თავდაცვა

საზოგადოება • 1790797200

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ბაქოს ექსპო ცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაქოს ექსპო ცენტრში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, თავდაცვით აღჭურვილობებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერულ, რეკოგნოსცირებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო საფრენ და სახმელეთო აპარატებს.ADEX 2026 აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. სამხედრო ინდუსტრიულ გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენა რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

თავდაცვა დროშა

საზოგადოება • 1790454666

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.

მუხროვანი

საზოგადოება • 1790404261

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა.ღონისძიებას თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფიციალური პირები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

ყაზახეთში

მსოფლიო • 1790358240

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.„ბიბისის“ ცნობით, ჯარისკაცები კასპიის ზღვამ გაიტაცა, კიდევ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირია დაკავებული. მათ სამსახურებრივ დაუდევრობასა და გემის მართვის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს. დაკავებულებს შორის არიან ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილე, ორი სამხედრო ნაწილის მეთაური, ასევე საზღვაო ქვეითთა ასეულის და კატარღის მეთაურები.შემთხვევა 24 სექტემბერს, ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთით, მანგისტაუს ოლქში მოხდა.ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა, რომ ზღვამ 17 ადამიანი გაიტაცა. მისივე თქმით, შემთხვევა სასწავლო-საბრძოლო დავალების შესრულებისას, მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების შედეგად მოხდა.ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და 25 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თავდაცვა

საზოგადოება • 1790341301

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს

25 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო მოძღვრის დღეს აღნიშნავს. კაპელანის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ახალი მთავარი სამხედრო მოძღვრის კაპელანებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებასა და საქართველოს საპატრიარქოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი.კაპელანებს სიტყვით მიმართა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. ყოფილ მთავარ კაპელანს, დეკანოზ დავით ლონდარიძეს სამხედრო კაპელანის მსახურების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და უწყების თანამშრომლები დაესწრნენ.წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების  დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მამა დავით ლონდარიძემ და მამა გურამ ჭარელაშვილმა წირვა აღავლინეს.სამხედრო მოძღვრის დღის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა მთავარი კაპელანის სამხედრო მოძღვრებთან ლექცია-სემინარი, სადაც  კაპელანთა გამოცდილება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

სამართალი • 1790323616

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა სასჯელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე იხდიდნენ.ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლისი

საზოგადოება • 1790315959

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა.მარათონში მონაწილეობა საქართველოს  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ)  დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხება.გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს, თავდაცვის ატაშეების ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.

თემურ დადიანი

საზოგადოება • 1790258077

თემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს, თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი ვორსლის ჯილდო გადაეცა.აღნიშნული ჯილდო ენიჭება ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი მიღწევების გზაზე განსაკუთრებული სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოავლინა, დაეხმარა სხვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში, დაძლია სირთულეები და ხელი შეუწყო სპორტის განვითარებას, როგორც რეაბილიტაციის საშუალებას.ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამსახურისას მიღებული მძიმე დაზიანებების შემდეგ, თემურ დადიანმა სპორტის საშუალებით აღიდგინა ფიზიკური ძალა და ფსიქოლოგიური მდგრადობა. იგი „ძლიერთა თამაშების 2025“ წლის ოქროს მედალოსანია, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია პარამკლავჭიდში, გინესის რეკორდი ორჯერ აქვს დამყარებული “აზიდვებში” და საქართველოს პირველი ზამთრის პარალიმპიელია თხილამურებით შეჯიბრში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ზამთრის რამდენიმე პარალიმპიურ თამაშში.თემურ დადიანი, როგორც ადაპტირებული სპორტის სპეციალისტი, თანამებრძოლების, მათ შორის მძიმე დაზიანებების მქონე პირების, აქტიური მხარდამჭერია სპორტისა და რეაბილიტაციის პროცესში.დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 17 სექტემბერს, ლონდონში, „სამეფო საზღვაო კოლეჯში“ გაიმართა. ჯილდო თემურ დადიანს სასექსის ჰერცოგმა - პრინცმა ჰარიმ, მაქს და ალისია უორსლისებთან ერთად გადასცა.

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საზოგადოება • 1790230202

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.შეხვედრები გაიმართა სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები.ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კობა კობალაძე

საზოგადოება • 1790165314

კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის (აშშ) ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს, კლინტ ქაუზერს, მის თანმხლებ დელეგაციას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძე სტუმრებს ვრცლად ესაუბრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებისა და განვითარების დინამიკაზე, იმ პროგრამებზე, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოს, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა ვეტერანთა რესოციალიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის განხორციელებულ პროექტებზე; იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს სამსახურის ბენეფიციართა ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კობა კობალაძემ ისაუბრა,ასევე, სამსახურის მომავალ გეგმებსა და ამოცანებზე.სამსახურის დირექტორმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მიმართ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე. მან განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელობა იმ გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულებისათვის, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება გამოცდილების გაზიარების, თავდაცვის სტრუქტურების გაძლიერებისა და მხარეთა შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით: ’’ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს გიმასპინძლოთ თქვენ, წარმომადგენლებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა, რომლის საპატიო წევრიც გახლავართ 2002 წლიდან და რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურს გულთბილი მასპინძლობის, საინტერესო საუბრისა, სამსახურის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების პირობა აღუთქვეს. ამერიკელმა სტუმრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს კობა კობალაძის მიმართ იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამერიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად გასწია და მას ჯორჯიის შტატის სამახსოვრო დაფა გადასცეს: ‘’ დაე, ამ პარტნიორობამ ხელი შეუწყოს ჩვენი ვეტერანებისადმი ზრუნვის, მათი ღვაწლის დაფასებისა და მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ მიერ გაწეული სამსახურისა და თავგანწირული მემკვიდეობის შენარჩუნებით,’’-ეს ამონარიდი გახლავთ სამახსოვრო დაფიდან.შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია და სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

მეგის ქარდავა

სამართალი • 1790074419

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მაკრონი კარნი

პოლიტიკა • 1790005960

ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ამის შესახებ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსით, როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასევე ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის რანგში“, – განაცხადა მაკრონმა.„კანადასა და საფრანგეთს შორის, მათ უახლოეს წერტილებში, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია. ჩვენი ღირებულებები კი კიდევ უფრო ახლოსაა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ფრანგულ ენაზე.მედია აღნიშნავს, რომ ლიდერები სენ-პიერისა და მიკელონის კუნძულებზე შეხვდნენ ერთმანეთს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მდებარეობს და სადაც საფრანგეთსა და კანადას ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს.კარნის განცხადებით, ქვეყნები თავიანთ კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს დაავალებენ, შეიმუშაონ და გააზიარონ ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაშვების სისტემები და მიწაზე განთავსებული მიმღები ინფრასტრუქტურა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

✕