თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1715686788

მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს - თაკო ჩარკვიანი

დაიმახსოვრეთ ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით. მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.„რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს ხო ამ ქვეყანაში? თალაკვაძემ დღეს სიტყვა დაიწყო, რომ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშიო. არჩილ, რომ გდომოდათ ნორმალური, განვითარებული ქვეყანა, დაიწყებდით სამართლებრივი სისტემის, ზოგადად, სისტემური რეფორმებით. ეს აპრიორი მოიტანდა არაკორუფციულ ქვეყანას, რის გამოც, პრაქტიკულად, ბევრი დეპუტატი, შეიძლება ყველა არა, მაგრამ მეტი წილი დღეს, აი, ამ კორუფციის გამო იძულებულია დაადგეს სამარცხვინო გზას. კორუფციულ სქემაში გაგაბათ იმან, რომ არ გააკეთეთ სამართლებრივი სისტემის რეფორმა. დღეს არ უნდა ბედავდეს აქ ზოგიერთი ქალბატონი ასე ხმამაღლა, რომელიც წესით, გამოძიებას უნდა ექვემდებარებოდეს მისი საქმიანობა, ბედავდეს დღეს ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდეს პარლამენტში.გარეთ ერთი თვეა უკვე, 25 დღეა, 30 დღეა, თქვენ ხომ ხედავთ რა რაოდენობის ხალხი გამოდის, ამ ტალღას ვერ გააჩერებთ, ვერა ხალხო. ამ ქვეყნიდან ხომ არ უნდა წახვიდეთ, ხომ უნდა დარჩეთ, თქვენი ოჯახებით აქ ხომ უნდა იცხოვროთ. მე სულ არ მინდა წახვიდეთ ამ ქვეყნიდან, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ასე ვეჩხუბებით ერთმანეთს, მაგრამ მართლა იმ პირობებმა განაპირობა ეს კონფორმიზმი საზარელი, რომელსაც როგორმე უნდა მოვცილდეთ. ამაში გვეხმარება ის 27 ქვეყანა, რომელსაც ომი გამოუცხადეთ. რომლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს მოვცილდეთ და მათ რატომ ეჯინებით, გამაგებინეთ ხალხო. რატომ ეჯინებით ახალგაზრდებს, ის მომავალი თაობაა, დიდი რაოდენობის ტალღაა. დაიმახსოვრეთ ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით. მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს. ეს არის სიმართლე. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა, რჩევა, რაც გნებავთ, საქართველო დგას გადაბარების წინაშე. მინდა ირაკლი ზარქუას ვუთხრა. ირაკლიმ წეღან ასეთი ფრაზა თქვა, რომ არჩევნებზე გავაკეთოთო. კი მარა, თქვე დალოცვილებო, თქვენ რატომ შემოაბრუნეთ ეს კანონი არჩევნებამდე. ამაზე არ გიფიქრიათ? ვინ არის ასე დაინტერესებული, რომ შემოაბრუნეთ კანონი. ამიტომ, მიიღეთ გადაწყვეტილება გონივრული, გაიგეთ რასაც გეუბნებით, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაიწვიეთ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი კანონი“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადების შემდეგ თაკო ჩარკვიანს მოუწოდა სიძულვილის ენით ნუ ისაუბრებდა, საბოლოოდ, კი სხდომა დაატოვებინა.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1715627983

VIDEO: ვერ გრძნობენ, ასეთი ტალღა, რომ აზვირთდება ის არაფრით არ გაჩერდება? - თაკო ჩარკვიანი

არ დაცოტავდება, მოიმატებს ეს ვნებათაღელვა. ნუთუ ამას გამჭრიახი ტვინი სჭირდება და ვერ გრძნობენ, რომ ასეთი ტალღა, რომ აზვირთდება ის არაფრით არ გაჩერდება?- ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ერთ დეტალს გეტყვით, სულ ცოტა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს 30-იანი წლების ამერიკაში, როცა შეიქმნა, მტრული სახელმწიფოსთვის შეიქმნა. წერია რუსეთი? ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ...“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1713382665

VIDEO: შეიძლება „ვარდების რევოლუცია“ განმეორდეს? - თაკო ჩარკვიანი „თავისუფალი სივრცის“ წამყვანს პასუხობს

მე მომხრე ვარ, აბა რა! - ამის შესახებ ,,კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1713376126

VIDEO: „მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას...“ - თაკო ჩარკვიანი

„მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას...“ -  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „მე ვარ მომხრე მხოლოდ რევოლუციით არ გადავაბარებინოთ ქვეყანა თუ ამაზე წავლენ...“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.  

