,,ზუგდიდო შენთან ერთად ვტირით…” - ავარიაში დაღუპულ ოთხ ახალგაზრდას გლოვობენ

ნკ

ქობულეთის შემოვლით გზაზე, უმძიმეს ავარიაში დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.

ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.

დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

ზუგდიდში გლოვის დღეებია. 

,,ზუგდიდო შენთან ერთად ვტირით..." ,,სიცოცხლით სავსე ბავშვები დავკარგეთ..." ,,ჩვენი მარგალიტები",-წერენ კომენტარებში. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.