„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
უხვი ნალექი თბილისში - ღამით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გზის სავალი ნაწილები. რიგ შემთხვევაში, გაჭირდა გადაადგილება.
მთელი ღამის განმავლობაში, პრობლემურ ტერიტორიებზე მუშაობდნენ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
ვითარებას პრობლემურ ზონებში ადგილზე გაეცნო თბილისის მერი.
"ძალიან ძლიერი წვიმა მოვიდა, მოკლე დროში ძალიან ბევრი ნალექი. გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. იწყება გაწმენდითი სამუშაოები იმიტომ, რომ ჩამოტანილია ნაშალი, ქვა-ღორღი კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე და დავიწყებთ ამ სამუშაოების წარმოებას. არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გაფუჭებული კონკრეტული საგზაო მონაკვეთები. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს რაც შეეხება, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა", - აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.