თურქეთის პოლიცია

მსოფლიო • 1790859122

თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 პირი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი, იენიშეჰირის და მეზითლის მუნიციპალიტეტების მერები დააკავა

თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 ადამიანი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი ვაჰაპ სეჩერი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“, ასევე, იენიშეჰირის მუნიციპალიტეტის მერი აბდულა ოზიიგიტი და მეზითლის მუნიციპალიტეტის მერი აჰმედ სერკან თუნჯერი დააკავა.ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო ტენდერების ჩატარებისას თაღლითობაში ედებათ ბრალი.მერსინის მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამივე შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ 1.4 მილიარდ თურქულ ლირას გადააჭარბა.გარდა ამისა, მეზითლის მუნიციპალიტეტის მერის აჰმედ სერკან თუნჯერის წინააღმდეგ, კორუფციის საქმესთან ერთად, კიდევ ერთი, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. თუნჯერის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია „შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის“. მას ბრალად ედება შეიარაღებული თავდასხმები იმ ადამიანების ბიზნესებზე, რომლებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. მედიის ცნობით, თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო „ახალი პარტიის“ რეგიონული ოფისის შენობა და ერთ-ერთი მედიის ოფისი. ათობით მერი, მათ შორის სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება, კორუფციის გამოძიების ფარგლებში სასამართლო პროცესის მოლოდინში, ციხეში იმყოფება.ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მარიამ ბერძენიშვილი

სამართალი • 1790683129

პროკურორი: ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა.პროკურორის თქმით, გიორგი ლომიძისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რომელიც „ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“.„ის ისაუბრებს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმ თანხებზე, რომლის დაუფლებაც თაღლითურად ხდებოდა. ამ ადამიანს უშუალო შეხება ჰქონდა ბრალდებულ ელისო კილაძესთან. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რაც ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურა

სამართალი • 1790319174

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულთან ახლო ურთიერთობით და მას თითქოსდა საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტით და ნებართვით. ასევე დაზარალებულს თავისი კავშირების და ,,გავლენიანი ნაცნობების“ მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულის ნდობით და 350 000 ლარი მოტყუებით გამოართვა, სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ვალერი გელბახიანი

პოლიტიკა • 1790239048

ვალერი გელბახიანი: თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს ,,ქრონიკა+“-ში

ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში ვინც იტყვის რომ ელისო კილაძემ მომატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის,  -  ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.გელბახიანის ინფორმაციით, თავად ქოლცენტრის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ კილაძეს ხელფასის სახით 5500 აშშ დოლარს უხდიდნენ როგორც დაქირავებულს, თუმცა, წილში არ ჰყავდათ.,,მერე მეორე, თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები - ყველა დაიკითხა ერთის გარდა - ამბობენ, რომ ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც ასევ ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს, დივიდენდის სახით არ ღებულობდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის ,თვეში 5500 დოლარს, რომელსაც მათივე ინფორმაციით, ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს, ,,ქრონიკა პლუსში'', ვინც იყო დასაქმებული,“ - აღნიშნა გელბახიანმა.წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის რისთვის აძლევდნენ ამ ხელფასს, კილაძის ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა: ,,ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით ნებისმიერი სუბიექტი ვინც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი რომ მხარი დაგიჭიროს.“

პროკურატურა

სამართალი • 1790008983

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, როგორც ერთ-ერთი სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამრეწველო დანიშნულების ნედლეულის 2 000 ტონა ტექნიკური კარბონატის მიწოდებაზე შეუთანხმდა და პირველ ეტაპზე, შეთანხმებული ფასის ნაწილის - 1 024 900 ლარის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულმა თანხა სრულად ჩარიცხა ბრალდებულის კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე გადაიტანა და თაღლითურად მიისაკუთრა ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა, დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიიმალა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შანტაჟი დაკავება

სამართალი • 1790002398

„თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემებით საბანკო ანგარიშები გახსნა და ონლაინ სესხები მოითხოვა“ - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი • 1789127157

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება:"გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, წარსულში თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული, 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა. ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ნოტარიუსისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დაარეგისტრირეს.უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგინეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო. თუმცა, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“, “ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფისა და იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 19.194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით, დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1789067640

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.მისი თქმით, გახარიასგან მსგავსი ტყუილი არავის უკვირს.„ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემობრუნდა და ჭორების გავრცელება დაიწყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხმები წაეღო. ადამიანი, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებში ახალგაზრდებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და როდესაც უკვე ნახა, რომ შეიძლებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს ბინძურად ხელი შეაწმინდა ჩვენს პოლიციელებს. შესაბამისად, ბატონი გახარიასგან ასეთი მოქმედებები არავის უკვირს. ეს ტყუილიც ნახევარ საათში გამომჟღავნდა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფბრ

სამართალი • 1788985040

საქართველოდან შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია მოხდა, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული იქნა საერთაშორისო კიბერთაღლითობის სქემაში მონაწილეობის ბრალდებით. 36 წლის ვებ-დეველოპერი ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარდგა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.აშშ-ის გამომძიებლების თქმით, 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე ფილიმონოვმა და მისმა სავარაუდო თანამზრახველებმა შექმნეს ვებსაიტები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაზღვეული აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების ვებსაიტები იყო.სქემის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, საძიებო სისტემებიდან შეიძინეს სარეკლამო ბმულები. ბანკის მომხმარებლები ამ ბმულებზე აწკაპუნებდნენ და შესვლის მონაცემები შეჰყავდათ.გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იყო საბანკო ანგარიშებში შეღწევის, ბალანსის შემოწმებისა და არაავტორიზებული გადარიცხვების განსახორციელებლად.ფედერალურმა დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა ფილიმონოვს ბრალი 2025 წლის შემოდგომაზე წაუყენეს. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობასთან, წვდომის მოწყობილობებთან და პირადობის ქურდობასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულში.თუ რუსეთის მოქალაქე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მას მინიმუმ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და მაქსიმალური სასჯელი 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად ბრალდება დანაშაულის დამადასტურებელ საბუთს არ წარმოადგენს.

პროკურატურა

სამართალი • 1788950390

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულებს გერმანული კომპანიის დირექტორად გააცნო თავი და თითქოსდა ,,Mercedes-Benz“ ცენტრიდან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მათთვის შეძენის მოტივით 222 700 ევრო ჩაარიცხვინა საკუთარ ანგარიშზე. ბრალდებულმა ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო დაზარალებულებს თითქოსდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი გაუგზავნა.ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 656 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურა

სამართალი • 1788884026

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა და 11 დაზარალებულისგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს დაეუფლა, რამაც დიდი ოდენობით 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

აფიორა

სამართალი • 1788719203

Farhad - ამ სპარსული სახელით მოქმედებდა წარსულში „ჰენრი ჯონსის“ ტელეგრამის ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ის "ჰენრის პირამიდის" საქმეზე გამოძიება დაიწყო.TSQ-ი მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობდა, თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები თანხის გატანას ვეღარ ახერხებენ.ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან საქართველოში არაერთი ფინანსური პირამიდა მოქმედებდა, რომლის შედეგად ათასობით ადამიანმა საკუთარი დანაზოგი დაკარგა. არც თუ სახარბიელო გამოცდილების მიუხედავად, ფაქტია, რომ ადამიანების ნაწილი შეგნებულად თუ გაუაზრებლად, სწრაფად გამდიდრების საეჭვო შეთავაზებებით კვლავ ტყუვდება.ჰენრი ჯონსის მადლიერი მიმდევრების კომენტარები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება... ე.წ. ამერიკელი პროფესორის გარშემო შექმნილი მითი ათასობით ადამიანმა დაიჯერა. TSQ invesment ის პლატფორმაა, სადაც მოქალაქეებს მინიმუმ 500 ამერიკული დოლარის ოდენობით ინვესტიციის ჩადებას სთავაზობენ. პირდებიან, რომ განსაკუთრებული უნარების მქონე პროფესორი ჰენრი ჯონსი ამ თანხით კრიპტობირჟაზე 100 პროცენტიანი სიზუსტით ვაჭრობს და რომ მოგება მომენტალურად მათ ანგარიშზე აისახება. სანაცვლოდ, ინვესტიციის მსურველს მხოლოდ პლატფორმის მიერ გამოგზავნილი სიგნალების გააქტურება ევალება.ანუ მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ სმარტფონზე თითის ერთი დაწკაპუნებით სერიოზულ სარგებელს მიიღებენ და რომ ეს სარგებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სქემაში სხვა ადამიანებსაც მოიზიდავენ. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ეჭვები და კითხვა - რატომ უნდა იყოს საინვესტიციო შემოსავალი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ახალ ადამიანს აწევრიანებს პოტენციური ინვესტორი პლატფორმაზე?იდუმალი ფინანსური გურუს სახელი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გასულ წელს გამოჩნდა და ბოლო თვეებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებში, რომლებმაც საკუთარი დანაზოგის დიდი ნაწილი ჰენრის სქემაში ჩადეს. საწყის ეტაპზე პლატფორმიდან სარგებლის გატანას მართლაც ახერხებდნენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მილიონობით თანხის აკუმულირების შემდეგ, ფინანსების გატანა მოულოდნელად შეუძლებელი გახდა.26 აგვისტოს მომხმარებლებს აცნობეს, რომ ტრანზაქციები 4 სექტემბრამდეა შეჩერებული, თუმცა 4 სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაპირდნენ.ტრანზაქციების შეჩერების პარალელურად, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელებში აქტიურად წამოიწყო ჰენრი ჯონსის მხარდამჭერი კამპანია და აგრესიულადაც უპირისპირდებიან ყველას, ვინც შესაძლო თაღლითობაზე მიანიშნებს."კურიერი P.S."-მა მოახერხა პირამიდული ქსელის დახურულ ჯგუფში გაწევრიანება, სადაც დარეგისტრირებული ადამიანების ნაწილი ჰენრი ჯონსს მადლობას უხდის, ნაწილი კი პოტენციურ დაზარალებულებს რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებს.საქართველოს გარდა, იგივე სახელწოდებით პირამიდა მოქმედებდა ესპანეთში, პოლონეთში, სომხეთში და უკრაინაში. ამ ქვეყნებშიც TSQ invesment​-ის საქმიანობა ისე დასრულდა, როგორც ყველა კლასიკური ფინანსური აფიორა სრულდება - პირამიდა ჩამოიშალა, ათასობით ადამიანი კი უბრალოდ მოტყუებული დარჩა. ესპანეთის მარეგულირებელმა ორგანომ TSQ invesment​-ს ოფიციალურად უწოდა არალიცენზირებული თაღლითური ორგანიზაცია, თუმცა პროფესორ ჰენრი ჯონსის კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო.წლების განმავლობაში ჰენრი ჯონსი მითიურ პერსონაჟად იქცა. TSQ invesment​-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მის შესახებ ნათქვამია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, დაიბადა 1986 წელს, განათლება მიიღო პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში და მუშაობდა გლობალურ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე... თუმცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ამ შთამბეჭდავი ბიოგრაფიული ცნობების ავთენტურობას დაადასტურებს.კითხვებს აჩენს ჰენრი ჯონსის სახელით მოქმედი ტელეგრამის ანგარიშიც. ირკვევა, რომ წლების წინ იგივე ანგარიში სხვა, სპარსულენოვანი სახელით ფუნქციონირებდა. ახლა მთავარი კითხვაა - არსებობს კი საერთოდ იდუმალებით მოცული ამერიკელი პროფესორი? სპეციალისტებში ეჭვებს იწვევს ბოლო დღეებში ჰენრი ჯონსის სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვებიც, რომელიც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული.ვარაუდები ბევრია, თუმცა ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ პროფესორი ჰენრის მიერ ორგანიზებული პირამიდა უკვე არაერთ ქვეყანაში ჩამოიშალა.მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედი ფინანსური პირამიდა ერთმანეთის მსგავსია - სანამ სისტემა იზრდება, ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება. ადრეული მონაწილე თანხასაც იღებს, ბედნიერი ვიდეობსაც წერს და ორგანიზატორს მადლობასაც უხდის. ამ ვიდეოს შემდეგ სხვები ნახულობენ და ისინიც ერთვებიან სქემაში, და ასე იქმნება ყველა ფინანსური პირამიდა.კმაყოფილი პერსონაჟი ამ სცენარში მხოლოდ ერთი რგოლია. მთავარი, ვინც ფინანსურ აფიორას კვებავს, პირამიდის ქვევით მყოფი ათასობით ადამიანია. ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან. საბოლოოდ, მოგებული რჩება მხოლოდ პირამიდის სქემის ავტორი და ზოგჯერ ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებმაც ადრეულ ეტაპზე გარკვეული სარგებელი მართლაც მიიღეს.საქმის დეტალებს ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით დაიწყო.  

✕