ზაზა თელია

საზოგადოება 1789055458

ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას“, – ამის შესახებ ექიმმა, ზაზა თელიამ „კოტcast“- ში ისაუბრა.დერმატოლოგმა განმარტა, რა იწვევს აკნეს: „არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და მიიღო თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი და დაეწყო აკნე. B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B12 ატომური ბომბიათქო, ეს არის 100 მაგი ატომური ბომბი. B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“, – ამბობს ზაზა თელია. 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1788542125

ეს არის დანაშაული... ამ ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს - ზაზა თელიას გაფრთხილება

"D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას.D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის ორ წლამდე ასაკი, როცა ხდება რაქიტის პროფილაქტიკა“, – ამის შესახებ ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში, „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.თელია ამბობს, რომ „განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს“:„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით 20 ნანოგრამია. ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს.მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითაც 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული.გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 % იღებს D ვიტამინს. პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში, თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო. პაციენტი ჩემგან რომ მოდის, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს”, – ამბობს თელია.

ზაზა თელია

საზოგადოება 1788073860

„ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ფატალური შედეგი...“ – ზაზა თელიას გაფრთხილება

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ორი ნივთიერების ურთიერთქმედების დროს მოსალოდნელ შედეგებს ეხება.„Chromium (ქრომი) – ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში. საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled) სამეცნიერო მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით. ანუ წონის კლების მიზნით როცა გინიშნავენ არაეფექტურია.გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს. გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის – ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ- ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა. კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ -მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას – მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინიდათუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს – მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში. 

ზაზა თელია

რჩევები 1787917392

სველი თმის დავარცხნა, ნუნების მოჭრა, გასწორება - ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს

ნუნების მოჭრა, ან 10 წუთზე მეტ ხანს ბანაობა შეცდომაა - ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს.ცნობილი დერმატოლოგი, მავნე ჩვევათა ჩამონათვალში, მაკიაჟით დაძინებასა და შილაკის პროცედურაზეც ამახვილებს ყურადღებას."1. "პრიშიკების" ხელით წვალება2. მაკიაჟით დაძინება3. ცხელი წყლით ბანაობა4. ნუნების მოჭრა, გასწორება (Trimming Cuticles)5. ფრჩხილების მოკვნეტა6. ყოველდღიურად თმის ვარცხნილობის კეთება თმის უთოს გამოყენებით7. სველი თმის დავარცხნა8. შხაპის მიღება 5-10 წუთზე მეტხანს9. გარუჯვა10. გაპარსვა ამოსული თმის საპირისპირო მიმართულებით11. სავარჯიშო ტანსაცმლის მეორედ გამოყენება გარეცხვის გარეშე12. ტუჩების კბენა13. შილაქის კეთება," - წერს ზაზა თელია "ფეისბუქზე".

დერმატოლოგი

საზოგადოება 1787772401

გადაყრილი ფული, სარგებელი ნულის ტოლფასი - ზაზა თელიას გაფრთხილება ცნობილ დანამატზე

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია პოპულარული დანამატის, ომეგა-3-ის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.ექიმის განმარტებით, მოსახლეობა ომეგა 3-ის „სუპერმენობაში“ დარწმუნებულია და სჯერათ, რომ ის სასარგებლოა, თუმცა სპეციალისტი კონკრეტულ კვლევებს ასახელებს და ამბობს, რომ „ბოლო 2 წელიწადში ჩატარებული რენდომიზირებული  რამდენიმე კვლევის მიხედვით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკის მატება დაფიქსირდა:„ომეგა-3 – გადაყრილი ფული, სარგებელი ნულის ტოლფასი და ჯანმრთელობის რისკები:ბოლო პერიოდია ძალზედ პოპულარული გახდა ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს მასშტაბი.აქვს თუ არა დანამატის სახით მის მიღებას ბიოლოგიური ეფექტი? ყველაფერი დაიწყო ესკიმოსებიდან…II მსოფილო ომის შემდგომ ესკიმოსების პოპულაციაზე დაკვირვების შედეგად გრენლანდიასა და ალიასკაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევალენტობა (ავადობა) ძალიან დაბალი იყო.ისინი რა თქმა უნდა მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით თევზეულს და სელაპის ხორცს.მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გამოქვეყნდა რომელიც ასკვნიდა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობაზე, დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე შეუძლია პრევენციის მოხდენა დაავადებების განვითარების როგორებიცაა:• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები• ჰიპერლიპიდემია• ტიპი 2 დიაბეტი• სხვადასხვა სიმსივნეები• მენტალური პრიბლემები• ალცჰეიმერის დაავადება• დეპრესია და შფოთი• გულის უკმარისობა• ხერხემლის დისკის პრობლემები• ყურადღების დეფიციტის დარღვევა• მენოპაუზა• რევმატოიდული ართრიტი• ასთმა• პერიოდონტიტი• ეპილეფსია• ქიმიოთერაპიის მიმართ ტოლერანტობა• პრემენსტრუალური სინდრომი• ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.ეს იყო კვლევები რომლებიც სწავლობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ასოციაციას (association) ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კავშირს (relationship) !!!! და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა, ასევე ჩვენამდე მოაღწია ამ კვლევების მეტა-ანალიზმა.86 ჩატარებული რენდომიზირებული კვლევის მეტა-ანალიზის შედეგქდ რომელშიც მონაწილებდა 162,000 ადამიანი - ომეგა-3 მიღებით ვერ იქნა ნანახი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი მიოკარდიუმის ინფარქტის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი ინსულტის შემცირების რისკი. სამეცნიერო მონაცემების თანახმად - მართლაც შემცირდა გულის კორონარული დაავადების რისკი, მაგრამ...ამის მიუხედავად - NNT=334ანუ - ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში 334 პაციენტს სისტემატურად უნდა მისცე ომეგა-3 დანამატის სახით იმისათვის რომ მოახდინო გულის პრობლემით გამოწვეული 1 სიკვდილის შემთხვევის პრევენცია. https://www.cochranelibrary.com/.../14651858.../full/es https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/24472636/ გარდა ამისა, ჩვენამდე მოაღწია......ექვსმა კვლევამ ალცჰეიმერის დაავადების და სამმა კვლევამ დემენციის შესახებ, ასევე დეპრესიის შესახებ  მონაწილეობდა 600-800 ადამიანი, მონაწილეობდა 18 353 ადამიანი.ასევე ვერ იქნა ნანახი ომეგა-3 დადებითი ეფექტიhttps://jamanetwork.com/jou.../jama/article-abstract/2787320 და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია... 31 პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დეპრესიის და შფოთის დარღვევის შესახებ 50,000 მონაწილე - ვერ იქნა ნანახი პოზიტიური შედეგი ომეგა-3 მოხმარებით https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6625364/ომეგა-3 დანამტის სახით მიღება არ ახდენს მშრალი თვალის სინდრომის პრევენციას - ორმაგი, ბრმა, რენდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი დიდი კვლევა (მონაწილეობდა >23000 ადამიანი) JAMA, August 16, 2022;328(7):610. პოტენციური გვერდითი ეფექტებისაჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს...და ჩვენამდე მოაღწია...ომეგა-3 და D ვიტამინის დანამატის სახით მიღების გავლენა წინაგულთა ფიბრილაციის პრევენციის კუთხით.ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონკრეტული დოზირების მიღების შემთხვევაში იზრდება წინაგულთა ფიბრილაციის რისკი.https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT02178410გამდიდრება - 2019 წელს ომეგა-3 გლობალურმა გაყიდვამ შეადგინა $4.1 მილიარდი. ეს მაჩვენებელი გაორმაგდა 2025 წლისთვის.რატომ? - ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობას დედამიწაზე ძლიერ სჯერათ მის "სუპერმენობაში" და სჯერათ რომ რომ ის სასარგებლოა.არებული რენდომიზირებული რამოდენიმე კვლევის მიხედივით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკი მატება დაფიქსირდა,- წერს ზაზა თელია.

