შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931574

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება

არავინ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსების საკითხთან დაკავშირებით.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.„ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არის აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ ვინც ცილს სწამებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლებრივი ინსტრუმენტები არსებობდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790929870

შალვა პაპუაშვილი: არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ყველამ უნდა გამოიყენოს

მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომ ყველას, ვინც ცილს წამებს, სიძულვილის ენას იყენებს, ასეთი ინსტრუმენტები გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბერა ივანიშვილის განცხადებაზე: „მოვითხოვ სამართლებრივ პასუხს ჩემ მიმართ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე, სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსების დაცვის გზაა“.„არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება. წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება. რაც არის აბსოლუტური აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. კიდევ ერთხელ, ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები ყველას მიმართ, ვინც ცილს წამებს, სიძულვილის ენას იყენებს და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ზოგადად ცილისწამება ჰიბრიდული კამპანიების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი  პრეზიდენტს

პოლიტიკა • 1790914618

,,როცა ადამიანს ცილს სწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი" - გიორგი სოსიაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ

 ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ.ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ, მის უფლებებს კი დავით ასათიანი დაიცავს.ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში." სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი -"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა და ცილისწამებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს."გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, ვინაიდან, როცა ადამიანს ცილსსწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1790849079

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამებლური კამპანიისა, სამართლებრივი დავის დაწყება სწორია.„აქ მხოლოდ ბერა ივანიშვილზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მავნებელი ძალები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის სახელს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა, საზოგადოებას შეუძლია ტყუილ-მართალის გარჩევა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის დამსახურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790845822

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.მისი თქმით, აგენტურა და მათი ტელევიზიები ფაქტებისა დ ამტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის ბრალდებების წაყენებას მიეჩვივნენ.„აგენტურა, მათი ტელევიზიები ძალიან მიეჩვივნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცას აბრალებენ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე და შემდეგ ამ ადამიანმა უნდა იმართლოს თავი. არადა პირიქით არის, როდესაც შენ ადამიანზე რაღაცას ამბობ მტკიცების ტვირთიც შენს მხარეს უნდა იყოს. ყველა უნდა მიეჩვიოს ამას. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუმცა როდესაც ბრალდებაზეა საქმე, მითუმეტეს მძიმე ბრალდებაზე, რა თქმა უნდა, მითუმეტეს როდესაც მედიაა ამ ყველაფერში ჩართული, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითიც ამ ყველაფერს დაადასტურებენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1790841668

არჩილ გორდულაძე ბერა ივანიშვილის სარჩელზე: გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ

გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ საკითხის შეფასებისას.„გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიურ თავდასხმებსა და ცილისწამებებს ავრცელებენ, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რადგან ისევ და ისევ მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ“, - აღნიშნა გორდულაძემ.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

დავით ასათიანი

სამართალი • 1790840605

ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა. „მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი", - აცხადებს ბერა ივანიშვილი.

თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1790830721

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული

 ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ცილისმწამებლურ და ორკესტრირებულ კამპანიებს, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ კანონი უნდა დაუპირისპიროს და ეს ნაბიჯი სამომავლოდ ერთგვარი პრევენცია იქნება.„ჩვენს საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიმართოს სასამართლოს იმისათვის, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ, ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ დაგეგმილ და კოორდინირებულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790799656

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე - რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი

"ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.ირაკლი კირცხალიას თქმით, კონკრეტული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი შებღალონ."ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ და ისარგებლებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია დაინახავს. ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ - შვილს, ქველმოქმედებას თანხის კეთებას არქმევენ.ერთი სიუჟეტი გაკეთდა, გამორჩეულად ვიხსენებ ამ სიუჟეტს, მისი ოჯახის წევრის ობიექტი იყო, სახლი თუ შენობა იდგა საბურთალოს რაიონში და მის გვერდით ადამიანს ჰქონდა თავის შენობა შემოღობილი, აქ მოხდა რაღაც ამბავი, ვიღაც დაჭრეს თუ დააკავეს. სიუჟეტი დაიწყო, რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის არსებულ ობიექტზეო - კატასტროფა. აბასთუმანი სამოთხეს დაემსგავსა და "ბელგიური შოკოლადისფრად" შეღებილ სახურავზე საუბრობენ - ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს - "ფორმულა" ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ.რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბერა ივანიშვილი

საზოგადოება • 1790777510

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.„მოგესალმებით,საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, - წერს ბერა ივანიშვილი.      

გამსახურდია

პოლიტიკა • 1784479455

ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ნაცებმა და მათმა, ტანკაცუნკა ნოდარას ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. თურმე ამათ უნდა კითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, “ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ.” გამსახურდია ამბობს, რომ რამდენჯერაც ბათუმში ჩასულა განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია.„ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე ბათუმში, სიცხე მე არ მიყვარს, ზაგარი და ზღვა (ბათუმი და ზოგადად აჭარა მიყვარს თავისთავად). რამდენი ჩავსულვარ, განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ამ იქედნეს ნაშობმა ნაცებმა და მათმა, ტანკაცუნკა ნოდარას ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. ვერ ეშვებიან შვილებს ეს გარეწრები, თურმე ამ ნაბუშრებს უნდა კითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი.”- წერს გამსახურდია.        

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1784467096

ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! - დიმიტრი სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით შავი კამპანიის საშუალება არავის მიეცემა.„ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! რომ იცოდეთ, ამ სიბინძურით ივანიშვილების ოჯახს ვერაფერს დააკლებთ, ხალხის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ!“, - წერს სამხარაძე.

✕