მოკლულია ორი ადამიანი ! - მუხრანში მომხდარი დანაშაულის დეტალები
1769269812
მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი 14 წლის ასაკში გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს. ლადო კახიანი ახლა 58 წლის იქნებოდა.
შვილის გარდაცვალება ერთ-ერთ გადაცემაში იმედა კახიანმა ასე ემოციურად გაიხსენა:
„არავინ უნდა მოესწროს და არავის უნდა ჰქონდეს ასეთი უბედურება, რომელიც ჩვენ დაგვემართა. მეორე შვილი, 14 წლის ბიჭი დამეღუპა.. ამაზე დიდი ტრაგედია და მწუხარება რა უნდა იყოს..
მახსოვს, ბოლოს ძალიან მძიმედ იყო ავად, მწოლიარე იყო. ჩემი დაბადების დღე რომ გათენდა, დილით დამიძახა, რას შვრები დღეს შენი დაბადების დღე არის და არ იხდიო? არ მაქვს ეხლა მაგის თავიო მეთქი..
რა იყო, დავმარცხდითო?.. ამაზე მძიმე ადამიანს რა უნდა მოუვიდეს“, – ამბობს იმედა კახიანი.