გი

faceამბები 1778823526

„ნეტა შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება...“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს და ბებოზე, რომელიც მთელს საქართველოს უყვარს ახალ პოსტს აქვეყნებს: „არ ვიცი არსებობს თუ არა, ბებიეს თვალებზე ან ზოგადად , მოხუცზე უფრო სევდიანი რამ . ნათის ვკითხე : ნენა რაზე ფიქრობ თქო და ხაჭაპურზეო მითხრა – მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო . გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე . ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ.არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი. ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო. არცერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს. განიცდის. მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო...პ.ს მიყვარს ეს ჩანაწერი. ნეტე შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“,- წერს გივიკო დიდია. 

გივიკო დიდია

ტაბლოიდი 1778051268

„ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამომატარა... ბევრი გაჭირვება მაჩვენა“ - გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

 ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებაზე ემოციურად წერს. „ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამომატარა. ბევრი გაჭირვება მაჩვენა, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ყველა პრობლემა რომელიც გადავლახე, შევძლებდი და გამაძლიერებდა.ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და დროებით უიმედოდ ხართ, არასოდეს დანებდეთ, არ აჰყვეთ ცუდ ხმას. იყავით უბრალო და გულით ღირებული. იბრძოლეთ უკეთესი მომავლისთვის და გახსოვდეთ, ცხოვრებისეული განსაცდელი, ტკივილი და სირთულეები, ხშირად ჩვენი ზრდისა და სულიერი განმტკიცების საფუძველია“, - წერს გივიკო დიდია. 

გივიკო დიდია

ტაბლოიდი 1775813400

„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“... ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტებს და ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ ცნობილ ნათელა ბებოს ალცჰაიმერი სჭირს. როგორც გივიკო დიდია ამბობს, თემაზე საუბარს აღარ აპირებს, თუმცა წერს რომ დიდი ხანია ნათელა ბებო ამ დაავადებით ცხოვრობს:„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“ ეს რეალობა გვჭირს, მხოლოდ სითბო და სიყვარული გვაძლევს ძალას მეგობრებო. კადრებს რომლებსაც თქვენ უყურებთ, ძველია ან კონკრეტული მომენტები მაქვს ატვირთული , სადაც არასდროს ჩანს რა გზას გავდივართ. მე მას ვაცოცხლებ ძალიან დიდხანს. მერე რა რომ ახლა ძმა ვარ, მთავარია ისევ ისე ძლიერად ვუყვარვარ და მიყვარს. ვეიმედები და მეიმედება. პ.ს ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - წერს გივიკო დიდია.

გივიკო დიდია

საზოგადოება 1775042274

გივიკო დიდია თავისი ბებოს თბილ და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მორიგ თბილ და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.ვიდეოში გივიკო თავის უსაყვარლეს ბებიასთან ერთად არის გადაღებული. ის ბებიას სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართავს:„2-ში გახდები 81 წლის. ასე უნდა ვიყოთ დიდხანს ჩემო ნათელა“, – ეუბნება გივიკო უსაყვარლეს ბებიას.„მიყვარხარ ძალიან“, – პასუხობს ნათელა ბებია შვილიშვილს.ნახეთ ვიდეო

გივიკო დიდია

faceამბები 1743664748

VIDEO: გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს - „აბა ვის უყვარს ნათელე ბებიე?“

გურული ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოზიტიურ პოსტებს, ვიდეოს და ფოტოებს. სწორედ გივიკოს ვიდეოებით შეიყვარა მთელმა საქართველომ მისი ბებია, რომელიც ახლა იუბილარია.„მეოთხმოცე გაზაფხული. აბა ვის უყვარს ნათელე ბებიე?ალბათ რამდენჯერ გაცინათ გულიანად, აგატირათ. ვფიქრობ უამრავჯერ დაგაბრუნათ ბაღნობაში. მოგანატრათ სოფელი. ყველაზე თბილი, ბებიეს და ბაბუეს კალთა“, - წერს გივიკო დიდია.  

გივიკო დიდია

საზოგადოება 1739995310

„სამწუხაროდ, არ სრულდება... ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ“ - გივიკო დიდია მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი გივიკო დიდია წერს, რომ უცხო პირები მისი სახელით სოციალურ ქსელში ყალბ გვერდებს აკეთებენ. ბლოგერი საზოგადოებას მიმართავს, რომ არ მოტყუვდნენ და არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე.„კიდევ ერთხელ ვწერ. საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მე და ჩემი ოჯახი არანაირ გათამაშებაში არ ვართ ჩართული. ვინც არ უნდა მოგწეროთ ჩემი სახელით, ძალიან გთხოვთ დაბლოკეთ და ლინკზე არ გადახვიდეთ, რადგან მაგით თქვენს პირად მონაცემებზე შეძლებს წვდომას და თავის პირად ანგარიშზე გადაიტანს თანხას. თითქმის ერთი წელია ვებრძვი ამ თემას. სამწუხაროდ, არ სრულდება. უამრავ ფეიქ გვერდს აკეთებენ. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ“, - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

გივიკო დიდია

შემთხვევა 1727789738

„ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას...“ - გივიკო დიდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა დღეს, პირველ ოქტომბერს მოხდა.ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიას სოციალურ ქსელში ბლოგერი გივიკო დიდია ეხმიანება:„ჩოხატაური... უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ჩოხატაურელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი  ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ... ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას... რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს... გამძლეობას გისურვებთ...“,-წერს გივიკო დიდია.

giviko didia

საზოგადოება 1717705580

„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა...“ - გივიკო დიდია მიმართვას ავრცელებს

გურული ბლოგერი გივიკო დიდია ამბობს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით, მის სახელს ბოროტად იყენებენ და ამით სხვებიც ზარალდებიან.„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვიღაც თაღლითი ჩემი სახელით აკეთებს უამრავ ფეისბუქ გვერდს, ცდილობს თქვენს შეცდომაში შეყვანას. ნუ მისცემთ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომას, რადგან ეს არაადამიანი ფულის გამო, სხვისი სახელით ყველაფერს კადრულობს !პ.ს ეს არის ჩემი გვერდი. მე თქვენ წლებია მხოლოდ აქედან გეკონტაქტებით. მიყვარხართ“, - წერს ბლოგერი.

გივი

საზოგადოება 1711947706

“ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩავეხუტე და ვუთხარი...” - რას წერს გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია საზოგადოებას ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად მან ბებიასთან საუბრის მომენტი გაგვიზიარა.ბებია – შვილიშვილის ემოციურ საუბარს უცვლელად გთავაზობთ:„ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი.მე : მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო .ნათი : მე ცას კი არ გამევეკერები ნენა .მე : რეიზა ვითამ ?ნათი : დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა .მე : მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს , შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ .ნათი : მაგ ნაყინებს რო იყიდი “ ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა “ ? მე არ მინდა ნენა , გაჭირვებულებს დუურიგე .მე : მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე .ნათი : მამაშენის გარეშე ? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ, ყოლგან იგი მელანდება.მე : მინდა ყოველ ახალ წელს , ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე.ნათი : აი, რა თქვი ნენა , 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა .მე : მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები  ნათი : კი ნენა , სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ .მე : მინდა, ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო, რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის .ნათი : კაი ახლა კაი , თლა ნუ გადეირევი .მე : მინდა ყოველ დილით , კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო , შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო , მომეფერე და დამიცაცხანო . რეიზა არ იჭრი , მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს ?!ნათი : გაი იქით გაი , საქმე მაქ ნენა , მეიცდის გონია ?მე : შენ ჩემი მზე ხარ .ნათი : რომელი ამომავალი ? “ იცინის “მე : მზე რომელიც ანათებს ჩემში . მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს . მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს ნათი : წევედი , წევედი საქმე მაქ თქვა . სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად . ისე გივი ბებია , რომ იცოდე , შენ რომ არა , არ ვიცი რა მეშველებოდა“. – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში

კაკული და მიშელ გურიელაშვილები

საზოგადოება 1706766780

„უზომოდ მიყვარხარ და უზომოდ მენატრები“ - კაკული გურიელაშვილის შვილი გარდაცვლილ მამას ემოციურ სტატუსს უძღვნის

მომღერალ კაკული გურიელაშვილს, რომელიც 5 იანვარს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, შვილი, მიშელ გურიელაშვილი ემოციურ მიმართვას უძღვნის.„მამა, ძალიან მაგრად მენატრები, უზომოდ მიყვარხარ დ უზომოდ მენატრები“, – წერს შვილი და მამის სიმღერის ფონზე მის ფოტოს აქვეყნებს.ცნობისთვის, მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა.ასევე ნახეთ:მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი... ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა - მერაბ სეფაშვილი„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზეაუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს - ცაგარელის გაფრთხილებაVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები

ქალს ზვიგენი დაესხა თავს

მსოფლიო 1706623313

VIDEO: მოცურავე ქალს ზვიგენი დაესხა თავს (უცხოეთი)

ავსტრალიაში სპორტსმენ ქალს ვარჯიშისას თავს ზვიგენი დაესხა. ინციდენტი სიდნეიში, სანაპიროდან 20 მეტრის მოშორებით მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 20 წლის მოცურავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ავსტრალიის სანაპიროებზე ზვიგენების გამოსვლა ხშირი მოვლენაა, თუმცა სიდნეის ყველაზე პოპულარულ პლაჟზე მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. სპეციალურმა სამსახურებმა სანაპიროზე კონტროლი გაამკაცრეს. ასევე ნახეთ:„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყროVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციებიVIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრები„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

ivane

საზოგადოება 1706604564

„ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ვირუსები, ერთ პირს შეუძლია დააავადოს 18...“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.რაც შეეხება საქართველოს, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა. მისივე თქმით, აუცრელია ათასობით ბავშვი. ქვეყანაში, მხოლოდ იანვარში წითელას 16 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ციფრი მაღალი არ არის. "ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისივე თქმით, წითელას ვაქცინას არ აქვს ვადები. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვები ასაცრელად. ვაქცინა კეთდება ორჯერ ერთი და ხუთი წლის ასაკში. ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა ძლიერი ჰქონდეთ ბავშვებს.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყროVIDEO: „შენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს, ჩემო ბელა“ - ლაშა რამიშვილისა და ბელა ნოზაძის სიყვარულის 20 წელი