ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის კონცერტზე

ახალი წელი

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სიას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.

ახალი წლის ღამეს იმღერებენ:

ნატო მეტონიძე;
სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
ეკა მამალაძე;
ნუკრი კაპანაძე;
ეკა კახიანი;
ლიზა ბაგრატიონი;
ნატა ქუთათელაძე;
დათო ალადაშვილი;
ნიკა კოჩაროვი;
ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
მაია ჯაბუა;
გიორგი მახარაშვილი;
სოფო გელოვანი;
მარიამ ებრალიძე;
ანრი ჯოხაძე;
ანა დოიაშვილი;
საბა მიქელაძე;
ნინა სუბლატი;
ლიკა სირაძე;
სანდრო მოსეშვილი;
საბა ჩაჩუა;
თინათინ დათიკაშვილი;
მარიამ როინიშვილი;
კონსტანტინე ყიფიანი;
ნიკოლოზ ქაჯაია.
ანსამბლები:

"ერისიონი";"შვიდკაცა";"მართვე";გორის გოგონათა გუნდი.

დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალაკონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

"გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები", - თქვა თბილისის მერმა 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.