LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
პრესის წარმომადგენლები, როლებიც ალასკაზე დღეს შემდგარ ისტორიულ შეხვედრას აშუქებენ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციისთვის ემზადებიან - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ტრამპი-პუტინის შეხვედრის დასრულების შესახებ, რომელიც სამი-სამზე ფორმატით შედგა.
როგორც ამერიკული მედია წერს, პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მომლოდინე რეპორტიორებს დაავალეს, რომ პრესკონფერენციის გამართვის ადგილას შეიკრიბონ.
როგორც უკვე ცნობილია, "ვიწრო ფორმატში" პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. ის დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა.