ჭოხოები

საზოგადოება 1706826127

„რთული დავალება მივეცი...“ - რას ამბობს ნატო გელაშვილი ჭოხოებზე

ნატო გელაშვილი „გრინის ჟურნალისტებთან“ ინტერვიუში იხსენებს, როგორ მისცა რთული დავალება თავის შვილებს და მისცა სიმღერა „ისე ძლიერ შეგიყვარე“.„ამ სიმღერას აქვს მინიმალისტური პიანო და მაქსიმალური ფორტე, რთულად შესასრულებელი სიმღერაა, მუსიკალურად სწორი განვითარება უნდა. ამათი გამოჩენა არ მიყვარდა, ვაიმე, მღრიან-მეთქი… როცა უკვე შეეხნენ და ჰქონდათ სურვილი, მივუდექი, როგორც პროფესიონალებს. თუ პირველად იტყვით სიტყვას, ისე უნდა თქვათ, რომ მე, როგორც მუსიკოსმა ნატომ, სწორად აღვიქვა – თქვენ ხართ ღირსები, რომ საერთოდ შეეხოთ ქართულ სიმღერას-მეთქი… ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რისკიც გამართლებული გამოდგა…“ - იხსენებს მომღერალი.ასევე ნახეთ:VIDEO: მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებსVIDEO: გია სურამელაშვილს დაბადების დღეზე 25 კარატიანი ტოპაზის ბეჭედი აჩუქესრა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ

shio

საზოგადოება 1706795662

„დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი, თვალები კი, ისევ ისე უცისკროვნდება, როგორც ბავშვობაში" - მეუფე შიო იუბილარია

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე - მეუფე შიო მუჯირი პირველ თებერვალს იუბილარია. მისი მაღალყოვლადუსამღდელოესობა 55 წლის გახდა.რეჟისორი გიო მგელაძე მეუფე შიოს კლასელი ყოფილა. მეგობრობა მალე ნათელმირონობას შეუცვლია. როგორც ის ამბობს, მეუფეს ბავშვობიდან წამოყოლილი თვალები და ღიმილი აქვს, რომელიც ცხოვრებას ვერ გადაუსხვაფერებია. "პრაიმტაიმთან" მეგობარსა და ნათლიას გიო მგელაძე იხსენებს. გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს. საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო.ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან.განათლებული იყო თავიდან.მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად.ბოლოს მისი წიგნის პრეზენტაციაზე ვნახე, თვე ნახევრის წინ. ქართველ თეოლოგზე და ჩვენს თეოლოგიაზე წიგნი გამოსცა.თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის. დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა... ასევე დაგაინტერესებთ: მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე"მერაბთან ვმეგობრობთ, რასაც მეტყვით, გავაკეთებო, სიხარულით მოვიდა..."- რა "აბდაუბდა" მოაწყო 91 წლის ელდარ შენგელაიამ ცირკში

მარიტა

საზოგადოება 1706792672

VIDEO: მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ცოტა ხნის წინ მარიტა მეფარიშვილი ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - მის მშობლებს გოგონა შეეძინათ.მარიას და ნუცა, სოციალურ ქსელში ოჯახის ახალ წევრთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.  @nutsaa._   ♬ original sound - spotify_songs.x შეგახსენებთ, რომ 2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „ვიაგრაზე შემოვიდა ძალიან ბევრი კითხვა და მოდით, გიპასუხებთ...“ - ეკა კვირკველია„დედამისს 3 შვილი "ესპანკათი" დაეღუპა...“ – ვინ იყო ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდაგაიგეთ სიმართლე, თქვენი სასიყვარულო კავშირის შესახებ - ტესტი, რომელიც, ფსიქოლოგთა მტკიცებით, არ ცდება

მარიტა

faceამბები 1706613708

VIDEO: „მარიტას გარდაცვალების შემდეგ, დედამისმა ნახა სიზმარი, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ის ორსულად იყო“ - რას ჰყვება მამა შალვა

ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის დედას, ანა შოშიაშვილს, შვილი შეეძინა.პატარა ტატას ერთ-ერთი ნათლია მამა შალვა კეკელიაა. ქადაგებისას მან მარიტასა და მისი დედის სიზმრის შესახებ ისაუბრა.„მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა ნახა სიზმარი, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ის ორსულად იყო“, – ამბობს ის.ნახეთ, ვიდეო: ასევე ნახეთ:ცნობილია, ვინ არის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი იპოვესPHOTO: სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის, ცაში თვითმფრინავით ღიმილი გამოსახეს

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1706599212

VIDEO: თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ნახევარ ფინალისტი, თაია ჭიჭინაძე მომდევნო, ახალი სეზონის შესახებ საუბრობს და რეალითი შოუს მაყურებლებს მიმართავს.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები„ვერც ერთი საყვარელი ვერ დადგება ცოლზე მაღლა“ - „მასტერი“VIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრებიმარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

კარმა

ჰოროსკოპი 1706473994

დაბადების რიცხვის, თვის და წლის მიხედვით, როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა „კარმული ვალი“

კარმული ვალი არის ის იდუმალი ჩრდილი წარსული ცხოვრებიდან ან აწმყოდან, რომელიც მიჰყვება ადამიანს სამყაროს გარკვეული კანონების დარღვევის გამო. ეს ჰგავს ნეგატიურ ბალანსს, რომელიც წარმოიქმნება სრულყოფილი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგად. ამ სტატიაში ჩვენ ჩავუღრმავდებით კარმული ვალების არსს და გავარკვევთ, თუ როგორ უნდა "გადაიხადოთ" წარსულისთვის.რა არის კარმული ვალიმარტივი სიტყვებით, კარმა არის სამყაროს ერთ-ერთი კანონი, სადაც ყველა ჩვენი სიტყვა და მოქმედება, წარსულში თუ აწმყოში, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ბედზე. მეტი კარგი საქმეები უკეთეს ბალანსამდე მიგვიყვანს, მაგრამ ნეგატიურმა შეიძლება გამოიწვიოს ამოწურვა. თუ თქვენ ხართ ჩართული ქმედებაში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს თქვენზე და სხვებზე, შეიძლება ჩაგითრიოთ ნეგატიურ ბალანსში და დაგიგროვდეთ კარმული ვალი, რომლის გადახდაც სავარაუდოდ მოგიწევთ.მაშ, როგორ დავაბალანსოთ კარმის ბალანსი? ეს ხშირად მოითხოვს რთული ამოცანების შესრულებას. ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კარმული დავალიანების გამოსყიდვის მიზნით, რადგან სამყარო, როგორც წესი, იშვიათად იძლევა აშკარა მინიშნებებს. ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც გამოავლენს ჩვენს შესაძლებლობებს და ის, რაც საჭიროა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად. მოდი, შევხედოთ, როგორ განვსაზღვროთ კარმული ვალები და როგორ გამოვისყიდოთ.კარმული ვალის განმარტებაარსებობს მარტივი გზა კარმული ვალების არსებობის დასადგენად. უბრალოდ შეკრიბეთ თქვენი დაბადების თარიღის რიცხვები. მაგალითად, 09/02/1994: 0+2+0+9+1+9+9+4=35; 3+5=8.თუ შედეგი არის 13, 14, 16 ან 19, თქვენ გაქვთ კარმული ვალი.13 მიანიშნებს ზედმეტ ეგოიზმზე და უმოქმედობაზე14 გულისხმობს გამოუცხადებელ ნიჭს16 მიუთითებს სიყვარულისადმი სიძულვილსა და ზიზღზედა 19 მეტყველებს გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე.თუ უკვე იცით თქვენი კარმული ვალები, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დააბალანსოთ წარსულის უარყოფითი სიტუაციები. დარჩა თუ არა გადაუჭრელი საკითხები? გაპატიეს თუ არა დანაშაული? არის თუ არა სურვილი, გამოასწორო ის, რაც ადრე გაუკეთე სხვებს? ამ „დაუხურავი“ მომენტების გახსენებით, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ უნდა გადაწყდეს ვალების გასტუმრების საკითხი.როგორ „გადაიხადოთ“ წარსული ვალებიროგორც უკვე აღვნიშნეთ, კარმული ვალი წარმოიქმნება წარსული ქმედებებიდან. სამყარო მუდმივად იძლევა კარმის გამოსწორების შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ ამას ყოველთვის ვერ ვამჩნევთ. თქვენი ხასიათისა და მიმდინარე მოვლენების გაანალიზებით, დაიწყეთ მოქმედება: გადახედეთ თქვენს ქცევას და იმოქმედეთ პირიქით.მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გამოისყიდოთ კარმა საკუთარი თავის შებრალებითა და სიზარმაცით. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე და თამამად შეცვალოთ ისინი. თუ, მაგალითად, აცნობიერებთ, რომ კარმული პარტნიორი მოგეცათ წარსულის კომპლექსებისა და შეცდომების დასაძლევად, მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება და ისწავლოთ ადამიანის გაშვება გაკვეთილის სწავლის შემდეგ.კარმული ვალების გამოსასყიდად თქვენ უნდა იმუშაოთ არა მხოლოდ თქვენს შინაგან სამყაროზე, არამედ თქვენს გარშემო არსებულ გარემოზეც. გათავისუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან, ნეგატიური ემოციებისგან და დამანგრეველი ჩვევებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებას წამლავს. ეს მიდგომა დაგეხმარებათ გაასუფთაოთ თქვენი ენერგია და გახსნათ კარი ჯანსაღი ცვლილებებისთვის.ასევე ნახეთ:„წელს იღბლის ფავორიტები ხართ...“ - ვის უმზადებს ვარსკვლავები თავბრუდამხვევ წარმატებასმარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

ძაღლები

შემთხვევა 1706461040

„ვიღაც არაკაცმა გაიმეტა...“ - ვარკეთილში, მიუსაფარი ძაღლი მოკლეს

ვარკეთილში, გვიან ღამით მიუსაფარი ძაღლი მოკლეს. ინფორმაციას, ამის შესახებ ცხოველთა დამცველებმა სოციალური ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელებს. „ვარკეთილში ვიღაც ნაბიჭვარმა ძაღლი დაჩეხა დანით. ძაღლი სავარაუდოდ სისხლით დაიცალა. უსაყვარლესი ცუგოა, ყველა ვეფერებოდით ხოლმე, „მაჭახელას“ წინ იწვა ხოლმე. ვიღაც არაკაცმა გაიმეტა...“, - წერენ ჯგუფში. „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო. ასევე დაგაინტერესებთ:აშშ-ში ერთმანეთს 43 ავტომობილი შეეჯახამნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებსმარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

მარიტა მეფარიშვილის და

ტაბლოიდი 1706457000

მარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

ვაკის პარკში, უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა დაწერა.„ნუცას და მარიტას და. მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს მამა შალვა მამა საბა ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა გრიგოლ ხუნწარიას ტატას გაქრისტიანებისთვის“,- წერს ოჯახის ახლობელი.

მარიტა მეფარიშვილი

სამართალი 1691061171

მარიტა მეფარიშვილის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ვ.ლ.-ს, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ის ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.ამასთან, იგივე ანგარიშის და აქტის თანახმად, ბრალდებულმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების ჩატარების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოსდა სამუშაოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა და საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.გარდა ამისა, ბრალდებულმა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი; ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დირექტორსა და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ.ვ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის ვ.ლ.-ს მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მარიტა მეფარიშვილი

სამართალი 1688989139

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო, ხოლო ერთი ბრალდებული გამართლდა, რასაც ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი დამნაშავედ ცნო.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.„მშენ-ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.„მშენ - ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა, „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტის“ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავაზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.გრინ სერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.თავის მხრივ, „გრინ სერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, გრინ სერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გ.ვ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ლ.ფ.-ს 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; „გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს ბ.მ.-ს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს ლ.ჭ.-ს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ერთ ხელოსანს გ.გ.-ს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დ.კ.-ს 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ხოლო ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნ.ქ.-ს და ამავე კომპანიის ექსპერტს დ.თ-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.რაც შეეხება „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ კიდევ ერთ ხელოსანს ვ.გ.-ს, ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. პროკურატურა სასამართლოს განაჩენს ვ.გ-ს გამართლების ნაწილში და სხვა ბრალდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, „მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტისა და სამი იურიდიული პირის ბრალდების საქმეზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.ასევე ნახეთ:⇒ „ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს⇒ „შენ კარგავ გეგმებსა და მოლოდინებს... “ - შალვა ხაჭაპურიძის მოდელი ქალიშვილი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს

ვაკის პარკი

სამართალი 1678035300

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გიგა გიგაშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს და "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,"ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

ვაკის პარკი

სამართალი 1678011107

„ვაკის პარკის საქმეზე“ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი დააკავეს

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი „ვაკის პარკის საქმეზე“ დააკავეს. ამასთან, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს  ბრალდება წარუდგინა.ასევე  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და  ,,მშენექსპერტს“.