რა ხდება ამ წუთებში ფონიჭალაში - ვითარება აფეთქების ადგილზე

ფინიჭალა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

„შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია და მძიმე დაზიანება არ უნდა იყოს. სამაშველო ღონისძიებების პირობებში გადმოიხარა საყრდენი კედელი და, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს. აფეთქების მიზეზი და კერა უშუალოდ იდენტიფიცირებულია და ეს არის გაზის გამათბობლის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თვითონ გვიყვება ამბავს, რომ ღამით ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე და დილით ისევ ვცადე ჩართვა, შემდეგ კი მოხდა აფეთქებაო. ეს არის, ამ დრიისთვის რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

✕