თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1768677851

„ბებიამ საკუთარი შვილის ორმოცზე ორი შვილიშვილი სხვადასხვა ოჯახში გააშვილა“ – თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძის პოტკასტში „ვეძებ“ მორიგი ემოციური ისტორიის შესახებ საუბრობს.როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, მოვისმენთ გოგონას ისტორიას, რომელიც ორჯერ გააშვილეს.„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც წერენ ხოლმე, რომ ისტორიებს ვიგონებ. როგორი დასაჯერებელია ამბავი, რომ ბებიამ საკუთარი შვილის ორმოცზე შვილიშვილი სხვადასხვა ოჯახში გააშვილა“, – ამბობს თამუნა მუსერიძე. 

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1767566073

„ყოველთვის მქონდა გულში, რომ სადღაც ჩემი ბავშვი არსებობს, მაგრამ საქართველოში არ ველოდი...“ - გურგენ ხორავა

ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს საავტორო პოდკასტში სტუმრად მამა ჰყავდა. ცნობილმა ქორეოგრაფმა, გურგენ ხორავამ შვილის დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა. კითხვაზე, ადრე რომ გაეგო, მისგან ვიღაც ორსულად იყო, როგორ მოიქცეოდა, მისი პასუხი ასეთია:„ყოველთვის მქონდა გულში, რომ სადღაც ჩემი ბავშვი არსებობს, მაგრამ საქართველოში არ ველოდი, ეს იყო რუსეთში.დღეს რომ ილაპარაკო, ამას და იმას გავაკეთებდი, ეს ბაქიაობა იქნება. იმ დროს რას მოიმოქმედებდი და რას არა, არავინ იცის. საერთო ჯამში, როცა ბავშვზე მიდგებოდა საქმე... არ ვიცი. თუ გაშვილება ენდომებოდა, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე ამაზე დამთანხმდებოდა“, - თქვა მუსერიძის მამამ.

თამუნა მუსერიძე გურგენ ხორავა

საზოგადოება 1767295763

„და აი ისიც, მამაჩემი ჩემს პოდკასტში...“ – გურგენ ხორავას გულახდილი ინტერვიუ

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „ვეძებ“ სტუმრად ბიოლოგიური მამა, გურგენ ხორავა მიიწვია.ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ანონსს და წერს:„და აი ისიც, მამაჩემი სტუმრად ჩემს პოდკასტში“.მამა–შვილი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ამბებზე საუბრობს. გადაცემის ახალ ეპიზოდს მაყურებელი კვირას, 21:00 საათზე იხილავს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

tyupebi

საზოგადოება 1765569027

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს. ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს. ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1764589620

„მამიდამ გადაგვმალა, მაგრამ მაინც გვიპოვეს...“ - დედის წერილი დაკარგულ შვილს და თამუნა მუსერიძის მოთხრობილი ემოციური ამბავი

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ეკა ჩხეიძეს სტუმრობდა გადაცემაში და ყველაზე მძიმე ამბავზე საუბრისას, რაც ჯგუფის "ვეძებ" შექმნის დღიდან მოუსმენია, ერთ-ერთი ამბავი - დედის წერილი დაკარგულ შვილს, თავად ეკას წააკითხა და შემდეგ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ იპოვა დედამ იძულებით გაშვილებული ბავშვი...

მუსერიძე

საზოგადოება 1763325157

„დედას რომ გაეგო მამამდე ეს ამბავი...“ - თამუნა მუსერიძის დის ემოციური პასუხი

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ პოდკასტში „ვეძებ“ და მიიწვია. ცნობილია, რომ რუსო ხორავას დედა წლების წინ გარდაიცვალა. წამყვანის კითხვაზე, რა რეაქცია ექნებოდა დედას, ცოცხალი რომ ყოფილიყო და თამუნას შესაძებ შეეტყო, რუსოს პასუხი ასეთია:„დედას რომ გაეგო მამამდე ეს ამბავი, იმდენს იზამდა, მამას რომც არ ნდომებოდა, ყველა ვარიანტში სახლში მოგიყვანდა და ჩვენთან ერთად გაიზრდებოდი. ვერც იგრძნობდი, რომ მისი შვილი არ იყავი, ოღონდ მართლა...“.ცნობისთვის, 8-წლიანი ძებნის შემდეგ, თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა ზუგდიდში იპოვა. ჟურნალისტის მამა 72 წლის ქორეოგრაფი, მრავალი თაობის აღმზრდელი გურგენ ხორავაა.

