ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო • 1790782476

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული - ბენიამინ ნეთანიაჰუ

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელი მთავრობის ხელმძღვანელმა შემთხვევას „ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინციდენტი“ უწოდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით, თვითმფრინავში თითქმის ყველა მგზავრი ისრაელი მოქალაქე იყო.„ერთ-ერთ მგზავრს გავესაუბრე. მან მითხრა, რომ თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მიამბო, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც მოახერხა პილოტთა კაბინაში შეჭრა და მათ ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერეს პილოტი, რომელიც თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამის შემდეგ კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზაცია შეძლო.„მუდმივ კავშირში ვართ შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხოება და მათი მშვიდობიანი დაბრუნება სახლში“, — აცხადებს ნეთანიაჰუ და აღნიშნავს, რომ ისრაელი ასევე რეგულარულად აფასებს არსებულ ვითარებას. მისი თქმით, საუდის არაბეთში ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება.ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790757000

ლევან მახაშვილი: როდესაც ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ბრიუსელი ამას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია

ვეტოს თემა ძალიან სერიოზული ინიციატივაა, თუ ოდესმე ძალაში შევიდა, წევრ სახელმწიფოებს ძალიან მნიშვნელოვანი უფლება წაერთმევათ, გამოიყენონ ვეტო იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ძნელად წარმომიდგენია, რომ ქვეყნები ამ უფლებას დათმობენ.„თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით მაინც შეძლებენ ამ ქვეყნების დარწმუნებას, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამით ევროკავშირის დასასრული დაიწყება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ევროკავშირს ვიცნობთ. ეს ხელს უშლის დიალოგს, თანამშრომლობას და ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომელიც ისტორიის განმავლობაში იყო ევროკავშირში,  ისევ ევროკავშირის დაზიანებით დასრულდა. არ მგონია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს  ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც კრიტიკულ მომენტებში ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ხისტი ფორმითაც გამოხატა წინააღმდეგობა ზოგიერთი სრულიად არაჯანსაღი და არაპრაგმატული გადაწყვეტილებების გამო. ზოგიერთებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამის გამო სჯობს ბრიუსელში ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზება, ვიდრე წევრ სახელმწიფოებთან მეტი დიალოგი და მათ ინტერესების მეტად გათვალისწინება. ეს არ არის სწორი მიმართულება, პირიქით, ნაცვლად ცენტრალიზების, ბრიუსელში ძალაუფლების გადატანის,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირის გაძლიერების ნაცვლად, აუცილებლად მოიტანს ევროკავშირის დაზიანებას და დასუსტებას. როდესაც წევრი სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს, აქ საუბარია გამორჩეულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებზე და არა, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. ბრიუსელი ამას თუ ეწინააღმდეგება ბრიუსელი, მგონი, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, ბრიუსელში არსებობს ინტერესები, არიან ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომელთა მთავარი ინტერესია მათთვის მეტი ძალაუფლების გადაცემა და არა წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, მათი პოზიცია  მკაფიო იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამ უფლებას არ დათმობენ,  ამ უფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ. ასე იყო აქამდე და დიდი ალბათობით, ასე იქნება  მომავალშიც. ოღონდ, თუ რაღაცა სხვადასხვა მიზნით თუ მიზეზით, წნეხის ქვეშ შეძლებენ ამ უფლების ჩამორთმევას, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროკავშირის დასასრულს“, – განაცხადა მახაშვილმა.ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

ონკანი

საზოგადოება • 1790751854

წყალი 22 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.კომპანიის ცნობით, მთაწმინდა,რუსთაველის გამზ. N22-თან ქსელზე დაზიანებაა. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლაღიძის ქუჩა.ასევე, ნაძალადევი, ღრმაღელეს ქ. N47-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ღრმაღელის ქუჩა N15-N77 (კენტები) N34-N102 (ლუწები).

ალცჰაიმერი

ტექნოლოგიები • 1790687580

ალცჰაიმერის დიაგნოსტირება უკვე 40 წლიდან: FDA-მ სისხლის ინოვაციური ტესტი დაამტკიცა

ათწლეულების განმავლობაში, ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება მხოლოდ მაშინ ხერხდებოდა, როდესაც პაციენტს მეხსიერების კარგვისა და კოგნიტური დაქვეითების გამოხატული სიმპტომები უკვე აღენიშნებოდა. თუმცა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) უახლესი გადაწყვეტილება ნევროლოგიაში სრულიად ახალ ეტაპს იწყებს. დამტკიცდა სისხლის პირველი ტესტი სახელწოდებით PrecivityAD2, რომელიც დაავადების აღმოჩენას 40 წლის ასაკიდან, სიმპტომების გამოვლენამდე გაცილებით ადრე ხდის შესაძლებელს. რას წარმოადგენს PrecivityAD2 ტესტი?ახალი ტესტი ეფუძნება სისხლში კონკრეტული ბიომარკერების ძალიან ზუსტ გაზომვას. ალცჰაიმერის დაავადების დროს, ტვინში იწყება ორი სახის პათოლოგიური პროცესი: ამილოიდური ფოლაქების დაგროვება და ტაუ-ცილის (Tau) სტრუქტურის შეცვლა, რაც ნერვული უჯრედების დაღუპვას იწვევს.PrecivityAD2 უშუალოდ ზომავს სისხლში p-tau217 ცილისა და ბეტა-ამილოიდის თანაფარდობას. მეცნიერების განმარტებით, ტესტი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია დააფიქსიროს ტვინში მიმდინარე მიკროსკოპული ცვლილებებიც კი, რომლებიც სტანდარტულ ანალიზებში არ ჩანს.რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი 40 წლის ასაკი?კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ალცჰაიმერის დაავადება არ იწყება მაშინ, როცა ადამიანს რაიმეს დამახსოვრება უჭირს. პათოლოგიური პროცესები, ცილების დაგროვება და ტვინის ქსოვილის დაზიანება პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 10, 15 ან თუნდაც 20 წლით ადრე იწყება.შესაბამისად, 40-დან 50 წლამდე ასაკობრივი შუალედი არის ის კრიტიკული ფანჯარა, როდესაც ტვინში ცვლილებები უკვე დაწყებულია, მაგრამ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს ნორმალური კოგნიტური ფუნქციები. დაავადების ამ ეტაპზე აღმოჩენა ექიმებს აძლევს უნიკალურ შანსს, დროულად ჩაერიონ პროცესში...ვრცლად

ვითარებაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

სამართალი • 1790664667

რობაქიძის უნივერსიტეტთან, მესამე კურსელი ბიჭის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კი

სამართალი • 1790659531

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. პროცესზე ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გიგა ავალიანის დედის ჩვენება უდავოდ ცნო. შესაბამისად, ეკა კუპატაძემ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

გიორგი გახარია

სამართალი • 1790657954

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა

 თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე 20 ივნისს აქციებზე დაზარალებული 2 ჟურნალისტი და აქციის ერთი მონაწილე გამოკითხეს.ბრალდების მხარე გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც სასჯელის სახით 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„ის მოწმეები, როლებიც მოიყვანეს, ადასტურებენ, რომ მათ არც რაიმე ინფორმაცია აქვთ, არც ადგილზე უნახავთ, რომ რაიმე ბრძანება გასცა მათი დაზიანების შესახებ. გიორგი გახარია არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, - განაცხადა ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ.„თითოეულმა მოქალაქემ აღწერა ის ეტაპები, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები. ერთმა მოქალაქემ გაუსვა ხაზი, რომ უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან გაიგო ფაქტი, რომ გაცემული იყო ბრძანება. ისინი უშუალოდ გახარიას მიმართ კონკრეტულ გარემოებებზე ვერ ისაუბრებენ, ისინი ჰყვებიან იმ ინფორმაციას, რაც მათ ნახეს“, - აღნიშნა პროკურორმა მარიამ გიგაურმა. 

avaria

შემთხვევა • 1790618357

ავარია ვარკეთილში - ერთმანეთს 8 მანქანა შეეჯახა

ავარია მოხდა ვარკეთილში, ერთმანეთს 8 ავტომობილი შეეჯახა. ჩვენი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება არავინ მიუღია. არსებული ცნობით, მოძრავი ავტომობილი პარკინგზე მყოფ მანქანებს დაეჯახა. 

გულის შეტევა

საზოგადოება • 1790616486

ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია ფარულ ანთებასთან, რომელიც 43%-ით ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს - ახალი კვლევა

თანამედროვე ცხოვრებას თან ახლავს სტრესი, ფინანსური საზრუნავი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მომავლის გაურკვევლობა.ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს. European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სტრესის მუდმივმა, ფონურმა ზეწოლამ შესაძლოა გულში ისეთი სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვიოს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს.როცა ჩვენი სხეული ხშირად ოდნავ მაინც აღელვებულია, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი ხარისხის ქრონიკული ანთება — ანუ, როცა ჩვენი იმუნური სისტემა ყოველთვის ფხიზლადაა საფრთხის მიმართ. ეს მდგომარეობა ადრეც დაუკავშირეს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.ახალ კვლევაში, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევრებს სურდათ დეტალურად შეესწავლათ, რა შეიძლება ყოფილიყო დაბალი ხარისხის ქრონიკული ანთების გამომწვევი და ის კონკრეტული ფიზიკური ცვლილებები, რაც მას შეიძლება გამოეწვია.მნიშვნელოვანია, რომ მიყენებული ზიანი შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს იქამდე, ვიდრე ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა — მაგალითად, გულის შეტევა — არ შეექმნება.„ჩვენი კვლევა უდიდესია ამ სახის კვლევებს შორის და მიუთითებს, რომ მილიონობით ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფარული ანთება, რაც ნელა ცვლის მათ გულს და იწვევს გრძელვადიან დაზიანებას — ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს“, - ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი დეკლან ო’რეგანიკვლევაში შეისწავლეს 488,079 ინდივიდის მონაცემები ბრიტანეთის კვლევითი მონაცემთა ბაზიდან, მათ შორის, გულის სკანირებები, ანთებასთან დაკავშირებული სისხლის მარკერები, გენეტიკური ინფორმაცია, სხეულში ცხიმის დონე და 169 „გარემოს მხრიდან ზემოქმედება“.ამ ზემოქმედებებს შორის იყო სოციოეკონომიკური სტატუსი, მოწევა, ფიზიკური აქტივობა, საცხოვრებელი სახლის ზომა, მარტოსულობის დონე, შფოთვა, ძილის ჩვევები, კვება, ფინანსური სირთულეები, განქორწინება და ჰაერის დაბინძურების დონე — ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების სრული სპექტრი.გამოიკვეთა სამი ძირითადი მიგნება.პირველი ის, რომ უფრო ძლიერი ქრონიკული ანთება დაკავშირებული იყო გულის უფრო პატარა განყოფილებებთან და სქელ კედლებთან, ასევე, ყოველი გულისცემისას იტუმბებოდა ნაკლები სისხლი. ეს ცვლილებები შეიძლება წინ უსწრებდეს გულის უკმარისობას.მეორე ის, რომ უფრო ძლიერი ანთება მართლაც დაკავშირებული იყო გულის შეტევისა და ინსულტის უფრო დიდ რისკთან.ანთების დონის მიხედვით მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელიც ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა (ზედა მეხუთედი), გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული გართულების — მაგალითად, გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების ალბათობა 43%-ით მეტი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ჯგუფში (ქვედა მეხუთედი); კერძოდ, დაკვირვების პერიოდში ეს მაჩვენებლები დაახლოებით 15%-სა და 11%-ს შეადგენდა.და მესამე მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა ორგანიზმში ანთებითი პროცესების მაღალ დონესა და სოციალურ-ეკონომიკურ არახელსაყრელ მდგომარეობასა თუ ფსიქოლოგიურ სტრესს შორის.მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისი არ არის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად, მიუთითებს შესაძლო გზაზე — ყოველდღიურმა სტრესულმა ფაქტორებმა შესაძლოა ქრონიკული ანთება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გულის სტრუქტურულ ცვლილებებსა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გაზრდილ რისკთან.„მოულოდნელი ის იყო, რომ ამდენი სოციალური ფაქტორი და მენტალური ჯანმრთელობაა დაკავშირებული ანთებასთან და გულის დაზიანებასთან, ისევე როგორც სხვა კარგად ცნობილი რისკფაქტორები, როგორიცაა მოწევა და უმოქმედობა. ასევე გამოვლინდა ძლიერი გენეტიკური ფაქტორი — ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად უფრო მდგრადი ან მოწყვლადი იყო ანთების მიერ მიყენებული ზიანისადმი, რომელსაც სხვადასხვაგვარი ცხოვრების წესი იწვევს“, - ამბობს ო’რეგანი.ვლევამ ასევე გამოავლინა ანთებითი ცილები, რამაც შეიძლება ახსნას კავშირი ანთებასა და გულის დაზიანებას შორის, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მედიკამენტების შემუშავებისკენ, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად შეამციროს ზოგიერთი ეს ბიოლოგიური სტრესი.კვლევის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ასევე იყოს სისხლის ტესტების შექმნა, რომლებიც გაერთიანდება გენეტიკური რისკის ქულებთან, რათა გავიგოთ, ვინ არის ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკის ქვეშ; ეს კი შეიძლება სასარგებლო იყოს ადრეული ჩარევებისთვის.ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც თუნდაც სიღარიბეა, ძლიერ რთულია, მაგრამ მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს გულის პრობლემების შემცირებისმრავალი უფრო მარტივი გზა — მაგალითად, კვებისა და ვარჯიშის რუტინის ცვლილებები.„ქრონიკული ანთება რთული პროცესია, მაგრამ ვიცით, რომ დაკავშირებულია ჩვენს ჯანმრთელობასთან და გამოწვეულია ცხოვრების წესისა და ეკონომიკური ფაქტორების ფართო სპექტრით; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მაღალი რისკის ქვეშ შეიძლება იყვნენ უბრალოდ გარემოცვის, ეკონომიკური სტატუსის, ოჯახის ჯანმრთელობისა და მათი ცხოვრების სტილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის უთანასწორობასთან ბრძოლა კვლავ პრობლემად რჩება, არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ანთების წინააღმდეგ, მათ შორისაა ისეთი რისკფაქტორების შემცირება, როგორიცაა მოწევა და სიმსუქნე“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი დეკლან ო’რეგანი.წყარო

დაკავება პროკურატურა

სამართალი • 1790615022

ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა - დაკავებულს ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არაერთგზის) და 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვითარებაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

კრიმინალი • 1790603394

ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს - ახალი დეტალები

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, ფაქტი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც ცნობილია დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ჩხუბი გარეთ დაიწყო. დაჭრა მანამდე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ცნობილია ასევე, რომ დაჭრაში ბრალდებული უნივერსიტეტის სტუდენტი არაა. დაზარალებული კი ამ სასწავლებელში სწავლობს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლენტა

კრიმინალი • 1790601209

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

✕