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1713179215

უკუღმა რატომ ვაკეთებთ, გაგვეკეთებინა ჯერ სამართლებრივი სისტემის რეფორმა, დრო აქვს პოლიტიკას, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, არ მიიღოთ ეს კანონი - თამარ ჩარკვიანი

პარლამენტში მეოთხე საათია ცხარე კამათის ფონზე გრძელდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.იპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიონ კანონპროექტი. დეპუტატის თქმით, ქვეყანას ახლა დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება არ აწყობს."ნახეთ, ძალიან საინტერესო დეტალმა გაიჟღერა, თქვენ თავად თქვით, რომ 30-იან წლებში მიიღეს ეს კანონი, ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია. მოდით კოლეგებსაც ვთხოვ, რომ ნუ ავცდებით პოლიტიკურ ჭრილს.საქართველო ძალიან ცუდ ვითარებაშია, ნურც ერთმანეთს შევეჯიბრებით ქვეყნის სიყვარულში, უგონოდ ნუ მოვიქცევით. რაში გვჭირდება ჩვენ ახლა დაპირისპირება იმ ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან, რომლებიც გვეუბნებიან და გვირჩევენ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ ხომ უფრო პრაგმატულები უნდა აღმოვჩნდეთ, როდესაც ერთ მხარეს ირანი ღმუის, მეორე მხარეს ნაძირალა ტერორისტული რუსეთი.ქვეყანაში, სადაც დასანქცირებული მოსამართლეები არიან, ჩვენი პარტნიორი, რომელიც გვეხმარება, მას აინტერესებს - კორუფციული ტიპის ქვეყანა გახდება მისი ოჯახის წევრი თუ რუსული მართვის ტიპის ქვეყანა? ამიტომ დაასანქცირეს, სერიოზული ეჭვია. ისინი ვეტინგზე ამბობენ უარს. ამ პირობებში, როდესაც ამ ტიპის სასამართლო სისტემა გვაქვს, რა არასამთავრობოებს მიადექით, როცა მოსამართლეები და პროკურატურა უარს ამბობს გამჭვირვალეობაზე? აქ არის ძაღლის თავი დამარხული.მომიტევეთ, რომ მოინდომოს ვიღაცა გარეწარმა პროკურორმა, ასეთებიც ხომ არსებობენ არა ამ ქვეყანაში, და დააბრალა ვიღაცას რაღაცა, ვისთან უნდა იმართლოს თავი დასანქცირებულ და ეჭვმიტანილ, კორუფციაში ჩაფლულ ხალხთან?უკუღმა რატომ ვაკეთებთ? გაგვეკეთებია ჯერ სამართლებრივი სისტემის რეფორმა, როგორც დასავლეთშია, სულ რომ ვამბობთ, სულ მოგყავთ მაგალითი თავად თქვენც, რომ აი საფრანგეთში, ამერიკაში.. იქ განა ამ ტიპის სასამრთლო სისტემა გვაქვს? ამ ტიპის სამართლებრივი სისტემაა, სადაც ასანქცირებენ მოსამართლეებს?ბევრჯერ ითქვა - რა თანხა შემოდის შშმ პირებს; ც ჰეპატიტის პროგრამა, პირდაღებულები რომ ვიყავით და მხოლოდ ერთი კაცის გვეგონა, ამერიკის აღმოჩნდა ბატონო, მთლიანად თან, სრულად.ამ ვითარებაში რაში გვაწყობს, ჩვენს ქვეყანას ოკუპანტი რომ ებრძვის, რატომ გვაწყობს ჩვენ ახლა, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში?მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, უპირველესი მე ვიქნები, ვინც ოპოზიციონერებს ეტყვის, რომ ვინც ნიშნის მოგებით ისაუბრებს, ეს იქნება კატასტროფა. ახლა ყველა ნამდვილი და გაანალიზებული საქციელი იქნება, სულ რომ მართლად გრძნობდეთ თავს, დრო აქვს პოლიტიკას, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, არ მიიღოთ ეს კანონი, ძალიან ცუდ ვითარებაშია ქვეყანა. ეს არის ჩემი რჩევა, გნებავთ მეგობრული, პოლიტიკური, დრო აქვს ყველაფერს,“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1712170172

VIDEO: „აქ, რომ იჯდა და დემოკრატიულად დაიწყო ლაპარაკი, მაშინ, როდესაც მისი მეუღლე უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, იმ წამებებზე არ იცოდა?!“ - თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე

„აქ, რომ იჯდა და დემოკრატიულად დაიწყო ლაპარაკი, ხმა ამოუღია, მაშინ, როდესაც მისი მეუღლე უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, იმ წამებებზე მისმა ქმარმა, უშიშროების საბჭოს მეუღლემ  ეს არ იცოდა?! თუ იცოდა და არ ამბობდა, ხომ არ არის მავნებელი და ხომ არ ჰქონდა ამბიცია, რომ ეს უბედურებები მხოლოდ სააკაშვილს მოეკითხებოდა მომავალში? - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1710356707

VIDEO: მგონია, რომ „ლელომ“ ვერ უნდა გადალახოს, მელიაც არ მგონია, ხოლო გახარიამ მეტი შეიძლება აიღოს ვიდრე „ლელომ“ - თაკო ჩარკვიანი 5 %-იან ბარიერზე

„მე მგონია, რომ „ლელომ“ ვერ უნდა გადალახოს, მელიაც არ მგონია, ხოლო გახარიამ მეტი შეიძლება აიღოს ვიდრე „ლელომ““ - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“, 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1710353851

VIDEO: „გათვლა რაზე შეიძლება ჰქონდეს, ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს?! ხომ ვერ ექნება ლოგიკით გათვლა შუა ხმებზე“ - თაკო ჩარკვიანი მაია კოპალეიშვილზე

„იურისტია და არ ესწავლება, სამართლებრივ სისტემაში არცოდნა არცოდვა არ არის, ცოდვაა...,იუსტიციის მოადგილეს სულ ცოტა უნდა სცოდნოდა გარკვეული მძიმე ქეისების შესახებ... გირგვლიანის საქმე ხომ უნდა სცოდნოდა...“,  - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" მაია კოპალეიშვილზე საუბრისას განაცხადა.„გათვლა რაზე შეიძლება ჰქონდეს, ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს?! ხომ ვერ ექნება ლოგიკით გათვლა შუა ხმებზე?... ნაციონალური მოძრაობის პროკურორებს ხომ არ შეუძლიათ ჰქონდეთ გათვლა?...“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1709639500

მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი, ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი - თაკო ჩარკვიანი

მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი. ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.მისი თქმით, ახლა კითხვაც კი აღარ არსებობს.„არა რა, რომ დავადე ხელი, ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა-მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი, ან ასეთ უკიდურეს სიტყვას-ბრალდებას ინფორმაციის არსებობის გარეშე როგორ ვეტყოდი (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების“ სტილია.ჰოდა, ახლა იფრინე, ნიკანორ, „ჩიტებიან“ ინფორმატორებთან ერთად)? ახლა უკვე სულერთია, ეს მელია, კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი“, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი. ეგ არის და ეგ… კითხვაც კი აღარ არსებობს“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანი - ფიქრია ჩიხრაძე

პოლიტიკა 1709188343

„ვახ, ამ  მართლა  წმინდას - ილია ჭავჭავაძეს რა იღბალი აქვს... მამუკა ხაზარაძისთვის შეუდარებიათ, მოკლედ, ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა ამ „შედარებებს“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანი პარტია „ლელოს“ წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში. „ვახ, ამ  მართლა  წმინდას - ილია ჭავჭავაძეს რა იღბალი აქვს რა ….ამ საღამოს შევიტყვე მამუკა ხაზარაძისთვის შეუდარებიათ, მოკლედ ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა ამ „შედარებებს“, ხან  ბიძინას უთხრეს ექვთიმე ხარო, ხან აკაკიო და ასე…….  ბარათაშვილს  ველოდებით ნიკოლოზს  რა იღბალი ექნება ნეტავ ვისთვის  შემოინახეს? ერთს მივამსგავსე - „მარა“ ქალია  და რა ვიცი , სადაც ხაზარაძისთვის ილია გაიმეტეს, არ გამოვრიცხავ, რა არ ხდება ?!ეჰ ნეტავ მართლა „კაცია ადამიანი?!“იფიქრე ! იფიქრე რა ადამიანო , სანამ  „ნაფიქრ“  ნაწვალევ  ქათინაურს  „ამოამზეურებ“ და მევახშეს  გაატან  ერთგულების დასამტკიცებლად  და „ფიქრთ გასართველად“ გეფიქრა რა  ფიქრია...“ - წერს თაკო ჩარკვიანი. შეგახსენებთ, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა: „პოლიტიკოსს თუ არ ესმის ეკონომიკის განვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს ბანკს, წაიკითხოს ილია ჭავჭავაძე ...“.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა 1708373020

VIDEO: პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს... - თაკო ჩარკვიანი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს... - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე გამიხარდა თუ ის მოქმედებაში მოიყვანს იმას, რასაც ამბობს. მაშინ ჩვენ გვექნება უფლება სამომავლოდ ისტორიულად ვთქვათ, რომ ამ ქალმა წვლილი შეიტანა და საქართველოს რაღაც გააკეთა... თუ შეიწყალებს  მოქმედებაში იქნება მოყვანილი ის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს და სამართლებრივი სისტემა გამოსწორდეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მან დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

გოგა ხაინდრავა

პოლიტიკა 1706175578

დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე - გოგა ხაინდრავა თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმიანება.„თაკო ჩარკვიანი: 13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი. 1975 წელს!მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრესგია ჭანტურია - 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო.დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!თუ არა და...წარმოდგენაც მზარავს!“, - წერს გოგა ხაინდრავა.„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი“.