თამუნა

საზოგადოება 1763066277

„მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ და მყოლოდა...“ - ინტერვიუ თამუნა მუსერიძის დასთან

ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე თავის პოდკასტში სტუმრად საკუთარ დას, რუსო ხორავას მასპინძლობს.„მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ და მყოლოდა...“, - ამბობს რუსო თამუნასთან ინტერვიუში. ნახეთ, გადაცემის ანონსი ⇓

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1762110162

„უმძიმესი ამბავი - იტალიიდან დაგვიკავშირდა ქალბატონი...“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს, რომ იტალიიდან დაუკავშირდა ქალი, რომელიც 2005 წელს გარდაცვლილ შვილიშვილების შესახებ უყვება. როგორც აღმოჩნდა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ბავშვები ცოცხლები არიან და სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს.„უმძიმესი ამბავი.იტალიიდან დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც 2005 წელს დაბადებულ შვილიშვილებს ეძებს. როგორც ის გვიყვება, როდესაც მან გარდაცვლილ ტყუპ შვილიშვილებს, მამაოსთან ერთად ღუდუშაურის სამშობიაროში მიაკითხა, ექიმებმა ჩვილების ამოსაცნობად მაცივარში მყოფი, 6 წყვილი იდენტური გაყინული ტყუპისცალი აჩვენეს. ბებიას შვილიშვილები ნანახი არ ჰყავდა და ვერ ამოიცნო. ამიტომ ექიმებს დაუჯერა და რომელი ჩვილებიც გამოატანეს, ისინი დაკრძალა. ვეძებთ 2005 წელს დაბადებულ ტყუპ გოგოებს. შეიძლება ისინი სხვადასხვა ოჯახებშიც კი გაშვილდნენ“, - წერს მუსერიძე.

zaladoba

სამართალი 1760605305

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა...“ - თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი.ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად.ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე. 

museridze

საზოგადოება 1758403697

„აღარ იტირო, რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში ერთად, აწი ახლა ვითამაშოთ, დაო“ – და-ძმამ ერთმანეთი 34 წლის შემდეგ იპოვა

 პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე საზოგადოებას მორიგ ემოციურ ამბავს უზიარებს. პროექტის „ვეძებ“ დახმარებით და-ძმა 34 წლის მერე შეხვდა ერთმანეთს.შეხვედრას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. „აღარ იტირო, რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში ერთად, აწი ახლა ვითამაშოთ, დაო“, – ამბობს ძმა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა.„აი, რატომ უნდა გაიტესტოთ, აი, რატომაა დნმ ტესტი საჭირო“, – წერია ვიდეოს აღწერაში.ნახეთ ვიდეო აქ 

ჩვილი

faceამბები 1754168836

„ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ჰქონდა და სასწრაფოდ ქუთაისში, ექსპერტიზაზე იყო გადასაყვანი...“ - კიდევ ერთი გაყიდული ბავშვის ისტორია

თამუნა მუსერიძე ჯგუფში „ვეძებ“ კიდევ ერთი ისტორიის შესახებ გვიყვება. „1989 წელს ოზურგეთის სამშობიაროში გოგონა დაიბადა. ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ჰქონდა და სასწრაფოდ ქუთაისში, ექსპერტიზაზე იყო გადასაყვანი.  რამდენიმე დღეში კი გარდაცვლილად გამოუცხადეს. 2025 წელს ,,გარდაცვლილმა" გოგონამ ამერიკიდან დარეკა.როგორც გაირკვა, ქუთაისიდან თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე ძიძის სახლში გადაიყვანეს და იქიდან გაყიდეს. ჯგუფის წევრების დახმარებით, მამას გენეტიკური ტესტის თანხა შევუგროვეთ. რამდენიმე კვირაში პასუხიც იქნება“,- წერს თამუნა მუსერიძე. 

ძალადობა

საზოგადოება 1751921238

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა...“ - თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს. „წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.