მარკო რუბიო

მსოფლიო • 1792564469

მარკო რუბიო: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მრავალმილიარდიანი დახმარება, ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისი თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გაცილებით დიდ მოწინააღმდეგეს მამაცურად ებრძოდნენ.„ბოდიში, მაგრამ ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ. შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღვნიშნოთ. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის მართლაც დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და ამერიკული დახმარებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს, როდესაც გაცილებით დიდ ქვეყანას დაუპირისპირდნენ. თუმცა, ნათლად უნდა ითქვას: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მიერ მისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ტრამპი

მსოფლიო • 1792042590

ტრამპი: ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს, ამიტომ მათ შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოვიხსენიებ

ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს, ამიტომ მათ შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოვიხსენიებ, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვას, თუ რატომ არ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიქტატორს.მისი თქმით, ის გარიგებების ოსტატია, შეთანხმებების დადება ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და სწორედ გარიგებების წყალობით გამდიდრდა. ამიტომ, ტრამპის განცხადებით, ადამიანების დაცინვას არ იწყებს.„მე გარიგებების ოსტატი ვარ. შეთანხმებების მიღწევა ყოველთვის კარგად გამომდიოდა. სწორედ გარიგებების წყალობით გავხდი ძალიან მდიდარი. ამიტომ ადამიანებს არ დავცინი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი „რუსეთს მასხრად იგდებდა“.

ტრამპი

მსოფლიო • 1791629529

დონალდ ტრამპი – ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს ნავი პილაის, რომლის შესახებაც არავის სმენია, მე კი რვა ომი დავასრულე, ნობელის ერთი პრემიის ნაცვლად, რვა უნდა მიმეღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას მშვიდობის ნობელის პრემია არ მიანიჭეს.ტრამპი ნორვეგიას მწვავედ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც კომიტეტმა მიმდინარე წლის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნავი პილაის მიანიჭა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაერო-ს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავი პილაის არაფერი გაუკეთებია, თავად კი რვა ომი დაასრულა. ამასთან, მისივე თქმით, მას არა ერთი, არამედ რვა პრემია ეკუთვნოდა.„ეს ის ქალია, რომელსაც მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს დიდებული ამერიკის შეერთებულi შტატების ნაცვლად, მაშინ როდესაც მისმა წარმომადგენელმა – ანუ მე – რვა ომი დავასრულე და მრავალი სხვა პრობლემა მოვაგვარე. ამ ქალის შესახებ არაფერი ვიცი და არც სხვამ იცის რამე! სინამდვილეში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის შესახებ არავის არასდროს სმენია, გარდა იმისა, რომ მას აშკარად სძულს ისრაელი. არ ვიცი, ამ ქალს რა გაუკეთებია. მე რვა ომი მოვაგვარე. იმ ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა, რომლებსაც დავეხმარე, ნორვეგიის ნობელის კომიტეტს წერილები გაუგზავნეს. ახლა კი კიდევ ორი კონფლიქტის მოგვარებას ან მოგებას ვაპირებ – ირანის და რუსეთ-უკრაინის ომის. ორივე პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება, მაგრამ, მოდი, ეს დროებით გვერდზე გადავდოთ და იმ რვა ომზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც უკვე მოვაგვარე. თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნობელის პრემიის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, ერთი ნობელის მშვიდობის პრემიის ნაცვლად, რვა პრემია უნდა მიმეღო.ეს რვა ომია: კამბოჯასა და ტაილანდს შორის; კოსოვოსა და სერბეთს შორის; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის; პაკისტანსა და ინდოეთს შორის; ისრაელსა და ირანს შორის; ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის; სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის; ისრაელსა და „ჰამასს“ შორის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რვა ომის დასრულების გარდა, მან სხვა მრავალი პრობლემაც მოაგვარა. მაგალითად, ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში შეუშალა ხელი, რითაც, მისი თქმით, მთელი ახლო აღმოსავლეთის და, საბოლოოდ, ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიების განადგურება აიცილა თავიდან.დონალდ ტრამპის თქმით, მან ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა და გაიხსენა მარია კორინა მაჩადოს სიტყვები, რომელმაც გასულ წელს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია ტრამპს გადასცა. მაშინ მაჩადომ აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპმა მრავალი ომი მოაგვარა და ნობელის მშვიდობის პრემიას იმაზე მეტად იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს პრემია ოდესმე მიუღია“.„ჩემი სამშვიდობო მიღწევების გათვალისწინებით – ისეთი შედეგების, რომლებსაც აქამდე ვერავინ მიაღწია – მეც ვეთანხმები ამ შეფასებას! ისრაელში ყველა მძევლის, მათ შორის ბოლო 28 მძევლის, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების, დაბრუნებას მივაღწიე და ამ საქმეში „ჰამასთანაც“ ვითანამშრომლე. არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო! ვენესუელაში მსოფლიოს ბოროტი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოვაშორე და ახლა ვენესუელის მდიდარ, წარმატებულ დემოკრატიად გარდაქმნაზე ვმუშაობ. ანალოგიურად, ირანს ისრაელის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის განადგურების საშუალება არ მივეცი. ასევე, მუდმივად ვუშლი ხელს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, აგრეთვე იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყებას. ამას დაუმატეთ ჩინეთი და ტაივანი და მსოფლიოს სხვა მრავალი დაძაბული კერა, სადაც ომები არ დაწყებულა მხოლოდ დონალდ ჯ. ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებით.ჩემი დამსახურებაა ისიც, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზარდეს, რითაც უფრო ძლიერი ალიანსი და თავდაცვა შეიქმნა. ესეც ისეთი რამ იყო, რომლის გაკეთებაც, ყველას აზრით, შეუძლებელი გახლდათ. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან 900-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე მოვილაპარაკე და მათი დაბრუნება უზრუნველვყავი. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტყვეობიდან 196 მძევალი დავაბრუნე შინ ისე, რომ გამოსასყიდი არ გადამიხდია – განსხვავებით ბაიდენისა და ობამასგან, რომლებიც მილიარდობით დოლარს იხდიდნენ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მე შევქმენი პირობები არქტიკისთვის, რომელიც მალე ძალიან აყვავებული გახდება.მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ნობელის პრემია ლიბერალ ადამიანს მიანიჭეს, რომელიც გაერო-ში მუშაობს და რომლის შესახებაც არავის არასდროს სმენია. ყველა იმ ომის დროს, რომლებიც მოვაგვარე, გაერო-სთან ერთხელაც არ მისაუბრია – მათ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, წარმოვადგენ, მშვიდობის ნობელის პრემია უნდა მიეღო, მაგრამ არ მიანიჭეს. ეს არის წარუშლელი ლაქა ნორვეგიისთვის, რaც არასოდეს იქნება დავიწყებული. ნობელის „მშვიდობის“ პრემიამ სამუდამოდ დაკარგა სანდოობა რამდენიმე რადიკალი იდეოლოგის გამო, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან და ცივილიზაციის მტრები არიან!“ – წერს ტრამპი.ცნობისთვის, მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790923302