დერმატოლოგი

საზოგადოება 1787517990

„ამ თემას მეტს აღარ გავშლი“ - ზაზა თელია სარეცხი საპნის შესახებ მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს

სარეცხ საპონს სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად იყენებენ. ასევე, გოგირდის საპონსაც მიმართავენ. რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება – თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:„სარეცხი საპონი ტანსაცმლის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ. ამ თემას მეტს აღარ გავშლი. პარადოქსულად ჟღერს ეს ფაქტი, რომ ადამიანები ვინმეს რჩევითა და რეკომენდაციით სარეცხ საპონს კანის გასასუფთავებლად, დასაბანად იყენებენ.არ შეიძლება, არ არის, რეკომენდებული. რაც შეეხება გოგირდის ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა გარეგანი გამოყენების ლოსიონები და ასე შემდეგ, დერმატოლოგიაში წლების წინ გამოიყენებოდა. დერმატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია.დღეის მონაცემებით, გოგირდის გამოყენება რეკომენდებული აღარ არის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პრობლემა უკეთესად ვმართოთ“, - აცხადებს ზაზა თელია.

ზაზა თელია

საზოგადოება 1787097626

დემენციის ადრეული ნიშნები - ზაზა თელია განმარტავს

რა ნიშნებით ამოვიცნოთ დემენცია და როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა ადრეულ ეტაპზე – ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:„დემენცია – ეს არის “ქოლგა ტერმინი”, რომელიც გარკვეული სიმპტომების ერთობლიობას მოიცავს. ეს კოგნიტური უნარების დაქვეითებაა. კოგნიტური უნარი კი ჩვენი თავის ტვინის მიერ ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებასა დაშენახვას გულისხმობს. შესაბამისად, ამ დროს აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითება გვხვდება. ანუ, დემენცია აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითების ერთობლიობაა. მას სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს და მაგალითებზეც გეტყვით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.ასაკი ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, თუმცა დემენციის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ალცჰაიმერი უფრო მეტად 65 წლის ზევით გვხვდება. გენეტიკა და ოჯახური ისტორია რისკებს, რა თქმა უნდა, ზრდის, თუმცა ყოველთვის გადამწყვეტი არ არის.მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაც: ეგრეთ წოდებული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი. ეს ყველაფერი პროცესზე პირდაპირ გავლენას ახდენს.ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება (რაც ერთ-ერთი მაღალი რისკ-ფაქტორია), ჭარბი ალკოჰოლი და სიმსუქნე. მეტაბოლური ფაქტორებიდან – დიაბეტი და, როგორც გითხარით, სიმსუქნე. ასევე თავის გარკვეული ტიპის ტრავმები და ძილის აპნოე.მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.ორიენტაციის დარღვევა – ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა.კომუნიკაციის სირთულე – როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია.რთული ამოცანების შესრულების გაძნელება – მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება.ფსიქოლოგიური ცვლილებები – კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება“,- ამბობს ზაზა თელია. 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1786819331

„იწვევს თუ არა შილაკი კიბოს?“ – ზაზა თელიას პასუხი

დერმატოლოგი ზაზა თელია „მედგიდს“ სტუმრობდა სადაც უპასუხა წამყვანის, სოფო ჯაფარიძის კითხვას – „იწვევს თუ არა შილაკი კიბოს?!“„არა. შილაკი კიბოს არ იწვევს. აქ საუბარია დასხივებაზე. გაშრობისას, როგორც წესი გამოიყენება ულტრაიისფერი ან ინფრაწითელი სხივი. როდესაც ვუყურებთ ჩვენ მონაცემებს, ერთიც და მეორეც დამაზიანებელია. ერთიც და მეორეც უჯრედებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ერთიც და მეორეც აზიანებს დნმ-ს.ზუსტად ეს ნათება, როგორც ულტრაიისფერი, ისე ინფრაწითელი სხივი არის დამაზიანებელი ჩვენი კანისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარკვეული ტიპის მონაცემები არსებობს, რომ ეს ნათება ასოცირებული შეიძლება იყოს კიბოსთან, რომელიც შილაკის შრობის დროს გამოიყენება“, – აცხადებს ზაზა თელია.

დერმატოლოგი

საზოგადოება 1785524571

ამ ნიშნებით დემენციას ადრეულ ეტაპზე ამოიცნობთ - ზაზა თელიას რჩევა

რომელი ნიშნებით შეგვიძლია, დემენციქ ადრეულ ეტაპზე  აღმოვაჩინოთ - ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"ვრცლად საუბრობს:„დემენციის ადრეული ნიშნები  და სიმპტომები:​მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.ორიენტაციის დარღვევა - ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა. ​კომუნიკაციის სირთულე - როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია. ​რთული ამოცანების შესრულების გაძნელება - მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება. ​ფსიქოლოგიური ცვლილებები - კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება",- ამბობს ზაზა თელია.

დანამატები

რჩევები 1783948320

რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში - ზაზა თელიას რჩევები

რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა:„მედიცინა არის დარგი, სადაც ექიმის ან კონკრეტული ადამიანის გამოცდილება არის ნულის ტოლფასი. ამიტომ ყოველთვის უნდა ისაუბროთ სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე. საკვები დანამატები, ურეცეპტოდ გაცემული ვიტამინები, არის არაკონტროლირებადი ყველა ქვეყანაში. Fda - ამ ყველაფერს არ ამოწმებს, უბრალოდ გამოსცემს ხოლმე გაფრთხილებებს. არასწორი ეტიკეტირებისაა ძალიან დიდი პროცენტულობა, ასეთი დანამატებისა და მედიკამენტების. თერმული ეფექტი საკვების გადამუშავებისა, არის საჭირო იმისათვის რომ წონაში დავიკლოთ. ანუ ჩვენი ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ საკვები დაშალოს. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ საკვების არ მიღებით და ვიტამინების სმით ხარჯავს ენერგიას. ასეთი სახით მკურნალობისას, ხდება ინსულინის გამოტყორცნა პანკრეასის მიერ. როდესაც ასეთ დანამატს ვიღებთ, სწრაფად გამოიმუშავება ინსულინი, მივდივართ შიმშილის შეგრძნებამდე და რეზისტენტობამდე“, - აღნიშნა ზაზა თელიამ. 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1783720884

„ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს და სიმსივნის განვითარების რისკი იმატებს“ - ზაზა თელიას გაფრთხილება

 ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე - "შილაკის" საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი...დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას."ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან - ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება - პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში - ეს არის მეორე საკითხი.ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,"- აცხადებს ზაზა თელია. რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს - დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ."რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით - ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები - იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე - გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,"- დასძინა თელიამ.ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით."თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში - დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,"-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა. იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი :"რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა - უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი - მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,"-აცხადებს ზაზა თელია. 

ზაზა თელია

საზოგადოება 1782832745

თუ კანზე გამოხატულია ეს სიმპტომები... მიმართეთ ექიმს - ზაზა თელიას მიმართვა

მაღალი ქოლესტერინი მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ის ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში არტერიების კედლებზე გროვდება, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.საბედნიეროდ, ქოლესტერინის დონის კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ცხოვრების წესის მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული ცვლილებებით.ხშირ შემთხვევაში, მაღალი ქოლესტერინი არის "ჩუმ" მდგომარეობაში და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ბევრი, განსაკუთრებით მცირე წონის მქონე ადამიანი, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ მაღალი ქოლესტერინი, იქამდე სანამ არ განვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში"დილამშვიდობისასაქართველო" საუბრობს კანზე გამოხატული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მომატებულ ქოლესტერინის დონზე მიგვანიშნებს: