ბექა დავითულიანი

პოლიტიკა 1783696680

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.„როდესაც ისეთ მძიმე ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტროტუარზე მდგომი მანქანის მძღოლის მიერ ადამიანის გატანას და უაპელაციოდ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მენეჯმენტის პირობებში მოხდა ის, რომ ყველგან, სადაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, დგება სპეციალური ბოძები, რომ იქ ვერ ავიდნენ მანქანები. მანქანები, რომლებიც ტროტუარზე პარკინგდებიან, გადაჰყავთ საჯარიმოზე და ჯარიმდებიან. ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი უხერხულია.რაც შეეხება, მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ მიწის ჩამოშლას. ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგაო,. დიახ, იქ იყო ცენტრ-პოინტის მშენებლობა, სადაც იდგა 11 სართულიანი დაუსრულებელი შენობა და ის რომ არ დაენგრია დედაქალაქის მერიას, სულ სხვა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო. მოსახლეობას შესთავაზეს ბინებით დაკმაყოფილება, დაანგრიეს ამორტიზებული შენობა, რომელიც მართლა პრობლემებს შექმნიდა იქ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ არ დამდგარიყო ცუდი შედეგი. უსაფრთხოების პარამეტრები დაარღვია კომპანიამ, რომელიც აირჩია მოსახლეობამ და ამასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება. არაფერი მოხდა სწორეხ იმიტომ, რომ ზომები მიიღო ქალაქის მერმა, რომელსაც თქვენ წარუმატებელს უწოდებთ. ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა მიქაუტაძე

საზოგადოება 1783687402

ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა

„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა 1-ელი მაისიდან ამოქმედდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი პროგრამების განხორციელება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად აღმოფხვრის კიბოს განვითარების ალბათობას.„დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება. უმნიშვნელოვანესია ფილტვის კიბოს დაფინანსების პროგრამის ამოქმედება, ვინაიდან ჩატარებული სკრინინგის მიხედვით, სხვადასხვა სახის გამოვლენილ ცვლილებათა შორისაა აორტის ანევრიზმა, ლიმფური კვანძები, წარმონაქმნები თირკმელსა და ღვიძლში, ხოლო 595-ზე მეტ მოქალაქეს ფილტვის რიგი დაზიანება აღმოაჩნდა.ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას დღეისათვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება და სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე და აღნიშნა, რომ სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.„ფილტვის კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის, მის საფასურს მერია ანაზღაურებს და ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

საზოგადოება 1782971003

„სრულად უფასოა 45 წლის ასაკიდან მოქალაქეებისთვის“ - კახა კალაძის მიმართვა მოქალაქეებს

ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტობუსები

საზოგადოება 1782892411

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით,დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.„თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კახა კალაძე

საზოგადოება 1782891754

კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ

ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

პოლიტიკა 1782380903

15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა - ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა დაათვალიერა.„მთელი გულით გილოცავთ. გისურვებთ, რომ ახალ ჭერქვეშ ცხოვრება ახალი წარმატებებითა და სასიკეთო ცვლილებებით დაგეწყოთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია თბილისში, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება. უსახლკაროთა რეგისტრაციის პროგრამით, ვცდილობთ, დავეხმაროთ ამგვარ ოჯახებს და ხელი შევუწყოთ საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.ქესანაშვილების უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვებელი ბინა სარგებლობის უფლებით, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გადაეცა.„სიტყვები არ მყოფნის ამხელა სიხარულისგან. 15 წელი მძიმე პირობებში, საბავშვო-ბაღის შენობაში ვიცხოვრეთ, თქვენი დახმარებით კი საცხოვრებელი ბინა მივიღეთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი პირობები იქნებოდა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, ამ უსაზღვრო ბედნიერებისთვის. მინდა, უამრავი წარმატება გისურვოთ ყველას და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ გამგეობას, მერიას, რადგან მათგან ვიღებ სხვადასხვა სახის დახმარებას, ასევე მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ქრისტინე ქესანაშვილმა.ბინის გადაცემის პროცესს მერთან ერთად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.დედაქალაქის მერიამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი უკვე 400-მდე ოჯახს გადასცა.

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

საზოგადოება 1782379779

აუზი

დედაქალაქი 1782290345

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს.ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.„მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე წევრებისთვის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში სწავლებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამებით, წელიწადში საშუალოდ 10 ათასი მოსწავლე ფინანსდება. მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუძლიათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების, მხატვრული კითხვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახეობების და საგნობრივი წრეების არჩევა. მერია ასევე აფინანსებს ფეხბურთის, ტანვარჯიშის, ცურვის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლებას“, -  განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში, თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.თბილისის მერის ინფორმაციით, მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

მამუკა ხაბარელი

პოლიტიკა 1781873654

ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის,რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა - მამუკა ხაბარელი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლილო-ორხევის მაჟორიტარმა მამუკა ხაბარელმა დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა. მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამები თბილისის მერის ინიციატივით ხორციელდება და საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.„მინდა გარკვეული პარალელი გავავლო, თუ რა ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში სპორტული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის,რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა და გადაეტანა კერძო საკუთრებაში. დღეს დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ამ ობიექტების გამოსყიდვა და მათთვის ძველი სტატუსის დაბრუნება მოხდეს. ვხედავთ, რომ არამარტო ახალგაზრდები, რამდენიმე თაობის წარმომადგენლები იყენებენ იმ პროგრამებს, რომლებსაც დედაქალაქის მერია სთავაზობს და აქტიურად დადიან სპორტულ კომპლექტებში. ასევე, მინდა გავამახვილო ყურადღება იმ სპორტულ ცენტრებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და ექსპლუატაციაშია. მინდა, რომ ერთობლივი ძალისმევით გამოიყოს გარკვეული ბიუჯეტი მათი რეაბილიტაციისთვის. კონკრეტულად ჩემს სამაჟორიტარო ოლქზე შემიძლია ვთქვა, ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს მულტიფუნქციური ცენტრი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება. ჩვენ გვქონდა საუბარი შესაბამის სამსახურებთან და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო, ეს არის ჩანაცვლების პროგრამა. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დედაქალაქის მერის ინიციატივით ხორციელდება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა.ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი ავარიული საცხოვრებლების ნაცვლად, სრულიად განახლებულ, გარემონტებულ ბინებს სთავაზობს“- განაცხადა მამუკა ხაბარელმა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს პროექტების განხორციელების პროცესში.„ყველა პროგრამების მიმართულებით ოპოზიციის ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტები რომელიმე ხელისუფლებისთვის არ კეთდება, ეს კეთდება საზოგადოებისთვის“- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

ზურაბ აბაშიძე

პოლიტიკა 1781870772

„თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“ - ზურაბ აბაშიძე

„ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი „ქართუ“-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ურბანული ტყე“ ისაუბრა.როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია და საკრებულო რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და თბილისში არაერთი ასეთი სივრცე შეიქმნა. თუმცა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი. ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი.„ეს პროექტი არის უნიკალური და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან იგი თბილისის ურბანული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროექტი სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ ფინანსდება და მასზე დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ზრდის მწვანე საფარის მოცულობას და ქმნის ახალ რეკრეაციულ სივრცეებს მოქალაქეებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვისაც შეიქმნა, რაც ჩვენს დედაქალაქს მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 ზურაბ აბაშიძე

პოლიტიკა 1781870083

ზურაბ აბაშიძე: "თბილისის ურბანული ტყე" დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ "ქართუ"-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო

"ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის", - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი "ქართუ"-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე "თბილისის ურბანული ტყე" ისაუბრა.როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია და საკრებულო რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და თბილისში არაერთი ასეთი სივრცე შეიქმნა. თუმცა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია "თბილისის ურბანული ტყის" პროექტი. ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი."ეს პროექტი არის უნიკალური და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან იგი თბილისის ურბანული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროექტი სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ ფინანსდება და მასზე დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ზრდის მწვანე საფარის მოცულობას და ქმნის ახალ რეკრეაციულ სივრცეებს მოქალაქეებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვისაც შეიქმნა, რაც ჩვენს დედაქალაქს მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის."თბილისის ურბანული ტყე" დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ "ქართუ"-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება

საზოგადოება 1781160300

14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება

14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.ორგანიზატორების განცხადებით, მარათონის „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიებაა.რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება, სტარტი კი 11:00 საათზეა.მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.სტუდენტური ფესტივალი 1 მაისს გაიხსნა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი და შეჯიბრი მოეწყო თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში.