რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1792662001

რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს პროცესებში ჩაერიონ, ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებენ

ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებსა და პროცესებში ჩაერიონ. ისინი ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ პირდაპირ ილაშქრებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, დიდი ხანია, ევრობიუროკრატები ორმაგ სახეს და ორმაგ სტანდარტებს არიან ამოფარებულები.„მსგავსი განცხადებები ძირს იმ ინსტიტუტების სანდოობას უთხრის, რომლებსაც თითქოსდა ისინი წარმოდგენენ. მით უმეტეს, როდესაც მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე, საჯაროა. საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს აკვირდება და მას სასამართლოსთან ერთად ის მანდატი აქვს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანოს. „ალდე“ ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას აერთიანებდა. დასამართლოზე მისი თავდასხმა გვახსოვს, მაგრამ მაშინ, „ალდე“-ს ეს ტერორისტული აქტი არც დაუგმია, არც შეუფასებია, არც გამიჯნია, რითაც პოლიტიკური ტერორიზმი წახალისდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი უფლება არ აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საკონსტიტუციო პროცესებში ჩაერიონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას ეხმიანება, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ. როგორც „ალდეს“ განცხადებაშია ნათქვამი: „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“

ნოდარ ბოკერია

პოლიტიკა • 1792157279

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი წაუკითხა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეხება.„მოსაზრება, რომ პარტიების აკრძალვის დღის წესრიგში დაყენება არადემოკრატიულია, თავისივე შინაარსშია არაკონსტიტუციური განცხადება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უზენაესი კანონმდებლობა აქტიურად იცავს პლურალიზმს და პარტიების თავისუფლებას, თუმცა ამავდროულად მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც ხელისუფლებას და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკმაოდ ეფექტიანი რეაგირება და პასუხი. თქვენ ალბათ კონსტიტუცია წაკითხული არ გექნებათ და წაგიკითხავთ. 23-ე მუხლი: დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. აგრეთვე, ისეთი პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას; აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პარტიების აკრძალვის პრაქტიკა მიღებულია მეთოდია ევროპის სასამართლოებშიც.ნოდარ ბოკერიამ „ლელოს“ ყოფილ ლიდერებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე ალეკო ელისაშვილის ბრალეულობასა და ამ საკითხისადმი ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დაირღვა კონსტიტუციური წყობილების ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ადამიანის უფლებები და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს არსებობა.„მე გაგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის ყოფილი ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ამ პარტიასთან აფელირებულნი, ხალხზე ფსიქოლოგიურ თუ ფინანსურ ზეწოლას ახდენდნენ. მათ არაერთი ბიზნესის რეკეტი განახორციელეს და ხალხს ქონება გამოსძალეს. ეს ხომ არის ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევა და კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპის შელახვა, რაც პირდაპირ კავშირშია კონსტიტუციურ წყობილებასთან?!თქვენი პარტიის კიდევ ერთი პოლიტიკური სიკეთე - ალეკო ელისაშვილი - რომ გამოვიდა და სასამართლო კანცელარიის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, დაწვა სცადა, ეს ხომ პრობლემაა! აქ უნდა ვიკითხოთ, იყო ალეკო ელისაშვილის ქმედება ინდივიდუალური თუ პარტიის კურსის გაგრძელება? თქვენ რომ გამოსულიყავით და ალეკო ელისაშვილის ქმედება დაგეგმოთ, ის შეირაცხებოდა ინდივიდუალურად მოქმედ პირად, თუმცა თქვენ მისი გამართლება სცადეთ. თქვით, რომ ეს იყო ანგარიშსწორება ალეკო ელისაშვილის მიმართ და რომ ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს კომენტარი გააკეთეთ ტერორისტულ აქტზე.თქვენი პარტიის ლიდერი იყო, ვინც ჩვენთვის სტრატეგიული ობიექტის მუშაობა გააჩერა, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. ორჯერ საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე აგეთ პასუხი. ასე რომ, თქვენს ადგილას ბოდიშს მოვიხდიდი იმ დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართა თქვენმა პარტიამ“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791382260

ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამარცხვინო სპეკულაცია არ შეიძლება იყოს კომენტარის საგანი.„რა შუაშია ალეკო ელისაშვილის პატიმრობა და რუსეთი, რა შუაშია ბარამიძის პატიმრობა, მისი სრულიად სამარცხვინო და არალეგიტიმური განცხადებების გამო და რუსეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ ასეთ განცხადებებს, არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე

პოლიტიკა • 1790433878

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან,  არავითარი პრინციპები არ აქვთ,  ამის შედეგია, რომ  არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები - პრემიერი

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილი

სამართალი • 1789654645

საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოძიება ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.ბრალდება ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი."მოცემულ საქმეში, რა თქმა უნდა, არის არაერთი მოწმე წარმოდგენილი, მოპოვებულია ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში დაადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას", - განაცხადა საქმის პროკურორმა დათო დევიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტ

სამართალი • 1788179640

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, კომიტეტის აპარატმა ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შესაბამისი წერილები გაუგზავნა სამუშაო ჯგუფში კანდიდატურების წარსადგენად.სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ექვსი წევრი - არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარადგინა, პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ ერთი წევრი - ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ ასევე ერთი წევრი - გურამ მაჭარაშვილი.სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი.როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ფრაქციას „საქართველოსთვის“ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენელი არ ეყოლება.„სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტი, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, არა უადრეს 14 დღისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმენს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტის ფოიე

პოლიტიკა • 1788173477

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.„გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია არჩილ გორდულაძის, რატი იონათამიშვილის დავით მათიკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, აკაკი ალადაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურები. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილია გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა, ხოლო საპარლამენტო ჯგუფი „ევროპელი სოციალისტებისგან“ ნიკა ელისაშვილი. რაც შეეხება არასაპარლამენტო სუბიექტებს, ტრადიციისამებრ, რომელიც დამკვიდრებულია არაერთი წელია და როგორც წესი, არის ხოლმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, ამ შემთხვევაში ოთარ ჩახუნაშვილი იქნება სამუშაო ჯგუფის წევრი. შემდეგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი. გთავაზობთ, სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. გთავაზობთ ამ ვერსიას, ასევე, გაცნობებთ, რომ ფრაქციას „საქართველოსთვის“ გაეგზავნა წერილი, მათ აპარატთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურებული იქნა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნებიან. ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ჩვენ შეგვეძლება, კანონით გათვალისწინებულ ვადაში და არა უადრეს 14 დღისა, მოვუსმინოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვსმა პირმა მიმართა, რის შემდეგაც კანდიდატების საჯარო მოსმენა გაიმართა. იუსტიციის საბჭოს წევრების შეფასებების შედეგად შემდეგ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი დავით მამისეიშვილი. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის მიზნით, მამისეიშვილის კანდიდატურას კენჭი ეყარა. სხდომას იუსტიციის საბჭოს ცამეტი წევრი ესწრებოდა და მას ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი. დავით მამისეიშვილს პარლამენტში სავარაუდოდ ორ კვირაში მოუსმენენ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1784233444

ირაკლი კობახიძე:როდესაც ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას და აქედან ოთხი არის თან ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი, უცხოური აგენტურის დაკვეთაა, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა, რასაც ვერ დავუშვებთ

როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ.„საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ტერორზე. ჯერ გავიხსენებ 2004-2012 წლის მოვლენებს, როდესაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ იყო ქართველი ხალხი და ამას აკეთებდა სწორედ გარედან მართული აგენტურა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში. მის შემდეგაც, განსაკუთრებით რომ ავიღოთ ბოლო წლები, 2020 წლის ბოლოდან პერიოდი, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. რა პროცესები გამოვიარეთ - რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება, ერთადერთი დაკვეთა - ეს არის სწორედ ის, რომ მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ უნდა ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები რაც გადაიდგა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი და განაცხადა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. სუპერ სამშაბათი არის აქეთ და შავი დღე დემოკრატიისთვის - ერთი და იგივე ფარსია ეს სუპერ სამშაბათიც და ეს შავი დღე დემოკრატიისთვის, ერთიც და მეორეც. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, ის განცხადება, რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში.„როდესაც შენს ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას და აქედან ოთხი არის თან ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ელისაშვილის შემთხვევაც, რომელმაც პირდაპირ ტერორისტული აქტი მოაწყო, სასამართლო შენობის დაწვა სცადა და ამის მიმართაც კი იკადრეს თანაგრძნობის გამოხატვა. მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც, რეალურად თუ ჩავუღრმავდებით მის განცხადებას, მან ტერორისტულ აქტს უწოდა რეალურად გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება. სწორ ინტერპრეტაციას თუ გავუკეთებთ მის ამ განცხადებას, მან გაუთანაბრა გამოხატვის თავისუფლებას ტერორისტული აქტი, რომლის მცდელობაც ჰქონდა ელისაშვილს სასამართლო შენობის დაწვის სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სუბიექტური მომენტია.„საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. რეალურად, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ცდილობს ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტის შენობის დაწვას, ეს არის თავისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არსით, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1784114956

