ზურაბ აბაშიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ზურაბ აბაშიძე

დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სახელით მწუხარება გამოთქვა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ელდარ შენგელაიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში.

„თბილისის საკრებულოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. მისი ფილმები, რომლებიც სამარადჟამოდ დაგვამახსოვრებენ ელდარ შენგელაიას სახელსა და ღვაწლს, მართლაც განსაკუთრებული ფენომენია ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში. ბატონი ელდარის შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, კოლეგებს, მთელ სახელოვნებო საზოგადოებასა და მის ერთგულ მაყურებელს“, - წერს ზურაბ აბაშიძე.

ელდარ შენგელაია იყო მრავალი ქართული და საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. მათ შორის, იგი ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე