ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები სამძიმრის წერილს ავრცელებენ

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძ

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები კინორეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.

ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.