შალვა პაპუაშვილი ელისაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის დამატებით აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.„ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია. სხვათა შორის, მანიპულირებდა, თითქოს მე ვთქვი, რომ მან იარაღი იყიდაო, ამას აბრალებსო. მე ვთქვი, რომ მისი განცხადება იყო, რომ ეყიდა. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. კიდევ ერთხელ, ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის, ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც დამატებით იმუქრებოდა ალეკო ელისაშვილი. სჯობდა აეხსნა დამატებით, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან. ის დანაშაული, რაც დაადასტურა სასამართლომ, ამას რომ მოჰყვებოდა სასჯელი მე მგონი თვითონაც კარგად ხვდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1783943690

შალვა პაპუაშვილი: კაია კალასსა და მარტა კოსს თავიანთ რიგებში ჰყავთ ძალადობის განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ

ამ ესკალაციას გარკვეული პერიოდია, ვაკვირდებით. „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს ადამიანის ღირსებაზე შეურაცხყოფას და სიტყვიერ თავდასხმას. მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, კაია კალასსა და მარტა კოსს საკუთარ რიგებში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები და განმახორციელებლები, კერძოდ, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ.„ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას გასცდნენ და საქმე ტერორისტულ აქტამდე მივიდა, რაზეც ალეკო ელისაშვილს შესაბამისი სასჯელი მიესაჯა. ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ ტოლერანტობას იჩენენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ალდეს“, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს. განსაკუთრებით სკანდალურია ის, რომ „ალდეს“ ლიდერები არიან მარტა კოსი და კაია კალასი, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხს აგებენ საქართველოსთან დაკავშირებით. როცა ტერორისტთან ერთად ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს დიდი სკანდალია. კვალიფიკაციას და დანაშაულს სასამართლო ადგენს, რომელიც ჩატარდა, მტკიცებულებები იყო წარდგენილი, განაჩენი კი – გამოტანილი. მგონი, ყველას თვალები გვაქვს და ვხედავთ. შევთანხმდით, რომ ელისაშვილი ტერორისტია? მოტივზე ელისაშვილმა სასამართლოზე ილაპარაკა, მათ შორის იმაზე, როგორ გეგმავდა ეყიდა ავტომატები თუ რაღაც, მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა. ზუსტად ეს თქვა. სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ თავიდან აპირებდა, დაეცხრილა. ყველა ტერორისტი იმას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ვინც ბავშვებს კლავს, ვინც მანქანებს აფეთქებს, ვინც შენობებს წვავს. ყველა ტერორისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. ადამიანი, რომელიც ტერორისტულ აქტს ჩაიდენს, ტერორისტია. ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ეს სასამართლომ დაადგინა. შევთანხმდით, რომ ტერორისტული აქტია?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1783941454

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა

თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა, რომ გაცილებით მძიმე დანაშაულის ჩადენას გეგმავდა.„კვალიფიკაციას და დანაშაულს ადგენს სასამართლო. სასამართლო ჩატარდა, ყველა მტკიცებულება იქნა წარდგენილი და განაჩენი იქნა გამოტანილი.ყველამ ჩვენი თვალით, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, რაც მოხდა. ძალადობრივი ქმედება არის ტერორიზმი თუ სხვა ტიპის დანაშაული, აქ მთავარი განმასხვავებელი არის მათ შორის მოტივი. მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის. ყველა ტერორისტი ამას ამბობს ვინც ქალებს, ბავშვებს კლავს, ვინც მანქანებს და შენობებს აფეთქებს, ყველა ტერორისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ლიზა გეგეჭკორი

პოლიტიკა • 1783758773

დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ - ლიზა გეგეჭკორი

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ.„წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ. ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე! მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმა-პური მიჰქონდათ.ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები! ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?! და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადექვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო. ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად. დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!”-წერს ლიზა გეგეჭკორი.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 12:22 Mariam მიერ: ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე. გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ. “წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ. ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე! მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმა-პური მიჰქონდათ. ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები! ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?! და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადექვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო. ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად. დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!”-წერს ლიზა გეგეჭკორი. 

✕