margaita

ისტორიები 1755614595

ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"

"- ქალი შემიყვარდა!- ნამეტნავად?- ვაი, ვაი, რომ ნამეტნავად..."ერთაოზს მარგალიტა, ნამეტნავად, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცებამ შეაყვარა;მარგალიტას ლამაზ დეკოლტეზე დამშვენებული მედალიონი არა მხოლოდ ერთაოზს და ხუტას, თხუთმეტიოდე წლის ტელეგრაფისტ გაბოსაც მაცდურად ხვდება თვალში; და ეს მედალიონი, საერთოდ, ამ კეკლუცი ქალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს; ჩვეულებრივი გულსაკიდი რომ გგონია და "საჭიროების" შემთხვევაში, საფიცარ ხატად რომ გადააქცევს;მომხიბვლელი "სამიზნე" სცენარისტმა, გენიალურმა რეზო გაბრიაძემ და შედევრის რეჟისორმა, ელდარ შენგელაიამ ერთად მოიფიქრეს, თუ კონკრეტულად რომელს ეკუთვნის, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცების მაგია, სამწუხაროდ, უცნობია...მაინც ვინ იყო წმინდა პორფირე?მართლმადიდებლური სამყარო რამდენიმე წმინდა პორფირეს გვაცნობს;წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის ხსენების დღე 15 სექტემბერს აღინიშნება;პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.ღირსი პორფირე კავსოკალიველი საბერძნეთში, ევიას პროვინციაში, ალივერის სიახლოვეს, 1906 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მისი მშობლები უბრალო გლეხები იყვნენ, ღარიბები, მაგრამ ღვთისმოშიშები. თავიანთ ვაჟს სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის შიში. მამა პორფირე შემდგომში ჰყვებოდა:"ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ. სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი."გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა და ათონის მთაზე გამგზავრებულიყო, მაგრამ მას ამ სურვილის ასრულებაში სხვადასხვა გარემოებები ეწინააღმდეგებოდა. მთაწმინდაზე მისვლა მხოლოდ 14-15 წლისამ შეძლო."არ ვიცოდი, სიზარმაცე რა იყო. დიახ, მე მართლაც არ მებრალებოდა საკუთარი სხეული. როცა მუხლები ამტკივდებოდა, მათზე შურისძიება მინდოდა ხოლმე. უფრო მძიმე ტვირთს ვიღებდი და კვლავ ვამბობდი: "ესეც წაიღე, ბებერო ვირო!"... განაგრძეთ კითხვა

თინათინ რუხაძე

საზოგადოება 1754568969

თინათინ რუხაძე: უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის, მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს დამთავრდება

უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის. მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.„ყველაფერი კარგი როდისმე მთავრდება, მაგრამ ჩვენთვის უზარმაზარი დანაკარგია ადამიანურადაც ელდარ შენგელაია და რასაკვირველია, უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის. მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება და ის არასდროს მიატოვებს ამ ქვეყანას. ის იყო აბსოლუტურად ქართული, სიკეთის მოციქული იყო და მე მგონია, რომ ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ გვხვდა წილად, მისი თანამედროვეები ვყოფილიყავით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

ნიკუშა შენგელაია

საზოგადოება 1754568819

ნიკუშა შენგელაია: ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო

ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ, რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე საუბრისას.„ელდარმა თავისი სათქმელი თვითონ თქვა, თვითონ შექმნა თავისი თავი და მე მგონი, ეპოქალური რეჟისორი იყო და ის დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება იქნება კიდევ ბევრი თაობისთვის საინტერესო და მისი სახელი დიდხანს დარჩება საქართველოში და არა მარტო, მის ფარგლებს გარეთაც“,- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაია

საზოგადოება 1754567835

ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.რეჟისორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა.ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს ასევე მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება 1754567648

მიხეილ ყაველაშვილი ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი.სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს ყავეალშვილი.ცნობისთვის, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დირიჟორი  და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე

საზოგადოება 1754565480

ვახტანგ კახიძე: დღეიდან იწყება ელდარ შენგელაიას შემოქმედების სიცოცხლე, რომელიც მის ცხოვრებაშივე იყო აღიარებული, მაგრამ დღეიდან მაინც სულ სხვა აღიარება ექნება ამ ყველაფერს

დღეიდან იწყება ელდარ შენგელაიას შემოქმედების სიცოცხლე, რომელიც მის ცხოვრებაშივე იყო აღიარებული, მაგრამ დღეიდან მაინც სულ სხვა აღიარება ექნება ამ ყველაფერს,- განაცხადა მუსიკოსმა ვახტანგ კახიძემ რეჟისორ ელდარ შენგელაიას სამძიმარზე.„უდიდესი ადამიანი დაკარგა საქართველომ ელდარ შენგელაიას სახით. უდიდესი შემოქმედი, პატრიოტი. მან თავისი ცხოვრების განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და დღეიდან იწყება სხვა ცხოვრება. მისი შემოქმედების სიცოცხლე იწყება დღეიდან, რომელიც უკვე მის ცხოვრებაშივე იყო აღიარებული, მაგრამ დღეიდან მაინც სულ სხვა აღიარება ექნება ამ ყველაფერს“,- განაცხადა კახიძემ.ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე

საზოგადოება 1754562738

გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო - პატრიარქის სამძიმარი შენგელაიას ოჯახს

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.წერილში პატრიარქი ელდარ შენგელაიას ღვწალსა და ცხოვრებაზე წერს.„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე, როგორც ათეისტურ პერიოდ-გამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა.ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა.ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქ-ნ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა.ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ვკითხულობთ პატრიარქის წერილში.ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

ილია მეორე

საზოგადოება 1754557969

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:†ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო;მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე, როგორც ათეისტურ პერიოდ-გამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა.ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა.ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითადმეგობარსა და მეუღლეს, ქ-ნ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა.ილია II სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი. 

ირაკლი კობახიძე

საზოგადოება 1754557872

ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა ელდარ შენგელაიას ოჯახს მიუსამძიმრეს

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა და კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ მთავრობის წევრებიც. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.ამასთან, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალავენ.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი

საზოგადოება 1754557446

სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.სიონის ტაძარში მისთვის პატივის მისაგებად დილიდან მიდიან კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.ამასთან, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.რეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალავენ.ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბიძინა და ეკა

საზოგადოება 1754550961

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები იმყოფებოდნენ

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.ელდარ შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ელდარ შენგელაია

საზოგადოება 1754544653

ელდარ შენგელაიას დღეს დაკრძალავენ

 ქართველ კინორეჟისორს, ელდარ შენგელაიას დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე ტაძრიდან გამოსვენება შედგება. ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.