დონალდ ტრამპი: ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ

ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტიაა.ტრამპის თქმით, სწორედ მაღალი ფასების გამო მიიღო ამომრჩევლების მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში.„ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს. სწორედ ამიტომ გავიმარჯვე არჩევნებში და ახლა ფასები სწრაფად იკლებს. ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ“, – წერს ტრამპი.

ტრამპი ზელენსკი

მსოფლიო • 1790869231

გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული ტიპის  საბრძოლო მასალის მიღებაზე უარი თქვა, რადგან უკრაინას მისი გამოყენებისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საბრძოლო მასალის მარაგები ამჟამად აქტიურად ივსება და ქვეყანაში შეიარაღების წარმოება იზრდება.„არის საბრძოლო მასალა, რომლის მიღებაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. თუმცა, ეს ძალიან ძლიერი საბრძოლო მასალაა. მან უარი თქვა, რადგან მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგად აშშ-ში გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგი შემცირდა, თუმცა მისი ადმინისტრაცია ახლა დანაკლისის შევსებაზე აქტიურად მუშაობს და აშშ-ის „კარგ ფორმაშია“.ტრამპის განცხადებით, აშშ-ში თავდაცვის სფეროს კომპანიები, მათ შორის Raytheon, საწარმოო შესაძლებლობებს აფართოებენ.„ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებენ ქარხნებს. მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ ვაგროვებთ საბრძოლო მასალას იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

მსოფლიო • 1790666040

Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

30 სექტემბერს, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ბოლო ბაზებს დატოვებენ, რაც ირანისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებად მიიჩნევა. მათ ამჟამად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც, ორ ათწლეულზე მეტხნიანი ომის შედეგად, 4 500 ამერიკელი დაიღუპა, - წერს Reuters-ი.ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ეს გასვლა - რომელიც 2024 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეთანხმდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს მაშინაც კი, როდესაც ის ირანთან ომს აწარმოებს - შესაძლოა თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს მოქმედების თავისუფლება მისცეს და, ამასთანავე, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს", დაბრუნების და საკუთარი პოზიციების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს."ირანს სტრატეგიული თვალსაზრისით შეუძლია სარგებელი მიიღოს კოალიციის ძალების გასვლით, რადგან ეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობას გააუქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდნენ", - განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, ერაყელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც ირანთან დაახლოებული შიიტური შეიარაღებული ჯგუფების შესწავლაზეა სპეციალიზებული.მისი პროგნოზით, ირანის მხარდამჭერი დაჯგუფებები ამ გასვლას არა მხოლოდ თავიანთი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ "ეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ".ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული კოალიციის - "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის" ერთ-ერთმა მეთაურმა აბუ მოჯთაბა ალ-იასირიმ, აშშ-ის გასვლას "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი" უწოდა."30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიის ბნელი თავის დასასრულს და ოკუპაციის მარცხს - იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტი არა უცხო ძალებით, არამედ მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის უზრუნველყოფილი", - განუცხადა მან Reuters.

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი

მსოფლიო • 1790619300

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.„ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას თითოეული ამერიკელის თანაბარი შესაძლებლობებისთვის და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ნებისმიერ სკოლასა თუ კოლეჯს, რომელიც დაარღვევს ჩვენი გოგონებისა და ქალების უფლებებს, კონფიდენციალურობასა თუ სპორტულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა განათლების მდივანმა, ლინდა მაკმაჰონმა.ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს ზიანს მიაყენებს ტრანსგენდერ ათლეტებს და შეასუსტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789980016

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა."ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობების დინამიკა მზარდია და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია."რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ჩვენ არსად ვჩქარობთ, ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ის რომ ტრამპმა USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა და სხვა მავნე პროექტები დახურა, მიანიშნებს იმაზე, რომ ის გმობს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანება."ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს, რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის, პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია ურთიერთობის იმ დინამიკით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს."ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის იმ პროექტით, რასაც "ტრამპ თაუერი" ჰქვია. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი, არის უწყებებს შორის კომუნიკაცია. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტრამპი

მსოფლიო • 1789977758

ტრამპი: ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ფასები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა, მისი მმართველობის პერიოდში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ფასები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა, მისი მმართველობის პერიოდში.„ბაიდენის დროს ბენზინის ფასები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ტრამპის დროს. ასევე იყო თითქმის ყველა სხვა ფასიც“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპი

მსოფლიო • 1788450358

ტრამპის განცხადებით, აშშ ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღების შეუზღუდავი რაოდენობა აქვს. ამერიკა ახალ იარაღს უპრეცედენტო მასშტაბებით აწარმოებს და თავისთვის იტოვებს, ხოლო გაყიდვები პარტნიორებისთვის მალე განახლდება.„იმ მოღალატე ნაძირლებისთვის, რომლებიც ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობენ, მინდა განვაცხადო: ჩვენ პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს საშუალო და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალა - გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სხვა ომისთვის ოდესმე დაგვჭირდება (რაც, დიდი ალბათობით, საერთოდ არ მოხდება). ამასთან, ჩვენ საბრძოლო მასალას უპრეცედენტო მასშტაბით ვაწარმოებთ. ვქმნით მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის.ამ საბრძოლო მასალას ახლა ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და სხვებზე აღარ ვყიდით, თუმცა მოკავშირეებისთვის მისი გაყიდვა მალე კვლავ განახლდება.ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უფასოდ, ვიდრე ჩვენ ირანში ამ დრომდე გამოგვიყენებია. უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უფასოდ გადაეცა - თანხა, რომლის გადახდაც ევროპას მოუწევდა, მათთვის რომ უბრალოდ ეთხოვათ. თუმცა ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მოვითხოვთ, მართალია, გარკვეული დაგვიანებით!“ - დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1788101886

ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა, რომელიც „მძინარა“ ჯო ბაიდენის გამო თითქმის მთლიანად დაცარიელდა“, - აღნიშნა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მესიჯში.„რეზერვების ბოლომდე შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის“, - დასძინა ტრამპმა.

რადოსლავ სიკორსკი

მსოფლიო • 1787930872

თავდაცვის მზადება უნდა დავაჩქაროთ - რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, განცხადებით, საჭიროა ქვეყნის თავდაცვის მზადების დაჩქარება.„როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის NATO-ს პროვოცირებას არ მოახდენს. პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. უნდა დავაჩქაროთ თავდაცვის მზადება“, - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

✕