გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
მატეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში განახლებულ პროგნოზზე წერს:
"ბოლო დღეებში ზამთარი დაბრუნდა, საშუალო დღიური ტემპერატურა დაბალია და კვლავ ნალექია.
უქმე დღეებში მთელს ქვეყანაში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი, ორშაბათიდან კი მოდის ანტიციკლონური ამინდის პერიოდი, ატმოსფერული წნევა იქნება მაღალი, ცა მოწმენდილი გარემო მშვენიერი.
მზიანი დღეების ფონზე მომდევნო კვირის სამუშაო დღეებში დროდადრო +25 გრადუსამდე დათბება.
ვინაიდან უკვე დღეღამტოლობაა და მზის ნათების ხანგძლივობა ყოველდღე მატულობს, გაზაფხულის განწყობა ნამდვილად ყველას დაგვეტყობა.
გისურვებთ მშვიდობას.
მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე"