ალუდა ღუდუშაური: გარედან მართული მართლმსაჯულება არის ყოველთვის სუვერენიტეტ გამოცლილი, გარე ჩარევით ნაკარნახევი მართლმსაჯულება. ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს

ალუდა ღუდუშაური

ჩვენ ვაფიქსირებთ შემდეგ პოზიციას, რომელიც ეფუძნება სწორედაც სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ღიაობასა და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

მან საქართველოსა და ბრიუსელის დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ შემდეგ პოზიციას, რომელიც ეფუძნება სწორედაც სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ღიაობასა და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ პოლიტიკას. ის, რასაც გვთავაზობენ ვეტინგის მიმართულებით, სწორედ ეგაა - ჩვენ თუ დავყევით ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, მაგალითად, მართლმსაჯულება ჩავაბარეთ ქვეყნის გარედან [მოსულს], რამდენი წიგნიც არ უნდა ჰქონდეს წაკითხული, ვისაც შეარჩევენ, ჩამოიყვანენ, დასვამენ თუ ასე შემდეგ. გარედან მართული მართლმსაჯულება არის ყოველთვის სუვერენიტეტ გამოცლილი, გარე ჩარევით ნაკარნახევი მართლმსაჯულება. ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს. ამიტომ მოცემულობას ხედავენ შემდეგში, რომ თითქოს, ჩვენ მათთან არა დიალოგის, არა ღიაობის მომხრე ვართ, არამედ ეს ადამიანები ფონს ქმნიან იმდაგვარად, თითქოს მათ ჩვენ არ ვესაუბრებით. მათ იციან, რომ გამჭვირვალე და ღია საუბარი მოიტანს ფაქტებზე საუბარს, კონკრეტულ გარემოებებზე საუბარს. სად არის პრეტენზია? და ეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

✕