ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტმა, როსტომ ზარანდიამ მესტია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე,სოფელ ნაწულუკუს ტერიტორიაზე არსებულ ორმოში ხელოვნური ფერადი სანათებით განათებული ნაძვის ხე ჩადგა.
მან ამ ფორმით, გზებზე არსებული პრობლემები და გაუმ
აქტივისტმა სწორედ ამ ფორმით გააპროტესტა გზის გაუმართაობა.
როსტომ ზარანდიას თქმით,ეს ავტომანქანების მძღოლებისთვის სახიფათო მონაკვეთია.
მან ორმოს გამო, თავადაც არაერთხელ დააზიანა ავტომობილი.
მას სურს ამ ფორმით მიიქციოს შესაბამისი სამსახურების ყურადღება, რათა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.
ავტორი: თეა შონია