ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1744966920

VIDEO: „სააღდგომო კვირეული ჩემს სოფელში“ - ბარბარა სამხარაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო.  წარმატებული მომღერალი საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში თავისი სოფლიდან სააღდგომო კვირეულის შესახებ შექმნილ კადრებს აქვეყნებს, სადაც სააღდგომო განწყობა იგრძნობა.„სააღდგომო კვირეული ჩემს სოფელში“, – წერს ბარბარა.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1743801093

„ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან“ - ბარბარა სამხარაძე გამომწერებს მიმართავს

ბევრისთვის საყვარელი და ნიჭიერი მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.მომღერლის თქმით, მისთვის წითელი ხაზია, როდესაც ბიჭი აგრძნობინებს რომ მესამე ვარიანტია.„ყველაზე ცუდი თვისება ბიჭებში არის, როდესაც გაგრძნობინებს რომ შენ ხარ მესამე ვარიანტი. როდესაც ამას შეამჩნევთ, ამ Red flag-ს ჩაეჭიდეთ და სხვა მიზეზებს აღარ დაუწყოთ ძებნა. [ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან]“, – საუბრობს ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1743270417

VIDEO: „მეშინოდა ჩვენი „გლეხობის“ გამო არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს… “ - ბარბარა სამხარაძე დედასთან ინტერვიუს გვიზიარებს

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ დედას რამდენიმე კითხვა დაუსვა და ინტერვიუს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.ჩემგან და ნანუკასგან ოდესმე იმედგაცრუება გიგრძნია?არასოდეს, იმედგაცრუება კი არა ცხოვრების ახალ ვერსიებს და იოლ გზებს მაჩვენებდა თქვენი ბავშვობა. ძალიან შეგნებული, მგრძნობიარე, მშვიდი და უპრეტენზიოები იყავით ორივე. ღმერთმა იმიტომ გაგიმართლათ დედას რომ უფრთხილდებოდით ბავშვობიდან.დე, შენ ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკის გეშინოდა?შენი პიროვნული მონაცემების გამო, არასდროს არაფრის მეშინოდა. მე უფრო… ასე იყო ადრეც, რომ ვიღაცის შვილი უნდა ყოფილიყავი, „ბობოლა“ მამა უნდა გყოლოდა ან ბაბუა ბიზნესმენი, წარმატებისთვის რომ მიგეღწია. ცხოვრების განვლილი საფეხურების მეშინოდა, ჩვენი „გლეხობის“ გამო, რომ არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს, მაგრამ დღეს არაფერი აღარ „ტეხავს“.სრულად ნახეთ ვიდეოში:

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1740295140

„რაღა დაგიმალოთ და მეც მინდა, მაგრამ… წელს ძალიან მინდა ნინი წავიდეს“ - ბარბარა სამხარაძე  2025 წლის ევროვიზიაზე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა გეგმავს თუ არა ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობის მიღებას, რაზეც ბარბარა წერს, რომ „წელს უკვე გვიანია, რადგან მისი კანდიდატურის განხილვის შემთხვევაში ამის შესახებ უკვე ეცოდინებოდა“.ბარბარა წერს, რომ წერს ევროვიზიაზე ნინი ბრეგვაძის კანდიდატურას გულშემატკივრობს.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1736698736

„მთავარი როლი თქვენ გაქვთ“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.ბარბარამ ბევრი შრომის შედეგად საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი ახალ სიმღერას გაგვიზიარებს:„ელოდებით ჩემს ახალ სიმღერას? უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა მეშინია. იმედია ყველას გულს მოიგებს, მთავარი როლი თქვენ გაქვთ. თქვენ უნდა დამეხმაროთ მაქსიმალურად გავრცელებაში!“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

გუ

faceამბები 1733385420

ბარბარა სამხარაძის გარდასახვა - ნახეთ ფოტო, რომელსაც ავრცელებს

მომღარალმა, ბარბარა სამხარაძემ ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ერთი წლის თავზე 56 კილო დაიკლო."დაწყნარებულ გონებაზე რომ გავხედო, რისთვის გამოვედი მე ნიჭიერში?! - გამოვედი იმისთვის, რომ გამეგო ვმღერი, თუ არ ვმღერი, არაფრის კომპლექსი არ ყოფილა, ერთადერთი კომპლექსი შეიძლებოდა მქონდა - ჩაცმის, პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი".წონების კლების შემდეგ ბარბარა ამბობს, რომ თავდაჯერებულობა იმატებს ასეთ დროს, რადგან საზოგადოება ხდება უფრო მიმღებლური, უხეშად რომ ვთქვათ, სიგამხდრე არის პრივილეგია.ბარბარამ ახლა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ომი დასრულდა"

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1728048660

PHOTO: ბარბარა სამხარაძის ემოციური მილოცვა იუბილარ დედას

მომღერალ ბარბარა სამხარაძის დედა იუბილარია. მომღერალი დედას ემოციურ პოსტს უძღვნის და დაბადების დღეს ულოცავს.„დეე, მადლობა რომ შენს შვილებად აგვირჩიე შენს დღეს გილოცავიმაზე ბედნიერი იქნები, გპირდებით ვიდრე, ვინმეს მთელი გულით შეუძლია გისურვოს. ვიხაროთ ყველამ ერთად“, – წერს ბარბარა სამხარაძე. 

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1725182580

„უკვე 600 ათასი ნახვა აქვს“ - ბარბარა სამხარაძე გამომწერებს ახალი სიმღერის შესახებ სიახლეს უზიარებს

მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ მეგაშოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. იგი პროექტის გამარჯვებული გახლდათ.ბარბარა აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, მან რამდენიმე საავტორო სიმღერაც ჩაწერა. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ახალ სიმღერაზე საუბრობს და მასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს:„ჩემს სიმღერას ჰქვია without feeling. როცა ამის შესახებ ვთქვი, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, 600 000 ნახვა დააგროვა. ვფიქრობ, მსმენელს იმედს არ გაუცრუებს, მათ, ვინც ასე ელოდება ამ სიმღერას. Ocean Side ჩემთვის შეუცვლელია, რადგან პირველია, მაგრამ ვფიქრობ, ახალი სიმღერა მას ჩაანაცვლებს“, - ჰყვება ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1725041820

VIDEO: ახალ სიმღერას უკვე 600 ათასი ნახვა აქვს - ბარბარა სამხარაძე გამომწერებს სიახლეს უზიარებს

ბარბარა სამხარაძე გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ახალ სიმღერასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს:„ჩემს სიმღერას ჰქვია without feeling. როცა ამის შესახებ ვთქვი, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, 600 000 ნახვა დააგროვა. ვფიქრობ, მსმენელს იმედს არ გაუცრუებს, მათ, ვინც ასე ელოდება ამ სიმღერას. Ocean Side ჩემთვის შეუცვლელია, რადგან პირველია, მაგრამ ვფიქრობ, ახალი სიმღერა მას ჩანაცვლებს…“ 

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1724306100

VIDEO: „რა ლამაზი ხარ, წარმატებები!“ - ბარბარა სამხარაძე ახალ სიმღერას აანონსებს

მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელიც საზოგადოებამ ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა, საკუთარ მსმენელს ახალი კომპოზიციებით ხშირად ანებივრებს.რამდენიმე საავტორო სიმღერის გამოცემის შემდეგ, ბარბარა სამხარაძე ახალ კომპოზიციას აანონსებს. სიმღერას სახელწოდებით – Without Feelings, მსმენელი სექტემბრის დასაწყისში მოისმენს.მანამდე კი, ბარბარა სიმღერიდან ნაწყვეტს ასრულებს და ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1723789259

ბედნიერების პიკზე როცა ვარ, ახლობლები მტოვებენ - ბარბარა სამხარაძე

ნიჭიერი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბარბარა სამხარაძე, ერთი შეხედვით, მხიარული და ლაღი ადამიანია. თუმცა, ამის მიღმა, უდიდესი ტკივილი იმალება. იყო პერიოდი, როცა წარმატების ეშინოდა, რადგან ყველა მის წარმატებას ახლობლის გარდაცვალება მოჰყვა. ახლა კი, როგორც მისი შინაგანი ხმა ჰკარნახობს, წინ საკმაოდ პოზიტიური პერიოდი ელოდება, რასაც უკვე უყრის საფუძველს და სულ მალე, შედეგსაც მოიმკის. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა: ბარბარა სამხარაძე: შინაგანი შეგრძნება მაქვს, როდის რა წარმატება მელის. როცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება, ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც დიდისთვის ვემზადები. ოღონდ, ამ მომზადების პროცესში, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობ რესურსს. როცა სიმღერის სწავლას ან წერას ვიწყებ, ეს პროცესი მოულოდნელად, ძალისხმევის გარეშე ხდება. მაგრამ, უშუალოდ წარმატება ჩემს ცხოვრებაში მსხვერპლების ფონზე მოდის.– მსხვერპლებში რას გულისხმობ?– მაგალითად, სანამ კონკურსზე გავიმარჯვებდი, ფინალამდე, ბებია გარდამეცვალა, ასევე, ჩემი მეგობარი. გამარჯვებიდან სამ თვეში კი – მეორე ბებია. ინგლისურენოვანი სიმღერა „ოკეანის მხარე“ რომ გამოვუშვი – ბაბუა. ერთი სიტყვით, ბედნიერების პიკზე როცა ვარ, ახლობელი ადამიანები მტოვებენ. ყველაზე რთული პერიოდი იყო კონკურსის პერიოდი, როცა უკან მოვიხედე და დავინახე ადამიანები, რომლებიც ჩემი წარმატებით უნდა დამტკბარიყვნენ და ჩემი წარმატებით ჩემთან ერთად ეხარათ, გვერდით აღარ მყავდნენ. მიკვირს ჩემი თავის, როგორ არ ვიმჩნევდი ტკივილს და იმ განცდას, რომელიც რეალურად გულში მქონდა იმ მომენტში, როცა სცენაზე ვიდექი. გამოვდიოდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი და იმ ტკივილს ვერავინ მატყობდა. მოკლედ, ეს იყო პერიოდი, როცა არც მემღერებოდა, არც მეცეკვებოდა, მაგრამ უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. დამეწყო საშინელი სპაზმები, მომენგრა ყველაფერი და მაინც არ დავნებდი. ამიტომ ვთქვი, მსხვერპლის გარეშე ჩემთან წარმატება არ მოდის-მეთქი. უფრო სწორად, წარმატება ვერანაირად ვერ შევირგე. კონკურსში გამარჯვების მერე, სოფელში რომ ჩავედი და გულით საყვარელი ადამიანები არ დამხვდნენ, მეტკინა, გააზრების პროცესი იყო ძალიან რთული. ის პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ მახსენდება. ამის მერე წარმატების მეშინოდა. როცა რამე კარგი მოხდებოდა, შიშით ვამბობდი: ნეტა, ახლა რა უნდა მოხდეს-მეთქი. წინასწარი მოლოდინის შეგრძნებები მაქვს ხოლმე, ეს ინსტინქტია და გინდა თუ არა, ეს ადამიანს აქვს. თუმცა, უტყუარს ამას ვერ დავარქმევ, რადგან ბევრჯერ ცუდის მოლოდინი მქონია, მაგრამ არ მომხდარა, უბრალოდ, „გონება წამეთამაშა“. ასეთ შეგრძნებებს ვერ გადავრქმევ განსაკუთრებულ წინათგრძნობას. ის, ლოგიკურ მომენტებში გვიჩნდება, მე ასე ვფიქრობ. ზოგადად, ჩემს ინტუიციას ვუსმენ და ჩემი შინაგანი „მე“-ს წინააღმდეგ არასოდეს მივდივარ.

სტამბოლი

მსოფლიო 1706894985

სტამბოლში, Procter & Gamble-ის ქარხანაში დაუდგენელმა პირებმა მძევლად აიყვანეს მუშები - თავდამსხმელებმა მძევლებს ერთ-ერთი მუშის დაბადების დღის აღნიშვნის უფლება მისცეს

სტამბოლის გარეუბანში მდებარე ქარხანაში ორმა უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. გაზეთ Cumhuriyet-ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ამ საწარმოს თანამშრომელია.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Procter & Gamble-ის ქარხანას თავს დაესხა ერთი შეიარაღებული მამაკაცი. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა, მათ შორის ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა იბრაჰიმ ი.მ, ეს გააკეთეს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მძევალს დაბადების დღე ჰქონდა. თავდამსხმელებმა თავიანთ მსხვერპლს დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება მისცეს, რადგან ამისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო.ასევე ნახეთ:ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ2050 წლისთვის, სიმსივნის შემთხვევების 77%-ით გაზრდას ვარაუდობენ - WHOVIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა