,  – პასუხობს ნუკი გამომწერებს.ასევე, ვიდეომ კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ამ ყველაფერს ბავშვიც უყურებდა. ნუკიმ კი განმარტა, რომ ის ვერაფერს ხვდება და უბრალოდ, ლამაზი ქალის ცეკვას ხედავს.კადრები ⇓ასევე ნახეთ:„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებსVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძე„ჩატში ვიდეოებს უგზავნიან... ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს“ - ვის ამხელს ალექსანდრა პაიჭაძე

შარლოტა

ტაბლოიდი 1693160124

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენა ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.აღსანიშნავია, რომ წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება და დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ კარლოტამ ნიკოლოზი საკუთარ ინსტაგრამ სთორიში გამოაჩინა.ასევე ნახეთ:VIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - რას წერს კესარია აბრამიძეVIDEO: „ფარნიან „ნოკიაზე“ მინდა გადასვლა...“ - ბლიც ინტერვიუ მაკა ასათიანის რძალთან„დედაჩემი 55, მამაჩემი 57 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებს

ემიგრანტი

საზოგადოება 1693154313

„რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი... - შვილის ემოციური გამომშვიდობება ემიგრანტ მამასთან

გუშინ სოციალურ ქსელში აშშ-ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ქუ­თა­ი­სი­დან იყო და ბრუკ­ლინ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. „სიტყვებით არ შეგეძლო შენი გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ყოველთვის მიგზავნიდი მსგავს რაღაცებს და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო მამი. ჩვენს მამაშვილობაზე ყველა ლაპარაკობდა. რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი  ხატად მყავდი ქცეული… ახლა როგორ მოგიფრთხილდე? როგორ ვიზრუნო შენზე? რატომ წამართვი ის გრძნობა რასაც მამაშვილობა ჰქვია, რომელიც ამდენი წელი ასე მაკლდა ? ყველაფერი შენს თავს მახსენებს. სარკისკენ გახედვაც არ მინდა, რადგან სარკეშიც შენ იდენტურ ადამიანს ვხედავ მა.მიყვარხარ და სულ მეყვარები მამი. მაპატიე,რომ ამ სიტყვების თქმა ვერ მოვასწარი. შენ საუკეთესო მამა იყავი!“ - წერს გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი სოციალურ ქსელში.რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო."შენც წახ­ვე­დი შენს მე­გობ­რებ­თან, მა. ახლა სა­მუ­და­მოდ ერ­თად იქ­ნე­ბით..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი და ერთ-ერთ პოტსზე მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქს" უთი­თებს.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს

დრაგონს

შოუბიზნესი 1693151375

რეკომენდაციები მათთვის, ვინც Imagine Dragons-ის კონცერტზე მიდის

Black Sea Arena აქვეყნებს რეკომენდაციებს მათთვის, ვინც თბილისში ჯგუფის Imagine Dragons კონცერტს დაესწრება. რჩევებს უცვლელად გთავაზობთ.„1. ნუ წახვალთ კონცერტზე საკუთარი ავტომობილით. ამ დროს დიდი შანსია, რომ დაუსრულებელ საცობში მოჰყვეთ, მანქანის სტადიონთან ახლოს დაპარკინგება ვერ მოახერხოთ ან სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა სქროლი, ქარი ან ველოსიპედი. ამ ტრანსპორტებით სტადიონთან სწრაფად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად მისვლას შეძლებთ. თან ამ დღესთან დაკავშირებით Starring Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში Scroll / Qari, თიბისი ვიზა ბარათით გადახდისას 50% ქეშბექს მომენტალურად დაგიბრუნებთ უკან.2. ნუ დაელოდებით Imagine Dragons-ის სცენაზე დადგომის დროს სტადიონზე მისასვლელად. კარები კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე იღება და თქვენც აუცილებლად ადრე მიდით. ორგანიზატორები სტადიონის ტერიტორიაზე არაერთ გასართობ აქტივობას გეგმავენ და უმჯობესია, შიდა სივრცეში, სასიამოვნოდ გაატაროთ რამდენიმე საათი, ვიდრე საოცნებო კონცერტზე დაგაგვიანდეთ.3. სტადიონზე შესვლის დროს ნუ მიხვალთ პირველივე გეითთან. წინასწარ ნახეთ ბილეთზე, რომელ გეითთან არის ახლოს თქვენი ადგილი და სწორედ იმ შესასვლელით ისარგებლეთ. ასე დიდ რიგში ტყუილად დგომისგანაც დაიზღვევთ თავს და თქვენს ადგილსაც უფრო მარტივად მიუახლოვდებით.4. ნუ წაიღებთ აკრძალულ ნივთებს. მათ კონცერტზე შეტანას მაინც ვერ შეძლებთ და ლოქერებში შენახვა დამატებით დროს, ენერგიას და რიგში დგომას მოითხოვს თქვენგან. ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული დროით შეგაფერხოთ, ეს კი საოცნებო კონცერტს ნამდვილად არ შეეფერება. აკრძალული ნივთების სრული სია ნახეთ ლინკზე.5. ჩაიცვით კომფორტულად. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და მოსალოდნელი ამინდის მიხედვით ჩაიცვით. ნუ ჩაიცვამთ არაკომფორტულ ტანსაცმელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში დგომა, ცეკვა და აქტიურად ყოფნა მოგიწევთ.6. დალიეთ ბევრი წყალი. მასშტაბური კონცერტისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ფიზიკურად მომზადებაში კი საჭირო რაოდენობით წყლის მიღებაა მნიშვნელოვანი. თქვენი სხეული ზღვა ემოციასა და ენერგიას გასცემს და ამის შედეგად მისი გამოფიტვა არ უნდა მოხდეს.7. არ დაგავიწყდეთ სმარტფონის კარგად დატენვა. საერთო ჯამში კონცერტზე არც თუ ისე მცირე ხნით მოგიწევთ ყოფნა, თან უამრავ ფოტოსა და ვიდეოს გადაიღებთ. ამიტომ ბოლომდე დატენეთ ტელეფონი. აქვე გახსოვდეთ, რომ ფოტოები და ვიდეოები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელ კონცერტს ეკრანს მიღმა ნუ უყურებთ. დატკბით ცოცხალი შესრულებით და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.8. და ყველაზე მთავარი - ისიამოვნეთ მომენტით. ეს ხომ თქვენი საყვარელი შემსრულებლის კონცერტია. შეიგრძენით მუსიკა, მისი თითოეული ნოტი და დაიმუხტეთ ენერგიით. თქვენ ზღვა ენერგიის ნაწილი ხართ. იცეკვეთ და დატკბით ამ მომენტით“, - აღნიშნულია BSA-ს რეკომენდაციებში.Imagine Dragons-ის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ​31 აგვისტოს გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ათასობით ბილეთი 7 საათში გაიყიდა.  ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს 

სალომე გოგიაშვილი

საზოგადოება 1693142118

მე ორ ოჯახს ვარჩენ, ამას არასდროს ვაფიშირებ - სალომე გოგიაშვილი პირადზე

სალომე გოგიაშვილი თავის ცხოვრებაზე, პირადსა თუ საქმიანობაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სალომე, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება, ოთხი შვილის დედაა.ტელესახე არასდროს ამბობს უარს გულახდილ და გულწრფელ რჩევებზე, საკუთარ გამოცდილებას ბევრს უზიარებს, თუმცა დღემდე ბევრმა არ იცის, რომ ის ქველმოქმედიცაა და ამ კარგ საქმიანობაში შვილებიც ჰყავს ჩართული.გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან:ის, რაზეც ძალიან ბევრი მეოცნებება, არის დიდი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს და ჩემს ყველა მეგობართან ერთად ვიცხოვრებდი. ოღონდ, არ იფიქროთ, ახლა მომაფიქრდა ეს იდეა, მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ხოლმე და ვსაუბრობთ, ვინმეს თუ ამდენი ფული ექნება, როგორ განვახორციელებთ ამ ოცნებას. კიდევ, მინდა ჩემს ახლობლებს, ვისაც ვიცი, რომ გასაჭირი აქვს, დავეხმარო და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სახლი. წლებია, ამას ვამბობ. მინდა, ისეთი ბავშვთა სახლი ავაშენო, საიდანაც ძალიან მარტივად მოხდება ბავშვების გაშვილება, რაც დღეს საქართველოში ძალიან რთულია. შემიძლია დავიფიცო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. ძალიან მინდოდა.სახლში კი მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, მაგრამ მე მინდოდა. როცა ოთხი შვილი გყავს, როგორღა?! მაგრამ სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი. ჩემი აზრით, ასეა. მოკლედ, მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან წარმოუდგენლად  რთული პროცესია. მე არ მინდა, ბავშვს მშობელთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირიქით, იმაზე ხშირად ვაჩვენებ, ვიდრე ამას ბავშვთა სახლებში ახერხებენ. მეყოლება ჩემთან სახლში და ყველაფერს მივცემ. მართლა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს გარშემო. ერთი ადამიანი ყველას ვერ ეყოფი, მაგრამ მინდა, მქონდეს იმის საშუალება, რომ ცოტ-ცოტა ყველა გავახარო. ოღონდ, ეს არ არის მომენტი, რომ იცი მაინც არ გექნება და ტყუილად ბოდავ. მე ორ ოჯახს ვარჩენ – ამას არასდროს ვაფიშირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს სარეკლამო საქმეა, ორი ოჯახისთვის კი ჩემი შვილებიც აგროვებენ ფულს და წლის ბოლოს ამ ოჯახის ბავშვებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ამიტომ ეს თემები არ არის ჩემთვის უცხო.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს

Iavnana

ტაბლოიდი 1693140780

VIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინება

თურქულ სერიალში, რომელშიც ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი მთავარ როლს თამაშობს “იავნანა” გაჟღერდა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ქართველი მსახიობი ბავშვს “იავნანას” უმღერის.თურქულ სერიალში ქართული ენა არაერთხელ გაჟღერდა.„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, ჩემი ქართველების შეფასებები… ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ. უფალი ჩვენკენ…“, – ამბობს ნანა სტამბოლიშვილი. 

შსს

შემთხვევა 1693139804

ერთ-ერთი ბანკის ფილიალში მანქანა შევარდა - რა ხდება ადგილზე

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ავტომობილი შევარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რომლის შედეგადაც მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაციაVIDEO: ქართული „იავნანა“ თურქულ სერიალში - ნანა სტამბოლიშვილის მორიგი გაბრწყინებაამ 8-სიტყვიან ლოცვას ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს

სხვისი შვილი

ტაბლოიდი 1692303190

VIDEO: ,,მოუხდა იამანს ქართულად საუბარი" - თურქული სერიალის მთავარი გმირი საყვარელი ქალის მშობლიურ ენაზე ალაპარაკდა

თურქული სერიალის „სხვისი შვილის“ მთავარი გმირი, იამანი ქართულად ალაპარაკდა.სერიალში, მან საყვარელ ქალს, ნანა-მარიამს, ცოლობა სწორედ მის მშობლიურ ენაზე სთხოვა. ცნობისთვის თურქულ სერიალში მთავარ როლს, ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი ასრულებს, რომელიც სამშობლოს არც როლის შესრულებისას ივიწყებს. ნანუკას პარტნიორი მესამე სეზონში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანია, რომლის გმირიც სეზონის ბოლოს ნანუკაზე შეყვარებულია და ახლა ქართველ გოგოზე დაქორწინებას გეგმავს.თუმცა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰალილი მეოთხე სეზონში აღარ ითამაშებს. მან 15 აგვისტოს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სადაც მას სხვა სერიალში, უკვე ქმრის როლში ვიხილავთ.პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰალილის გმირს- იამანს, ნიკ ჯეილალი შეცვლის. არ არის დადასტურებული, როდის განახლდება მეოთხე სეზონის გადაღებები და რა სტატუსით იქნება ნანუკა წარმოდგენილი.ასევე ნახეთ:,,სამწუხაროდ, მეგობარმა ვერ დაინახა და..." - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე,,გაგვიფრინდა ანგელოზი... ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, მისნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს..." - შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიანკაცი, რომელიც რუსთავში მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

მაშველები რაჭაში

შემთხვევა 1692277932

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ 6 ადამიანს.დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.ასევე ნახეთ:„იპოვეს ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა)... შენ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და სრულყოფილი დაგვიბრუნდი სახლში...“ - რას წერს ახლობელი სალომე ხეთაგურზეგარდაიცვალა მონაზონი, რომელიც მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდარას ამბობს ექიმი 7 წლის ბავშვზე, რომელიც შემზარავი ავარიის დროს მანქანაში იყო და გადარჩა„შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო“ - ლენუკა ყიფშიძე მამაზე საუბრობს„ყველა დედას ჰყოლოდეს შენისთანა შვილი...“ - გივიკო დიდიას ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა„ხათო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი... ზეციური დედოფალი გაუწევს შენს ანგელოზს დედობას“ - სალომე ხეთაგურს გლოვობენკესო ბერუაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანესვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისააVIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალაVIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

ვალუტის კურსი

ფინანსები 1692277620

დოლარის ფასი შეიცვალა- ნახეთ განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6226 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8634 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ასევე ნახეთ:„იპოვეს ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა)... შენ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და სრულყოფილი დაგვიბრუნდი სახლში...“ - რას წერს ახლობელი სალომე ხეთაგურზერას ამბობს ექიმი 7 წლის ბავშვზე, რომელიც შემზარავი ავარიის დროს მანქანაში იყო და გადარჩა„შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო“ - ლენუკა ყიფშიძე მამაზე საუბრობს„ყველა დედას ჰყოლოდეს შენისთანა შვილი...“ - გივიკო დიდიას ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა„ხათო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი... ზეციური დედოფალი გაუწევს შენს ანგელოზს დედობას“ - სალომე ხეთაგურს გლოვობენკესო ბერუაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანესვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისააVIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალაVIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა