“ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩავეხუტე და ვუთხარი...” - რას წერს გივიკო დიდია

გივი

ბლოგერი გივიკო დიდია საზოგადოებას ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად მან ბებიასთან საუბრის მომენტი გაგვიზიარა.

ბებია – შვილიშვილის ემოციურ საუბარს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი.

მე : მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო .

ნათი : მე ცას კი არ გამევეკერები ნენა .

მე : რეიზა ვითამ ?

ნათი : დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა .

მე : მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს , შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ .

ნათი : მაგ ნაყინებს რო იყიდი “ ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა “ ? მე არ მინდა ნენა , გაჭირვებულებს დუურიგე .

მე : მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე .

ნათი : მამაშენის გარეშე ? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ, ყოლგან იგი მელანდება.

მე : მინდა ყოველ ახალ წელს , ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე.

ნათი : აი, რა თქვი ნენა , 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა .

მე : მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები  

ნათი : კი ნენა , სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ .

მე : მინდა, ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო, რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის .

ნათი : კაი ახლა კაი , თლა ნუ გადეირევი .

მე : მინდა ყოველ დილით , კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო , შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო , მომეფერე და დამიცაცხანო . რეიზა არ იჭრი , მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს ?!

ნათი : გაი იქით გაი , საქმე მაქ ნენა , მეიცდის გონია ?

მე : შენ ჩემი მზე ხარ .

ნათი : რომელი ამომავალი ? “ იცინის “

მე : მზე რომელიც ანათებს ჩემში . მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს . მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს 

ნათი : წევედი , წევედი საქმე მაქ თქვა . სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად . ისე გივი ბებია , რომ იცოდე , შენ რომ არა , არ ვიცი რა მეშველებოდა“. – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში