გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732293480

გურამ მაჭარაშვილი: ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აკლია, მათ შორის უცხოეთიდან მაგრამ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის დირიჟორი არავინ არ არის

პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პარლამენტის პირველ სხდომაზე არ დასწრების საკითხს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და არავისზე არ შეიძლება ზედმეტად დამოკიდებულება.„უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ასე, ზედმეტად და ჭარბად დამოკიდებულება არ შეიძლება არავისზე და არაფერზე“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება და რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული პირები დაესწრებიან.„პირველ რიგში, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ასე, ზედმეტად და ჭარბად დამოკიდებულება არ შეიძლება არავისზე და არაფერზე. იცით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აკლია, მათ შორის უცხოეთიდან მაგრამ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის დირიჟორი არავინ არ არის. შესაბამისად, პირველ სხდომაზე მოწვეული იქნებიან ისინი, ვინც პროცედურების მიხედვით უნდა იყვნენ- უწყებების წარმომადგენლები და ა.შ და სხდომა ჩატარდება რეგლამენტია მიხედვით. ეს აპრობირებული მეთოდია და არც ერთ სხვა ქვეყანაში რაიმე განსხვავებული დადგენილი მეთოდი არ არის. ასე, რომ პირველი სხდომა კანონმდებლობის ფარგლებში და ქართველი ხალხისა და ბევრი სხვა ქვეყნის ლეგიტიმაციის ფონზე ჩატარდება,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732292700

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან

ოპოზიციას, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე სცენარი აქვს, ახალს არაფერს გვთავაზობს და [სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ისინი ისევე შევლენ პარლამენტში, როგორც ეს წარსულში გააკეთეს],- განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“, თუმცა, სწორედ ეს არის მათი სახე.„ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან. მათთვის ძალიან მარტივად დგას საკითხი - 25 ნოემბერს 61 განცხადება მოგვიტანონ, [რომ სურთ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეთ]. ხომ შეჰპირდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყოდნენ? ჰოდა, ჩააბარონ ეს განცხადებები კანცელარიაში და ამომრჩეველს უთხრან, რომ პირობა შეასრულეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“. ეს არის სწორედ მათი სახე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1732264648

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს - პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს, როდის და სად ჩატარდება პრეზიდენტის ინაუგურაცია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკითხი მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიაში შემავალი 300 ადამიანი აირჩევს, რომელთაგან 150 პირი, პარლამენტის წევრი იქნება. მისივე თქმით, არჩევნებს პარლამენტის შენობაში ცესკო ჩაატარებს.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი იქნება პირველ რიგში პატრიოტი, რაც წინა და მოქმედ პრეზიდენტს განსაკუთრებით აკლდათ.„ის იქნება ქართველი პატრიოტი და ეს არის როგორც აღმოჩნდა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველად ვერ შედგა.ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს, ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. როგორც იცით ორი საკითხია - პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია. პირველად მოხდება არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლის ნახევარია პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი კი აჭარა-აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს - 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა. რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონით დავაზუსტეთ, მივყევით იმ ტრადიციებს რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. არჩევნების შემდეგ მესამე კვირას ჩატარდება ინაუგურაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732208880

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, არამედ უკუღმა კითხულობს კიდეც ყველაფერს

სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, არამედ უკუღმა კითხულობს კიდეც ყველაფერს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს - ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით.„საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა რაღაც გამოგონილ ნორმებზე, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციასო და პირველის ხდომის ჩატარება და პარლამენტის წევრების არჩევა აქ რა შუაშია საერთოდ ეს ვერ დაადგინა და ვერც დაადგენს ვერასდროს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732197805

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა უკვე დაიწყო და ევროკავშირთან ახლა იწყება - გურამ მაჭარაშვილი

"ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურად იაზროვნებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც სურს როგორც თავისი იდენტობა შეინარჩუნოს, ასევე - პარტნიორული ურთიერთობები დანარჩენ მსოფლიოსთან“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან უკვე დაიწყო და ევროკავშირში ახლა იწყება."აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ვხედავთ, რომ უკვე რაციონალური გზავნილები ჟღერდება. ასევე, ევროკავშირიდან სულ უფრო მეტი განცხადება ისმის ქართული ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს უფრო გაძლიერდება და ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა დაუჭერს ჩვენს პოლიტიკას მხარს.იზრდება იმ ევროპარლამენტართა რაოდენობაც, რომელთაც გადააფასეს ღირებულებები და აცხადებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც თავისი იდენტობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად იბრძვის და მასზე ზეწოლა არ უნდა იყოს. ასე რომ, როცა გვეკითხებოდნენ, თუ როდის დაიწყებოდა გადატვირთვის რეჟიმი, პასუხი შემდეგია, რომ ამერიკაში ეს უკვე დაიწყო, ხოლო ევროკავშირში ახლა იწყება, რადგან საქართველოს მიმართ პოზიტიური განცხადება განცხადებაზე კეთდება მათი მხრიდან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732185760

მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. ამიტომაც არის 61 ოპოზიციონერიდან უმრავლესი მათგანი მიყუჩებულები ბუჩქებში და ელოდება დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს - გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო სიების ჩახსნაზე

მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. შესაბამისად, ამიტომაც არის 61 ოპოზიციონერიდან უმრავლესი მათგანი მიყუჩებულები ბუჩქებში და ელოდება დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილი ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსების საკითხზე საუბრისას.მისივეთ თქმით, წინა მოწვევის პარლამენტიდან მათ აქვთ გამოცდილება, რადიკალები სიების ჩახსნის შემდეგ როგორ ითხოვდნენ სიების აღდგენას.„ჩვენ გვაქვს გამოცდილება წინა მოწვევის პარლამენტში, რომ როდესაც სიები ჩახსნეს პარლამენტის მოქმედების შემდგომ, რამდენიმე თვეში პირდაპირი გაგებით გვთხოვდნენ, კანონში შეგვეტანა ცვლილება, რომ აღედგინათ ეს სიები. მეტსაც გეტყვით, საუბარი აღარ იყო დაფინანსების შეწყვეტაზე, მათ სურდათ, რომ ეს დაფინანსება ისევ გაგრძელებულიყო. ასე, რომ ეს მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. შესაბამისად, ამიტომაც არიან მიყუჩებულები ბუჩქებში უმრავლესი მათგანი, 61 ოპოზიციონერისგან და ელოდება დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732180436

ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ვერ დაინახეს, ამ ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ბოკუჩავას არავინ აღიქვამს ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს - გურამ მაჭარაშვილი

ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ამ ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ის ვერ დინახეს. იმიტომ თქვეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არათუ ლიდერი არ ჰყავს, ერთიანი იდეაც არ აქვს.„ბოკუჩავს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ლიდერი თვითონ არის, ეს იქ გაარკვიოს. არავინ არ აღიქვამს მას ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს. რეალურად დავინახეთ, რომ არამც თუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ ერთიანი იდეა არ აქვთ. იდეა რომ ერთიანი არ გაქვს, ვერც ერთიანი ლიდერი გეყოლება. ეს დაინახეს მათმა პატრონებმა. როცა კითხულობენ, იდეა ან გეგმა რა გაქვთ, ან მტკიცებულება რა გაქვთ და ლიდერი სად გყავთ, ვერაფერზე პასუხი რომ ვერ მიიღეს მათმა პატრონებმა ევროკავშირში, თქვეს, რომ ეს ხალხი უნიათოა და ისევ სჯობს, მოქმედ ხელისუფლებასთან გვქონდეს ურთიერთობა. ეს არის რეალობა და ბოკუჩავამ თქვა ეს რეალობა, რომ უცხოეთში დაინახეს, ოპოზიციაში არათუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ არ აქვთ იდეა, რა უნდათ, გარდა ერთისა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, უკვე ოპოზიციაშიც მიხვდნენ, რომ მათი საქმე დასრულებულია.„ახლა ნელ-ნელა ერთმანეთთან გადაბრალებები წავა. საჯაროდ ვიხილავთ ოპოზიციის ცალ-ცალკე აღებულ ლიდერებს, ერთმანეთს რომ დააბრალებენ იმ კრახს, რაც არჩევნებში და არჩევნების შემდგომ განიცადეს. ბოკუჩავას ეს გამოსვლა ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ ყველა აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს კრახი მისი კი არა, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ბრალი იყო. ეს ზუსად იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ოთხივე აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 20 ნოემბერს, ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა, ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც“.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732179495

ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რადგან მათგან ვერავინ ვერაფერს იგებს, აქციის ლოკაციასა და ფორმაზეც ვერ თანხმდებიან, ასეთ ხალხს არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში- გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აქციის ლოკაციაზე, დროსა და ფორმაზეც კი ვერ თანხმდება და რთულ სიტუაციაში იმყოფება.მაჭარაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიციის ამომრჩევლის რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.ამავდროულად, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ამომრჩეველი გადააგდო, როცა უთხრა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს დაწერდნენ“.„ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციისგან ვერავინ ვერაფერს იგებს. ერთს უნდა უნივერსიტეტთან შეკრება, მეორეს – „ლელოს“ ოფისში მსჯელობა, მესამეს ჩათებში საქმის გარჩევა, მეოთხეს ოფისში მისვლა, მეხუთე საერთოდ არ დადის არც აქციებზე და არც ოფისში. ეს მოცემულობა არის რადიკალური ოპოზიციის სახე, ელემენტარულად აქციის ლოკაციაზე, დროსა და ფორმაზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, ასეთ ხალხს არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში.აქედან გამომდინარე არის, რომ მათივე ამომრჩევლის რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ის, რომ თავისი ამომრჩეველი გადააგდო რადიკალურმა ოპოზიციამ, როცა უთხრა, რომ ის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა. ახლა არამცთუ არ წერენ, არამედ უკვე აღარც აცხადებენ. ერთი, ორი და ხუთი ადამიანი რომ ლაპარკაობს, ეს არაფერია. მათ თქვეს, რომ 61-ვე ადამიანი დაწერდა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. გნებავთ, მეილით გამოაგზავნონ პარლამენტში. პრაქტიკულად, სამ დღეშია უკვე სხდომა და 25 ნოემბერს ჩვენ და ასევე მათი ამომრჩევლები ვნახავთ, რომ მორიგ ჯერზე მოხდება ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლების გადაგდება. შესბამაისად, ვერანაირი გემა ვერ ექნებათ.როცა გინდა, ხელისუფლება შეცვალო, საზოგადოებაში, სულ მცირე, მორალური უპირატესობით უნდა სარგებლობდე და ამით საზოგადოების უმრავლესობა მხარს გიჭერდეს. გვარამიას როგორ ექნება მორალური უპირატესობა ხელისუფლებასთან შედარებით, როცა, სულ მცირე, 8-ათასწლიან ღვინოს შურაცხყოფას აყენებს და ხალხს აგინებს. როგორ ექნება მორალური უპირატესობა ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას არღვევს და საკუთარ ხალხს თავისივე ადმინისტრაციიდან შეურაცხყოფას აყენებს. მორალურ უპირატესობაზე როგორ ისაუბრებს ვაშაძე, რომელიც ხალხსაც და პაციენტებსაც აგინებს, ატყუებს და ამავდროულად, ყველა ერთად მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას. ესენი აგზავნიან უცხოეთში ეპისტოლეს და ამბობენ, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოურ ძალებს უნდა გადააბარონ. როცა არ გაქვს მორალური უპირატესობა, როცა არ გაქვს მშვიდობის განცდა, უმრავლესობის მხარდაჭერა ბუნებრივად ვერ გექნება. ამიტომ ყოველთვის დაბნეული იქნები, არც აქციაზე და არც არჩევნებზე არასდროს გექნება საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს არის ძირითადი არსი, რის გამოც ხალხი დაბნეულია და ერთმანეთსაც კი უპირისპირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732178235

„პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, იქნება პროცედურები და იქნება უფლებამოსილების ცნობაც“ - გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველი ხდომა 25 ნოემბერს ჩატარდება და იქნება როგორც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, ასევე შესაბამისი პროცედურებიც ჩატარდება.მისი განმარტებით, ოპოზიცია მანდატებთან დაკავშირებით განცხადებას არ დაწერს, რაც კიდევ ერთელ მოახდენს მათ ლუსტრაციას."როცა შეგაქვს ნორმების გასაჩივრება კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა არაფერ შუაში არ არის, ჩაინიშნება თუ არ ჩაინიშნება. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია პირველ სხდომამდე, რასაც უნდა დაელოდოს პირველი სხდომა, ეს არის ცესკოს შემაჯამებელი ოქმი. შესაბამისად, პროცედურები უკვე გადმოვა პარლამენტში და პირველ სხდომაზე იქნება უფლებამოსილების დადგენილება.პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, იქნება პროცედურები, თავმჯდომარის არჩევა, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და ა.შ. იქნება უფლებამოსილების ცნობაც. რაც შეეხება იმას, განცხადება დაწერს თუ არა ოპოზიცია, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. ჩემი მოლოდინია, რომ, რა თქმა უნდა, 61 პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან არ დაწერს ამ განცხადებას და აქედან გამომდინარე, ისინი კიდევ ერთხელ გაცხადდებიან, როგორც მათივე ამომრჩევლის "გადამგდებები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732167929

პარლამენტში ოპოზიციის ლიდერებიდან ოთხი ადამიანია შესული და ოთხი ადამიანი ვერ შეთანხმებულა იმაზე, აქცია სად ჩატარდეს - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გეგმებზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გეგმებს აფასებს.„გირჩი ჯაფარიძემ გამოაცხადა, რომ ერთი-ორი დღე კარგად გამოვიძინოთო, ვაშაძემ დააანონსა, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შევიკრიბოთო, გვარამიამ, ოფისში შევიკრიბოთ, „ლელოში“ ვიმსჯელოთო, მოკლედ, ყველას თავისი შესაკრები ადგილი აქვს. პარლამენტში ოპოზიციის ლიდერებიდან ოთხი ადამიანია შესული და ოთხი ადამიანი ვერ შეთანხმებულა იმაზე, აქცია სად ჩატარდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732165684

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს წერილი არის არამედ მოღალატეთა შინაგანი ბუნების გამოვლინება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს სანქცირების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნით ბრიუსელში გაგზავნილ წერილს აფასებს.„ეს წერილი არის არა მარტო ღალატი საკუთარი ქვეყნის, არამედ მოღალატეთა შინაგანი ბუნების გამოვლინება, რომლებიც წამსვლელები არიან იმაზე, რომ უცხოურ ძალას გადააბარონ საქართველოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე, ოღონდ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1732103828

ამას ჰქვია ზუსტად მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული და ისინი „გმირულად“ დაეცნენ მელიქიშვილის გამზირზე - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ამას ჰქვია ზუსტად მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული და ისინი „გმირულად“ დაეცნენ მელიქიშვილის გამზირზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების შეფასებისას.„ორშაბათიდან დაწყებული მაგას გეუბნებოდით, რომ აი, ისეთი ტიპის აქციები, რაც გააკეთეთ, მათ შორის მელიქიშვილის გამზირზე, არის შინაარსს მოკლებული. ესეც აღიარეს. ამას ჰქვია ზუსტად მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული და ისინი „გმირულად“ დაეცნენ მელიქიშვილის გამზირზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.