ეკა კახიანი

ტაბლოიდი 1710365974

„შვილიშვილებმა ახალგაზრდობაში დამაბრუნეს… მათთან ვცდილობ იმის გაკეთებას, რაც შვილებს დავაკელი…“ - ეკა კახიანი

ეკა კახიანი „დღის პოსტთან“ თავისი კარიერია და ოჯახის შესახებ საუბრობს.შვილებზე ლაპარაკისას მან აღნიშნა, თუ როგორ ზრდის შვილიშვილებს:„ვარ მეგობრული დედა. სამი გოგონა მყავს, ღვთის საჩუქარია, დებივით ვართ, თითქოს გაგვითანაბრდა ასაკი. მე ვარ მათი დედა თუ ისინი, არ ვიცი… გვაქვს ჯგუფი – Sisters. ვარჩევთ ხოლმე საკითხებს. რჩევები მეც მჭირდება ხოლმე და წინასწარ ვიცი, ვისგან რა პასუხი მოვა. პირველი მოდის ანასტასიას პასუხი და ის ძალიან კონკრეტული და ზუსტი რჩევებით გამოირჩევა. ნინი სულ მწერს – „რავი“. ანასტასია თავიდან ბოლომდე განიხილავს, ქეთოც… ნინი ყველაზე დამჯერი იყო, ისე გაიზარდა, არც გაგვიგია, მერე გაჩნდა ანასტასია, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო. ძალიან აქტიური… შვილიშვილები ყოფილა სასწაული, მგონია, რომ დედა ვარ ისევ, მთლად ის პასუხისმგებლობაც არ არის, მაგრამ სასწაული სიხარულია…26 წლის ასაკში უკვე 5 წლის შვილი მყავდა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ინერციით მივდიოდი. დედა მეხმარებოდა. ყოველ შვიდ წელიწადში შვილს ვაჩენდი. 35 წლის ასაკში ბევრი რამ ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. შვილიშვილებთან ვცდილობ იმის გაკეთებას, რაც შვილებს დავაკელი. მეუბნებიან, ასე მინდოდა, მაგრამ არ გეცალაო… თურმე პატარა ბავშვი რამდენს ფიქრობს. თურმე ბავშვს უნდა ელაპარაკო ძალიან ბევრი, როგორც დიდს. შვილიშვილებთან ლაპარაკს ვცდილობ, მინდა, გადავცე ის, რაც ვიცი…ელენეს უყვარს ცეკვა, პატარა ბიჭს – ხატვა. ელენე მასწავლის ცეკვას და ერთად ვცეკვავთ ხოლმე. იმას ვაკეთებ, რაც მათ უყვართ…ჩემი 102 წლის ბებია, რომელიც სრულიად ჯანმრთელი გარდაიცვალა, მეუბნებოდა, რომ დიდხანს სიცოცხლის რეცეპტი არის ის, რომ ბოღმა არ ჩაიდო გულში. ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება შური და ბოღმაა… “ეკა კახიანმა თავის მოვლაზეც ისაუბრა:„რამდენიმე წელია, ვვარჯიშობ აკვა აერობიკაზე. ვფიქრობ, გენეტიკის დამსახურებაცაა… ღამე არ ვიკვებები ძილის წინ…“ 

ლელა წურწუმია

ტაბლოიდი 1707803792

VIDEO: როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე – კადრები გრანდიოზული იუბილედან

12 თებერვალი ლელა წურწუმიას დაბადების დღეა.პოპ-დივა 55 წლის იუბილეს აღნიშნავს.მომღერალმა დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა.კადრებს სოციალურ ქსელში ლელა წურწუმია და ეკა კახიანი აქვეყნებენ. 

ეკა

ტაბლოიდი 1705421199

ეკა კახიანი იუბილარია - როგორ ულოცავენ მომღერალს დაბადების დღეს

ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი იუბილარია. სოციალურ ქსელში, დედას დაბადების დღეს ნინი ბადურაშვილი ულოცავს.„გილოცავ 30 წლის იუბილეს, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საუკეთესო ხარ“, – წერს ნინი.ნახეთ, ფოტოები:

ახალი წელი

საზოგადოება 1703589004

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის კონცერტზე

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სიას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.ახალი წლის ღამეს იმღერებენ:ნატო მეტონიძე;სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);ეკა მამალაძე;ნუკრი კაპანაძე;ეკა კახიანი;ლიზა ბაგრატიონი;ნატა ქუთათელაძე;დათო ალადაშვილი;ნიკა კოჩაროვი;ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;მაია ჯაბუა;გიორგი მახარაშვილი;სოფო გელოვანი;მარიამ ებრალიძე;ანრი ჯოხაძე;ანა დოიაშვილი;საბა მიქელაძე;ნინა სუბლატი;ლიკა სირაძე;სანდრო მოსეშვილი;საბა ჩაჩუა;თინათინ დათიკაშვილი;მარიამ როინიშვილი;კონსტანტინე ყიფიანი;ნიკოლოზ ქაჯაია.ანსამბლები:"ერისიონი";"შვიდკაცა";"მართვე";გორის გოგონათა გუნდი.დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალაკონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე."გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები", - თქვა თბილისის მერმა 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ახალშობილი

საზოგადოება 1701461327

„ჩვილის დედასთან ძილი კატეგორიულად დაუშვებელია…“ - პედიატრის განმარტება

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და ურჩია, რომ დედებმა, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, ახალშობილები ცალკე საწოლში დააძინონ:„ძუძუთი კვება და დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. აუცილებლად პირველი საათებიდანვე იწყება ძუძუთი კვება. ამას ნეონატოლოგები ხელს ვუწყობთ. ძუძუთი კვების შემდგომ ახალშობილი უნდა მოთავსდეს თავის საწოლში. დედასთან ძილი კატეგორიულად დაუშვებელია. ზოგიერთი დედა ტრანკვილიზატორს იღებს, დედა დაღლილია, მას დასვენება სჭირდება, მასაც უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად დასვენების საშუალება. ჩვილიც უნდა იყოს უსაფრთხოდ. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაციაა ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებული. აუცილებელია ძუძუთი კვების დროს მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი ჩვილების ძილის ხანგრძლივობა მოკლეა. ისინი ხშირად იღვიძებენ. ბავშვი იღვიძებს, ძუძუს წოვს, როცა უნდა. ძუძუთი კვება ხორციელდება ურეჟიმოდ, სხვადასხვა ხანგრძლივობით. ადაპტირებულ ნარევზე მყოფი ბავშვები შედარებით უფრო ხანგრძლივად იძინებენ.“„ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ დაუფიქსირებელი საგნები უნდა მოვაშოროთ ბავშვებს. მათ რბილი საგნები თუ სიახლოვეს ექნათ, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდი სინდრომის მიზეზი გახდეს. ჩვილი შეგიძლიათ საძილე ტომარაში ჩასვათ და ისე დააძინოთ. მშობელმა ბავშვი დაბადებისთანავე ხშირად უნდა ასეირნოს ჰაერზე. ბავშვები, რომლებიც დედასთან ახლოს არიან, მის სითბოს გრძნობენ, მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მაღალი იმუნიტეტი აქვთ. უნდა ვეცადოთ ჩვენი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და მაღალი ინტელექტით,“- აღნიშნულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ „რადიო თბილისის“ ეთერში ისაუბრა.წყარო: ​„რადიო თბილისი“ასევე ნახეთ:ნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოშიეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტენ - ნახეთ, კადრები

თიკა ჯამბურია

საზოგადოება 1701459251

„არ მინდა, ჩემი საუბრით, ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…“ - თიკა ჯამბურია სიახლეების შესახებ

როგორ შეცვალა საკუთარი თავი და ცხოვრება ბოლო წლებში, თიკა ჯამბურიამ, ამ თემაზე მან "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:თიკა, შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია და აშკარად ახალი ეტაპი. როგორია ეს ახალი ეპიზოდი?- გამოფხიზლების, ჩემი მიზნების ასრულების, ისეთი რაღაცების გაკეთების, რაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა და სიზარმაცე თუ სხვა რამ ხელს მიშლიდა. ამ ყველაფერს მინდა მოვერიო.პირველი „წკაპი“ რა იყო, რომელი დღე იყო ისეთი, როდესაც ადექი და თქვი, რომ სხვა ეტაპი გინდოდა ცხოვრებაში?- ასეთი ერთი დღე არ ყოფილა. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში. ისეთ დროს ხდება ისეთი რაღაცები, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.საქმიანობის კუთხით ყველაფერი კარგადაა… სიყვარულისთვის თუ სცალია თიკას?- არ მინდა ამ თემაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება. კი, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემი საუბრით ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…ასევე ნახეთ:ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტენ - ნახეთ, კადრებირა უნდა გქონდეთ 2024 წლის საახალწლო სუფრაზე - როგორ დახვდეთ დრაკონის წელსნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში

ეკა

ტაბლოიდი 1701409560

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტენ - ნახეთ, კადრები

ფილარმონიაში გამართულ ანრი ჯოხაძის კონცერტზე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ცნობილი დედა-შვილი, მომღერლები  ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი. ელეგანტურ ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ეკა და ნინი სცენაზე ბრწყინავდნენ.ეკა და ნინის სილამაზით მოხიბლული საზოგადოების ნაწილი გაოცებას არ წვეტს და სოციალურ ქსელში დედა-შვილს კომპლიმენტებით ავსებს.„ძალიან ლამაზი და დახვეწილი“, „ულამაზესი დედა-შვილი“ – უწერენ აღფრთოვანებული მიმდევრები.ასევე ნახეთ:„ტრაგედია დატრიალდა... ეს არის ტკივილი, რომელსაც დასასრული არ აქვს…“ - საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალანახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში 

კახიანი

ტაბლოიდი 1699038583

უმშვენიერესი ეკა კახიანის და ნინი ბადურაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

მსახიობი, ეკა კახიანი 59 წლისაა, თუმცა შვილების გვერდით თინეიჯერივით გამოიყურება.ჟურნალ City Magazine Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ნინისა და ეკას ფოტოები სწორედ ის შემთხვევაა, როცა ძნელია, გაარკვიო, რომელია დედა და რომელი - შვილი. ახალ ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს. ასევე ნახეთ:4 ნოემბრიდან, ამ ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებაკახი კავსაძის შვილიშვილი, ორსულობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფსVIDEO: რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან - „გზა არ ჩანდა ფიზიკურად“

კახიანი

ჯანდაცვა 1698057064

„ეს არის ძალიან მძიმე დაავადება... შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და ვისწავლე მართვა...“ - რას ჰყვება ეკა კახიანი

მომღერალი, ეკა კახიანი გადაცემა „იმუნიტეტის“ სტუმარი იყო, სადაც მან შაკიკზე ისაუბრა.„შაკიკმა შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და ვისწავლე მისი მართვა. ვიცი რამაც შეიძლება გამოიწვიოს. არ შეიძლება შიმშილი და ღამის თევა, ალკოჰოლი და სიგარეტი. სპექტაკლშიც კი მითამაშია ძალიან მძიმე შეტევის დროს... ეს არის ავადმყოფობა...“, - ამბობს კახიანი.ნახეთ, ვიდეო:

სული

რჩევები 1697519880

„128 ადამიანი უნდა შეხვედროდა ერთმანეთს, თქვენ რომ დაბადებულიყავით“ - ნახეთ, რა უხილავი კავშირი გაქვთ წინაპრებთან

შესაძლოა, არასდროს დაფიქრებულხართ, მაგრამ თქვენი, ისევე, როგორც ყოველი ადამიანის ამქვეყნად მოვლინება უნიკალური შემთხვევაა…შვიდი თაობა, ანუ 128 ადამიანი უნდა შეხვედროდა ერთმანეთს, თქვენ რომ დაბადებულიყავით.პირველი თაობა – მე – მზე.მეორე თაობა – თქვენი დედ-მამა. მთვარე. მშობლებისგან გვაქვს დაცულობა, ჩვევები, ემოციური აღქმა, სამყაროსადმი დამოკიდებულება და ადაპტაცია.მესამე თაობა – ბებია-ბაბუები – ორივე მხრიდან (4 ადამიანი). პლანეტა მერკური (სწავლა, ინფორმაციის მიღება-გაცემა, კავშირები, მიმოსვლა). ბებია-ბაბუისგან ვიღებთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ნიჭს, ქცევის თავისებურებებს.მეოთხე თაობა – ბებია-ბაბუების მშობლები (8 ადამიანი). პლანეტა ვენერა. მასთან დაკავშირებულია სიყვარული, სიხარული, ჰარმონია და მატერიალური კეთილდღეობა.მეხუთე თაობა – ბებია-ბაბუების ბებია-ბაბუა (16 ადამიანი). მეოთხე თაობას პლანეტა მარსი შეესაბამება, ენერგია, ქმედება, მიზნისთვის ბრძოლა. პიროვნებაში არამოტივირებული აგრესია ან უხეშობა მეოთხე თაობის ცოდვების მიზეზია (შეიძლება ისინი მკვლელებიც კი იყვნენ, რაც თქვენზე აისახება). სრულადასევე ნახეთ:ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ გოგოს, დაბადების დღეზე მისმა საყვარელმა ჯგუფმა სიმღერა მიუძღვნა„სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც... საყვარელ ადამიანს მისი ძმაკაცის უღირსი საქციელის გამო დავშორდი“VIDEO: „რას აკეთებ... გააჩერე!“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ხალხი აღაშფოთა„კარგად ვიცი, რა არის ოჯახის უბედურება... სულ ვფიქრობ, როგორი კაცი გაიზრდებოდა...- ეკა კახიანის პირადი ტრაგედია

წითელი ძაფი მაჯაზე

ტაბლოიდი 1697517899

რას ნიშნავს მაჯაზე წითელი ძაფი

ბევრ კულტურასა და რელიგიაში წითელ ძაფს ძლიერ ძალას მიაწერენ. უძველესი დროიდან ეს სიმბოლო ითვლებოდა თილისმად, რომელიც ადამიანს იცავს უარყოფითი ენერგიისგან.რატომ შალის ძაფი?ახსნა საკმაოდ მარტივია: შალის ძაფი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ, აუმჯობესებს ადამიანის სისხლის მიმოქცევას. მაჯაზე ტარებით ვაჩქარებთ ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას და ასევე ვიხსნით მყესების სხვადასხვა ანთებებსა და ტკივილებს.მიუხედავად იმისა, რომ მატყლის ჯადოსნური თვისებების შესახებ ბევრი საინტერესო ლეგენდა არსებობს, აქ საქმე მხოლოდ მის სამკურნალო თვისებებშია. შალის ძაფის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე აიხსნება. საქმე იმაშია, რომ მატყლი სტატიკური ელექტროენერგიის ცნობილი წყაროა. მეცნიერება ადასტურებს თეორიას, რომ მატყლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის კანთან შეხებით...წითელი ძაფი განსაკუთრებულ როლს თამაშობს მისტიკური სწავლებაში, სახელად „კაბალა“, რომლის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა 21-ე საუკუნის დასაწყისში.ეზოტერიკოსების თქმით, ძაფის კანთან შეხებით, ადამიანი ეხება სულს, გასკვნის დროს კი დაშვებულია სურვილის ჩაფიქრება. ადამიანი, რომელიც მაჯაზე წითელ ძაფს მიიმაგრებს, სამყაროს ნათელ ფერებში ხედავს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებს. ყოველთვის, როცა მაჯას დახედავთ გაგახსენდებათ ოცნებები, რაც მაშინ ჩაიფიქრეთ და წინსვლის ძალას მოგცემთ. არასდროს შეწყვეტთ მიზნისკენ სწრაფვას. აუხდენელი ოცნებების დროსაც კი, გრძნობთ ძალას, რომელიც მისგან მოდის და გზას გინათებთ.რაც შეეხება კაბალას, აქ ითვლება, რომ ნეგატიური ენერგია ადამიანში შემოდის მარცხენა ხელიდან ( ზოგადად მარცხენა მხარე არის მიმღები და მარჯვენა გამცემი), ამიტომ კონკრეტულად წითელი ძაფი, რომელიც ასე ”მოდაში” შემოვიდა ბოლო წლებია უნდა ატაროთ მარცხენა ხელზე.კაბალაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძაფი შეიბათ წმინდა ადგილას, აუცილებლად სხვა უნდა დაგეხმაროთ ამაში და არა თავად. ეს სხვა უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ენდობით და რომელსაც გულით უნდა თქვენთვის კარგი. სხვა შემთხვევაში ამ ძაფით დაცვის პრინციპი არ იმუშავებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლოცვა , ჩათქმა, დამუხტვა ამ თილისმის, რომლისთვისაც სპეციალური ლოცვები არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ამ თილისმას ატარებთ თქვენც არ უნდა გქონდეთ ცუდი ფიქრები და აზრები ამ პერიოდში, თორემ მთელი ეს აგრესია და ნეგატივი თავს მოიყრის ამ შალის ძაფში და ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ასე გვეუბნებიან კაბალისტები.სლავებთან საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ამ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ შეიბათ სამაჯური. აუცილებელია შებმის დროს გააკეთოთ 7 კვანძი, ყოველი კვანძის გაკეთების დროს ითხოვეთ დაცვა სამყაროსგან და ნათლად წარმოიდგინეთ (კონკრეტულად) რა შეიცვლება ამის მერე თქვენს ცხოვრებაში. არ იფიქროთ ცუდზე ამ დროს, განეწყვეთ სიხარულით. სრულად ასევე ნახეთ:ქუჩაში სიმღერას ვაგრძელებ, ქუჩა, რომ არა, ვერც ამ პროექტში გავიდოდი“ – საბერძნეთის The Voice–ის გამარჯვებული დოდონა ნამორაძეჯანსაღი დიეტა, რომელიც მუცლის მოშლის და უნაყოფობის რისკს ამცირებს - ახალი აღმოჩენა„ბოდიშს ვუხდი ნინის... თურმე ძალიან განიცდიდა...“ - ეკა კახიანის ემოციური ეთერი

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი

ტაბლოიდი 1697451236

„ბოდიშს ვუხდი ნინის... თურმე ძალიან განიცდიდა...“ - ეკა კახიანის ემოციური ეთერი

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმარი მსახიობი ეკა კახიანი იყო.„რამდენიმე წლის წინ ნინიმ ისეთი რამ მითხრა, რომ ძალიან გამიკვირდა, თურმე ძალიან განიცდიდა.მითხრა, „ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს, ბანერებს ვუყურებდი ხოლმე, სადაც დედა, მამა და ბავშვი იყო და ამის ყურება ძალიან მომწონდაო. ვუყურებდი ხოლმე აივნებს და ვფიქრობდი, ალბათ იქ დედა, მამა და ბავშვი ერთად ცხოვრობენო“, ძალიან გამიკვირდა.  ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ დავაკელი. ისიც თქვა, „ძილის წინ სულ გელოდებოდი, ოცამდე ვითვლიდი და მეგონა მოხვიდოდი, დამაძინებდიო“.მე კი სულ თეატრში და გადაღებებზე ვიყავი. ახლა იმიტომაა გაგიჟებული, რომ სადაც არ უნდა იყოს, გამორბის, რომ ძილის წინ ელენესთან იყოს. ბოდიშს ვუხდი ნინის ბავშვობის ამ ტრავმისთვის“, – ამბობს ეკა კახიანი.