პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს.
გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქურდები დაცვამ იმ დროს შეამჩნია, როცა ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.
დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს. ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი - ქურდობისთვის, ხოლო მეორე - გერმანაში უნებართვო ყოფნის გამო.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები