ნინი ბადურაშვილი

ტაბლოიდი 1764448060

„მე არასდროს მნდომებია პოპულარული ვყოფილიყავი...“ - ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო.პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ნინი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი გადაცემიდან წავიდა. ამჯერად იგი სტუმრად ერთერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც პოპულარობასა და ოჯახზე ისაუბრა:„მე არასდროს მნდომებია, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. არასდროს წარმომედგინა ჩემი თავი სცენის და მიკროფონის გარეშე. თუ გაგიმართლა, ამ პროფესიას პოპულარობა მოსდევს. ძალიან ბევრი დადებითი აქვს პოპულარობას, ბერიც უარყოფითი. რაღაცები ერთმანეთს წონის. დღევანდელი გადმოსახედიდან ვისურვებდი პოპულარობას, თუმცა როცა ხარ ცნობადი ბევრს ლაპარაკობენ შენზე. არიან ადამიანები, რომლებზედაც ნაკლები ჭორია. მაღიზიანებდა ხოლმე მაგრამ იმუნიტეტი გამოვიმუშავე ამაზე. მაინც მაქვს რეაქცია.თუ არის ბოროტული ჭორი, რომელიც შენ რეპუტაციას ლახავს ეს ყველაფერი დღესაც მაღიზიანებს. მაგრამ მაინც მეტი დადებითი აქვს, ვიდრე უარყოფითი პოპულარობას. ჩემი ოჯახი რამდენადაც ხელს მიწყობდა კარიერაში, მარტივად გამოვჩნდი, მაინც არის ნეგატიური მხარე. ნებისმიერი ჭორი ოჯახის წევრზე მაინც აისახება ჩემზე. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა მაინც. არასდროს არ მქონია არასრულფასოვნების კომპლექსი“, - ჰყვება ნინი ბადურაშვილი

ეკა

საზოგადოება 1764267848

„ყველაზე ლამაზი დედა-შვილი“ - ნინი ბადურაშვილის და ეკა კახიანის ახალი კადრები

მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა, დედასთან, ეკა კახიანთან გადაღებული ფოტო გააზიარა.ფოტოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა - აღნიშნავდნენ, რომ დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ქეთო თოფურიძე

ტაბლოიდი 1758818787

„მადლობელი ვარ იმ ცხოვრების, რომელსაც ვნატრობდი…“ - რას წერს ქეთო თოფურიძე

მოდელი და ეკა კახიანის შვილი, ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხოვრების მადლობელია და შავ კაბაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:„მადლობელი ვარ იმ ცხოვრების, რომელიც ერთხელ ვინატრე და რისთვისაც ვმუშაობდი“, - წერს ქეთო.

ქეთო თოფურიძე

ტაბლოიდი 1755626963

„კარგი იქნება სცადონ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება...“ - ქეთო თოფურიძე კრიტიკოსებს პასუხობს

ეკა კახიანის უმცროსი შვილი, ქეთო თოფურიძე, რომელიც დედასთან და დებთან ერთად საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება, ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად ესპანეთის კურორტ მარბელაზე ისვენებს. ის „ინსტაგრამის“ სთორიში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს. ქეთო თოფურიძე პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ უმკლავდება მასზე გავრცელებულ ჭორებს:„კარგი იქნება, სცადონ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, აღმოჩნდება, რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვების კრიტიკა“, – აღნიშნავს ქეთო თოფურიძე.

ნინი ბადურაშვილი

faceამბები 1749760631

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი. ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს. 

ნკ

საზოგადოება 1747068442

იმედა კახიანი 88 წლის გახდა - ნახეთ, როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს

მსახიობი, იმედა კახიანი 88 წლის გახდა. მას დაბადების დღეს ეკა კახიანი სოციალურ ქსელში ულოცავს. "ჩემს დიდ იმედს, დიდ სიყვარულს, იმედა კახიანს გაუმარჯოს. 88 ",- წერს ეკა კახიანი.

ქეთო

საზოგადოება 1746114350

ქეთო თოფურიძის პარიზული იუბილე და ემოციური მილოცვა დისგან - ნახეთ, კადრები

მომღერალი, ეკა კახიანი, ოჯახთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს. სწორედ საფრანგეთში აღნიშნა ეკას უმცროსმა შვილმა, ქეთო თოფურიძემ 26 წლის იუბილე. დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.მომღერალი, ნინი ბადურაშვილი დას ტორტით ხელში ულოცავს იუბილეს.ნახეთ, კადრები:

badura

ტაბლოიდი 1745055106

VIDEO: ნინი ბადურაშვილისა და ქეთო თოფურიძის შესანიშნავი დუეტი

ბლოგერი კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს საინტერესო ფოტოებსა და ვიდეოებს.ამჯერად მან გააზიარა ვიდეო, სადაც ასახულია როგორ მღერიან ნინი ბადურაშვილი და ქეთო თოფურიძე.დებს აკომპანემენტს დედა, ეკა კახიანი უწევს. ოჯახურ დუეტს უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი აქვს.           View this post on Instagram                       A post shared by Koki Ferrazi Pangani (@kokiferrazi)

ეკა კახიანი

საზოგადოება 1741037093

„14 წლის შვილი დაკარგა, ტრავმირებული ადამიანია, მაგრამ არ იმჩნევდა, რადგან ჩემზე ზრუნავდა...“ - ეკა კახიანი დედაზე

მომღერალმა, ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.როგორც ეკა კახიანმა აღნიშნა, მისთვის დედა ყველაზე ძლიერ, ჭკვიან, მშრომელ და მეგობრულ ადამიანთან ასოცირდება.„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა…ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა…მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმესს მდგომარეობაში მყოფ შვილს…ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს, ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვას მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია“ 

რკა

ტაბლოიდი 1730364060

ეკა კახიანის და ნინი ბადურაშვილის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს

ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის სოციალურ ქსელში ყოველი გამოჩენა მათი გამომწერების აღფრთოვანებას იწვევს, ხშირად აღნიშნავენ, რომ დედა-შვილი დებივით გამოიყურებიან.დიდი მოწონება დაიმსახურა ეკას და ნინის მორიგ ფოტოსესიამაც.„ულამაზესი დედა-შვილი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ანასტასია

ტაბლოიდი 1723054945

„მეუღლე, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი...“ - როგორ ცხოვრობს ანასტასია თოფურიძე (ფოტოები)

ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია.იგი წლების განმავლობაში, სამოდელო სფეროში მოღვაწეობდა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი ამ საქმიანობას ჩამოშორდა.ანასტასია 201 წელს ირაკლი გაბაშვილზე დაქორწინდა, წყვილს ორი შვილი ჰყავს. მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ოჯახთან ხშირ დროს ატარებს და ბევრს მოგზაურობს. დაათვალიერეთ ფოტოები ⇓

ეკა კახიანი

საზოგადოება 1717687948

„14 წლის შვილი დაკარგა, ტრავმირებული ადამიანია, მაგრამ არ იმჩნევდა, რადგან ჩემზე ზრუნავდა...“ - ეკა კახიანი დედაზე ემოციურად საუბრობს

მომღერალმა, ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.როგორც ეკა კახიანმა აღნიშნა, მისთვის დედა ყველაზე ძლიერ, ჭკვიან, მშრომელ და მეგობრულ ადამიანთან ასოცირდება.„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა…ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა…მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმესს მდგომარეობაში მყოფ შვილს…ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს, ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვას მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია“