ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი

faceამბები 1768164133

"მე და სალომემ ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად" - ზურაბ ხიზანიშვილი

ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში მეუღლის სალომე ღვინიაშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ცნობილი ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი მას გვერდით აქტიურად უდგას. «შოტლანდიის ცხოვრება სალომეს არ ეხებოდა, იმიტომ რომ მაშინ მარტო ვიყავი. ინგლისიდან ჩაერთო ჩემს კარიერაში, ისეთ ტამაშებზე დამყავდა... მერე დედაჩემი და სალომე იჯდნენ და არჩევდნენ თამაშებს. მეორე ნახევრის გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია სპორტსმენისთვის. როცა სახლში მოდიხარ, ყველაფერი გტკივა, წყლის აღება და ჭამა არ შეგიძლია, გჭირდება გვერდით მეუღლე და ადამიანი, რომელიც ხელს შეგიწყობს ყველაფერში. კარგად გაიაზრებს რას არის შეჭიდებული და გვერდით დაგიდგება. მე და სალომემ ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად. სალომეს დიდი ამაგი აქვს ჩემზე პრემიერ-ლიგაში»-განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა. ზურა ხიზანიშვილმა და სალომე ღვინიაშვილმა 20 წლის წინ იქორწინეს. სალომე 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო და მალევე დაქორწინდნენ. ქორწინებიდან მათ 2 გოგონა ჰყავთ, ტასო და ნიტა ხიზანიშვილები, პირველი ქორწინებიდან სალომეს 1 ბიჭი დათი აბულაძე ჰყავს. 

საახალწლო ეთერი

საზოგადოება 1767169078

როგორი იქნება "რუსთავი 2-ის" საახალწლო ეთერი - დღეს, „კურიერი“ 21:00 საათზე 2025 წლის საქართველოსა და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ამბავს შეაჯამებს, რის შემდეგაც არხი მაყურებელს ახალი წლის კონცერტს შესთავაზებს

როგორი იქნება "რუსთავი 2-ის" საახალწლო ეთერი? დღეს, "კურიერი" 21:00 საათზე 2025 წლის საქართველოსა და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ამბავს შეაჯამებს, რის შემდეგაც არხი მაყურებელს ახალი წლის კონცერტს შესთავაზებს.საახალწლო ეთერი წელს მრავალფეროვანია. კონცერტების მთელი სერიაა ახალი წლის დღეებში.პირველ იანვარს ეთერი საბავშვო კონცერტს დაეთმობა, განსაკუთრებულ იუმორისტულ პროგრამას ამზადებენ პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე. "საახალწლო წვეულება" იგეგმება "ჰაუსშიც".პირდაპირ ეთერში გამოავლენენ "საქართველოს ხმის" გამარჯვებულს. "ავტოგრაფი" კი, "რუსთავი 2-ის" ეთერში 11 იანვარს გავა."დათის შოუ", "ნამდვილი ექიმები", "შაბათ-კვირის დილა" - ყველა გადაცემა მაყურებელს განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ჰპირდება - ასე რომ, არ გამოტოვოთ საახალწლო ეთერი "რუსთავი 2-ზე".

meufe antoni

პოლიტიკა 1766930749

მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იგი „ქრონიკასთან“ აცადებს, რომ ინტერევიუდან კონკრეტული სიტყვები ამოუჭრეს და განსხვავებულ კონტექსტში წარმოაჩინეს.მისი თქმით, სახელმწიფოსთან გამიზნულად დააპირისპირეს.„ტვ პირველს“ ვთხოვე, მაგალითი მოვუყვანე, რომ არ ამომიჭრათ - „მე ამას რომ ვამბობ, არ ამომიჭრათ“. პოლიტიკური შეფასებებიდან თავი შორს მიჭირავს, არ ვაკეთებ! მაინც მიმართეს! სულ ვეცადე, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადასულიყო ეს ჩემი ინტერვიუ. პირიქით, მაინც ისე გადამიყვანეს, რომ ლამის სახელმწიფოს დამაპირისპირეს.სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭირო. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია - სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ ჩაურევლობის შეთანხმება გვაქვს. ვინც როგორ აზროვნებს, თავის თავს ისე წარმოაჩენს.მთხოვეს, პიროვნების დახასიათება. მე დავახასიათე ჩემი აზრით, როდესაც ის სამსახურში იყო - რომელ ნაწილსაც მე ვიცნობ, იმ ნაწილში დავახასიათე. მათ [„ტვ პირველმა“] შეფასებებით, ფრაზებით სახელმწიფოსთან დამაპირისპირეს. ჩემთან მოსვლა უკვე იყო პროვოკაცია, ვინ მკითხავს მე! ახლა ვაცნობიერებ, რომ უკვე იყო ჩადებული პროვოკაცია“, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა.

გზები

საზოგადოება 1766904541

1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქ​მედებს.მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები: თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი მლეთა-კობი;ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;თბილისის შემოსავლელი – მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი; ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხესაზღვარი;ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი – მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი – მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი; ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი – მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური – მონაკვეთი ორპირი-ტყიბული ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;ალპანა-ცაგერი – მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული – მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი;გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი – მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურაზესტაფონი;ჟინვალი-ბარისახო-შატილი – მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;

ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის

საზოგადოება 1766867165

1 მარტამდე გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება - დეტალურად

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქმედებს.მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი მლეთა-კობი;ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;თბილისის შემოსავლელი - მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:ბათუმი (ანგისა)-ახალციხე - მონაკვეთი ქედა-ახალციხე;საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი - მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი - მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა - მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი - მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური - მონაკვეთი ორპირი-ტყიბულიტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;ალპანა-ცაგერი - მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული - მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი - მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;ახალქალაქის შემოსავლელი - მონაკვეთი ახალქალაქი;გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი - მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;ჟინვალი-ბარისახო-შატილი - მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი - მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;თბილისი (გლდანი)-თიანეთი - მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა - მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;მარნეული-თეთრიწყარო-წალკა - მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;თბილისი (პანტიანი)-მანგლისი - მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;ვაზიანი-გომბორი-თელავი - მონაკვეთი სასადილო-თელავი;თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი - მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;დაბა ბაკურიანის წრიული - მთლიანად წრიული;დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი - სრულად;ჩოხატაური-ბახმარო - სრულად;ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი - მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი - მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დათი

საზოგადოება 1765625700

„მალე საქართველოსკენ წასულიყავი, უძლიერესო ბიჭო“ - დათი ქოქრაშვილის დედა კადრებს აქვეყნებს

დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ 3 წლის წინ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაიცნო.დათი შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსების გავლა დასჭირდა. იგი ამჟამადაც მშობლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი შვილის ახალ ვიდეოს სოცქსელში გვიზიარებს, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული. დათი ლონდონში მიემგზავრება.„მალე საქართველოსკენ წასულიყავი, უძლიერესო ბიჭო“. „ნამდვილი ჩემპიონობა ყოველთვის რინგზე არ წყდება! შენ ხარ ის პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ჩემპიონი, რომელიც ჯანმრთელობასთან ბრძოლაში არ დანებდი იბრძოლე და გაიმარჯვე“. „რამხელა ხარ უკვე და რა ლამაზი, უფალი გფარავდეს ყველგან“, - წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

გზები

საზოგადოება 1765620059

სამი მიმართულება, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია - განახლებული ინფორმაცია

ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთი:ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთები:ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთი:ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

რეგიონი 1764837820

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს! 2026 იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ. ბაღდათი- კაკასხიდი-სოფ. ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშოები, რომლის ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს , სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტრის სრულ განახლებას.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება. პარალელურად, ბაღდათის №1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 451 332 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დამატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

რევაზ სოხაძემ და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

პოლიტიკა 1764240667

რევაზ სოხაძემ და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს. პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.სამშენებლო სამუშაოებს, მინისტრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სომხეთის ტერიტორიალური მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და „ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.

ლოცვა

საზოგადოება 1763670521

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა.რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წმინ­და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის, მი­ქა­ე­ლის და სხვა­თა უხორ­ცო­თა ძალ­თა: გაბ­რი­ე­ლის, რა­ფა­ე­ლის, ური­ე­ლის, სე­ლა­ფი­ე­ლის, ეგუ­დი­ე­ლის, ვა­რა­ხი­ე­ლი­სა და იე­რო­მი­ე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ტაძრების დღესასწაული.ამ დღეს წასაკითხი ლოცვატროპარი: ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსლვასა ამის სულისა ჩემისასა მიხსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.კონდაკი: მთავარანაგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარნო.

მძღოლი

საზოგადოება 1763316386

1-ელი დეკემბრიდან გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება - დეტალურად

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქმედებს.მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი მლეთა-კობი;ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;თბილისის შემოსავლელი - მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:ბათუმი (ანგისა)-ახალციხე - მონაკვეთი ქედა-ახალციხე;საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი - მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი - მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა - მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი - მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური - მონაკვეთი ორპირი-ტყიბულიტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;ალპანა-ცაგერი - მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული - მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი - მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;ახალქალაქის შემოსავლელი - მონაკვეთი ახალქალაქი;გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი - მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;ჟინვალი-ბარისახო-შატილი - მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი - მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;თბილისი (გლდანი)-თიანეთი - მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა - მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;მარნეული-თეთრიწყარო-წალკა - მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;თბილისი (პანტიანი)-მანგლისი - მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;ვაზიანი-გომბორი-თელავი - მონაკვეთი სასადილო-თელავი;თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი - მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;დაბა ბაკურიანის წრიული - მთლიანად წრიული;დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი - სრულად;ჩოხატაური-ბახმარო - სრულად;ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი - მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი - მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

ზურიკო დავითაშვილის შვილ

ტაბლოიდი 1763293775

ზურიკო დავითაშვილის შვილი 2 წლის გახდა - ფოტოები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ვაჟი, უსაყვარლესი დათი 2 წლის გახდა.დათიმ უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ცნობილი ნათლიისგან, ხვიჩა კვარაცხელიასგანაც. როგორც სოციალურ ქსელებიდან ჩანს დათიმ 2 წლის იუბილე გასართობ ცენტრში აღნიშნა.